კაპიტანი : ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ

ავტორი: johnson, 3-12-2017, 13:02, კატეგორია - სიახლეები, 404, 11


პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ბრაიტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 1:5 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ემრე ჩანმა და რობერტო ფირმინომ(2) და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა გუშინ შეცვლილი შემადგენლობითა და სისტებით ითამაშა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როტაცია ბოლო მატჩებში ნამდვილად ამართლებს.

მოგვიანებით კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ამ საკითხზე მერსისაიდელთა კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ისაუბრა : "კარგია, რომ კვლავ იმუშავა. 6 ცვლილება განვახორციელეთ და ახლა ყველა კარგად, დასვენებულად გამოიყურება. ცხადია, გარკვეულწილად იმედგაცრუებული ხარ როცა არ თამაშობ, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ მზად ხარ ნებისმიერ დროს გახვიდე მოედანზე, ან შემდეგ მატჩში გამოიჩინო თავი.

დღეს, 90 წუთის განმავლობაში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, გავიტანეთ შესანიშნავი გოლები და დაცვაშიც დამაჯერებლად გამოვიყურებოდით.

ოთხშაბათს კიდევ ერთი დიდი მატჩი გველის. ჩვენ უბრალოდ იმ გზით სვლა უნდა გავაგრძელოთ, რომელსაც რამდენიმე კვირაა მივყვებით. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ "ენფილდზე" ჩვენთვის კარგი საღამო იქნება."

კომენტარები


lalana20
მომხმარებელი

იმედია ეს არ იქნება ოთხშაბათს

gio_chyoi
რედაქტორი

ყველაზე სუსტი წერტილი იყო გუშინ ეს და საერთოდ ეხლა ერთი მაგარი ჩამშლელი რო გვყავდეს ბევრად უკეთ ითამაშებდა გუნდი

liverpool515
VIP Member

Vegar darbis es dzaan damdzimebulia

Proud წითელი
ჟურნალისტი

ჰენდო, შენ გარეშე სვლა უნდა გავაგრძელოთ! შენი ძალით კაპიტანი ******

Carroll_9
მომხმარებელი

ძაან სუსტი ფეხბურთელია თუმცა ლანძღვას არ იმსახურებს, ძალიან ღირსეული იგროკია მუდმივად შრომობს იბრძვის და ტყუილი ამბიციები არ აქვს ჩანისგან განსხვავებით. საგინებელი და სალანძღავი კლოპია ამდენი ხანი წესიერი ცენტრი რო არ გვაღირსა თორე ეს კაცი ჯიგარია. Uბრალოდ ძალიან სუსტია პახოდუ ტრამვიანი და რა ქნას აკეთებს რაც შეუძლია, უბრალოდ არაა საკმარისი დამორჩა. ისე დასაფასებელია.

reversi
მომხმარებელი

ფაბინიოს ტრანსფერი არც ისეთი უტოპიაა არადა რა მაგარი იქნებოდა ფაბინიო-კეიტა-კოუ ცენტრში ფიზიკურობა კრეატივი ჩაშლა შექმნა ძალიან დაბალანსებული სამეულია გორეცკა რო იყოს ფაბინიოს ნაცვლად შეიძლება მაგრამ მანდ მაინც ხინჯად დაგვრჩება ის რომ კეიტა უნდა დადგეს ჩამშლელად რაც მისი ოპტიმალური პოზიცია არაა და ან გამოუვა ისეთ დონეზე რა დონეზეც ახლა დგას ან არა

Ynwa Scousers
მომხმარებელი

რომ ვამბობდი ჰენდერსონის პიკია ეს სეზონი მეთქი ყველა საცინად მიგდებდა ეზლა უყურეთ ამ *ცენზურა*ს :D

GoGson
მომხმარებელი

hendo dzma, shen sxva svlit unda ganagrdzo ar gagitkdes))))))))))

LUIS SUARES 001
VIP Member

ჰენდონ თავის დრო მოჭამა უკვე ლივეში,დროა გაუშვან.

danagger
მომხმარებელი

რა კაი ფოტოა, ფირმინოს უნდა ყბაში მოსდოს გემრიელად ფეხი :დდდ

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

danagger,
მგონი კოუტინიოს ხვდება ეგ ფეხი და მაგიტომ აქვს მასეთი სახე :დდდდ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze