x

"ბორნმუთი" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 17-12-2017, 22:26, კატეგორია - სიახლეები, 1 289, 12


პრემიერ ლიგის მე-18 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

მერსისაიდელთა ღირსებას დღეს შემდეგი მოთამაშეები იცავდნენ : მინიოლე - გომესი - კლავანი - ლოვრენი - რობერტსონი - ჰენდერსონი - ვეინალდუმი - ჩემბერლენი - კოუტინიო(87' ინგსი) - სალაჰი(71' ლალანა) - ფირმინო(77' სოლანკე)

როგორც მოლოსალოდნელი იყო, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ასეც გაგრძელდა. პირველივე წუთიდან თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ანგარიში მატჩის მე-20 წუთზე გაიხსნა - თავი ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა, ასისტი კი აქტივში რობერტსონმა ჩაიწერა.

ზუსტად 6 წუთში სხვაობა ორამდე გაიზარდა - ამჯერად უკვე ფირმინომ გაატანინა დეიან ლოვრენს. ტაიმის მიწურულს კი მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის გათამაშებაში თავისი მე-14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველი პოზიცია გაიმყარა. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში მასპინძელბსაც ჰქონდათ მინიოლეს კარის აღების შანსი, თუმცა მეკარის პირისპირ დარჩენილმა დეფომ ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენების შემდეგ სტუმრები ნაკლებად აგრესიულები იყვნენ და გარკვეული მონაკვეთი ბურთი მასპინძლებს დაუთმეს. ტემპიც დაეცა და "ბორნმუთმაც" შექმნმა რამდენიმე მომენტი, თუმცა მინიოლე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

შეხვედრაში საბოლოო წერტილი რობერტო ფირმინომ, მატჩის 66-ე წუთზე დასვა. ბრაზილიელმა თანამემამულის კარგი ჩაწოდების თავით გადაგზავნა ბურთი ბეგოვიჩის კარში. აღსანიშნავია, რომ დღეს, 5 თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე საქმეში ვიხილეთ ადამ ლალანა.

საბოლოოდ მატჩი 0:4 დასრულდა. "ლივერპულმა" საჭირო 3 ქულა მოიპოვა და ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ შეხვედრაში "წითლები" უკვე "არსენალს" დაუპირისპირდებიან.


სტატისტიკა
"ბორნმუთი"
"ლივერპული"
44%ბურთის ფლობა56%
6დარტყმა21
2ზუსტი დარტყმა7
2კუთხური3
2თამაშგარე4
5ჯარიმა10
1ყვითელი ბარათი1

 

კომენტარები


წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

კაროჩე ჯანი და დასირებული მანე შეიცვალა დღეს და შედეგიც სახეზეა - ტემპს არავინ აგდებდა გუნდში და აიწყვიტეს. ყველამ კარგად ითამაშა ვეინალდუმის გარდა.

liverpool515
VIP Member

ინგსს მინდა მეტი დრო მიცეს

gio_chyoi
რედაქტორი

კარგი იყო ოთხეულშიც დავბრუნდით და თამაშითაც გავვახარეს ბიჭებმა. მანდ დიდი ალბათობით არსენალთან ძირითადში იქნება

lashafss
VIP Member

კარგია კარგი, თამაშიც კარგი იყო და ნელნელა ყველა უმატებს :X კონკრეტულად არვიტყვი ვინმეს მაგრამ ოქსიკა რომ ამართლებს მიხარია : )

sadio mane-19
მომხმარებელი

pirveli taimi zaan magari iyo. Bravo bijebs

LUIS SUARES 001
VIP Member

Mtavari mogeba da otxeulshi dabruneba iyo.shemdegi gachereba arsenali

chipe888
მომხმარებელი

reversi,
ხმამაღლა არავინ ვამბობთ,რაც რეალურად ხდება. როცა ლივერპული ხარ და ბორმუთს 4-0 უგებ გაგიხარდება ან 4ეულში დაბრუნება მიღწევა გგონია. გეთანხმები,რო უკლასოთა ნავსაყუდელი გახდა მერსის პირეთი. ჩვენი მიზანი ხო 4ეულში მოხვედრა გახდა და ჩემპიონობის და ტიტულის დედაც ვატირე. კლავან მორენო მოაშორონ გუნდიდან და იყიდონ ვინმე ნორმალური და გახადონ ლივერპული ის გუნდი რასაც მილიონობით ფანი იმსახურებს შენი არ იყოს არ ვარ ხმის ამომღები. 4 შესაძლო ტიტულიდან 2 მაინც იბრძოლონ მაგის მაგივრად ოთხეულში შესვლაზე გვაქვს პრეტენზია

chipe888
მომხმარებელი

reversi,
ეგრეა უეჭველი. აბა რატო უნდა გყავდეს კლავანები და მორენოები გუნდში. შარშან მილნერი ათამაშა მარცხენა მცველად და მაგის მერე ვინმე წარმოიდგენდა,რო მორენო კიდე ლივერპულში იქნებოდა მარა ფაქტია არის. ამ ჯერარდმა თქვა,რო ამაზე კაი მწვრთნელი ლივერპულისთვის არაა სხვაო და მაგრად მაინტერესებს ნერვები არ ეშლება ესეთ ბანძ მცველებს რო ხედავს ლივერპულში. უთავმოყვარეო კაპიტანი რო ყავს გუნდა და დებილი მეკარეები კიდე. თავს იკლავდა ტიპი ეპლი მაგის გამო რო დაკარგა გუნდმა და ამას როგორ უპრავებს კლოპს. კი მოუგეს ბორმუთს მარა ჩამორჩენა რამხელაა სიტისთან. გავლენ მერე და ავტობუსი დაყენეს ვერ გავიტანეთო ბაზარი იქნება,მერე მცველები ყლაპავენ 1-2 მომენტს და მინოლე დაგვირგვინებს ყველაფერს. შეიძლება ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ მარა უაზროთ ქულები რო კარგეს ეს ხო ფაქტია. ვოთფორდიდან დაწყებილი ვესტბრომით დამთავრებული

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
კი წაგებით მართლა ორივე თამაში წავაგეთ მარა აი ფრე ყველა დასანანი იყო საერთოდ. ჩელსის გაუვარდა, უოტფორდთნა და ევერთონთან მსაჯმა დაგვღუპა, მანჩესტერტან ბარნლისთნა და ვესტ ბრომვიჩთან კიდე სვარკა იყო, უბრალოდ ვერ გავუტანეთ ყველა კარში იდგა

avtobusi
სტუმარი

უნდა წაეგო ლივერპულს დიდი ანგარიშით

okriba
სტუმარი

უნდა დაგოს ბორნმუთმა

fati
სტუმარი

იოლი გასეირნება ძალიან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze