კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 7-12-2017, 18:30, კატეგორია - სიახლეები, 512, 10


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე მოსკოვის "სპარტაკი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 7:0 გაანადგურეს. გოლები ფილიპე კოუტინიომ(3), სადიო მანემ(2) რობერტო ფირმინომ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

იოლი გასეირნება
არა, ეს არ იყო მარტივი. 6:0-ზეც კი, მე და ჩემი ასისტენტები ვფიქრობდით : "როგორ ხდება ეს ?". არ ვიცი ბევრი გუნდი, რომელიც 3:0 ან 4:0 აგებს და კვლავ აგრძელებს ფეხბურთის თამაშს. მათ ჰქონდათ გოლის გატანის და ანგარიშის შემცირების შანსები.

ორჯერ გამარჯვება ასეთი ანგარიშით
ყველა ჩვენი მატჩი ჩვენს დონესთან შესაბამისი იყო - გავუტანეთ 7 გოლი "მარიბორს", რომელმაც დღეს "სევილიასთან" ფრეთ ითამაშა. მიყვარს როდესაც შენ შეგიძლია შენზე ძლიერ მეტოქეს სცე პატივი. დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა ეს არანაირად არ იყო განპირობებული მეტოქის სისუსტით. "სპარტაკი" ძლიერი გუნდია, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს და კვლავ აქვს ამ ტურნირზე მოხვედრის შანსი. დღევანდელი შედეგით ბედნიერი ვარ.

ჯგუფის მოგება
თამაშამდეც ვიცოდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ ეტაპს პირველ პოზიციაზე დავასრულებდით, ასე რომ, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. წელს 1/8 ფინალებში ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდები გავიდნენ. როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის გამორჩეული გუნდები აღწევენ ასეთ წარმატებას, თუმცა მიმდინარე გათამაშება ნამდვილად განსაკუთრებულია. ვფიქრობ, ხშირად არ ხდება როცა ჯგუფურ ეტაპს პირველ პოზიციაზე ასრულებ და შემდეგ შეიძლება შენი მეტოქე "ბაიერნი" ან "იუვენტუსი" იყოს. აქ ადვილი მეტოქე არ არსებობს. ვთვლი, რომ ახლა არც ერთი გუნდი არ იქნება ბედნიერი ჩვენთან დაპირისპირებით, ისევე როგორც ჩვენ არ ვიქნებით კმაყოფილნი წილისყრით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში - ჩვენ მზად ვიქნებით.

კარგი თამაში დერბის წინ
დღევანდელი დღის უარყოფითი მოვლენა ალბერტო მორენოს ცვლილება იყო. როდესაც ის თამაშს ვერ აგრძელებს, შეიძლება რაიმე სერიოზული იყოს, თუმცა მოგვიანებით ის უკეთ გამოიყურებოდა. შესაძლოა, გაგვიმართლა და სერიოზული არაფერია. ვნახოთ. მომდევნო კვირეებში, ჩვენ ყველა მოთამაშე დაგვჭირდება, განსაკუთრებით ახლა, დერბის წინ. დღეს ვაჩვენეთ, რომ შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. კვირას გასამართი მატჩისთვის მზად ვიქნებით და თუ კარგი იქნება თუ გულშემატკივარიც მზად იქნება მხარდასაჭერად.

ერთ-ერთი საუკეთესო საღამო
ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარტივად შემიძლია მივიღო ასეთ დროს სიამოვნება და არ ვიფიქრო კიდევ როდის ვნახე მსგავსი მატჩი. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. 3:0-ზე გამოჩნდა თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ნაკლებად კომპაქტურად ვითამაშებთ. შესვენების შემდეგ ჩვენ კვლავ გავიტანეთ ფანტასტიური, ლამაზი გოლები.

5 ინგლისური კლუბი 1/8 ფინალში
გულახდილად გეტყვით, ნაკლებად ვარ დაინტერესებული სხვა კლუბებით. ჩემპიონთა ლიგაზე, ყველას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ამასთანავე, ფაქტია, რომ ინგლისური ფეხბურთი მაღალ დონეზეა. ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი ამბავია, ისევე როგორც ბოლო თვეებში მომხდარი არაერთი კარგი სიახლე - ახალგაზრდული გუნდების მიერ მოგებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები. ეს ნორმალური განვითარებაა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო 15-20 წლის განმავლობაშიც ზუსტად ასე იქნება.

"ლივერპულის" შემტევი კვარტეტი
ყოფილა მომენტები, როცა ასეთივე შემადგენლობით გვითამაშია, თუმცა ანალოგიურ მომენტებში გოლი ვერ გაგვიტანია. თუ ისინი ასე თამაშს განაგრძობენ, მაშინ ნებისმიერისთვის დიდი საფრთხე იქნებიან. თუ თქვენ ნახეთ როგორ ითამაშა სოლანკემ "სტოკთან", ან დანიელ სტარიჯმა დღევანდელ საღამოს... ნახევარდაცვაში მე 3 ან 4 სხვადასხვაგვარი შემადგენლობის შერჩევა შემეძლო. თუ მომდევნო რამდენიმე შეხვედრა ალბერტო მორენო ვერ დაგვეხმარება, ჩვენ გვყავს რობერტსონი და მილნერი. ეს კარგია, ჩვენ ყველა ეს მოთამაშე გვჭირდება. ვფიქრობ, ხვალ ვიღაც ისტორიას შეთხზავს ჯორდან ჰენდერსონზე, რომელსაც დღეს არ უთამაშია. მე მუდამ მიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩში ის მოედანზე იქნება. ყველაფერი კარგად არის.

ახალი სისტემა
ჩვენ არ გვყავს 3 თავდამსხმელი, რომელთა უკანაც ფილიპე კოუტინიო თამაშობს. დღეს ჩვენ 4-4-1-1 სისტემით ვითამაშეთ, სადაც მანე და ფილი ნახევარდაცვის ფლანგებზე ირჯებოდნენ, რობერტო ყველგან მოძრაობდა, სალაჰი კი ხაზებს შორის თამაშობდა. ამ ყველაფერმა შეიძლება მაშინაც იმუშავოს, როცა თავს ღრმად იცავ და კონტრშეტევაზე თამაშს ანიჭებ უპირატესობას. ეს უკვე ვცადეთ და არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მარტივია, ვიდრე პრემიერ ლიგა. ცხადია, უიქენდზე სხვაგვარად ვიმოქმედებთ - ბურთი უფრო ხშირად გვექნება, თუმცა არც ძალიან შემტევი გუნდი ვიქნებით და არც ძალიან დაცვითი. 

კომენტარები


misho.metreveli
მომხმარებელი

მჯერა შენი გერმანელო და ზამთარში კიდე უფრო თუ გააძლიერებ გუნდს კარგი იქნება. წინ გრძელი სეზონი და ბევრი თამაში გველის საჭიროა გრძელი სკამი, კვალიფიცირებული ფეხბურთელებით დაკომპლეკტებული რათქმაუნდა...
#YNWA 1 11

LUIS SUARES 001
VIP Member

Chavardnebis mere movida azrze klopi da magrad moxoda sastavi..ase tu gavagrdzelet da tan zamtarshi sastavi davimatet ,magar shedegs davdebt

johnson
ადმინისტრატორი

ეგრე რა იურგენ სიჯიუტე გადადე გვერდზე, შენი 4-3-3იც და კიდე რაღაცეები. ახლა მართლა ეტყობა გუნდს მწვრთნელის ხელი. კარგია რო დამტვრეული პრაქტიკულად არავინაა როტაცია ყველა მატჩში შეგვიძლია ისე რო ხარისხი არ დავარდეს და შედეგი დაიდოს.

ზამთარში ვან დეიკის დამატება იქნება იდეალური ლიგაზეც გამოვიყენებთ. მეტის იმედი იანვარში არც მაქვს მაინც სულ წუწუნებენ მაგ დროს და არავის იმატებენ

GoGson
მომხმარებელი

კლოპ ლიგა უნდა დადოოო და ბოღმით გახეთქო ჩვენი ჰეითერები. ზამთარში 3 კაი ტრანსფერი, ზაფხულში 3 კაი ტრანსფერი, კოუც დარჩეს და.. მერე თქვენც იცით

gio_chyoi
რედაქტორი

მიდი რა კლოპ იანვარში ობამეიანგი მოიყვანე ერთI ვინმე გამოცდილ ჩამშლელს თუ მოიყვან ზაფუხლამდე იჯარით კარგი იქნებოდა და ობამაც მოაყოლე რა ბარემ, გარბის ეგ კაცი გუნდიდან :)

lukaivan
მომხმარებელი

კლოპს რეალთან დაჯახება უნდა და ალბათ მაგაზე მშვენიერ დაპირისპირებას ვერც ვინატრებთ :) გამიტან მეტს გაგიტან უნდა იყოს ჩვენი ფილოსოფია (სანამ დაცვას მივხედავთ).

Capitan
მომხმარებელი

კლოპ ვანდეიკი 100 % უნდა დაიდოს და ზამთარში ვინც გინდა იყიდე დალშე ოღონდ ვანდეიკი დაიდოს ლიგაზე ფონს გასვლა თუ გვინდა ვანდეიკი ყველაზე მცირეა იმისი რაც უნდა ქნა !!!

shmatu
მომხმარებელი

ვან დეიკი თუ მოიყვანა ზამთარში მაშინ ყველასთან გვაქ შანსი,თუ არა და აზრი არაქ გრანდებთან შეხვედრას გადაუვლიან ამ *ცენზურა* დაცვას

liverpool515
VIP Member

მცველები და ლიგაზე პრეტენზია მაქ

Liverpoolski
მომხმარებელი

ძალიან ვაფასებ ამ კაცს, რაკ კლოპმა ლივერპულში გააკეთა უკვე, უმადური უნდა იყოს ადამიანი ეს რომ ვერ დაინახოს. გუნდი შეათამაშა და დაფრინავენ ბიჭები. სწორედ ესაა კლოპის ძლიერი მხარე რომ ფეხბურთელებთან მიდგომა ეხერხება და მუხტავს მათ. მაგრამ კლოპის სუსტ მხარედ ისევ ეს არატაქტიკოსობა რჩება, გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის აფლავებს, ანუ ის ტიპი არაა რომ პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი ორით ნულსბაგებდეს და ისეთი ცვლილება შეიტანოს მატჩში რომ თამაშის ბედი შეცვალოს, ეგეთი როჟა არაა კლოპი, ამიტომ გუნდს ტოპ კლასისბდა გამოცდილი რამდენიმე იგროკი ჭირდება რომ გადამწყვეტ მომენტებში თავის თავზე აიღონ თამაში, კლოპის მანქანა სულ ასე წარმატებით ვერ იმუშავებს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze