"ლივერპული" - "ლესტერი" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 30-12-2017, 11:26, კატეგორია - სიახლეები, 907, 18


დღეს, ჩვენი დროით 19:00 წუთზე პრემიერ ლიგის XXI ტურში ''ლივერპული'' საკუთარ ''ენფილდ როუდზე'' ''ლესტერს'' უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

''ლივერპულის'' კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი თებერვლამდე იუქმებს.

განაპირა მცველები ნათ კლაინი და ალბერტო მორენო კვლავ ლაზარეთში რჩებიან, დანიელ სტარიჯი კი ისევ ავადმყოფობს.

''ლესტერის'' ნახევარმცველი დანიელ ამარტი დისკვალიფიკაცია მოხდილი გუნდს უბრუნდება.


მცველები რობერტ ჰუტი და დანი სიმფსონი, ნახევარმცველი მეთ ჯეიმსი ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებენ.


პრევიუ

Boxing Days გრძელდება! ნუ გეწყინება პეპ გვარდიოლა - იურგენ კლოპი ის კაცია, ვის გამოც ნაბი კეიტამ -''ბაიერნს'', ჩემბერლეინმა - ''ჩელსის'', სადიო მანემ - ''მანჩესტერ იუნაიტედს'', რაგნარ კლავანმა - ''აუგსბურგს'' და ვან დეიკმა შენ უარი გითხრათ და კონტრაქტიც ''მერსისაიდულ'' გრანდთან შედგა. ნურც თქვენ გეწყინებათ მეგობრებო, რადგან კლოპი ნელი, მაგრამ სწორი მიმართულებით ისეთივე გრანდს ქმნის, რომელიც წლების განმავლობაში მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ცხოვრობდა. წარმატებას კი სწორი მიმართულებით ფიქრი და რაღა თქმა უნდა დრო სჭირდება.

დღეს ის დღეა, სადაც ''ლივერპულის'' სარეკორდო შენაძენი და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი (75 მილ. - რედ.) ვირჯილ ვან დეიკი ''ენფილდზე'' იჯდება და ''წითლების'' ფეხბურთელის ამპლუაში პირველად მოისმენს იმ საუცხოო სიმფონიას, რომელსაც ''შენ არასოდეს დარჩები მარტო ჰქვია''.

ლირიკა იქით იყოს და ''ლივერპული'' სწორედ ის გუნდია, რომელიც ''ლესტერის'' წინაშე ფავორიტის სტატუსით წარსდგება. ''მელიებმა'' შეძლეს ის, რასაც მდინარე მერსის მობინადრეები თითქმის 28 წელია ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. წლევანდელი სეზონის პირველი მატჩი კლოპის ბიჭებმა დაძაბულ ბრძოლაში 3-2 მოიგეს და იმ საჩემპიონო სეზონშიც კი შეძლეს მათგან ქულების დაგროვება. 

ბოლო ტურებში ფორმააკრეფილმა ''მელიებმა'' ''უოტფორდთან'' წააგეს, რაც მერსისაიდელებს ფავორიტის სტატუსს უმძაფრებს. თუმცაღა თქვენ გეგულებათ გუნდი, რომელიც თავს იმის უფლებას მისცემს ''ენფილდზე'' ფავორიტის სტატუსით გავარდეს? ბუკმეიკერთა პროგნოზი ასეთია: 2-0.

ახლა კი გავაქართულოთ ის სიტყვები, რომელიც მწვრთნელებმა წინასამატჩოდ თქვეს:

იურგენ კლოპი: "ლესტერი ბრწყინვალე გუნდია, განსაკუთრებით კი კონტრშეტევების დროს. მათი პირველი გოლი ''იუნაიტედთან'' გამოსაყოფია, ნახვისას wow-ს გარდა ვერაფერი ვთქვი. კლოდ პუელის მოსვლის შემდეგ მათ ფეხბურთი უფრო კარგად იგრძნეს და ამიტომაც თამაშობენ სანახაობას".

კლოდ პუელი: ''ლივერპული'' სრულიად შემდგარი გუნდია თავისი დაცვით, ნახევარდაცვითა და შეტევით. ვეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ვაიძულოთ ისინიც აგვყვნენ. ჩვენ გვქონდა ხელსაყრელი მომენტები დიდი გუნდების წინააღმდეგ და ამის გამეორებას ვაპირებთ ენფილდზეც''.


ფაქტები

  1. მიმდინარე სეზონში "ლესტერმა" ეფლ თასზე "ლივერპულს" სძლია, ხოლო საპრემიერლიგო მატჩში კი - პირიქით.
  2. ორ კლუბს შორის გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში 14 გოლი გავიდა.
  3. იურგენ კლოპმა "მელიებთან" ყველა ტურნირზე სამი მატჩი დათმო, ამაზე უარესი შედეგი მას არავისთან აქვს.
  4. "ლივერპული" ბოლო 11 თამაშია დაუმარცხებელია, რაც გერმანელის საუკეთესო შედეგია ინგლისში.
  5. მიმდინარე სეზონში "წითლებმა" საკუთარ არენაზე მხოლოდ 3 ბურთი გაუშვეს, რაც 2006-07 წლის სეზონთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
  6. ყველა ტურნირზე ერთად "წითლებს" უკვე 75 გოლი აქვთ გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ჩემპიონატჩი "მანჩესტერ სიტისა" (75) და პარის "სან-ჟერმენის" (89) შემდეგ.
  7. ფილიპე კოუტინიომ, რობერტო ფირმინომ და მუჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგაში გაიტანეს ან გაატანინეს 46 გოლიდან 36, ბოლო 19 შეხვედრაში კი 19-დან 17.
  8. "ლესტერმა" ბოლო 3 შეხვედრაში 2-ჯერ წააგო, იგივე შედეგი რაც წინა 13 ტურში.
  9. ჯეიმი ვარდიმ "ლივერპულის" წინააღდეგ 8-დან 6 ბურთი გაიტანა.

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

დღესაა თამაშიი

gio_chyoi
რედაქტორი

ეს ის პიუელია შარშანწინ რო გაგვაწამა. უნდა გავაპოთ შუაზე მაგრად არ მევასება ეს კაცი. ეს ორი თამაში უეჭველი მოსაგებია დანარჩენები აუცილებლად დაკარგავენ ქულებს. არსენალს ეხლა ვესტ ბრომვიჩთან აქვს გასვლა რომელსაც 19 თამაშია აე მოუგია და შეილება დაარჭოს არსენალს. პლიუს მერე არსენალი ჩელსია

GoGson
მომხმარებელი

კლოდ პუელი: ''ლივერპული'' სრულიად შემდგარი გუნდია თავისი დაცვით, ნახევარდაცვითა და შეტევით. ვეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ვაიძულოთ ისინიც აგვყვნენ. ............ ამ სიტყვებს აახსნევინებს ლალანა მატჩის შემდეგ ))))))))))))))))))))) ტიპმა ფეხბურთს ვითამაშებთ და ვეცდებით ავიყოლიოთო.. ეტყობა ჟოზეში ეშლება ვიღაც :დ

თქვენი საჯარიმოდან ვერ გამოეწუწებით თქვე მელიებოოოო თქვენ

liverpool33
მომხმარებელი

დღევანდელი დღე პოზიტივით დაიწყო ლივერპულისთვის სხვა საიტებზე იწერება რომ გორეცკას დამატებას ცდილობენო, კიდევ ერთი მცველის აკანჯის ბაზელიდანო და კიდევ დრაქსლერს ყიდის პსჟ 45 მილიონადო ბარემ ეგეც დაიმატონ და ეგააა რა დამშვიდებული იქნება კაცი კოუტინიოს გაყიდვის აღარ შეეშინდება კაცს, მართალია სრულფასოვნად ვერ შეცვლის მაგრამ ცაში გამოკერებულებივით არ დარჩებიან მაინც

Joker
მომხმარებელი

უნივერსალზეა დღეს.

Javaxa
ადმინისტრატორი

liverpool33,

აი დრაქსლერი თუ არ აღემატება არაფრით ჩამოუვარდება კოუტინიოს

GoGson
მომხმარებელი

Joker,
ნაღდად იცი ? თუ უნივერსალზეა ბარემსახლში ვუყურებდი და..

reversi
VIP Member

ბრავო ჯავახ ძაან მაგარი პრევიუა
შარშან წინ არა და შარშან იყო გოგსონ ორივე თამაში რომ 0-0 დაჯდა და მეორეში ავტობუსი რო ჩაგვიყენა ლიჟბი ლივერი არ გავიდეს ლიგაზეო ან რეებს ბაზრობს შევ**ეთ უნდა ამის ფრანგი დედაშევე ცი

James Pearce
VIP Member

დრაქსლერი კოუტინიოს არაფრით ჩამოუვარდება? დრაქსლერი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია კაი პიარით :)) კოუტინიოს რითი უნდა შეადარო დრაქსლერი :დდ

GoGson
მომხმარებელი

reversi,
არ მევასება ეგეთი ჩამოკრული როჟები :დდ

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: GoGson
კლოდ პუელი: ''ლივერპული'' სრულიად შემდგარი გუნდია თავისი დაცვით, ნახევარდაცვითა და შეტევით. ვეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ვაიძულოთ ისინიც აგვყვნენ. ............ ამ სიტყვებს აახსნევინებს ლალანა მატჩის შემდეგ ))))))))))))))))))))) ტიპმა ფეხბურთს ვითამაშებთ და ვეცდებით ავიყოლიოთო.. ეტყობა ჟოზეში ეშლება ვიღაც :დ

თქვენი საჯარიმოდან ვერ გამოეწუწებით თქვე მელიებოოოო თქვენ

არა და ვაბშე სხვა აზრი დევს მაგ სიტყვებში ვეცდებით ჩვენი თამაში ვუთამაშოთ და ლივერპულიც ავიყოლოთ ამაშიო და არაა ჩვენ ავყვეთ მათ თამაშსო გამომდინარე იქიდან რომ ძალიან გაგვიჭირდებაო ლიცერპულზე აყოლდა მერე სასურველი შედეგის მიღწევაო

Javaxa
ადმინისტრატორი

არ შეიძლება ლივერპულის ფანი ასეთი სუბიექტური იყოს. დრაქსლერს არანაირი პიარი არ ჭირდება პსჟ შეცშომა იყო მაგიათვის

gulivera
მომხმარებელი

ლესტერტან სხვა რას უნდა ელოდე მოგების გარდა წელი გამარჯვებით უნდა დაასრულონ

GoGson
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
გასაგებია ,ორგვარად შეიძლებოდა გაგება, მე იმ მხრივ გავიგე რომელიც უფრო ბრძოლისუნარიანად განმაწყობდა იმიტო რო არ მევასება ეგ როჟაა )))

liverpool33
მომხმარებელი

დრაქსლერის არაპროფესიონალიზმში ვერ დაგეთანხმებით ძაან მაგარი ტიპია უბრალოდ გასაქანი უნდა გუნდში და მაგარი ფეხბურთელი დადგება და მგონია რომ ლივერპილისთვის შესაფერისი ფეხბურთელია და კლოპის ფილოსოფიისთვისაც, არამგონია მისი ფორმის მაქსიმუმს ჯერ მიეღწიოს და კლოპის ხელში ეგ უფრო ადვილად მოხდება კიდე
კოუტინიოს რაც შეეხება მისი შემცვლელი ლივერპულისთვის ცოტა თუ მოიძებნება კიდე

James Pearce
VIP Member

დრაქლერი ვერ ვოლსბურგშიც თამაშობდა და ვერც პსჟში თამაშობს ერთი შალკეში იყო კაი :)) კოუსთან შედარებით ძაან სუსტია დრაქსლერი:)

Mate chavchavadze
მომხმარებელი

დრაქსლერი მაგრად მევასება დონეა მაგრამ კოუტინიო მაინც უფრო მაღალი კლასის მოთამაშეა.დარწმუნებული ვარ პსჟს ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა დრაქსლერისგან განსხვავებით

LUIS SUARES 001
VIP Member

Mogeba uechveli gvchirdeboda.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze