მანემ და სალაჰმა შესაძლოა დერბი გამოტოვონ

ავტორი: johnson, 19-12-2017, 17:28, კატეგორია - სიახლეები, 826, 9


4 იანვარს განაში აფრიკული ფეხბურთის კონფედერაცია კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეს დაასახელებს. აღნიშნული ჯილდოსთვის მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და პიერ-ემერიკ ობამეიანგი იბრძვიან. სწორედ ამიტომ, დაჯილდოების ცერემონიას სამივე ფეხბურთელი უნდა დაესწროს.

აღსანიშნავია, რომ 5 იანვარს "ლივერპული" ინგლისის თასზე დაიწყებს ასპარეზობას და პირველივე მატჩში თანაქალაქელ "ევერტონს" დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მანეს და სალაჰს უკვე გამოუყო კერძო თვითმფრინავი, მათი მონაწილეობა 230-ე მერსისაიდულ დერბიში მაინც საეჭვოა, რადგან მოკლე დროში ფეხბურთელებს 9000 მილზე მგზავრობა მოუწევთ.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე კვირის წინ, BBC-მ წლის საუკეთესო აფრიკელ მოთამაშედ სწორედ სალაჰი დაასახელა. თუ ეგვიპტელის მიერ 2017 წელს ნაჩვენებ თამაშსა და მის შედეგებს გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, ზემოთხსენებულ ჯილდოსაც "წითლების" 11 ნომერი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეგვიპტის ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც უმთავრესად სწორედ სალაჰის დამსახურებაა. გარდა ამისა, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში მან 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

პირველში გვაქვს ბარნლისთან ანუ მაინც დაგვჭირდებიან და 2ში ან 3ში წავლენ რა. არ მგონია ევერტონმა გადაახალისოს რადგან ეპლში ცუდად აქვთ საქმე და ამ თასს მიაწვებიან ბოლომდე. ჩვენ მერე 14მდე თამაში არ გვაქვს

liverpool-fan
VIP Member

არაუშავს კოუ ფირმო სოლანკე დადგებიან უკან ჩემბო ჩანი და ჯინი გინდაც ლალანა არის უკვე გუნდში პოტენციალი რაა

liverpool33
მომხმარებელი

ყველაზე ნაკლები სადარდებელი უნდა იყოს ეგ იმიტომ რომ მე მგონია რომ კლოპი გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს და ესენი ადგილზე რომ იყვნენ დიდი ალბათობით ორივეს დაასვენებდა და ევერტონთან ამათი თამაში არცაა საჭირო ამ ეტაპიდან ძირითადი შემადგენლობიტ ტუ დაიწყო თამაში მერე რომელი თასის მომგებები არიან

chipe888
მომხმარებელი

კლუბს რო მოუნდეს არ გაუშვებს რა ასეც უნდა იყოს. რა დაჯილდოვება რის დაჯილდოება. კონტრაქტი აქვთ და პატივი უნდა სცენ და ნაკრების თამაში ხომ არაა ან აფრიკის თასი რო უეჭველი უნდა წავიდნენ. თუ გადახალისებული გუნდით ვითამაშებთ მაშინ სანერვიულოც არაა

პ.ს. კეიტაც მოდის გაისად და ბარემ მთელი გუნდი გაუშვან ხოლმე

liverpool515
VIP Member

კარგია ახლა მაინც მიეცემა შანსი ახსლგაზრდებს

gio_chyoi
რედაქტორი

სულ მკიდია ეს თასი უბრალოდ შური მინდა ვიძიოთ. ეხლა არსენალთან მოვიგოთ და მერე ეგ სამი თამაშI ახალ წლებზე მივაბათ მოგებები და ამ თასს სულ არ ვაქცევ ყურადღEბას

LUIS SUARES 001
VIP Member

Matt umisodac novugebt slevertons

juja
მომხმარებელი

მაგათ გარეშეც მოვუგებთ არაუშავს, ისედაც უნდა დაესვენებინა გინდა არ წასულიყვნენ, მითუმეტეს სალაჰი

GoGson
მომხმარებელი

კულიბალი და ობამეიანგი მოაგდონ, და კეიტა, კულიბალი, ობამა, მანე და სალაჰი... 5 საუკეთესო აფრიკელი გვეყოლება))) ')

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze