რეზერვებმა დერბი დიდი ანგარიშით მოიგეს

ავტორი: johnson, 19-11-2017, 11:57, კატეგორია - სიახლეები / მულტიმედია, 756, 7


გუშინ "პრენტონ პარკზე" ერთმანეთს "ლივერპულისა" და "ევერტონის" 23 წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "წითლების" უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ანგარიში 33-ე წუთზე ჰერბი კეინმა გახსნა. ზუსტად 3 წუთში კი სხვაობა ორამდე უილანმა გაზარდა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა - 2:0.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში ეფექტური გოლი გაიტანა რაიან ბრიუსტერმა. შეხვედაში საბოლოო წერტილი კი შეცვლაზე შემოსულმა დჰანდამ დასვა.

აქვე გეტყვით, რომ 10 ტურის შემდეგ "ლივერპულის" 23 წლამდელთა გუნდს 24 ქულა აქვს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

"ლივერპული" : გრაბარა - ფლანაგანი - ხუანმა(89' ჯონსტონი) - ჯონსი - უილანი - ეჯარია - უილსონი(81' ადეკანიე) - ვირტუ - კეინი - ბრიუსტერი(67' დჰანდა) - ინგსი.

 
გეტყვით იმასაც, რომ გუშინ სტივენ ჯერარდის მიერ გაწვრთნილმა "ლივერპულის" 18 წლამდელთა გუნდმა 5:1 გაანადგურა "მიდლსბრო". ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ, მერსისაიდელებს 15 ქულა აქვთ და ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან. პირველ ადგილზე კი "მანჩესტერ იუნაიტედია" 20 ქულით, თუმცა "ეშმაკებს" 2 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. 

კომენტარები


liverpool515
VIP Member

საღოლ ამათ ეს ბრიუსტერი მართლა იმედია ....და სტივისაც მალადეც მშვენიერი მწვრთნელი დგება

Ynwa Scousers
VIP Member

ეს ხუანმა რა ზარზეიმით მოიყვანეს ნეტა თუ უპირებს კლოპო რამეს :)

johnson
ადმინისტრატორი

ბრიუსტერს სულ მარტივი გოლები გაჰქონდა მსოფლიოზე, მაგრამ გუშინ მაგარი გაუტანია.

23 წლამდელები მოიგებენ წელს დიდი ალბათობით. ცუდია რომ ინგსი ნაკლებად ბრწყინავს მანდ. ეს კეინი კიდე კარგი ბიჭი ჩანს.

ნუ ჯერარდის სადებიუტო სეზონისთვის ყველაფერი კარგად მიდის

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი ბიჭები არიან ეს ახალგარდები. ეს ბრიუსტერი ძაან მაგარი იზრდება მგონი. ეჯარია მაგრად მევასება :)

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ბრიუსტერი და დანდა მაგარი ბიჭები არიან... ზოგადად საკაიფო გუნდია, უბრალოდ უილსონივით არ უნდა დალპეს ყველა მანდ, ნელ-ნელა უნდა დაწინაურდნენ, ერთის მხვრივ მაგიტომაა კარგის თასებზე შორს გასვლა, რომ ამათ ექნებათ სათამაშო პრაქტიკა...

James Pearce
VIP Member

სპარტაკთან რო წააგეს მაგას ვუყურე და კეინი მომეწონა კაი ბიჭი ჩანს. ნუ ბრიუსტერი ძაან გიჟი იზრდება კიდე ბევრი მაგარი ტიპია უ23ში და უ18შიც ))

LUIS SUARES 001
VIP Member

საღო მაგრა უბერავენ ბიჭები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze