კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 27-12-2017, 01:16, კატეგორია - სიახლეები, 856, 10


პრემიერ ლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "სუონსი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 5:0 გაანადგურეს.

მოგვიანებით განვლილი მატჩი "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა :

ორი განსხვავებული ტაიმი
თამაშამდე ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ყველაფერი უფრო რთულადაა. "სუონსი" ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ მათ წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი კონტრპრესინგი უნდა ყოფილიყო. იყო მომენტები, როცა დროულად არ ვიმოქმედეთ და რაღაცეები დავაგვიანეთ, თუმცა პირველ ნახევარში არც მეტოქეს შეუქმნია ბევრი მომენტი. არც თუ იდეალური ტაიმშიც კი, ჩვენ გვქონდა საკმარისი შანსები 2-3 გოლის გასატანად.

შესვენებაზე მე არ ვიყავი იმედგაცრუებული. მეორე ტაიმში უფრო უკეთ გამოვიყურებოდით. პირველი სამი გოლი სწორედ კონტრპრესინგის წყალობით გავიტანეთ და ეს კარგია. 5:0-ის შემდეგ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მარტივი მატჩი იყო, თუმცა ეს სიმართლე არ არის, რადგან ნამდვილად ბევრი შრომა დაგვჭირდა. ბედნიერი ვარ იმით, რაც დღევანდელმა საღამომ გვასწავლა. გავიტანეთ 5 გოლი, შევინახეთ კარი მშრალად, ავიღეთ 3 ქულა და არავინ დაშავებულა - ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.

რობერტო ფირმინო
ბედნიერი ვარ თითოეული მოთამაშით, რომელსაც გოლი გააქვს, თუმცა არ ვიცი ვის ანგარიშზე რამდენი ბურთია. ამით არ ვინტერესდები. თუ ასე ვითამაშებთ, გოლის გატანაც ადვილი იქნება. ბობის მაგივრად იმ ეპიზოდში მეც გავიტანდი.

თქვენ ნახეთ, რომ სალაჰი არ იყო უბედნიერესი, როცა ის შევცვალეთ, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის. დღეს სადიო მანე არ გვეხმარებოდა - ასეთ მომენტებში კი მასაც შეუძლია თავის გამოჩენა. მე ყოველთვის ვაფასებ ფირმინოს ძალისხმევასა და თამაშს. მან დღეს ორჯერ გაიტანა, თუმცა არ ვიცი სულ რამდენჯერ შეძლო ამის გამოჩენა. პირველ ნახევარში ის მცველებსაც ეხმარებოდა და პრაქტიკულად ყველგან იყო, ასე რომ, ის მუდმივად ჩართულია თამაშში.

საკადრო პრობლემები
არ ვიცი როდის დაბრუნდებიან ჯორდან ჰენდერსონი და ალბერტო მორენო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო 2 შეხვედრაში მათ მოედანზე ვერ იხილავთ. შემდეგ კი ვნახოთ... 

კომენტარები


juja
მომხმარებელი

მართლაც რომ ყველაფერი კარგად მოხდა 3 ქულა ავიღეთ, 5 გოლი გავიტანეთ, ტრამვა არავის მიუღია. შემდეგი გაჩერება ლესტერი!!!

bati_gol
მომხმარებელი

veinaldumi aris tu ara moedanze ver gamigia da magrad itamashao an chanze magali shepaseba rit daimsaxura...wels cudis meti araferi gauketebia sazizgar fexburts tamashobs..

chipe888
მომხმარებელი

bati_gol,
მაშინ როცა ჩემბერლენი გყავს სასტავში და ჯინის ცუდ თამაშზე იწყება ლაპარაკი გაუგებარია.კი ბატონო ჩემბერლენმა გოლი გაიტანა მაგრამ მაინც ნავასის გაუნჯობესებული ვარიანტია. რაც შეხება ჯინის ძალიან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს და გასაკვირიც არაა,რო არ ჩანს. ჩემთვის ფეხბურთი მარტო გოლი და ასისტი არაა. თამაშის საუკეთესო მგონია,რომ არნოლდი იყო. იმიტო კი არა გოლი რომ შეაგდო უბრალოდ კარგად გამოიყურებოდა დაცვაში და ეს შესამჩნევი იყო. ჯინიც კარგი იყო ამას ბევრი მტკიცება არ უნდა და თუ ჩემი არ გჯერა თავიდან უყურე თამაშს და შენც მიხვდები

RoML
მომხმარებელი

კლავანი იყო სასწაული ხალხო .. არაბუნებრივად დამაჯერებელი იყო ყველა მომენტში აჯობა შემტევს , ვაფშე ყველაში .. ბრავოოო !!!

gio_chyoi
რედაქტორი

ანუ ან ლესტერთან ან ბარნლისთან მილნერს ვიხილავთ ჩამშლელად. სამივე თამაშში ჯანს არ დააყენებს

GoGson
VIP Member

ფირმინო არის ალბათ მსოფლიოში ყველაზე, ნუ ერთერთი მაინც, დაუფასებელი (UNDERRATED) ფეხბურთელი ევროპულ ფეხბურთში. მიუხედავად იმისა რო გამაზა ერთი 100 პროცენტიანი, მაინც სასწაულად ითამაშა და ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს, ნამდვილად არ მიკვირს რო კლოპისთვის შეუცვლელი ფიგურაა, ტიპი იდეალურია კლოპის სქემისთვის

liverpool3333
მომხმარებელი

მეც ვეთანხმები ისეთი ტიპის ფეხბურთელია ნებისმიერ მდგომარეობაში მინდორზე უნდა იყოს . შავ სამუშაოს რაც შეეხება მაგაზე მეტს ჩამშლელები. არ აკეთებენ

LUIS SUARES 001
VIP Member

ფირმინო არის ძალიან კნასნი ფეხბურთელი რომელსაც ლივერი დააფასებს...

კაია ჰენდერსონი რო ტრამვიანობს, ეს სეზონი უნდა ავიტანოთ როგორმე და მერე მოშორდება

ეე ჟურნალისტი აღარ ვყოფილვარ :D

lashafss
VIP Member

კაროჩე ახლა მართლა ისე შეხედეთ როგორ შრომობენ ფეხბურთელები , ვეინალდუმი საჭირო კაცია, საჭირო დროს იცის სწორი თამაში და არ იბნევა. ახლა მინდა აღვნიშნო ერთი რამ : არავინ აღიარებს იმას რომ კლავანი ბოლო თამაშებია თამაშობს ძალიანნ დამაჯერებელ დაცვას, ბევრიი გამოაძრო ლოვრენსაც და მატიპსაც, ასეთი გარდაქმნა ამ ასაკში არვიცი :X სულ ვლანძღავთ ამ კლავანს , მაგრამ ახლა ფაქტი ერთია და ვაღიაროთ რომ ძალიან კარგად ითამაშა ბოლო თამაშები. ბრავო თითქმის ყველას

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze