კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 3-12-2017, 12:54, კატეგორია - სიახლეები, 496, 6


პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ბრაიტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 1:5 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ემრე ჩანმა და რობერტო ფირმინომ(2) და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

შედეგი და თამაში
დღეს მოედანზე ვერ დავინახე ბევრი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელი. ძირითადი შემადგენლობის შერჩევის დროს, გარკვეული პრობლემები გვქონდა. სამედიცინო შტაბისგან ინფორმაცია გვიან მივიღეთ - მცველებს ან ტრავმა ჰქონდათ, ან ავად იყვნენ. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიგვეღო. სავარჯიშო სესია 20 წუთით გავახანგრძლივეთ და ამ საკითხზე ვიმუშავეთ.

ბიჭებმა დღეს საქმეს თავი კარგად გაართვეს. ისინი კარგად მოერგნენ ახალ სქემას. ჩვენ გვჭირდებოდა ფლანგზე მოთამაშეები და გვყავდა კიდეც ვინგ-ბექები. მომთმენნი უნდა ვყოფილიყავით. სტანდარტულების დროს 2-ჯერ კარგად ვითამაშეთ, მესამედ კი უკვე ემრემ შეძლო ფანტასტიური გოლის გატანა. მეორე გოლი ბურთის კარგ გათამაშებას მოჰყვა და მსგავსი სიტუაცია მოსალოდნელიც იყო. მესამე გოლის ეპიზოდში შესანიშნავი კონტრშეტევა ვიხილეთ. შემდეგ იყო პენალტი, რომელიც, ყველა ვთანხმდებით, რომ არ უნდა დანიშნულიყო. ამის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან კარგად, ჭკვიანური ჯარიმით დავასრულეთ.

როტაცია
ეს უნდა გაგვეკეთებინა. 6 ცვლილება განვახორციელეთ და ეს ბიჭებისთვის რთული იყო. ახლა ოთშაბათს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, კვირას კი მერსისაიდული დერბი გველის. ეს ძალიან ინტენსიური პერიოდია და ჩვენ შედეგები გვჭირდება. ჩვენი ამჟამინდელი ფორმით ბედნიერი ვარ. ანგარიშებით ისე ჩანს თითქოს გუნდი დაფრინავს, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სხვაგვარია, რადგან სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.

მინიოლეს სეივები
ფანტასტიურია, გატანილ გოლებს ჰგავდა. იყო 10-15 წუთიანი მონაკვეთი, როცა ბიჭებს თამაში არ მისდიოდათ და ისინი ბურთს უკან, სიმონს უბრუნებდნენ, ის კი უბრალოდ შორს იგერიებდა. ეს უნდა გამოვასწოროთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დროს პოზიცირად არასწორად ვთამაშობდით. მინიოლე კი თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებდა.

თამაშობს თუ არა გუნდი ჩემპიონატის ლიდერების მსგავსად
ჩვენს კონტრ მომენტებში და ეპიზოდებში, როცა ფეხბურთს ვთამაშობდით, ალბათ "მან. სიტის" თუ გავეჯიბრებით. ახლა ყველაზე მთავარია მომავალშიც ასე თამაში გავაგრძელოთ. როდესაც აქ ვსაუბრობთ, მატჩი უკვე 1 საათის დასრულებულია და მე უკვე მომდევნო დაპირისპირებაზე ვფიქრობ. მნიშვნელოვანია გამარჯვება და ქულების მოპოვება, თუმცა ჯერ ვერ შევძლებთ ლიდერების დაწევას, რადგან მათ ბევრი შეხვედრა მოიგეს. ამის მიუხედავად, გვსურს მათთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ. ყოველი მომდევნო შეხვედრა, ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

გამარჯვება მანეს გარეშე
დიახ, ასევე სტარიჯის გარეშე. გულახდილად გეტყვით, ეს კარგია, მაგარია. სათადარიგოთა სკამზე ასევე გვყავს დომინიკ სოლანკე. ალბერტო მორენო, რომელიც ფანტასტიურ სეზონს ატარებს, განაცხადშიც არ იყო. მას დასვენების საშუალება მივეცით.

კოუტინიოს თამაში
კარგია, ძალიან ბედნიერი ვარ. მიყვარს ასეთი ჯარიმები, ორივე გოლი ჭკვიანურად თამაშს მოჰყვა. ასეთი ჯარიმის შესასრულებლად ტექნიკა გჭირდება. ასეთი კედელი ვარჯიშებზე არ გვაქვს, რადგან მათ ბორბლები აქვთ და არ ხტებიან. მეორე კი ავტოგოლი იყო ? კარგით რა...

მეტოქის თამაში
"ბრაიტონი" თავს ღრმად იცავდა. მათი ორივე ვინგერი ამას აკეთებდა. უფრო რთული შეხვედრა იყო, ვიდზე ეს ანგარიშიდან ჩანს. 0:2-ზე მათ კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა მინიოლეს საოცარმა სეივმა გვიხსნა. იმ ეპიზოდში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ვფიქრობ დამსახურებულადაც.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართალია, 0-2-ზე ის სეივი რო არ გაეკეთებინა და ეგრევე გატანას პირიქით, იმათ რო გაეტანათ საერთოდ სხვანაირად შეილებოდა მორჩენილიყო, მარა არაუშავს, მთავარია მოვიგეთ და დიდი ანგარიშით თან.
ეს როტაციაც როგორც ვხედავთ ჯერ-ჯერობით ამართლებს და იმედია ბოლომდე გაამართლებს, ახალ წლამდე ძაან ინტენსიური პერიოდი გვაქვს და ასეთი როტაციით არც არავინ გადაიღლება და არც არავინ არმოვარდება ფორმიდან

liverpool33
მომხმარებელი

კარგია კარგი მემგონია ბოლომდე გრძნობს პრემიერ ლიგის ჰავას მიხვდა მარტო 11კაცით რომ ვერ მოიგებს ჩემპიონატს თან ამ როტაციით ნაკლები ტრამვიანობააა მოსალოდნელი რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო ლივერპულისთვის

liverpool515
VIP Member

Momwons rotaciebi gundi ufro lagad tamashobs

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ეს როტაცია ერთისმხრივ იმით არის კარგი, რომ ასეთი ინტენსიური სეზონის დროს ბიჭებს დასვენების საშუალება ეძლევათ და ტრავმიანობის რისკიც იკლებს, თან ასე თუ ისე ყველას ეძლევა თამაში დრო... მეორეს მხრივ მეტოქე გუნდი სულ საგონებელში გყავს, არ იცის რა ტაქტიკას და შემადგენლობას დაუპირისპირებ და უშუალოდ თამაშის დროს უწევთ გადაწყობა... ნაღდად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო გუშინდელი ტაქტიკა, რამაც ნამდვილად გაამართლა, იმედია ესე გააგრძელებენ... ხო , კიდე ხველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნელ-ნელა ესეთი მეორე ეშელონის გუნდებთან თამაშს ამუღამებენ... ეს სეზონი თუ ოთხეულში მყარად დავასრულეთ და ლიგაზეც რაც შეიძლება შორს გავედით, მომავალ სეზონს ნაღდად იმედიანად შევხვდები...

LUIS SUARES 001
VIP Member

Bervr rames rom mixvda klopi es kargia da tamashebzec aisaxa ukve

reversi
მომხმარებელი

ეს ინტერვიუ ჩემთვის ამ ფრაზად ღირდა:
იყო 10-15 წუთიანი მონაკვეთი, როცა ბიჭებს თამაში არ მისდიოდათ და ისინი ბურთს უკან, სიმონს უბრუნებდნენ, ის კი უბრალოდ შორს იგერიებდა. ეს უნდა გამოვასწოროთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დროს პოზიცირად არასწორად ვთამაშობდით.
10-15 კი არა იურგენ 20-25 არის ეგ პერიოდი და კაია რო ხედავ ამ ყველაფერს ჩვენ არამარტო კვირის თვის ან სეზონის განმავლობაშI ვართ არასტაბილურები თამაშებშიც კი არის 20-25 წუთი რა დროსაც მგონია რომ ვინც არ უნდა იდგეს მეტოქის ნახევარზე მნიშვნელობა არ აქვს რადგან გუნდი დაფრინავს და იმავე თამაშში დგება მონაკვეთი როცა უკვე საპირისპიროდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვიტევს ჰალი თუ ვულვზი გუნდი უბრალოდ არასწორ ფეხბურთს თამაშობს ამიტომ მირჩევნია ბოლო მონაკვეთში როგორც ხდება სეზონში ასე გაგრძელდეს წინ ასე თუ ისე სტაბილურად თამაშOბენ მთლად შარშანდელი სეზონის პირველ ნახევარს არ გავს ეს შეტევა როცა უამრავ ულამაზესი კომბინაცია მიდიოდა თამაშის დროს ახლა ძIრითადად სწრაფად დასრულებაზე კეთდება აქცენტი რაც სანახაობრიობას ამცირებს მაგრამ სამაგიეროდ კონცენტრაციის დაკარგვაც არ ხდება ისე მასშტაბურად ბალანსი უნდა ვიპოვოთ რა სხვანაირად არ გამო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze