x

ფეხბურთელთა შეფასებები

ავტორი: johnson, 27-12-2017, 00:38, კატეგორია - სიახლეები, 1 056, 8


პრემიერ ლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "სუონსი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 5:0 გაანადგურეს.

გოლები რობერტო ფირმინომ(2), ფილიპე კოუტინიომ, ალექსანდრ-არნოლდმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Liverpool Echo-სა და ThisIsAnfield-ის ვერსიებით :

     Liverpool Echo
       ThisIsAnfield
სიმონ მინიოლე - 7
სიმონ მინიოლე - 7
ალექსანდრ-არნოლდი - 7
ალექსანდრ-არნოლდი - 8
რაგნარ კლავანი - 7
რაგნარ კლავანი - 7
ჟოელ მატიპი - 6
ჟოელ მატიპი - 7
ენდი რობერტსონი - 6
ენდი რობერტსონი - 7
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 8
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 8
ემრე ჩანი - 6
ემრე ჩანი - 7
ფილიპე კოუტინიო - 9
ფილიპე კოუტინიო - 9
მოჰამედ სალაჰი - 8
მოჰამედ სალაჰი - 8
ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 7
ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 8
რობერტო ფირმინო - 9
რობერტო ფირმინო - 9

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები

   Liverpool Echo
      ThisIsAnfield
ჯეიმს მილნერი - 6
ჯეიმს მილნერი - 7
ადამ ლალანა - 6
ადამ ლალანა - 7
დომინიკ სოლანკე - 7
დომინიკ სოლანკე - 7

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ეს შეფასებები ლესტერთანაც თუ იქნება კარგი იქნება

liverpool-fan
VIP Member

ჯინი მომეწონა დღეს კარგია სკამზე ჯდომამ იცის მანე გაიპრწყინებს ლესტერთან დაიმახსოვრეთ

juja
მომხმარებელი

ფირმინო რა მაგარ პრესინგს თამაშობს ტიპი არ ჩერდება პირველი გოლის დროსაც მაგან დააკარგვინა მოწინააღმდეგეს ბურთი, მერე კოუმ შეასრულა

არნოლდს რა მაგრად უყვარს ლივერპული გოლის აღნიშვნისას ეტყობოდა სულით და გულით ლივერპულელი როა, ცოტა ფიზიკურად მოძლიერდეს და გარანტირებული აქვს ძირითადი

giginio
VIP Member

robertsonii glijavs bolo ori tamashia da 6 rato

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
გუშინ ცუდად არ უთამაშია მარა სუონსით ვერ შევაგასებთ. ცოტა ძლიერ მეტოქეებთან უნდა ითამაშოს იგივენაირად

GoGson
VIP Member

მოკლედ ჩემი შეფასებები ასეთია:
მინოლე 6 _______კიბატონო არაფერი არ გაუფუჭებია, ან როგორ გააფუჭებდა როცა 2ჯერ დაურტყეს სულ, ერთი მატჩის დასაწყისში და მეორე მატჩის ბოლოს. მიუხედავად ამისა ყოველ შეტევაზე და ყოველ გაგორებაზე კარის მიმართულებით ძალიან ვნერვიულობდი, უნდა წავიდეს სიმონა რა, ამდენი წელია არასტაბილურია და რამოდენიმე თამაშში ისევ დაგვანახებს თავის ნამდვილ სახეს )))
კლავანი 8 __________ მიუხედავად იმისა რო სუონსის ვეთამაშებოდით ასეც და ისეც კლავანი სასწაულად კარგი იყო დღეს, ლივერპულის 17 ნომრიანი ფორმა როარ ცმოდა ალბათ ვინმე ტოპ კლასის თავდაჯერებული მცველი მეგონებოდა. მე ვფიქრობ და ალბათ ბევრი დაგვეთანხმება რომ ჩვენ გვყავს სამი მცველი - საშუალო დონის (მატიპი), ცუდი (კლავანი) და საშინელი (ლოვრენი) . ამიტომ საშინელს, ისევ ცუდი მირჩევნია და მატიპი კლავანის დუეტი უფრო პროდუქტიული მგონია. ტიპა არცერთი ორთაბრძოლა არ წააგო და თამაშსაც კარგად კითხულობდა

მატიპი - 6 , ______საშინელი შეცდომა არ დაუშვია , თუ ერთ მომენტს არ ჩავთვლით არნოლდი და მატიპი რო მოტეხა ერთმა ფეხბურთელმა და კლასი რო ქონოდა მაღალი კარებშიც დაურტყამდა მინოლეს, მაგრამ ეს საკმარისი არაა, მატიპზე უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ლივერპულული კარიერის პირველი რამოდენიმე თამაშის შემდეგ. დანარჩენ 2 მცველზე ბევრად კარგი მცველი არ მგონია, ფიზიკურად სუსტია. ვფიქრობ რომ სარფიანად შეგვიძლია გავყიდოთ ამ ზაფხულს და მაგუაერი ვიყიდოთ, ან დარჩეს მატიპი კარგ მცველთან წყვილში იქნებ გაამართლოს

არნოლდი 9______ ჩემთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი არნოლდი იყო, რაც შეიძლება მეტი ასეთი მატჩში უნდა მიეცეს შანსები, გოლს რომ თავი გავანებოთ, დაცვაში იყო იდეალური, რამდენი ჩაჭრა გააკეთა ტიპმა, როგორი ჟილკით და თავდაჯერებით თამაშობს ეს პატარა ბიჭი.. მომავალია ლივერპულის უდაოდ.

რობერტსონი 7_______ ამ ბიჭის ცუდი თამაში რაც ლივერპულში მიეცა შანსი მე არ მახსოვს, კი , იყო რამოდენიმე ეპიზოდური შეცდომა, ადრეც, და გუშინაც, მაგრამ მთლიანობაში ძალიან სტაბილური ბიჭია, არაა ტოპ კლასის, მაგრამ ასაკთან ერთად კიდე უფრო დაიხვეწება, ყოველშემთხვევაში მორენოს მირჩევნია ისევ და ისევ სტაბილურობის გამო

ჯანი 6 _______ მომენტებში კარგი იყო, მომენტებში ყოველთვის კარგია ჯანი, მაგრამ ცოტა ცუდი საყურებელია მისი მოძრაობები, დღემდე ვერ გავიგე რა პოზიციაზე უნდა ათამაშო რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღო, კარგი იქნებოდა ზამთარშივე გაგვეყიდა რო ცოტა ფული მაინც ავიღოთ, არ მინდა გაშვება მაგრამ წავა როგორც ჩანს, და თუ ვინმე წესიერს გვაღირსებს კლოპი ჩამშლელათ ძალიან უბედური არ ვიქნები ამის წასვლით


ჯინი 7 ________ რამოდენიმე მომენტში ძალიან კარგი იყო, თუმცა გუშინაც შებოჭილი იყო, როგორც ხშირად. მაგრამ ამ ბიჭს აქვს უნარები, ისეთი უნარები რომელიც ტოპ კლასის ნახევარმცველს ჭირდება, ესე მგონია რომ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თორე თავისი შესაძლებლობებით უმაღლეს დონეზე ავიდოდა.


ჩემბო 7 __________ გოლი გაიტანა, მეორეც შეეძლო... შეცდომები დაუშვა როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩემბო ბოლო თამაშებში ჩამოყალიბდა ძალიან საჭირო ტიპად, ჩათვალეთ რომ ჩვენი სიღრმე ამის დამსახურებაა, ძალიან გამოსწორდა ბოლო თამასებში, 40 მილიონი შეიძლება ითქვას რომ ღირდა ამაში (თუმცა იმედია კიდე განვითარდება)


კოუ 9+ _________ ძალიან მწყდება გული ამაზე, რა ალი, რის ერიქსენი, ან რა დრაქსლერი... ამის შემცვლელი (მითუმეტეს როცა ჩვენი ერთგული იქნებოდა) ვინ უნდა გვეპოვნა... ტიპი რა პასებს ჩითავს, რა დარტყმა აქვს, ბურთის ტარება.. მოკლედ ჩვენი მესია კოუ, იმედია რაღაც სასწაული მოხდება და დარჩება ჩვენთან.. მართლა საჭირო კაცია, თან თავის პოტენციალის 50 პროცენტს იყენებს და 100 პროცენტი რა იქნებოდა წარმოიდგინეთ


სალაჰი 7_________ აშკარად ეტყობოდა რომ გოლის გატანა უნდოდა და ყველაზე მეტად ის გამისწორდა რო გოლის მომენტში არ იეგოისტა და პასი მისცა რობერტოს. ამ მომენტით კიდე უფრო შემიყვარდა ეს ტიპი. ნუ დანარჩენი რა უნდა ითქვას.... ისევე იყო როგორც ყოველთვის უბრალოდ არ გაუმართლა გუუშინ. სიმართლე რო ითქვას ძალიან ხშირად უმართლებს ამას გოლების გატანისას, და როცა მაზავს მაშინ თავისი დარტმის უნარის ბრალია, რომელიც გულახდილად რომ ვთქვათ არ აქვს განვითარებული მაღალ დონეზე (თავისი თამაშით და სტილით ამ ნაკლს აბათილებს ჩემს თვალშიც და ისეც)

ფირმინო 9+ ____________________ ლივერპულისთვის ნომერ პირველი ფეხბურთელია ჩემი აზრით, რათქმაუნდა ძალიან სუბიექტურია ეს მოსაზრება მაგრამ რო დაუკვირდეთ და სწორხაზოვნად არ შეხედოთ მიხვდებით რომ მართლაც ასეა, გოლის მომენტებში დააკვირდით ფირმინოს მოძრაობებს, ან ბურთს ართმევს, ან ათავისუფლებს გუნდელს როცა მცველებს იზიდავს, ან რაღაც ისეთს აკეთებს რომ გუნდმა გაიმარჯვოს, აბსოლიტურად ყველგანაა რობერტო და მინდა რომ კარიერის ბოლომდე ჩვენთან იყოს და ლივერპულის ლეგენდა გახდეს. აქვე უნდა ითქვას რომ მიზანი ამასაც არეული აქვს, მაგრამ დანარჩენი ყველაფრით აბათილებს და აჭარბებს ამ ნაკლს.


ლალანა (შეფასების გარეშე)____________ რა უნდა ითქვას ტიპს ამდენი ხანია არ უთამაშია, მაგრამ იმენა ორგაზმი მემართება ამ ბიჭის თითოეულ ნაბიჯზე სირბილისას, და ბურთის შეხებაზე. ჩვენი კაპიტანი უნდა იყოს ადამი. მაგის გამოჯანმთელება ჩათვალეთ მართლა ახალი ტრანსფერივით იქნება


სოლანკე (შ.გ)____________ სოლანკეზე ერთი ის შემიძლია ვთქვა რომ უფრო მეტი თამაშით შეუძლია უმაღლეს დონეზე ავიდეს... და თან გვანახა ამ თამაშშიც და წინებზეც რო არააა მარტო საჯარიმოს ფორვარდი, ძალიან კარგი პირველი შეხება აქვს, და ტექნიკაც. მართლა ყველაფერი აქვს ამ ბიჭს რომ გახდეს ტოპ ფორვარდი


მილნერი ____ კაპიტნის სამკლავური მოირგო რო შემოვიდა , სხვა რა უნდა დავწერო :დდდდ <3

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

შავ სამუშაოს ასრულებს ჯინი, მაგრამ იმის იქეთ ხესავით იყო დღესაც, ალბათ ყველაზე მეტი ინდივიდუალური შცდომა დაუშვა, პირველ ტაიმში საერთოდ ყველაზე ცუდი იყო მოედანზე. კლავანზე მაღალი შეფასება ნაღდად არ ეკუთვნის და არც ჩემბერლენზე. ვერ ვიხსენებ ეხლა რა გააკეთა რო ჯინის უმღერეს მეორე ტაიმში, მაქსიმუმ ერთი კარგი ართმევა... მე პირადად ყველაზე დაბალს დავუწერდი.

ენფილდის შეფასება წავიკითხე და დაცვას ეხმარებოდა შეუმჩნევლად და ერთი კარგი გარბენიც გააკეთა შეტევაშიო. ერთი გრძელი პასიც რო გაეკეთებინა, ალბათ ფირმინოსავით 9-ს დაიმსახურებდა. :D

LUIS SUARES 001
VIP Member

მანემ დროა დაამტკიცოს რომ ლიდერია და შეეშვას ისე თამაშს თითქოს მართო იყოს მოედანზე. იმენა ტიპს პასის გაკეთება არ უნდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze