დღის ჭორი: "ლივერპული" იანვარში ობამეიანგს შეიძენს

ავტორი: gio_chyoi, 3-12-2017, 14:43, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 032, 20


"ლივერპული" იანვარში პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძენად შეთავაზებას გააკეთებს.

აღნიშნულის თაობაზე Daily Express იტყობინება. როგორც ჩანს, იურგენ კლოპი მზადაა თავის ყოფილ შეგირდს დახმარებისთვის მიმართოს და თავის ისედაც შედეგიანი შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. სტატიაში წერია, რომ "ლივერპული" მზადაა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელი ფორვარდის თაობაზე შეთავაზება გაუკეთოს.

აღნიშნულ სატრანსფერო სპეკულაციას კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი ამძაფრებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრჯერ დაიწერა დენიელ სტარიჯის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე. ინგლისელ თავდამსხმელს რეგულარული სათამაშო დრო სურს და ამისათვის გუნდის დატოვება აქვს განზრახული. 

პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში (ყველა ჩემპიონატზე) 17 გოლი აქვს გატანილი და ბოლო წლებში დორტმუნდელთა მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგის ბომბარდირის ჯილდოც მიიღო. იგი გუნდს კიდევ უფრო მეტ სისწრაფეს და რაც მთავარია გამოცდილებას შესძენს. 

ორი აზრი არაა, რომ მისი შეძენით "ლივერპული" ძალიან გაძლიერდება. აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ დორტმუნდელებმა ობამეინგი 54 მილიონ ფუნტად შეაფასეს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

დეილი ექსპრესი დიდი არაფერი გაზეთი არაა მარა უკვე მეორეჯერ დაიწერა. ბილდმაც ხო დაწერა ამ ფასადა გაიყიდიანო და ჩვენც ვიყავით ნახსენები და თუ მართლა მოუნდა კლოპს და როგორც იქნა ჭკუაზეა მოსული მაშინ ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
დიდი არაფერი გაზეთი რომ არის მაგიტო მგონია რო სისულელეა და კიდე იმიტო რო ლივერპულის დამოკიდებულება ტოპ ტრანფერებზე. თუ სტარიჯი წავიდა მოიყვანენ ვინმე მეორე ან მესამე ეშელონის თავდასხმელს. ისე კი იქნება მაგარი

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
არა არამგონია. სტარიჯი თუ წავიდა არამგონია ვინმე მერაბაშვილი მოიყვანოს. მაქვს იმედია რო ამას მოიყვანს. თან იმენა გარბის ეს გუნდიდან. კლოპმა თქვა უკვე რო რამოდენიმე ფეხბუთელს უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა და შეილება დატოვონ გუნდიო. სტარიჯი და გრუიჩი იგულისხმა პირველ რიგში ალბათ. და სტარიჯი თU წავიდა კიდე ისე არ დარჩEბა, მოივანს ვინმეს აუცილებლად და იმედია ამას მოიყვანს

chipe888,
არა არამგონია. სტარიჯი თუ წავიდა არამგონია ვინმე მერაბაშვილი მოიყვანოს. მაქვს იმედია რო ამას მოიყვანს. თან იმენა გარბის ეს გუნდიდან. კლოპმა თქვა უკვე რო რამოდენიმე ფეხბუთელს უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა და შეილება დატოვონ გუნდიო. სტარიჯი და გრუიჩი იგულისხმა პირველ რიგში ალბათ. და სტარიჯი თU წავიდა კიდე ისე არ დარჩEბა, მოივანს ვინმეს აუცილებლად და იმედია ამას მოიყვანს

liverpool515
VIP Member

Es Tu moviyvansT mere martla veravin gaacherebs chvdn shetevas

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

სადიო-ობამა-სალაჰი - SOS.
მანე-ობამა-მომო - MOM.
სადიო-პიერ-სალაჰი - სპს. :D

DIMAX777
მომხმარებელი

არადა ეს რო მოვიდეს ცეცხლი დაინთება სასწაული სკამხე ფირმინო მშვენიერი იქნება და სალაჰი ობამა სასწაულებს იზავენ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

არ ვიცი , არ ვიცი... სტარიჯის წასვლა და ამის მოყვანა ზაფხულშივე საჭირო იყო, იმედია მოვიდა კლოპი აზრზე და საბოლოოდ ჩაატარებს ამ ოპერაცია:)))

chipe888
მომხმარებელი

DIMAX777,
მე პირადად ფირმინო სკამისთვის არ მემეტება. მაგარ პრესინგს თამაშობს და დასაწყისთვის თუ ვინმე დაჯდება სკამზე ობამა მგონია თუ მოიყვანეს რაღა თქმა უნდა. მეორე ვარიანტიცაა ჩემ. ლიგაზე ფირმინო გამოიყენოს და პრემიერ ლიგაში ობამა. მარა არ მგონია ფირმინოს გარეშე მიყოლებით კლოპმა. მაგრად მოწონს ეგეთი იგროკები. სულ რაღაცას ცდილობს

DIMAX777
მომხმარებელი

ციტატა: chipe888
DIMAX777,
მე პირადად ფირმინო სკამისთვის არ მემეტება. მაგარ პრესინგს თამაშობს და დასაწყისთვის თუ ვინმე დაჯდება სკამზე ობამა მგონია თუ მოიყვანეს რაღა თქმა უნდა. მეორე ვარიანტიცაა ჩემ. ლიგაზე ფირმინო გამოიყენოს და პრემიერ ლიგაში ობამა. მარა არ მგონია ფირმინოს გარეშე მიყოლებით კლოპმა. მაგრად მოწონს ეგეთი იგროკები. სულ რაღაცას ცდილობს

ფირმინო ცენტრ ფორვარდათ ობამას ვერ აჯობებს თუმცა როტაციაში მანეს და კოუტინიოს ჩაანაცვლებს კარგად და თან ფიროს ცენტრიდან გადაწევაც შეიძლება ცოტა და რავი რა ობამა სკამზე დამჯდომი არაა შეტევაში როცა კოუ მანე სალაჰი და ობამა იქნება რავი ფირო ცოტა ...როტაციაში კაი იქნება თან ტრამვიანი გუნდი ვართ და თამაში მაინც კი მოუწევს სულ

liverpool33
მომხმარებელი

chipe888,
გეტანხმები ემგეთი მოცულობის სამუშაოს არცერთი არ ასრულებს ტიპი დაუღალელია პრესინგში თან პახობუ კლოპის შვილობილია ასე რომ ან ტაქტიკას შეცვლის ან კიდე სკამზე მოუწევს ჯდომა. მე პირადად კი მივესლმები მის ტრანსფერს მაგრამ მირჩევნია დაცვაზე იზრუნონ პირველ რიგში თუ სადმე დახმარება ჩირდება დგევანდელ ლივერპულს ეგ დაცვაა

DIMAX777
მომხმარებელი

ციტატა: liverpool33
chipe888,
გეტანხმები ემგეთი მოცულობის სამუშაოს არცერთი არ ასრულებს ტიპი დაუღალელია პრესინგში თან პახობუ კლოპის შვილობილია ასე რომ ან ტაქტიკას შეცვლის ან კიდე სკამზე მოუწევს ჯდომა. მე პირადად კი მივესლმები მის ტრანსფერს მაგრამ მირჩევნია დაცვაზე იზრუნონ პირველ რიგში თუ სადმე დახმარება ჩირდება დგევანდელ ლივერპულს ეგ დაცვაა

კონტრ შეტევაზე თამაში თუ უნდა გუნდს დაცვა უნდა ყავდეს იდეალური ისეთი რო ფილტრავდეს ყველა შეტევას ასეთი დაცვით კონტრ შეტევა რთულია სენტრიდან თუ დაიწყებ რამეს თორე კარებიდან რავიცი ძნელია ძაან გამართული დაცვის შემთხვევაში ისეთი სისწრაფის გუნდი გვყავს კონტრშეტევა ძლიერ გუნდებთან ყველაზე სახიფათო კოზირი იქნება
. 2 კარგი მცველი იდეალურს გახდის ჩვენ თამაშს .. ანდა ერთი ჰუმელსის ნაირი )))

ThisIsAnfield
მომხმარებელი

DIMAX777,
ხო რა თქმა უნდა როცა ასეთ მაღალ პრესინგს თამაშობს გუნდი ცენტრალური მცველები უნდა გყავდეს დაგეშილი...

Gerrard1
მომხმარებელი

ჯერ დაცვას მიხედოს და მერე ობამა იყიდოს

liverpool-fan
VIP Member

ე ბიჭო არ მოყავთ ეს მცველი და *ეეცით თუ გინდათ მოიყვამოს ობამა ამაზე კარგი ვინ უნდა ვიყიდოთ ლიგაზე ეგ ვერ ითამაშებს და ელპში დაგახატავს მომავალ წელს რა იქნება კაცმა არ იცის 3-4 წელი უმაღლეს დონეზე გაქაჩავს კიდე

GoGson
მომხმარებელი

ვერნერი მინდა, მარა ესეც წავა. დალშე მკიდია ყველა შემტევი.

tabo94
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
ვერნერი მინდა, მარა ესეც წავა. დალშე მკიდია ყველა შემტევი.

verneri bavarias yavs dabronili. sxva gundshi eg ar wava. sadio obama salahi daxatavda liverpuls. marto liverpuls ki ara mtel premierligas

GoGson
მომხმარებელი

ლევანდოვსკის ტრა კის ბალიშად წავა ვითომ??? ეჰჰ, ვიცი ვიცი რო წავა, სამწუხაროდ))))

lashafss
მომხმარებელი

ეებიიიიიჭო მოდიიი, ვანდეიკიი ობაამაააააა და ერთი ცენტრალური მცველიც !

LUIS SUARES 001
VIP Member

რადგან იწერება ესეიგი საფუძველი ააქვს ყველაფერს..თუ გადმოვიდა ვიფრენთ ვიფრენთ

chipe888
მომხმარებელი

მე პირადად მირჩევნია კარგი მცველები მოიყვანოს. ვანდეიკი და ლაციოში რომ თამაშობს დე ვრეი მგონი ესე ქვია. 2ვეს შეძლება ლიგაზე თამაში. ყველა ვთანხდებით,რომ ლიგაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. შეტევა კარგია და ნახევარდაცვაც თუ უკან კარგი მცველები იქნებიან გაქაჩავს. ობამას მოყვანა კარგი იქნება მარა მგონია რომ არ გამოვა ეგ ამბავი. ისე კი გამოვა,რო მთელი აფრიკის საუკეთესოები ჩვენთან იქნებიან. აფრიკელი შემტევები ვინ არიან ამათზე მაგრები მე არ ვიცი + კეიტა ზაფხულში მოვა. გადავარქვათ გუნდს სახელი და ვუწოდოთ აფრიკის ეროვნული გუნდი. მატიპიც ხო კამერუნელ გერმანელია. აფრიკელი მეკარე არ იცით ვინმე მაგარი რომ იყოს?

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze