სალაჰი: "როდის შემიყვარდა ლივერპული"

ავტორი: gio_chyoi, 19-12-2017, 11:43, კატეგორია - სიახლეები, 799, 24


მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ "ლივერპულში" თამაშის სურვილი პირველად 2014 წელს გაუჩნდა, როდესაც იგი ჯერ კიდევ "ჩელსის" რიგებში ირიცხებოდა.

ეგვიპტელმა, Liverpoolfc.com-ის ჟურნალისტ ჯეიმს ქეროლს განუცხადა, რომ მის მიერ ენფილდზე პირველად ფეხის დადგმა იყო პირველი მომენტი, როდესაც მას აქ თამაშის ოცნება გაუჩნდა.

სალაჰმა ეს ამბიცია გასულ ზაფხულს აისრულა, მას შემდეგ რაც იტალიური "რომა" დატოვა და ნისლიან ალბიონს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ მას წითელი მაისურის მორგება უფრო დიდი ხნით ადრე შეეძლო, თუმცა მერსისაიდულმა კლუბმა "არისტოკრატებთან" ფეხბურთელისთვის ბრძოლა დათმო და, საბოლოოდ, სალაჰი ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" აღმოჩნდა.

"ლივერპულისგან" ინტერესი ნამდვილად იყო, მაგრამ მე საბოლოოდ "ჩელსიში" გადავედი, თუმცა, ვფიქრობ, თავიდანვე აქ რომ მოვსულიყავი საქმე ისევე კარგად არ წავიდოდა, როგორც ახლაა. ვინ იცის? თუმცა მე "ჩელსიში" გადავედი და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა და მე ახლა აქ ვარ, "ლივერპულში", შესაფერის დროს.

როდესაც სადმე მივდივარ, საკუთარ თავს მუდამ ვეუბნები: აქედან რამე უნდა ვისწავლო. და 100%-ით ვიცი, რომ "ჩელსიდან" ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე, თუ როგორ უნდა იყო უფრო მეტად პროფესიონალი და გახდე უკეთესი პერსონა და ფეხბურთელი.

ეს მოხდა მაშინ, როდესაც "ჩელსიში" ვიყავი და პირველად ვითამაშე ენფილდზე. მახსოვს, მას შემდეგ, რაც ენფილდის ატმოსფერო შევიგრძენი, ჩემს თავს ვუთხარი - ერთ დღეს აქ უნდა მოვიდე და ვითამაშო.

ატმოსფერო დაუჯერებელი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ენფილდზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ვთამაშობდი - და ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ამას "ლივერპულისთვის" ვაკეთებ." 
- განაცხადა მომო სალაჰმა ინტერვიუში.

სალაჰამ არა მხოლოდ გააქარწყლა ეჭვები მისი ინგლისში დაბრუნების შემდგომ, არამედ სრულიად გადააჭარბა მოლოდინებს, მას შემდეგ რაც 26 შეხედრაში უკვე 20 გოლის გატანა შეძლო.

ამ მომენტისთვის იგი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 14 გატანილი გოლით და ერთ დროს არასტაბილური და ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდა, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლდა, ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად არის ქცეული.
IMG.GE

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი კაცია ძაან სალაჰი 99%-ით ვიცოდი რო გაამართლებდა ამის ტრანსფერი, ისევე როგორც მანესი, მაგას ვწერდი სულ მანესნაირი ტრანსფერი გამოვათქო და უკეთესიც გამოდგა მგონი. ასე ვფიქრობ ახლა რო ზაჰას ტრანსფერი იქნებოდა ძაან მაგარი და იმედია მოიყვანენ

GoGson
მომხმარებელი

ამ ბიჭმა თავის შედეგით ყველა გააჩუმა, მათ შორიც მეც გამაჩუმა.... იმედია ასეე სტაბილურად განაგრძობს, რაც დასახვეწი აქვს კიდე უფრო დახვეწავს (რომ არამარტო ლივერპულის არამედი მსოფლიოს საუკეთესო გახდეს ერთერთი).. და რაც მთავარია უერთგულოს ჩვენს გუნდს, და ტრამპლინად არ გამოიყენოს.. ეს ზაფხული იქნება გადამწყვეტი , თუ არ გავძლიერდით ცენტრში და უკან, ამ შეტევის ხაზს დიდი ხნით კიარა მცირე ხნითაც ვეღარ შევინარჩუნებთ

reversi
მომხმარებელი

GoGson,
დაცვითი ტიპის საყრდენი და მცველი თუ არ მოვიდა აი აზრი არ აქვს არაფერს დაჟე ზამთარშიც შეუძლიათ რო მაგათზე იჩალიჩონ

LUIS SUARES 001
VIP Member

Klopos oqros shenadzeni.

Joker
მომხმარებელი

ჩემიიიიიი ძმა )) უნიჭიერესი კაცი მჯეროდა რო გაამართლებდა და გაამართლა კიდეც.

gio_chyoi
რედაქტორი

ეს და მანე გამოუვიდა ჯერ-ჯერობით მარტო კლოპს კაი ტრანსფერები

Liverpoolski
მომხმარებელი

ყველაზე მაგარი იმაშია ეს კაცი რომ თავის გამოჩენა მაშინ იცის ყველაზე მეტად რომ ჭირდება გუნდს, ტიპი არაფრისგან გამოჩარხავს ხოლმე გოლებს, დარტყმა და პასი აქვს დასახვეწი და მერე ნამდვილად გიჟი იგროკი იქნება. კლოპის დიდი თაყვანისმცემელი ნამდვილად არ ვარ, მიუხედავად იმისა რომ ლივერპულის ფანი ვარ, მაგრამ ამ კაცს ეს მაგრად გამოსდის რომ ფეხბურთელის განვითარება მაგრად იცის, ნათელი მაგალითი სალაჰი, ლალანა, გომესი, არნოლდი

mesxi_8
მომხმარებელი

gio_chyoi,
ფული რეალურად ამ ორშია ზუსტად გადახდილი, ოქსიც გაამართლებს თავის ფასს ნამდვილად ვიზი. უფასოდ მატიპი და გრუიჩი 5 ლიმონადაც კარგი შენაძენებია

gio_chyoi
რედაქტორი

mesxi_8,
ნუ ამ ორმა გაამართლა იმ მხრივ რო ორივე გამოდგა უმაღლესი დონის, თორე ჩემბერლენი ეხლაც ამართლებს უკვე. მატიპიც რავიცი მგონია რო მაგარი დუეტი რო ყავდეს უფრო უკეთ ითამაშებდა, გრუიჩს რაც შეეხება კიდე დრო არ ეძლევა თორე ეგეც გაამართლებს

okriba
სტუმარი

სალაჰი მაგარია ძაან

reversi
მომხმარებელი

mesxi_8,
ვეინალდუმი რო და ყ ლევდა მაგაში 28 მილიონია გადახდილი და მაგ დროს მაგის ალტერნატივა ზიელინსკში 14 მილიონი დაენანათ უფრო ახალგაზრდაც იყო და ამისგან განსხვავებით პროგრესირებს ის ბიჭი პატარაცაა თან 4 წლით
მე ლიჩნად აღარ მჯერა ჯინის ათამაშებს ეგ რაც ჯინის ჭირს არა ფორმის გამო წარმოქმნილი პრობლემები არამედ ფსიქოლოგიური პრობლემებია ეშინია ტიპს გარისკვა მოედანზე და მშიშარა ფეხბურთელი ჩათვალეთ რო მკვდარი ფეხბურთელია

reversi
მომხმარებელი

რამდენი ხართ ბიჯოოოოოოოოოოოოუუუუუ :დდდდდდდდდ

chipe888
მომხმარებელი

ვიცოდი როგორი იგროკიც იყო მარა მაინც მეგონა დრო დაჭირდებოდა. ამას ნაღდად არ ველოდი,რომ ასე პირველივე თამაშებში ესე იფრენდა. კარგია,როცა ტრანსფერი ამართლებს მარა როცა არ ამართლებს უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას კლოპმა და თქვას სიმართლე. კლავან კარიუსის მერე ალბათ უნდა გამოსულიყო და ეღიარებინა და თან საქმით დაეგვირგვინებინა. რომ თქვას კაცმა,რომ მარტო შემტევების დათრევა და განვითრებაა იცისო მაგასაც ვერ იტყვის. ჰუმელსი ამ კაცმა აიყვანა ამ დონომდე და სუბოტიჩტან შეაწყვილა ისე რომ რაღაც სასწაულებს არ აკეთებდნენ. გერმენელს რომ მოიყვან მეკარედ და კარიუსი გაგეჩითება მაგრა ტეხავს. ამას წინთ წავიკითხე კანის ინტერვიუ და ამბობდა: გერმანიაში მეკარეების ახალი თაობა არ მოდის ისეთი როგორებიც დონარუმა ან დეხეა თუნდაცო. იმის თქმა მინდა რო კლოპის ბრალიც არაა მთლად რა რო ვერ გამართლა პრესპექტიულად ითვლებოდა მარა რათ გინდა არ გამოდგა არაფერში. აი კლავანი რატო ამას ღმერთიც ვერ მიხვდა

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
მეც მგონია რო ვეღარ განვითარდება ვეინალდუმი, რაც არი ის დარჩება სულ რა. მაქსიმუმ ცოტა უკეთე ათამაშდეს რა

kozua
მომხმარებელი

სუარესის მერე ყველაზე გამტანია

mesxi_8
მომხმარებელი

gio_chyoi,
შარშან ძალიან კარგი იყო ვეინალდუმი, წელს ზოგადად ნახევარდაცვა ურევს ვერ დალაგდნენ ყველა თამაშში სხვადასხვა სამეული დგას და ეგეც უშლის ხელს. მოიხოდება ჯინი მაგრად თამაშობდა შარშან ძაან

GoGson
მომხმარებელი

ჯინი მეორე ნახევარში თუ არ მოიხოდა სეზონის, შემდეგ წელს გაყიდვის მთავარი კანდიდატი იქნება, არც ენდომება ზამენაზე და იმიტო. პროსტა წინა სეზონშიც არასტაბილური იყო მაგრამ თამაშების ნახევარზე მეტი საოცარ დონეზე ჩაატარა და წელს სტაბილურად ჩა ყ ლე ვებულია და რავი.. ვნახოთ. ვბალეშიკობ მაგრად

gio_chyoi
რედაქტორი

mesxi_8,
ძაან მაგრად კოუტინიო და მანე თამაშობდნენ, ძაან მაგარი არ შარშან იყო ვეინალდუმი და არც არასდროს. უბრალოდ უკეთ თამაშობდა აქამდე, წელს რაღაც ჩაძირულია ცოტა მარა იმედია ისევ მოიხოდება თორე ისე კაი ფეხბურთელია

fati
სტუმარი

აუ ეს ძაან მინდა ჩელსიში

Alexander.
მომხმარებელი

გასაგებია რო ჟერარდის დარტყმა არ აქვს და ამას არც ვთხოვ, რასაც აკეეთებს გუნდისთვის, ძალიან დასაფასებელია. მარტო ის მინდა რომ პასის მიცემა დახვეწოს, დარტყმა ნელნელა გააუმჯობესა უკვე და იმედი მაქვს წესიერი პასის გაკეთებაზეც იმუშავებს და ამით კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეება გუნდისთვის

liverpool-fan
VIP Member

ჯინისგან რა გინდათ ტო მე მაგალითად მაგრად მევასება შარშან როცა კოუ წინ იყო და ჯინიც წინ მიდიოდა უფრო მაგარიც იყო არ შეუძლია ამ კაცს დაცვითი ფეხბურთი და შეე ცით აშკარად უკან იხევს ტიპი იმენა დავალება აქვს ალბათ ნუ ჩემი აზრით წინ უკეთესია მანე კოუს და სალაჰს არ ვადრი მაგრამ კეიტა რო მოვა და პლიუს გორეცკა თუ დავიმატეთ ზამენისთვის კარგი ვარიანტია

liverpool515
VIP Member

ეს უფრო მოუმატებს

B.R.
მომხმარებელი

ესე ლაპარაკს როცა იწყებენ ხოლმე მერე გადადიან ცოტახანში რეალში ბარსაში ან ჩელსიში

reversi
მომხმარებელი

liverpool-fan,
პირიქით მეგობარო წინ რო მიდის და დებილივით დგება მაგაზე მაქვს გართულება რო უკრძალავდეს ვინმე წინ საერთოდ არ წავიდოდა მარა ტიპი უახლოვდება საჯარიმოს ამ დროს უკან უხვევს და ცენტრში ჰენდერსონს აძლევს პასს ამას ვინმე ავალებს შენი აზრით? ჩემი აზრით უბრალოდ შეშინებულია ამ როტაციის გამო და ეშინია რო გავმაზო მერე რა მოხდება აღარ დამაყენებენო? და მაგნაირი ანუ მშიშარა ფეხბურთელი მკვდარი ფეხბურთელია ჩემი აზრით როტაციამ და კონკურენციამ ძლიერი ფეხბურთელი უნდა გააძლიეროს მოამატებინოს და ძIრითადისთვის აბრძოლოს ეს კიდე უფრო დააშინა და დააჩლუნგა მაგან ანუ გამოდის პრობლემა ისევ მასშია აბა გადაბმულად 60 თამაშს მით უმეტეს ამ ფორმაში მყოფს მაგას არავინ არ ათამაშებს სეზონში რომც ითამაშოს შარშან არ იყო ნაკრებში რო დაიმტვრა და 3 კვირა გვაკლდა?
ამიტო გამიცრუა იმედი წელს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:59 სთ


  • სუონსი
  • VS

    22.01.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:3

    14.01.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze