კლოპი : ეს მხოლოდ დასაწყისია
"ლივერპულის" მიერ ჩატარებულ უკანასკნელ რამდენიმე მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი იყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც თუ სახარბიელო დებიუტის შემდეგ, ინგლისელი ნელ-ნელა შედის ფორმაში და გულშემატკივართა გულების მოგებასაც ახერხებს.
ფეხბურთელის პროგრესი არც გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს გამოჰპარვია. კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, გერმანელმა სპეციალისტმა სწორედ ჩემბერლენსა და იმ როტაციაზე ისაუბრა, რომელსაც ის უკვე რამდენიმე კვირაა მიმართავს.
"ალექსი ძალიან კარგ გზაზეა. მას დაუჯერებელად დიდი პოტენციალი აქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მთავარია, მან ახლა ფორმა შეინარჩუნოს და ზოგიერთ მომენტში უფრო მეტად გაბედული იყო. ჩემბერლენი უფრო ნახევარმცველია, ვიდღე შემტევი. მას კიდევ ბევრი რამ შეუძლია გააუმჯობესოს, თუმცა მე მისი ამჟამინდელი თამაშიც მომწონს.
ჩვენ მთელს გუნდს ვენდობით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უკვე გითხარით, რომ პრობლემა არ მაქვს - გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და მათ გამო სწორედ მე უნდა გამაკრიტიკოთ. ვაკეთებ იმას, რასაც სწორად ვთვლი.
სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ იმუშავებს, თუმცა შედეგს ხშირად მოიტანს. ჩვენ ნამდვილად კარგი პერიოდი გვქონდა, რომელიც ორმა მატჩმა შეაფერხა - "ევერტონთან" შეხვედრაში ჩვენი თამაში მომეწონა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი "ვესტ ბრომვიჩთან" დაპირისპირებაზე.
ახლა კი "არსენალს" უნდა შევხვდეთ და ეს ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება."