ჯინი : თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ

ავტორი: johnson, 3-12-2017, 13:17, კატეგორია - სიახლეები, 507, 8


პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "ბრაიტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 1:5 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ემრე ჩანმა და რობერტო ფირმინომ(2) და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა გუშინ შეცვლილი შემადგენლობითა და სისტებით ითამაშა. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ჟორჟინიო ვეინალდუმის დაცვის ხაზში გამწესება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჰოლანდიელმა სამუშაოს თავი არც თუ ცუდად გაართვა.

მოგვიანებით ახალ ამპლუაზე კომენტარი ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში გააკეთა : "ეს რთული იყო, რადგან ამ პოზიციაზე არასდროს მითამაშია. თავადაც ნახავდით, რომ პირველ ნახევარში ძალიან გამიძნელდა, მეორე ტაიმში კი უკეთ ვითამაშე. დღეს თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ. 

წინა დღეს კლოპი გამოსავალს ეძებდა. მატიპს ტრავმა აქვს, გომესი და კლავანი კი ავად იყვნენ. ამიტომაც მოგვიწია ორ ნახევარმცველს დაცვის ხაზში თამაში.

დღეს კარგად ვითამაშეთ და თითქმის ყველა შანსის რეალიზება შევძელით. ეს კი კარგია ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ბევრ გოლს არ უშვებენ. გულახდილად გეტყვით, ვფიქრობ დღეს გაგვიმართლა, რომ 0:2-ზე გოლი არ გავუშვით.

მიმდინარე სეზონში უკვე ვაჩვენეთ თუ რაოდენ კარგად შეგვიძლია კონტრშეტევებზე თამაში. თუ მეტოქეს ჩვენი დამარცხება უნდა, მაშინ მისი საუკეთესო თამაში უნდა დაგვიპირისპიროს."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლა კარგად შეასრულა საქმე, ამისთვის პირველი იყო ასე უკნიდან თამაში და მშვენივრად ითამაშა. ბურთი ჰენდერსონზე კარგად კი ამოჰქონდა

LFC_TSA
მომხმარებელი

ჯინი მაგარი კაცია... ამ ეტაპზე ლივერპულში საუკეთესოა ნახევარ დაცვაში...

liverpool515
VIP Member

Es saxlshi ufro kargad tamashobs magrsm gushin gasvlazec dzalian momewona

Plungera
მომხმარებელი

კაცი პსვში გამთამაშებელი იყო და ნიუკასლში ვინგერი და დაცვაში დააყენეს :D კლოპო თუ არ მოიყვანო მცველი შენ იყო კლავანი

reversi
მომხმარებელი

გუშIნ კარგი იყო მარა ამის მცველობა 2 ძალიან საგანგაშო ფაქტს უსვამს ხაზს
1. დაცვის ხაზში უდიდესი პრობლემებია სხვანაირად ვეინალდუმის მცველობა უბრალოდ წარმოუდგენელია
2. თუმცა მის თამაშს რომ დააკვირდეთ დინამიკაში მოსვლის დღიდან ლოგიკურადაც შეიძლება ჩათვალოთ ამის მცველობა :დ უბრალოდ ყოველ მომდევნო თამაშში უფრო ნაკლებ კრეატივს ავლენს უფრო ნაკლებად ურტყამს ატყუებს და სახიფათო პასს აკეთებს უფრო ნაკლებად იღებს თამაშს მის თავზე შებოჭილია ეშინია არ რისკავს არადა მთელი ცხოვრება გამთამაშებელი და ვინგერი იყო
მართლა გული მწყდება რომ პროგრესი შეწყვიტა და თამაშს ვერ იღებს მის თავზე რადგან თუნდაც ლივერპულში უკვე გვაჩვენა რომ მთლად ასეთი უფანთაზიო ჩლუნგი არაა

GoGson
მომხმარებელი

რევერს გეთანხმები, ნელ ნელა უკან მიდის. წინა წელსაც ქონდა გამონათებები მაგრამ თუ მისდიოდა ყველას ჯობდა მოედანზე. ამისი პოტენციალის ბიჭი არ უნდა იყოს ასე. რავიი, იმედია გამოსწორდება.

დაცვას რაც შეეხება მთლად მალდინობას ნუ მიაწერთ, ბრაიტონი იყო ბოლო ბოლო, ისე გამიკვირდა მილნერი რატო არ დააყენა დაცვაში და ეს წინ..

პ. ს. გამონა5ებები კიარა ჩავარდნები

LUIS SUARES 001
VIP Member

გამიკვირდა ჯინის კარგი თამაში გასვლაზე,რიგირ ყოველთვის სახლში საუკეთესოდ თამაშიბს ..გაართვა თავი ვერაფერს ვიტყვი..

reversi
მომხმარებელი

GoGson,
ხო მეც იმედი რო მქონდა მაგიტო მწყდება გული თორე კლავანზე არ დამწყდება გული ნამდვილად რა *ლეცაა ყველამ ვიცით :დდდდ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze