კლოპი : გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

ავტორი: johnson, 28-12-2017, 20:21, კატეგორია - სიახლეები, 698, 9


ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად პრესაში სპეკულაციები სულ უფრო მატულობს. ექსპერტები და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ იანვარში "ლივერპული" რამდენიმე ახალგაზრდას გაანათხოვრებს.

გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მარკო გრუიჩისა და ბენ ვუდბარნის მომავალი. ეს ორი მოთამაშე პერიოდულად ხვდებიან პირველი გუნდის განაცხადში, თუმცა თავის გამოჩენის შანსს პრაქტიკულად ვერ იღებენ.

სულ ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მერსისადელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გააკეთა :

"ვნახოთ რა მოხდება. ეს ბიჭები ჩვენს გუნდთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათო. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, აქვვს თუ არა აზრი მათ დარჩენას. ზოგიერთისთვის ეს მნიშვნელოვანია, ზოგისთვის კი არა.

ვნახოთ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. გადავხედავთ შემოთავაზებებს, თუ რომელი გუნდი გამოხატავს ინტერესს ჩვენი მოთამაშის მიმართ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ზამთარში ამ გუნდს საბოლოოდ არავინ დატოვებს."
IMG.GE

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

თუ კარგი შემოთავაზებები იქნება უნდა გავუშვათ ზაფხულამდე, იმ პირობით, რომ სადაც წავლენ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ... ახლა ზუსტად ეგ ჭირდებათ ბიჭებს, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო...

Ynwa Scousers
მომხმარებელი

კოუზე ჩაურტყა ნამიოკი გუნდს საბოლოოდ არავინ დატოვებსო :D

GoGson
მომხმარებელი

ნამდვილად სწორი იქნება ამათი დროებით განათხოვრება, ოღონდ ბრიტანეთში აუცილებლად

გრუიჩზე შეიძლება შანსის მიცემა, ჰენდო რო დაიტრავმა მარა ვნახოთ რა

kloppo
მომხმარებელი

დიდად გასახარებული არ უთქვამს ეს ნიშნავს რო სტარიჯი-ინგსი-მარკოვიჩი-ლოვრენი დარცჩებია :))

liverpool515
VIP Member

გუნდის ბირთვი უნდა შევინარჩუნოთ დროა საგრანდოში დავბრჯნდეთ:დ

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ხოოო, დრო უნდა ჰქონდეთ უეჭველი, თორე რააზრიაქ, ბარემ დავტოვოთ.

gio_chyoi
რედაქტორი

რა თქმა უნდა უნდა გაანათხოვრონ ოღონდ მარტო ინგლისში

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ჩემბერლენის მოსვლამ საერთოდ მოუსპო შანსი ვუდბარნს და უილსონს, რომ დაწინაურებულიყვნენ პირველ გუნდში და განვითარებულიყვნენ. რაიან კენტის მომავალზე და ტოპ კლასის ფეხბურთელობაზე მგონი აღარც ღირს საუბარი, ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება სუსოს დონემდე ავიდეს. სამწუხაროდ ეს ბიჭებიც მაგ რეგრესის გზას ადგანან. ვინგერებზე კიდევ მესმის, მაინც დიდი კონკურენციაა გუნდში, მაგრამ ჩვენი უნიჭო, ხე, ცენტრალური ნახევარმცველების პატრონი, რატომ არ აძლევს გრუიჩს შანსს საერთოდ ეგ მარტო კლოპმა იცის. არადა რა დიდი ზარ-ზეიმით მოიყვანეს გუნდში, პირადად ბუვაჩი და კლოპი კურირებდნენ მაგ ტრანსფერს. იმას არავინ ითხოვს, რომ მაინცდამაინც სიტისთან და მანჩესტერთან დააყენონ ეს ახალგაზრდები ძირითადში, მაგრამ 4:0 რომ იგებ 70 წუთი რომაა, ადექი და მიეცი შანსი ახალგაზრდებს რა. ვერ შეიგნეს, რომ ამ დაბალი დონის გუნდებში განათხოვრებთ, უფრო ფუჭდებიან ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები. ერთი კაცი მაინც დამისახელეთ ბოლო 10 წელში, რომელიც არენდით გავუშვით, მერე დავიბრუნეთ და გუნდს გამოადგა. პრესტონში, ნორვიჩში და რაღაც სირობებში განათხოვრებას, ჯობია ისევ ლივერპულის აკადემიაში იყვნენ.

LUIS SUARES 001
VIP Member

გაანათხოვრონ იღონდ წესიერ კლუბში რომეკიც კარგ ჩემპიონატში თამაშობს.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:59 სთ


  • სუონსი
  • VS

    22.01.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:3

    14.01.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze