უილსონი "ლივერპულს" ტოვებს
ავტორი: gio_chyoi, 20-12-2017, 14:42, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 838, 17
ESPN-ის განცხადებით, "ლივერპულის" 23 წლამდელთა კაპიტანმა ჰარი უილსონმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
20 წლის ფეხბურთელმა ახალ პირობებს კლუბთან ხელი 2016 წელს მოაწერა, თუმცა, მას შემდეგ, მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე იგი ხელფასის მომატებას იმსახურებდა.
თუმცა, სერიოზულმა ინტერესმა ჩემპიონშიფიდან და იურგენ კლოპის ხელში პირველ გუნდში სათამაშო დროის უქონლობამ ახალგაზრდა უელსელს გუნდის დატოვება გადააწყვეტინა.
რეალურად, მას ვერავინ გაამტყუნებს, რადგან მიმდინარე სეზონში იგი 16 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა, რაც, ორი აზრი არაა, ვინგერისათვის საოცარი მონაგარია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არცერთი წუთი არ უთამაშია პირველ გუნდში და სათადარიგოთა სკამზეც კი არ მოხვედრილა.
ის ფაქტი, რომ 1 წლის წინ მას კონტრაქტი გაუფორმდა ნიშნავს იმას, რომ კლუბს მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს და დიდი ალბათობით იგივე გზას გაივლის რასაც ჯორდონ აიბი, რომელიც "ლივეპრულმა" ბორნმუთში 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაყიდა და თან ის პირობაც დაურთო, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მისი გამოსყიდვა შეეძლება.