"წითლების" წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ გუნდებში

ავტორი: johnson, 15-11-2017, 11:44, კატეგორია - სიახლეები, 591, 5


"ლივერპულის" ფეხბურთელებმა ეროვნულ გუნდებში მორიგი მატჩები ჩაატარეს :

* ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცა ალბერტო მორენოს, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო. "ფურია როხა" რუსეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

* ბელგიის ნაკრების რიგებში შეუცვლელად ითამაშა სიმონ მინიოლემ. დივოკ ორიჯის კი მწვრთნელმა მხოლოდ 14 წუთი მისცა. "წითელი ეშმაკები" იაპონიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს.

* გუშინ ბენ ვუდბარნი პირველად მოხვდა უელსის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში. მან მოედანზე 71 წუთი დაჰყო. ბრიტანელები კი პანამას კარდიფში დაუზავდნენ - 1:1.


* ჰოლანდიამ 3:0 გაანადგურა რუმინეთი. ჟორჟინიო ვეინალდუმი შეხვედრას თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.

* საინტერესო გამოდგა გერმანიისა და საფრანგეთის დაპირისპირება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ემრე ჩანი, რომელმაც მოედანზე 83 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

* გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ინგლისისა და ბრაზილიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა "ლივერპულის" ოთხმა მოთამაშემ მიიღო - ჯო გომესი და ფილიპე კოუტინიო მოედანზე პირველივე წუთიდან ირჯებოდნენ, რობერტო ფირმინო და დომინიკ სოლანკე კი თამაშში მეორე ტაიმში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ.

აღსანიშნავია, რომ გომესმა შეუცვლელად ითამაშა და მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა !

ამავდროულად, არც თუ ცუდი დებიუტი ჰქონდა სოლანკეს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ახლა "ჩელსი" მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის მოთხოვნას აპირებს - როგორც იცით, ინგლისელი "წითლებს" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე მერსისაიდელებს გარკვეული თანხის გადახდა ლონდონელებისთვის მაინც მოუწევთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" მხოლოდ 3 მილიონის გადახდას აპირებდა, რაც "არისტოკრატებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე კი ტრიბუნალამდე მივიდა.

ფეხბურთელის ფასს ზრდის ის ფაქტი, რომ ზაფხულში ის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ახლა კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ამ ჩელსიმ ძაან ტვინი არ მო*ცენზურა*ას ეხლა 10 მილიონად ვიყიდდით მაშინ. ან საერთოდ ეს რა არი დედამიწაზე ყველანაირი *ცენზურა* წესი ხო არ შეილება ინგლისსში მოქმედებდეს. ალანია და 20 წელია სამუშაო ვიზა ვერ მისცეს. ესაა და 23 წლამდე უფასოდ გაშვება არ შეილებაო, რატო ვითომ ახალგაზრდა როა? 23 წლის და 22 წლის რაღა ახალგაზრდაა ჩამოყალიბებული ფეხბურთელია უკვე

ThisIsAnfield
მომხმარებელი

გომესი ძალიან მაგარი ბიჭია, ნეიმარს და მარსელოს იმენა ედგა!!! შესაწევია ცენტრში ეგ კაცი და იქნება შეუვიდეს
ტვინში კლოპს:)))

Capitan
მომხმარებელი

სოლანკე იმსახურებს შანს... საუთემპტონთან დასვენოს ფირმინო და სევილასთან ათამაშოს........ რაც შეეხება გომეს იდალური ბიჭია ამ ასკაში მცველი ასე თამაშობდეს და თან ნებისმერ პოზიციაზე :დ დაიწყო მარცხენა მცველად მერე ცენტრალურ მცველად და ახლხა მარჯვენა მცველად მოგვევლინა იდალური ახალგაზრდაა და თამაშობს კიდეც ძირითადს

liverpool-fan
VIP Member

ვააა კოუს უთამაშია ესეიგი შაბათს შეძლებს თამაშს ძაან კარგია

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ჩელსიმ ყოველთვის ტვინი როგორ უნდა მო*ცენზურა*ას.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze