წლის ბოლო ვერდიქტი

ავტორი: johnson, 30-12-2017, 22:39, კატეგორია - სიახლეები, 1 631, 14


2017 წლის ბოლო მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ლესტერი" მიიღო. შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მასპინძელთაგან ორივე გოლი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

"ქამბექით" კმაყოფილი
არავის სურს 1:0 მარცხებოდეს, თუმცა როცა საწყისს წუთებში გოლს უშვებ, გსურს მასზე რეაგირება მოახდინა. დღეს მე სწორედ ეს დავინახე. ფანტასტიური იყო, არავინ ნერვიულობდა... ბიჭები სვლას აგრძელებდნენ, მომენტებს ქმნიდნენ და ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდნენ. "ლესტერის" მთავარი იარაღი კონტრშეტევებია, ჩვენ კი დაცვაში კარგად ვითამაშეთ და გულახდილად გეტყვით, შედეგის მიუხედავად, პირველი ნახევრით მე კმაყოფილი ვიყავი.

დღეს ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. შესვენებაზე ვიცოდით, რომ ცვლილებები საჭირო არ იყო, უბრალოდ ასე უნდა გაგვეგრძელებინა. შეგვექმნა მეტი და მეტი მომენტი, ამასთანავე, შეგვენარჩუნებინა ნერვები, რადგან რთულია 3-4 შანსის გამოუყენებლობა. შემდეგ კი ორი ფანტასტიური გოლი იყო - მას ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით. ასე რომ, მე ბედნიერი ვარ.

სალაჰის ფორმა
დარწმუნებული ვარ, ის ფორმის შენარჩუნებას შეძლებს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და განვითარება შეუძლია. ეს მხოლოდ გოლის გატანას არ ეხება. ვიცი, რომ ის ვერ შეძლებს მეტოქის დამწუხრებას თუ სხვების მხარდაჭერა არ ექნება - სადიო მანემ პირველი გოლის დროს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა მომოს, ვფიქრობ, მოედანზე ცოტამ თუ შეამჩნევდა ასეთი მომენტის შექმნის შანსს.

ამჟამად, ჩემს თითოეულ მოთამაშეს შეუძლია გარკვეული სტანდარტის შენარჩუნება., ბიჭებმა უკვე რამდენიმეჯერ აჩვენეს თავისი დონე და მოიპოვეს კიდეც ქულები. დღეს დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მე არ ვიყავი კმაყოფილი ყვითელი ბარათებით, ისინი საჭირო არ იყო, თუმცა მოთამაშე რეაქცია ნამდვილად კარგი იყო.

ვან დეიკის ტრანსფერის გავლენა სხვა ფეხბურთელებზე
ეს პროფესინალური ფეხბურთის ნაწილია. ნამდვილი მოთამაშე ყოველთვის იტყვის, რომ კონკურენცია მასზე დადებითად აისახება. ვერ ვითამაშებთ მთელი სეზონი მხოლოდ 2 ცენტრალური მცველით იმ იმედით, რომ არავინ დაშავდება. მესამე მცველის დამატება ლოგიკურია, მეოთხეს კი კიდევ უფრო უკეთესი.

ბიჭებს მე ნერვიულობა ვერ შევატყვე. მათ ამის მიზეზი არც აქვთ. ჩვენ მოგვიწევს მსოფლიოს უდიდესს კლუბებთან თამაში და ბრძოლა, მათ კი 11 მოთამაშით ვერ დავუპირისპირდებით. ასეთი მატჩებისთვის გუნდი მზად უნდა იყოს. ამისკენ ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

მოსაგები იყო და მოვიგეთ კიდეც უბრალოდ რაღაც აკლია ამ გუნდს მაინც რაა

Papuashvili
მომხმარებელი

liverpool-fan,
ცენტრი აკლია ცენტრი. კოუს გარდა ცენტრი საერთოდ არ ჩანს. აი ნაღდი ცენტრი რასაც ქვია რა, დაცვასა და თავდასხმას შორის რო არის და არა ან თავდასხმაში როა ან დაცვაში. შუა ხაზი არ გვყავს. კეიტა ზუსტად ეგაა და კიდევ გვინდა ისეთი ვინც დაცვას შეტევასთან დააკავშირებს.

James Pearce
VIP Member

გუნდის პროგრესი აშკარაა წარმოიდგინეთ ასე თუ გავაგრძელეთ პროგრესი 3-4 წელში ძაალიან ძლიერი გუნდი ვიქნებით ალბათ საუკეთესი. უბრალოდ ხანდახან ცუდ ფრეზე ან წაგებაზე აქ ვწერთ რო კლოპი გასაშვებია და ასშ სისულელეა უბრალოდ უნდა ვაცადოთ ამ კაცს ეპლსაც მოიგებს დაკიდევ ბევრ ტიტულსაც :)) უბრალოდ ძან დამღლელია ამდენი წელი უტიტულოდ და შედეგიც სწრაფად გვინდა მაგრამ კლოპოს თუ დავავდით ვფიქრობ რაღაც პერიოდში ტიტულებს მიაყრის :)) თან გამოცდილია ტიპი იცის გუნდის აშენება იცის რა როგორ გააკეთოს :)) და ბოლოს გილოცავთ კაი თამაში იყო :))ვანდეიკიც დადგება შემადგენლობაში და ცოტა ნორმალურ დაცვას დაემსგავსება

liverpool515
VIP Member

Meotxec axsena

Mate chavchavadze
მომხმარებელი

მეოთხე მცველი ახსენა იურგენამ.გუნდის შენება დაწყებულია ყველაფერი იდეალურად მიყავს იურგენს ისევ ის გრანდის სტატუსი მოვა რავ აქამდე იყო

gio_chyoi
რედაქტორი

ეგ რანაირად (სერგიას ხმით) :))) ვან დეიკი უკვე მეოთხე მცველია. კლავანი ლოვრენი მატიპი და ეს

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

მეიყვანე ბიჯო ჩამშლელი მეიყვანე :დდდ

Capitan
მომხმარებელი

არ გაჩერდე კლოპ ვანდეიკზე ლოვრენი გაყიდე და დევრეი მოიყვანე კლავანი ეგდოს მაინც უფასოდ მოათრიე

lashafss
მომხმარებელი

Capitan,
კლავანი ეძახე და ბოლო თამაშები რამაგრად ითამაშა :D ლოვრენს კიაჯობა... დევრეი კიარაა გორეცკა მოვიდეს სასწრაფოდ :X კეიტა ზამთარშივე რო მოვიდეს ძააან რთული თემაა თორეეეე ეგეც რო იყოს ძალიან მაგარი იქნებოდა დროზევეე შეეთამაშდებოდნენ და ზაფხულისთვის მკვლელ გუნდს მივიღებდით

ძალიანნ ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამ გუნდს რა აკლია. ვუყურებ ნაბი კეიტას თამაშებს და ვხვდები რომ ინიციატორი ცენტრი აკლია ზუსტად ლივერპულს ის ვინც ცენტრში კრეატივს შექმნის, პლიუს ექნება საკმაოდ დაცვითი მანერებიც. სწრაფი დახვეწილი და კრეატიული , ასეთი კი არის კეიტა და კიდევ უკეთესი რაც დავწერე იმაზე : ) ლივერპულში კეიტა ბევრს მიაღწევს და ლივერპული კეიტასთან ერთად : )

chipe888
მომხმარებელი

liverpool515,
მეოთხე,რომ ახსენა რა გასაკვირია.მატიპი,კლავანი,ლოვრენი და დეიკი 4 არ გამოვიდა

GoGson
მომხმარებელი

კეიტას მართლა ძაან დიდი იმედებით ვხვდები. 1 მეკარეც გვაღირსონ და ეგაა რა

LUIS SUARES 001
VIP Member

Unda viswavlot lesteris nair klubebtan tamashi da chvens beds dzagli ar dahyefs..12 tamashia ar wagvigia

lucas digne
მომხმარებელი

ლესტერს მოუგეს იოლად

tomas lemar
მომხმარებელი

ლესტერს ლივერპული უეჭველი მოუგებდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze