კოუტინიოს "ენფილდური" კარიერა ციფრებში

ავტორი: johnson, 28-12-2017, 20:45, კატეგორია - სიახლეები, 868, 14


 "სუონსისთან" ფილიპე კოუტინიომ "ლივერპულის" რიგებში მე-200 მატჩი ჩაატარა. კლუბის ოფიციალური საიტი ამ თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო ფაქტებსა და ციფრებს გთავაზობთ :

* ბრაზილიელის "ენფილდური" დებიუტიდან ზემოთხსენებულ შეხვედრამდე 1779 დღე გავიდა.

* მერსისაიდელთა ათიანმა მეტოქის კარისკენ სულ 500-ჯერ დაარტყა, საიდანაც 155 ზუსტი აღმოჩნდა.

* ამ წუთისთვის კოუტინიოს "წითლების" რიგებში 54 გოლი აქვს გატანილი.

* 2014/15 წლების სეზონში, ფილმა "ლივერპულის" მაისური 52-ჯერ მოირგო.


* 151 პრემიერ ლიგური მატჩის მონაცემების მიხედვით, კოუტინიო საშუალოდ 1 მატჩში 44 გადაცემას აკეთებს.

* 41 გატანილი გოლით, ფილი პრემიერ ლიგის ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელია.

* "წითლების" 10-იანის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში 35 საგოლე გადაცემაა.

* ფანების 25%-ის აზრით, კოუტინიოს მიერ "იუნაიტედის" კარში(ევროპის ლიგაზე) გატანილი გოლი მის კარიერაში საუკეთესოა.


* 2016/17 წლების სეზონში, კოუტინიომ მეტოქის კარი 14-ჯერ აიღო.

* ყველაზე მეტი მატჩი ბრაზილიელს ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ აქვს ჩატარებული(12).

* კოუტინიომ ბურთი ძელს სულ 12-ჯერ მოარტყა(პრემიერ ლიგაში).

* დეკემბერში ფილმა 7 გოლი გაიტანა - მისთვის ეს ყველაზე შედეგიანი თვეა.

* ბრაზილიელმა ჯარიმიდან 6-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.


* ყველაზე მეტი გოლი კოუტინიოს "სიტის" კარში აქვს გატანილი(5).

* ბრაზილიელმა 3-ჯერ მოიგო "ლივერპულის" კაპიტნის სამკლაური.

* კოუტინიომ 11 მეტრიანი ნიშნულიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო გოლის გატანა - "სპარტაკთან" მატჩში ჩემპიონთა ლიგა.

* ერთადერთი ჰეთ-თრიკი ფილმა სწორედ რუსულ კლუბს შეუსრულა.
IMG.GE

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

იმედია საგრძნობლად გაიზრდება ეს მაჩვენებლები : )))))))))))))

liverpool515
VIP Member

ვამბობდი რო კაი ფასად უნდა გაგვეყიდა მაგფამ გადავიფიქრე ეს არავითარ შრმთხვრვაში არ უნდა გავყიდოთ

Carroll_9
მომხმარებელი

მანე-ფირმინო-სალაჰი- კეიტა-გორეცკა-მატიპი-გომესი-ვანდაიკი + კლოპი >>> მეკარეს იავნად გამოცვლიან და ამ გუნდიდან რატო უნდა გარბოდე კაცი, პირიქით დარცენა და ბარსა რეალისთვის სახის გადაძრობის ამბიცია უნდა გქონდეს.

სულ მიკვირს რა ბარსაში რო წახვალ იასნად მესის ოქროს ბურთს ვერ მოუგებ და ტიპებს ავფშე არ აქვთ ამბიცია ოქროს ბურთის მოგების? ასეთი გუნდი იკვრება, და რამეს თუ მოვიგებთ რა უნდა ოქროს ბურთის მოგებას ეპლის საუკეთესო ფეხბურთელობა დადე, გუნდის ლიდერი იყავი და გაშვებულიარონალდო მესი მაწონზე. მარა რა მენტალიტეტია. აგერ ნეიმარი წავიდა ბარსადან ამბიცია აქ კაცს და ეს იქეთ ეტენება

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

აუ გუნდი ემსგავსება რაღაცას მგონი და ეს რო წავიდეს .... :(

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Carroll_9,
მაგიტომაა ჰარი კეინი მაგარი კაცი, არ უნდა წასვლა და ტოტენჰემიდან ჩაუდო მესი-რონალდოს 2017 წლის ბომბარდირობა...

chipe888
მომხმარებელი

Carroll_9,
მაგას ვამბობ მებრძოლი ტიპი არაა და მაგიტო გარბის. ტიტულების მოგება უნდაო კაი რა ლალიგას და კოპადელრეის ტიტულს ეძახის?! მთელი მსოფლიო არის გადარეული ამ ბარსა რეალის თამაშზე 380 თამაშიდან 2 თამაშს რომ ელოდება მსოფლიო და ჩემპიონატში მეტი გამოსარჩევი თამაში არაა მაგ ლიგაში პრემიერ ლიგა რატო უნდა გაცვალო. ხელფასები ყველა ჩემპიონატზე მეტი პრემიერლიგაში არის იქ მარტო ბარსა რეალის იგროკებს აქვთ მაღალი ხელფასები. რავი ტიპი რატო გადაირია ამ ბარსაზე ვერ ვხდები. 2-3წელიწადში მესი წავა მიყვება სუარესიც ინიესტას კბილები აღარ აქვს ჩემ. ლიგის მოგებას კუტინიო შეძლებს მარტო თუ ანდრე გომეში. 25წლის ფეხბურთელი მიდის გუნდიდან მაშინ როცა იკვრება ნორმალირი სასტავი და გადადის გუნდში,რომელიც არაფრის მაქნისი არ იქნება 2-3 წელიწადში.რავი კაროჩე წავიდეს თუ წავა რა სხვა რა უნდა ქნა

GoGson
მომხმარებელი

ამას არ ვიძახი როგორც ლივერპულის ქომაგი...
პროსტა, ასეთ დროს, როცა მართლა გაჩნდა პერსპექტივა, როცა გუნდი შეტევაში ერთერთი საუკეთესოა, ნუ მინიმუმ ტოპ 5ეულშია შეტევით, როცა ნელ ნელა გვარდება ყველაფერი და მართლა რეალური ამბიციები ჩნდება, როცა გაღმერთებს მსოფლიოსცსაუკეთესო გულშემატკივარი და მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო გუნდის კაპიტნობა შეგიძლია... რატო უნდა წახვიდე ბარსაში, რომელსაც კოუს ბარსა არასდროს ერქმევა? რომელსაც მესი კიდე 2-3 წელი ეყოლება და მერე დემბელეს იმედზე რჩება? გუნდში რომელიც შესაძლოა ლალიგაშიც აღარ იყოს მალე? გუნდში რომელმაც 1 წელი თავის ქალაქში გიყურა და ტრაკიც არ გაანძრია რო დაენახე? მართლა ძაან გატეხავს, ამის წასვლა. ჩემი აზრით რეალურ შემცვლელს ვერ ვიპოვით, იმედია სასწაული მოხდება და დარჩეება

PRINCE
ტოპ კომენტატორი

საოცრად გაზრდილია კოუტინიო ამ სეზონში და ამიტომაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნება მისი წასვლა ლივერპულიდან. წინა წლებში ზედმეტი თრევა იცოდა ზოგჯერ ბურთის, ზედმეტ მოძრაობებს აკეთებდა. დიდ რესურსს ხარჯავდა, მაგრამ ციფრებში იმდენად არ აისახებოდა ხოლმე მისი ძალისხმევა. ახლა დაამუღამა უკვე სტატისტიკაზე თამაში და ბევრად პროდუქტიულიც გახდა. ყველა მოქმედებაში ეტყობა ინტელექტი და კლასი. ნაღდად არ ვეთნხმები როცა წერენ ხოლმე, რომ აღარ იხარჯება მოედანზეო. მე ვიტყოდი რომ დაბრძენებულია და ბევრად დიდი როლი და გავლენა აქვს მოედანზე ახლა, ვიდრე წინა წლებში ჰქონდა. 90 წუთი ვირივით სარბენად ჩემბერლენი, მილნერი და მისთანები არიან გუნდში. კოუმ ზუსტად იცის თავის საქმე და უმაღლეს დონეზეც ასრულებს.

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
მე თუ მკითხავ ყველას შეცვლა შეილება მაგრამ ეს არ ნიშნავს რო უნდა გაუშვან. ადამიანი,რომელიც ოცნებობდა ეთამაშა რეალში(ნეიმართან ერთად) და რომლის კარიერა განწირული იყო,რომ არა ლივერპული ეს ადამიანი მიდის ბარსელონაში. ამას ქვია ლოგიკა და აზროვნება მარა ჯერარდის არ იყოს ყველა ბრაზილიელის ოცნება არის ეს ბარსა და რეალი. რატო?ამაზე პასუხი მე არ მაქვს მარა ერთი კი ვიცი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება ოუენის მერე საბოლოდ შემზიზღდება ოუენივით დანარჩენს დრო გვიჩვენებს რას გადაწყვიტავს

reversi
მომხმარებელი

PRINCE,
ბევრი +++

liverpool-fan
VIP Member

ჰენდო თებერვლამდე მინიმუმ არ იქნებაო და მერე როდის დაბრუნდება კაცმა არ იცის პლიუს რომც დაბრუნდეს მაინც *ლეა და სკამზე უნდა იყოს მილნერი ისედაც სკამის კაცია ეს კი იმას ნიშნავს რომ კოუს კარგა ხანს მოუწევს კაპიტნობა ცოტა დაფიქრება ჭკუის სწავლება უნდა და შეილება არც წავიდეს ვნახოთ რა იქნება რა

LUIS SUARES 001
VIP Member

არ უნდა გავუშვათ კოუ,უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ჯადოქარს ჩვენთვის

gio_chyoi
რედაქტორი

ვინ არ დაგვიკარგავს მარა მაინც ძაან გამიტყდება რო წავიდეს. მინდა რომ დარჩეს და ტიტულები მოიგოს და ოქროს ბურთზეც იბრძოლოს. ბევრი მაგარი ფეხბურთელი არსებობს მარა მაგ ჯილდოსთვის რაღაც მარილი აკლიათ ხოლმე და ამას იმენა აქვს ეგ მარილი

mentalist
მომხმარებელი

chipe888,
რეებს წერ შენ თითონ თუ გჯერა :D რა ოქროს ბურთი რა რეალი ბარსასთან და მესი რონალდოსთან კონკურენციაზე ლაპარაკობ, ლივერპულის ფანი ხარ ხო არ დაგავიწყდა? მიფარჩაკებული გუნდის რომელსაც 10 წელი კიდე არაფერი ეშველება. ფეხქვეშ გაეგნენ კოუს. ნეიმარს წასვლა უნდოდა და ბარსამ პანჩური ამოარტყა. ლივერპული კიდე სამარცხვინო საქციელებს ჩადის. ან რა ეპლს საუკეთესო მOთამაშე, რომელი პრემიერ ლიგის საუკეთესო გამხდარა ოქროს ბურთის მფლობელი? სამეულშიც არ მოხვედრილა, აზარი კანტე ბეილი მაჰრეზი და რომელი ერთი კიდე, კოუმ რა უნდა ქანს ლივეში რო ლიგა მოიგოს, ჰა ჰაა ჩემპიონთა ლიგა დადოს და გჯერა რო ლივე უახლოეს 10 წელში ლიგას დადებს? ეგ კი არა ან გავლენ მაგ ტურნირზე ან არა. ლა ლიგაზე რა ნამუსით წერთ რამეს იმ ჩემპიონატის ფანები რომელმაც ბოლოს 2012 ში მოიგო ლიგა ისიც ანტიფეხბურთით. ბოლო 4 წელია ესპანეთში მიდის ლიგა, ევროპის ლიგაზე კიდე სევილია თუა ტურნირი მთავრდება. ლივეც კარგად ამოიდო იღლიაში თუ გახსვოთ. მაგრად ტეხავს რეებს წერთ, აქაც მაგარი სექტა ყოფილა. კაცი ბარსას ძირითადში როა ის უფრო ფასდება ვიდრე ლივეს საუკეთესო მოთამაშე და პრემიერ ლიგის საუკეთესო იგროკი იყოს. კოუ მალე დაიკიდებს ლივეს რასაც ეგ გუნდი უკეთებს მაგ კაცს, მონად აქციეს. სამარცხვინო გუნდი და შიზოფრენიკი მწვრთნელი. რა ლიგაზეა ლაპარაკი, ოთხეულზე საოცნებოა. კეიტა და სალაჰი უშველიან გუნდს კი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:59 სთ


  • სუონსი
  • VS

    22.01.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:3

    14.01.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze