x

"ლივერპული" - "ევერტონი" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 5-01-2018, 15:15, კატეგორია - სიახლეები, 998, 13


დღეს, ჩვენი დროით 23:55 წუთზე ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში მერსისაიდული დერბი გაიმართება.

გუნდების ახალი ამბები

"ლივერპული" დღევანდელ მატჩში საუკეთესო მეგოლის მოჰამედ სალაჰის გარეშე შეხვდება, რომელიც აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მას საზარდულის ტრავმა აქვს.

გამორიცხულია ფელიპე კოუტინიოს თამაშიც, რომელზეც ოფიციალური მიზეზი ბარძაყის ტრავმა სახელდება.

ყველაზე ძვირადღირებული მცველი ვირჯილ ვან დეიკი დებიუტისთვის მზადაა, ლორის კარიუსი კი ძირითადში დაიწყებს.

"ევერტონს" იმედი აქვს, რომ "ბეშიქთაშიდან" 27 მილიონ ფუნტად შეძენილ ჯენკ თოსუნს დღის ბოლომდე დაარეგისტრირებს და "წითლების" წინააღმდეგ ათამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ მაიკლ კინმა ტკივილები იგრძნო და დღეს მისი თამაში, სავარაუდოდ გამორიცხულია.

აიდრისა გეის მყესები აქვს დაჭიმული. "ევერტონი" მას მოისაკლისებს.

პრევიუ

ვირჯილ ვან დეიკი საღამომდე ვეღარ ითმენს! მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მცველს, რომელშიც 75 მილიონი ფუნტი გადაიხადეს გული "ლივერპულის" მაისურით თამაშისთვის უძგერს. მას ერთი სული აქვს "წითლების" ისტორიული 4 ნომრიანი მაისური მოირგოს, რომელიც სემი ჰიიპიას შემდეგ ალბერტო აკვილანს და კოლო ტურეს ეცვა, თუმცა მათ ის სიყვარული ვერ დაიმსახურეს, რაც ფინელ ცენტრალურ მცველს ჰქონდა. დეიკი ამის გამოსწორებას აპირებს და იმედია იურგენ კლოპი მას ამის დამტკიცების საშუალებას დღესვე მისცემს.

დღევანდელ დერბის უხასიათოდ ხვდება გერმანელი სპეციალისტი, რომელსაც ჯერ გვარიანად არ გათენებულა და ორი ფეხბურთელი გაექცა. საუბარია ფილიპე კოუტინიოსა და ემრე ჯანზე, რომლებიც კლოპის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელები იყვნენ. ერთი კატალონიაში სასწრაფოდ გაქცევაზეა, ხოლო მეორე მზადაა 6 თვით დარჩეს, შემდეგ კი აიკრას გუდა ნაბადი და ტურინში გამოსცადოს ბედი, თანაც უფასოდ.

ამ ყველაფერის ფონზე იურგენი დამწუხრებულია და არაფერი ისე არ მატებს ამ კაცს მოტივაციას ისე, როგორც ბოღმა, შური და ღვარძლი. ამასთანავე გერმანელს ჯერ არ დაუვიწყებია ის ფაქტიც, რომ მოგონილი პენალტით იძულებული გახდა "ევერტონი" ენფილდიდან ქულით გაეშვა.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე "კლოპომ" განაცხადა, რომ დღეს საბრძოლო შემადგენლბოით გავიდოდა მოედანზე, რაც უკვე ყველაფერს ნათელ ფერებს ჰფენს. დანარჩენს უკვე თამაშის მიმდინარეობის დროს შევიტყობთ, უფრო ზუსტად კი საათით ადრე, როცა შემადგენლობები გამოააშკარავდება.

იურგენ კლოპი: "ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანმა თქვა, თითქოს მე პატივს არ ვცემ ამ ტურნირს, მაგრამ მერწმუნეთ ეს სიმართლე არ არის. შეიძლება, რომ ცოტათი ჩვენ უფრო ვნერვიულობთ, რადგან ყოველდღე იმაზე ვოცნებობთ, რომ გამარჯვების გზაზე ვიაროთ. ჩვენ ვიცით, რაც უნდათ და რასაც გრძნობენ ფანები ყოველი მატჩის წინ და მერწმუნეთ ფეხბურთელებსაც ზუსტად იგივე სურთ".

სემ ელერდაისი: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული პრემიერ ლიგაა, ასოციაციის თასსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. აქ არ არსებობს ქულა ან სამი ქულა, აქ ან იგებ ან აგებ. თასის თამაში სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა რომ ნაკლები ზეწოლაა, ჩვენ მაინც ვეცდებით ტურნირზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ. დიდებული თამაში იქნება და გამარჯვებას ვეცდებით".



ფაქტები

  1. ეს არის 230-ე მერსისაიდული დერბი. ასოციაციის თასზე ორი კლუბი ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდა, აქედან "წითლებმა" 10 შეხვედრა მოიგეს, 7 წააგეს და ექვსიც ფრედ დასრულდა.
  2. "ლივერპულს" ასოციაციის თასზე "ევერტონი" "ენფილდზე" არასდროს დაუმარცხებია. ითამაშა ოთხჯერ და ოთხივე შემთხვევაში დაინიშნა საპასუხო შეხვედრა.
  3. საუკეთესო მაჩვენებელი "ევერტონის" წინააღმდეგ დეკემბერში დაფიქსირდა, "წითლებს" "ლურჯების" წინააღმდეგ უკვე 15 მატჩია არ წაუგიათ.
  4. მიმდინარე სეზონში "ლივერპული" "ენფილდზე" დაუმარცხებელია (9 მოგება, 6 ფრე), გაიტანეს 37 და გაუშვეს მხოლოდ 8.
  5. ყველა ტურნირზე ერთად კლოპი 16 მატჩია არ დამარცხებულა - ეს მისი საუკეთესო შედეგია ამ გუნდში.
  6. შვიდგზის თასის გამარჯვებული "ლივერპული" 2011 წლის შემდეგ მესამე რაუნდში არ გავარდნილა. მაშინდელი შეხვედრა "წითლებმა" "ოლდ ტრაფორდზე" წააგეს.
  7. ბოლო ორ მეოთხე რაუნდში მერსისაიდელებმა "ვულვზის" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ წააგეს.
  8. უკანასკნელად ეს ტიტული "წითლებმა" 2005-06 წლებში მოიგეს, როდესაც პენალტების სერიაში "ჩაქუჩები" დაამარცხეს.
  9. ხუთგზის ასოციაციის თასის მფლობელმა "ევერტონმა" ბოლო 4 მატჩში ვერცერთში მოიგო და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
  10. შესაძლოა უეინ რუნიმ "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანოს.

კომენტარები


admini
მომხმარებელი

ელარდაისმა მოხოდა ძალიან ევერტონი

gio_chyoi
რედაქტორი

ერთი ამათI დედაც კიდე. როგორ ნერვები მომიშალეს მაშინ. ეს ელერდაისი ბებერი კუანა ბაბუა. უეჭვეი ვიცი რო ვიგებთ მალე მოვიდეს თამაში

admini
მომხმარებელი

gio_chyoi,
მეც გული მიგრძნობს გამარჯვება ჩვენია

GoGson
VIP Member

admini,
შენ ბარსას ფანი ხარ ხო ? ::))))))))))))))))))

ვანდეიკი აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში, ლოვრენზე ცუდს ხოარაფერს იზამს თუნდაც პირველ თამაშზე

Nicholas
მომხმარებელი

აუ ახლა ეს კულეები შემოლაგდებიან.

burkinafaso
მომხმარებელი

უნივერსალზე იქნება?

chipe888
მომხმარებელი

ლუკა ბარსელონა,
წადი ბარსამანიაზე ბაყაყის ჭამის საერთაშორისო დღე აღნიშნე

ხაშური NEWS
მომხმარებელი

chipe888,
აუ საღოლ კაი იყო ბაყაყის ჭამა

აი რა მიკვირს იცით ზოგიერთი რო ამბობს ბარსას ლივერპული ჯობიაო და ბარსელონა მეორე არსენალიაო უბრალოდ ამის თქმა არ ეკადრება ლივერპულის ფანს გუნდს რომელსაც დიდი ისტორიისა

Liverpoolski
მომხმარებელი

ჩვენ ხო არ შემოვჭრილვართ ბარსამანიაზე, რატომ გვეკაიფებით ბარსას ფანები? მაგრამ საკაიფო ჩვენ გვექნება მალე კოუ ლივეში რომ დარჩება
P.S. ტრანსფერი რამდენიმე საათში გაოფიციალურდება

fromanfield
მომხმარებელი

ლუკა ბარსელონა,
რატო იცით ეს პროვოკაციული გამოხტომები,ბარსას ქონდა პერიოდი როცა სასწაულებს ახდენდა და ლიგაც მოიგო ეგ პერიოდი მანამდე ლივერპულს ქონდა,შენ ალბატ ელხა დაიწყე ბარსას ფანობა ტორე გეცოდინება ლივერპული და ჩელსი რა დღეში აგდებდნენ ბარსელონას და დიდი იმედი მაქ რო ეხლაც ჩელსი დედას მოუ*ცენზურა*ავს ბარსას იმენა კონტე ვირაც *ცენზურა* ვალვერდეს ხახაში მიცემს თუ გინდა ეს ჩემი კომენტარი დაიკოპირე და შეინახე მერე რო გადაიკთხო,აი ლივერპულზე არარ მაქ საუბარი ჩელსი გადაირტყავს შენ ბარსელონას.

ლუკა ბარსელონა,
ლივერპულამდე მოსასვლელად ჯერ ჩელსის გაცდით რაც ძალიან მეეჭვება!!!

LUIS SUARES 001
VIP Member

ევერტონის უტრაკო თამაშის დედაც ვატირე,დღეს კლოპო გაამზადებს გერმანულ სარდელს ლურჯებისთვის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze