კოუტინიო : არ აქვს მნიშვნელობა თუ სად ვითამაშებ

ავტორი: johnson, 7-12-2017, 18:43, კატეგორია - სიახლეები, 877, 13


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე მოსკოვის "სპარტაკი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 7:0 გაანადგურეს. გოლები ფილიპე კოუტინიომ(3), სადიო მანემ(2) რობერტო ფირმინომ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

აღნიშნულ მატჩში "წითლებს" სწორედ კოუტინიო კაპიტნობდა, რომელსაც კლოპმა ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგი ჩააბარა.

მოგვიანებით ბრაზილიელმა კომენტარი განვლილ შეხვედრასა და მის როლზე გააკეთა : "ეს ჩემი პირველი ჰეთ-თრიკია ჩემპიონთა ლიგაზე. ნამდვილად კარგი საღამო გამოვიდა. როგორც ყოველთვის, "ენფილდზე" ამჯერადაც ფანტასტიური ატმოსფერო იყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი ფანები დაუჯერებლად კარგები არიან.

მე თამაშით სიამოვნებას ვიღებ - არ აქვს მნიშვნელობა მარჯვნივ ვიქნები თუ მარცხნივ. გავაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი დამავალებს. კარგი თამაში იყო. გუნდმა ეს შედეგი დაიმსახურა. ჩვენ შემდეგ რაუნდში ვართ."
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი. 

კომენტარები


reversi
მომხმარებელი

ცოტა ინტრგნული სათაურია :დ

johnson
ადმინისტრატორი

reversi,
მთავარია ტყუილი არაა დაა მოგონილი :დ :დ ასე თუ გამოვაცოცხლებ ცოტას ხალხს ამ საიტზე თორე ყველა სიტყვაძუნწი გახდა. ჩათი საერთოდ უკარგავს ყველას აქ დაწერის სურვილს აშკარააა

GoGson
მომხმარებელი

გუგა გული გამიხეთქეე სათაურით:დდდ

მაინც არ მგონია ეს ბიჭი 100პროცენტით ლივერპულელი გულით))) ზამთარში არ დაგვტოვებს იმედია, და მერე ვნახოთ. არადა რა შეტევა გვყვაავს

LUIS SUARES 001
VIP Member

Wava kou ratomgac ase mgonia ra.arada magari shekruli kamanda vart shetevashi.

gio_chyoi
რედაქტორი

წელს ლიგა დავდოთ და არსად არ წავა :)

Capitan
მომხმარებელი

კოუტინიო არ წავა ამ ლივერპულიდან ოღონდ საჭირო ტრანსფერები უნდა გააკეთოს კლოპმა რო ბევრად ძლიერი გავხდეთ

liverliver
მომხმარებელი

დაიმახსოვრეთ ეს დარჩება ჩვენთან

reversi
მომხმარებელი

johnson,
ვიცი :დ

თუ წავა და წავიდეს ერთი რა
რა გვაქ ამის სახვეწარი

კომფორტულია ჩათი და რა გინდა რომ ქნა :დ აქ 100 სიტყვანი კომენტარის წერას ხალხს ურჩევნია მოკლედ ჩამოაყალიბოს აზრი და დაწეროს ისეთ ადგილას სადაც მალევე მიღებს პასუხს

kloppo
მომხმარებელი

მეთქი ბარსაზეა ლაპარაკი და რჩებათქო :დდ

Liverpoolski
მომხმარებელი

ლივერპულის ახლანდელი სასტავი კოუს გარეშე არაფერი არ იქნებოდა, მიუხედავად ყველა შემტევის შთამბეჭდავი თამაშისა, რადგან კოუ ხერხემალია გუნდისა რა მოძრაობები აქვს ტიპს, თამაშის გაშლა და პასი მოდრიჩის სტილის აქვს, ორ სამ კაცს მუდმივად ტეხავს თავისი პასით. კოუს აქ დარჩენა თუ უნდა კლოპს ვანდეიკი უეჭველად უნდა მოიყვანოს რომ კაცს გული მოეცეს, თორემ კლავანის და ლოვრენის შემხედვარე გაიქცევა კაცი

ციტატა: johnson
reversi,
მთავარია ტყუილი არაა დაა მოგონილი :დ :დ ასე თუ გამოვაცოცხლებ ცოტას ხალხს ამ საიტზე თორე ყველა სიტყვაძუნწი გახდა. ჩათი საერთოდ უკარგავს ყველას აქ დაწერის სურვილს აშკარააა

მართალი ხარ ადმინ ჩათმა სულ გააფუჭა გვერდი, კომენტარის დაწერა ყველას ეზარება. კომენტარებში ბაზარი ჯობია ჩათს, უფრო კონკრეტულ თემებზე მიდის საუბარი, მართლა rushi სად დაიკარგა აღარ ჩანს გვერდზე

vakuna
მომხმარებელი

კარაგერთან ერთად მისცა ეს ინტერვიუ და ძაან სასაცილო მომენტი იყო, ინტერვიუს დროს კარაგერს ტელეფონმა დაურეკა და ჟურნალისტმა უთხრა ალბათ ბარსელონადან რეკავენო :დ კარაგერმა არა ფილი რჩებაო :დ

beqa_liverpool
მომხმარებელი

აი ეხლა რო უყურებს ეს ამ ბარსელონას რატომ უნდა მოუნდეს წასვლა.მთელი საფეხბურთო ეპიცენტრია პრემიერლიგა და იქ ლასპალმასებთან სათამაშოდ რატომ უნდა წახვიდე. სეზონში ორი ელკლასიკო აქვთ და დანარჩენი მთხლეა

vakuna
მომხმარებელი

beqa_liverpool,
მესის გამო თუ მიდის რამდენიმე წელში აღარც ეგ იქნება, აღარც სუარესი, აღარც ინიესტა, ბუსკეცი, პიკე და მარტო სახელი დარჩება ბარსასგან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze