"ბრაიტონი" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 2-12-2017, 20:54, კატეგორია - სიახლეები, 1 213, 21


პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ბრაიტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 1:5 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ემრე ჩანმა და რობერტო ფირმინომ(2) და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

"ლივერპული" : მინიოლე - არნოლდი - ჩანი - ლოვრენი - ვეინალდუმი - რობერტსონი - ჰენდერსონი(90' გრუიჩი) - მილნერი - კოუტინიო - სალაჰი(80' ჩემბერლენი) - ფირმინო(88' სოლანკე).

ბევრისთვის მოულოდნელად, "წითლებმა" დღეს 3-5-1-1 სისტემით ითამაშეს. ცენტრალური მცველების პოზიციაზე მოგვევლინენ ჩანი და ვეინალდუმი, ხოლო ფირმინოს უკან სალაჰი მოქმედებდა. როგორც გაირკვა, გომესი და კლავანი გუნდს ავადმყოფობის გამო ვერ ეხმარებოდნენ, სწორედ ამიტომ გერმანელმა სპეციალისტმა განსხვავებული სქემა შემოგვთავაზა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. კლოპის შეგირდები ფლობდნენ ბურთს, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. "ბრაიტონი" საკმაოდ კარგად კეტავდა ზონებს და "წითლებს" თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე გაიხსნა. კოუტინიოს მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით ემრემ გადაგზავნა. ზუსტად 1 წუთში კი "ლივერპულმა" სხვაობის ორამდე გაზრდა შეძლო - ამჯერად თავი ფირმინომ გამოიჩინა, ასისტენტის როლში კი კვლავ მისი თანამემამულე მოგვევლინა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა - 0:2.

 
მეორე ნახევარი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. 49-ე წუთზე ფირმინომ დუბლი შეასრულა, თუმცა 2 წუთში მატჩის მთავარმა არბიტრმა "წითლების" კარში 11 მეტრიანი დანიშნა, რომლის რეალიზებაც მასპინძლებს არ გასჭირვებიათ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ეპიზოდში წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მსაჯი აშკარად შეცდა.

ამის შემდეგ კიდევ "ბრაიტონი" კიდევ უფრო გააქტიურდა და თამაშის ტემპმაც უფრო იმატა. მერსისაიდელები გოლის გატანას კონტრშეტევებზე ცდილობდნენ და რამდენიმეჯერ იყვნენ კიდეც ახლოს მიზანთან, თუმცა სხვაობის გაზრდა ვერ შეძლეს. თავის მხრივ, სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ მასპინძლებიც.

მატჩის მიწურულს გოლები კვლავ გავიდა - 86-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ მისი წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ზუსტად შეასრულა, 2 წუთში კი ბრაზილიელის აქტიურობას "ბრაიტონის" კარში გატანილი კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. საბოლოოდ შეხვედრა "წითლების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.


სტატისტიკა
"ბრაიტონი"
"ლივერპული"
43%ბურთის ფლობა57%
6დარტყმა12
2ზუსტი დარტყმა6
2კუთხური2
0თამაშგარე2
8ჯარიმა7
1ყვითელი ბარათი0
68,4%პასების სიზუსტე84,1%

 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ძაან გამიტყდა მშრალად რო ვერ შვინახეთ კარი. ეს მსაჯი დებიუტანტი ყოფილა პრემიერ ლიგაში იმედია უკანვე გაუშვებენ ჩემპიონშიფში, ასეთი მოგონებული 11 მეტრიანი კაი ხანი არ მინახია. მაინც კარგია ამხელა ანგარიშIთ რო მოვიგეთ, ეხა სპარტაკს დაერხა

Riseee
მომხმარებელი

კარგები იყვნენ დღეს.დიდი ანგარიშებით მოგებები წამოვიდა რაც სასიამოვნოა

George
ტოპ კომენტატორი

მშვენიერია ასეთ გუნდებთან რომ ვისწვლეთ გოლის გატანა.

GoGson
მომხმარებელი

საღოოოლლ ტოოოო ვერ ვუყურე იგრას და აუცილებლად სრულად ვნახავვ.....
ეხლაა როგორი ტაქტიკოსია კლოპი? ამ კაცს ფეხვურთელებიი მოუყვანეეთ და რეალს და ბარსას ერთად შეჭაამსს!!!

კარგი ექსპერიმენტი იყოო, ამ პალასაზე გავაგრძელოთ

reversi
მომხმარებელი

კაია 3 ქულა როტაციაც მაგრამ ბრაიტონით ვერ ვიმსჯელებთ მარტო მეტი შეუძLია ამ გუნდს გაციელბით უბრალოდ ხელის შევლება უნდა უკანა ხაზს
ახლა უნდა მივაბათ მოგებები ზედიზედ არსენალამდე იქ კიდე ამოღებული ირბენს სადიო ევასება არსენალთან ეგეთები ;დ
სპარტაკზე არც მაქვს საუბრალი დღეს ბევრი დაასვენა მაგიტო მატიპი ჩემბო მანე მორენო იქნებიან სპარტაკთან იმედია 0ზე მოვუგებთ მშრალად შენახული კარის მუღამი მაქვს მარა დააყენებს კარიუსს და ის უეჭველი უშვებს ;დ

johnson
ადმინისტრატორი

პენალტი რომ არა მშრალზე დავამთავრებდით ამ თამაშს. უბრალოდ გოლის მერეც აირია ყველაფერი ეტყობოდათ ვერ დალაგდნენ. გასატანი ვერ გაიტანეს და უკანაც გაეპარათ ბევრი. მთავარია მოვიგეთ და ბურთების შეფარდებაც კიდეც უფრო გავიუმჯობესეთ. ვეინალდუმის მცველობა საინტერესო გადაწყვეტილება იყო.

ახლა სპარტაკს უნდა მოვუგოთ ძალიან დამაჯერებელად.

3500 8

gio_chyoi
რედაქტორი

ტაქტიკურად იმენა იმარა დღეს კლოპმა, შეტევის დროს ჩვენი განაპირა მცველები წინ მიდიოდნენ და ვეინალდუმი ჩამოდიოდა უკან რაც კარგადაც გამოსდიოდა

reversi
მომხმარებელი

ასევე არ მომეწონა მეორე ტაიმში ბურთის დათმობა არ გვყავს მასეთი საიმედო დაცვა რომ ვინმეს თავისული პადაჩები ვაკეთებინოთ საჯარიმოში
და ბოლოს 4 წუთი გრუიჩს და 6 წუთი სოლანკეს მეტიც შეიძლებოდა იურგენ :) მით უმეტეს სტოკთან სოლანკეს თამაშის შემყურე

gulivera
მომხმარებელი

რასაც ველოდი ის მოხდა მრავალი ასეთი გამარჯვებებით დავტკბარიყავით გილოცავთ

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
კი მასე ვთქვით სტოკთნაც ამით ვერ ვიმსჯელებთ ცუდ ფორმაშიაო, ეხლაც იგივეს ბრაიტონზე ვიძახით მარა არ დაგვავიწყდეს ასეთ გუნდებთან როგორ გვიჭირს ხოლმე, თან გასვლაზე

LUIS SUARES 001
VIP Member

Gamisworda rom vagrdzelebt waugebel serias ,fili imena dafriavda,kou rogorc yoveltvis jadoqrobs ra . Gamiswordeboda momos rom gaetana

gio_chyoi
რედაქტორი

კოუმ რონალდინიოს სტილში რო შეასრულა ჯარიმა :D

liverliver
მომხმარებელი

როცა ვიგებთ და მეტოქე ტემპს უმატებს მაშინ ვერ ვთამშობთ და ეგ გვაქვს გამოსასწორებელი დალშე იმენა ყველაფერი გამოვასწორეტ მგონი :დ

liverpool-fan
VIP Member

აი ერთი 10 ჯერ გადავახვიე პენალტის ეპიზოდი და ვაფშე არავინ არავის შეხებია საიდან მოიგონა ამ მსაჯმა რა იმენა აჩუქა პენალტი

G.p
VIP Member

ძაან კაია მოგებებს რო ვაბავთ .ჩლენსისთან რო მინოლეს არ ეყლაპა იდეალურად იქნებოდა ყველაფერი.რაც შეეხება მინუსებს როგორც ყოველთვის ანხევარდაცვა ძალიან სუსტი იყო,ბურთშ ფიზიკურად ვერ ვიჭერთ რაც გრანდებთან ძვირად დაგვიჯდა წელს ,ჰენდერსონი და ემრე მოსაშორებელია გუნდიდან და 2 ახალი მაღალი დონის იგოკი გვინდა თOრე სტაბილურები ვერ ვიქნებით .მაგარი იქნებოდა მომოს რო შეეგდო.

liverpool515
VIP Member

Aseti penali ar minaxavs dsc fexburts vuyureb

GALANDEC
მომხმარებელი

კაია მოვიგეთ მაგრამ ესეთ პენალს ესპანეთშიც არ დადებდნენ!!! გაგვიმართლა რომ ვიგებდით და მოვიგეთ!!!

lashafss
მომხმარებელი

ვიცინე პენალტზე ძალიან :D არ ვაკრიტიკებ მსაჯს , დებიუტანტი ყოფილა და არაუშავს , მთავარია მატცის ბედი არ შეცვალა. ყოჩაღ ბიჭებს მაგრამ რაღაც მარილი აკლიათ , ეს მარილი არის ერთი კარგი ნახევარმცველიიი რომელიც ბურთს დაიჭერს. მძულს როცა ბრაითონის ნაირ გუნდთთან უკან ჩაჯდები და ბურთს აძლევ ლივერპული : )

PRINCE
ტოპ კომენტატორი

სწორი ტაქტიკური გადაადგილებები, სწორი ანალიზი და მაშინვე აისახა შედეგზეც. მაგას გავიძახდი ამდენი ხანი, რაღაცა შეცვალე შეჩემა, ყველამ დაგიმუღამა როგორ გეთამაშოს უკვე თქო. ვეინალდუმის უკან დახევამ და მცველების უკნიდან დაზღვევამ გაამართლა ნაღდად, ემრემაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას დაცვაში. ერთ არაპოპულარულ რამეს დავწერ, მაინც მგონია რომ მორენო უნდა იდგეს ძირითადში დღევანდელი გადმოსახედიდან. განსაკუთრებული ვერაფერი ვერ დავინახე ამ რობერტსონში სიმართლე ვთქვა, მაგ ფახბურთელის პლიუსი ისაა, რომ კარგად ახვევს ბურთს საჯარიმოში, თუმცა მაგ კოზირის გამოყენებაც რთულია როცა საქმე ლივერპულს ეხება და როცა მოედანზე ნომინალრი ფორვარდი არაა. სალაჰს და ფირმინოს განა რამდენი უნდა უწოდო რომ ამან შედეგი გამოიღოს. მორენოს ადვოკატად ნაღდად ვერ გამოვდგები, მაგის ლანძღვის მეტი არაფერი მიკეთებია ეს წლები, მაგრამ ობიექტურად რომ შევხედოთ, სევილიასთან ჩაგდებულ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთი გამორჩეულია სეზონის პირველ ნახევარში. ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მარცხენა მცველის პრობლემა მოგვარებულია გუნდში. მორენოს და მინოლეს გუნდში ყოლა, ლატენტური ნაღმია ლივერპულისთვის, როდის გადაეკეტებათ და როდის დაგღუპავენ არავინ არ იცის.

reversi
მომხმარებელი

PRINCE,
ეგ რათქმაუნდა მაგრამ უფრო მეტი როტაცია უნდა ხდებოდეს მაგ პოზიციაზე აგერ არნოლდი და გომესი ხშირად ცვლიან ერთმანეთს თან დაასვენებს მორენოს რობერტსონი თან მორენო კონკურენციას როცა გრძნობს უმატებს ხოლმე და მაგასაც რო თავი დავანებოთ მარო ვარჯიშებზე ვერც განვითარდება ეს რობერტსონი ასე რომ მეტი ფრო უნდა ჰქონდეს რაც მოვიდა მგონი სულ მე-3 თამაში ათამაშა მხოლოდ და მხოლოდ

gio_chyoi
რედაქტორი

PRINCE,
კი მარა მასე მორენოც რაც იყო კი გვახსოვს, რობერტსონმა აქამდე რაც ითამაშა უფრო უკეთ ითამაშა ის 2-3 თამაში. რამდენი ხანია ძირითადში არ დაუყენებია და ამდენი ხანი მორენო რო არ ათამაშო უფრო დაშტერდება ისიც. უფრო მეტი დრო თუ მიეცა მშვენიერი მცველი იქნება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze