x

კეიტა ვეღარ ითმენს!

ავტორი: gio_chyoi, 26-12-2017, 15:06, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 269, 12


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და მიძინებულმა სატრანსფერო ჭორებმა გამოღვიძება დაიწყეს.

"ლივერპულის" გულშემატკივრებს გასული ზაფხულის შემდეგ კარგად ახსოვთ ორი ჟურნალისტის სახელი: სეგა დიალო და ამადუ მაკაჯი, რომლებიც მინი-სელებრითებად იქცნენ, ვინაიდან, ნაბი კეიტას "ლივერპულში" ტრანსფერის თაობაზე უმთავრესი წყაროები სწორედ ისინი იყვნენ.

და, აი გუშინ ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი სეგა დიალომ ისევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "წითლებმა" შესაძლოა სადღესასწაულო საჩუქარი მიიღონ და კეიტა იანვარშივე გაიფორმონ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რალფ რანგნიკი ამას დაუშვებს.

კონკრეტულად კი, სეგა დიალომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნაბი კეიტა "ლივერპულში" იანვარშივე აღმოჩნდეს, ხოლო ერთ-ერთი სკაუზერის შეკითხვაზე, თუ როგორ ფიქრობს იგი (სეგა დიალო), რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი, ჟურნალისტმა უპასუხა, რომ თუ რალფ რანგნიკი ყაბულს იქნება, ტრანსფერი შედგება.

გარდა გვინეელი ჟურნალისტისა, უფრო ცნობილმა გამომცემლობა Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც არის მოცემული ბუნდესლიგის ექსპერტის ლი პრაისის(ლი პრაისი არის ის ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ კეიტა "ლივერპულს" შეუერთდებოდა) კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

პრაისმა განაცხადა: "ლაიფციგი" ცუდ ფორმაშია, ისინი ბუნდესლიგაში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან და ევროპის ლიგაზე დაქვეითდნენ, სადაც ძალიან რთული მეტოქე შეხვდათ "ნაპოლის" სახით.

კეიტასთვის ყველანაირი გამოწვევა თითქმის დამთავრებულია, მას ახლა "ლივერპულში" სურს გადასვლა.

მას არ სურდა "ლაიფციგში" ძალიან შეერყია ვითარება. ახლა იგი ისვენებს გერმანიაში სეზონის განახლებამდე, თუმცა, იგი ალბათ დააყენებს მოთხოვნას ტრანსფერის იანვარშივე განხორიცელების თაობაზე."

თუმცა ყველამ ვიცით რალფ რანგნიკის ურყევი ხასიათი და რთული წარმოსადგენია მან აზრი იცვალოს, ამასთან "ლაიფციგს" დიდი ბრძოლა მოუწევს ოთხეულში ადგილის მოპოვებისათვის და მათ ფული კი არა ქულები დასჭირდებათ ამისათვის.

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

ლაიფციგის მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, ამიტომ არარეალურად მეჩვენება იანვარში უფროსობამ კეიტას წასვლა დაუშვან...

gio_chyoi
რედაქტორი

ნამდვილად სანდო ხალხი წერს და არცაა გასაკვირი ეხლავე რო უნდა გადმოსვლა კეიტას, ამიტომ არაა გამორიცხული რო სიმართლე იყოს, მარა რანგნიკის ფაქტორია მთავარი, გოთვერანი კაცია ძაან და არ გამოუშვებს

GoGson
VIP Member

აუ არადა მართლა რაღა უნდათ, რაკარგი იქნებოდა პრემიერლიგას მიეჩვეოდა და იქითა წელს ბომბა გუნდი ვიქნებოდით. ახალი სისხლი გვჭირდება იმენა რა, და დროზე გვჭირდება კარგი ხალხი, არამარტო შედეგისთვის, ასევე იმისთვის რომ ლიდერები არ გაგვექცნენ რო დაინახავენ შეკრულ კამანდას

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
ხო ზუსტად. ამას ლიგაზე მაინც ვერ ვათამაშებთ და უბრალოდ იმიტო მინდა მოვიდეს რო გუნდს მიეჩვიოს და შემდეგი წლიდან უკვე ჩამჯდარი იყოს გუნდში. თან ესეც რო მოვიდეს ეხლა და ვნა დეიკი დე ვრეიც და გუნდმა მაგარი შედეგი დადოს აღარც აღარავინ გაგვექცევა

GoGson
VIP Member

სიტი ისე უბერავს, წლევანდელი მე2 ადგილი ჩათვალეთ ჩემპიონობაა არაფორმალური :დდდ

liverpool-fan
VIP Member

რაც ამან თამაშები გამოტოვა წითლების გამო და მაინც გაქაჩა ლაიფციგმა გამოუშვან რა

liverpool33
მომხმარებელი

ეს არამგონია და ვანდეიკი აუცილებლად გადმოვა იანვარში თან ტოტენჰემთან განაცხადშიც არაა

Joker
მომხმარებელი

ისადა, დღეს ვთამაშობთ და რაიმე სიახლე ცუდი არიქნებოდა.

liverpool515
VIP Member

Es da ori centraluri mcvfli da sagrdznoblad gavdzlierdebit

lashafss
VIP Member

GoGson,
ზუსტად ეგ თემაა, ეხლა რომ კლოპი ადგეს და ეს იანვარში მოიყვანოს , მცველი იყიდოს ვანდეიკის სახით , პლიუს მინოლეს შემცვლელი მოიყვანოს მერე კოუტინიოც კი დაფიქრდება რომ დარჩეს : ) ასევე შემდეგ წელს შეთამაშებული გუნდით გამოვალთ და არაა გამორიცხული პრემიერლიგა დადონ

GoGson
VIP Member

ცვეტში ეხლა მართლა რეალურად შეგვიძლია ვთქვათ რომ შემდეგი წელი ჩვენია, იმიტომ რომ მართლა 2 ტრანსფერი გვინდა მარტო (კეიტას გარდა) რო ჩამოყალიბებული და მაღალი კლასის შემადგენლობა გვყავდეს ასე თუ ისე, და კლოპი სადაც ამ გუნდით ასე თამაშობს, ტოპ გუნდით რაღას იზამდა ))))))))))))))) lashafss,

LUIS SUARES 001
VIP Member

იქამდე ვერ დავიჯერებ სანამ კლუბის ოფიციალური სსიტი არ განაცხადებს..არამგონია გაუსვან ,წინ ევროპუს ლიგაა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze