კარა : ვან დეიკმა გუნდს ტიტულები უნდა მოუტანოს

ავტორი: johnson, 28-12-2017, 21:01, კატეგორია - სიახლეები, 918, 15


გუშინ "ლივერპულმა" ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელი მცველის სანაცვლოდ გუნდს 75 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ყველაზე ძვირადღირებული მცველის გაფორმებას პრესაში უკვე მოჰყვა ექსპერტებისა და ჟურნალისტების შეფასებები. მერსისაიდელთა ყოფილი მცველი და Sky Sports-ის ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი ვირჯილისგან წარმატებულ ასპარეზობას ელის :

"მსოფლიო ფეხბურთში მაღალი კლასის ცენტრალური მცველების სიმცირე შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ სურდა ამდენ კლუბს ვან დეიკის დამატება და ამიტომაც გადაიხადა "ლივერპულმა" ასეთი თანხა.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ მსგავსი თანხები მხოლოდ თავდამსხმელისთვის უნდა გადაიხადო, თუმცა თუ დეიკი შეძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას, მაშინ ეს ფასიც გამართლებულია. 15 წლის წინ, ბევრი თვლიდა, რომ "მან. იუნაიტედმა" რიო ფერდინანდის გარეშე უაზროდ დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ ინგლისელმა თითოეული პენი გაამართლა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ის კლუბის საუკეთესო მცველი იყო და გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარა.

სწორედ ამას ველი მეც ვან დეიკისგან. მომდევნო 10 წელი, ის გუნდის ნომერ პირველი მცველი უნდა იყოს და "ლივერპულს" ტიტულები მოუტანოს."
- ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports. 
IMG.GE

კომენტარები


Carroll_9
მომხმარებელი

ობლაკი და ვეიგლი დააამატეთ და დალშე სამი ოთხი წელი თუ გინდათ ნურავის გაიფორმებთ

kloppo
მომხმარებელი

ძაან მინდა ეს კაცი სატრანსფერო კომიტეტში

liverpool515
VIP Member

დიდი იმედი მაქ მოიხსენება დაცვაში პრობლემები

liverpool777
მომხმარებელი

მართალია ეს კაცი, თან თუ ამ საკითხს იმ კუთხით შევხედავთ რომ ძალიან ბევრი გოლის გამტანი გუნდი გყვავს და თან ბევრსაც ვუშვებთ, მაშინ ნამდვილად დაეხმარება გუნდს ტიტულების მოგებაში. შევხედოთ ცხრილს, გუნდებს რამდენი აქვთ გატანილი და გაშვებული და მერე ჩვენ.

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ჩემპიონატს დაცვა იგებსო ყველა გაიძახის და ეხლა კიდე მცველში ამდენი ფული რატო უნდა გადაიხადოო... არა ბიჭო ლუკაკუში უნდა გადაიხადო 90 მილიონი.

ეს თუ მანე-სალაჰივით ათამაშდა, ბოლო კაპიკის ჩათვლით გაამართლებს თავის ფასს.

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

დარწმუნებულივარ მატიპთან კარგ დუეტს შექმნის. და მინოლეც მოვა აზრზე

Logan
მომხმარებელი

ციტატა: ზ.ებანოიძე
დარწმუნებულივარ მატიპთან კარგ დუეტს შექმნის. და მინოლეც მოვა აზრზე

minolem tu iseti golebi ushva rac arsenaltan ginda gyolia van deiki gind ara. mekarea mosagvarebeli saswrapod

lashafss
მომხმარებელი

ზ.ებანოიძე,
მინოლე აზრზე არასოდეს არ მოვა იმიტო რო არაქვს , სასწრაფოდ კარგი მეკარე მოიყვანონ, ობლაკი მინდა ძალიან :X

GoGson
მომხმარებელი

ობლაკი, კეპა, რიკო... ამ 3 დან ერთერთი მინდა, ყველაზე ცუდ ვარიანტში არეოლა, დალშე მკიდია ყველა... მინოლე და კარიუსი გაიყიდოს გძეტა 20 მილიონად და უორდი იყოს მეორე მეკარე.

ვანდეიკს რაც შეეხება ძალიან გთხოვთ, არ შევცეთ ამ კაცს და ვაცადოთ, მე პირადად რეალურად ვუყურებ და საწყის თამაშებში მცირე შეცდომებსაც ველი, მაგრამ მთლიანობაში ჩვენს ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ტრანსფერი უნდა იყოს, მარტო იმ ფსიქოლოგიის და ემოციის გამო ღირდა ვანდეიკის მოსვლა რაც ამ 3 დღეში მოყვა მის გადმოსვლას, გინდ გუნდში, გინდ ქომაგებში და გინდ მეტოქეებში

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ვან დაიკისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ ფიქრობენ რომ ლივერპული ამ ტრანსფერით უკვე საჩემპიონო გუნდია, ცდებიან. კარგი მეკარის და დალაგებული ცენტრალური ნახევარდაცვის გარეშე, დიადი მიზნებისთვის ბრძოლა მაინც არარეალურია. გადახდილ თანხას რაც შეეხება, ყველამ თავის ჯიბეს მოუაროს რა. ვისთვის მცველია პრიორიტეტული, ვისთვის ფორვარდი და ვისთვის ნახევამცველი. სატრანსფერო ბაზარზე რაც ხდება კიდევ, ეგ რეალობა ლივერპულის ქმედებებს არ გამოუწვევია ნაღდად. ნუ შემოუშვებდნენ ფეხბურთში ამ არაბულ ინვესტიციებს და დღეს ასეთი ვითარება აღარ იქნებოდა ფასების კუთხით. დღეს თუ გინდა კარგი ფეხბურთელი, სოლიდური თანხაც უნდა გადაიხადო და არც ის დრო არის შორს როცა ვირჯილას 75მილონიან რეკორდს სხვა მცველში გადახდილი თანხა მოხსნის.

reversi
მომხმარებელი

GoGson,
ხო რა უორდი რას დააშავებს მეორე მეკარედ და ის ორი 20ად კი არა მეტადაც გაიყიდება ამ დროს მაგ ფულს დაუმატე 30-40 მილიონი და ვითომ რატო არ მოვა ობლაკი? გრიზმანს ყიდის ატელტიკო 100ად და ობლაკს 60 მილიონად არ მოგვცემს? იასნა მოგვცემს პროსტა როგორც ეს სალაჰი კეიტა დეიკი მოუნდა და ყველაფრის ფასად გადაწყვიტა დამატება მასე უნდა მოუნდეს მეკარეც

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ციტატა: lashafss
ზ.ებანოიძე,
მინოლე აზრზე არასოდეს არ მოვა იმიტო რო არაქვს , სასწრაფოდ კარგი მეკარე მოიყვანონ, ობლაკი მინდა ძალიან :X

არვიძახი რო უშეცდომო იქნება, მაგის არავის გვჯერა მგონი მარა პროგრესი უქნება ასევფიქრობ.

liverpool-fan
VIP Member

ობლაკი კლაინი მატიპი დეიკი ალეხსანდრო გორეცკა კეიტა კოუ სალაჰი მანე ფირმო აი ამ გუნდს ყ ლე მოსჭამოს სიტიმაც უტდმაც და რეალ-ბარსელონამ

100 მილიონის თემაა არადა 60 ობლაკი და 40-50 ალეხსანდრო

LUIS SUARES 001
VIP Member

ნუ მარტო დეიკი დაცვაში ვერაფერს იზანს მაგრამ თუ ვინმეს კარფს შევუწყვილებთ გაუვალი კედელი იქნება.

gio_chyoi
რედაქტორი

მარტო ვან დეიკი ვერაფერს მოიგებს. მეკარე ჩამშლელი და კიდე 1-2 მაგარი ფეხბურთელი დაამატონ და მერე კი მოიგებენ დიდ ტიტულს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:59 სთ


  • სუონსი
  • VS

    22.01.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:3

    14.01.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze