კლოპის საახალწლო გეგმები
"ლივერპულისთვის" შაბათს ძალიან ინტენსიური პერიოდი იწყება, რადგან 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე, "წითლებს" სამი მატჩის გამართვა მოუწევთ. როგორც იცით, მერსისაიდელთა მეტოქეები "ლესტერი", "ბარნლი" და "ევერტონი" იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ 2 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებას შორის სხვაობა 48 საათიც კი არ იქნება. ეს კი დიდ ენერგიასთან და გამძლეობასთან არის დაკავშირებული.
სულ ცოტა ხნის წინ, გადატვირთულ გრაფიკზე ჟურნალისტებმა კითხვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დაუსვეს. გერმანელი სპეციალისტის პასუხი კი შემდეგნაირი იყო :
"ჯერ "ლესტერთან" მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. შემდეგ "ძვლები" უნდა მოვაგროვოთ და ვნახოთ თუ ვინ შეძლებს "ბარნლის" წინააღმდეგ თამაშს.
ახლა ყველაფერი ტრავმებზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ ნამდვილად კარგად ვართ მომზადებულნი. გასულ წელს სწორედ საკადრო პრობლემები იყო ცუდი შედეგის გამომწვევი და არა მოუმზადებლობა. ყველა მოთამაშე თუ ჯანმრთელი იქნებოდა, ვიტყოდი, რომ ყველაფრისთვის ვართ მზად. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "ლესტერისთვის" მზად ვართ, შემდეგ კი ვნახოთ..."
კლოპმა მცირე კომენტარი "მელიების" მთავარ მწვრთნელსა და მათ სათამაშო სტილზეც გააკეთა : "სიმართლე გითხრათ, ჯერ მათი თამაშის ანალიზი არ გაგვიკეთებია, თუმცა ვუყურე მათ დაპირისპირებას "მან. იუნაიტედთან". ისინი ნამდვილად თამაშობენ ფეხბურთს და კვლავ საოცრად გამოიყურებიან კონტრშეტევებზე."