x

"ლივერპული" : "ევერტონი" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 6-01-2018, 01:53, კატეგორია - სიახლეები, 1 487, 19


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მატჩი "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის. მერსისაიდული დერბი "წითლების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"ლივერპული" : კარიუსი - გომესი - მატიპი - ვან დეიკი - რობერტსონი - ჩანი - მილნერი - ლალანა - ჩემბერლენი - მანე - ფირმინო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. სემ ელერდაისის შეგირდები მეორე ნომრად თამაშობდნენ და უპირატესობას კონტრშეტევებზე თამაშს ანიჭებდნენ. აღსანიშნავია, რომ საწყისს წუთებში სტუმრები თავს კარგად იცავდნენ. მატჩის 35-ე წუთზე, ადამ ლალანას წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისთვის მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა. 11 მეტრიან ნიშნულთან ჯეიმს მილნერი მივიდა და გახსნა კიდეც ანგარიში.

მეორე ტაიმში "ევერტონი" უფრო გამოცოცხლდა, თუმცა პირველ ნომრად მაინც "წითლები" თამაშობდნენ. შეხვედრის 67-ე წუთზე, სტუმრების მორიგი კონტრშეტევა გოლით დასრულდა - წონასწორობა სიგურდსონმა აღადგინა.

შეხვედრაში საბოლოო წერტილი კი "ლივერპულის" ახალწვეულმა, ვირჯილ ვან დეიკმა დასვა. 84-ე წუთზე, ჰოლანდიელმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარში. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - კლოპის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და მორიგ ეტაპზეც გავიდნენ.


სტატისტიკა
"ლივერპული"
"ევერტონი"
61%ბურთის ფლობა39%
14დარტყმა4
4ზუსტი დარტყმა1
4კუთხური3
1თამაშგარე0
9ჯარიმა16
1ყვითელი ბარათი2
79%პასების სიზუსტე69,7%

 

კომენტარები


bolkvadze066
მომხმარებელი

virjil saagoll magrad itamasha dacva moxoda zaan magariaa golic sheagdo

Capitan
მომხმარებელი

მანე ხოდზეაააააააა ლალანამ აღიდგინა თითქოს ფორმა დეიკი კიდე არის ლიდერი და სასწაული დებიუტი ქონდა დერბშიიიი გილოცავთთთთთ

YNWAPhoenix
VIP Member

Udavod sauketeso iyo van deiki gollis gareshec magram golma imena gaswora magradddd

kataloniis msajelona
მომხმარებელი

საღოლ ბიჭებს დღეს დაგლიჯეს :დ მაგარი იგრა იყო. გილოცავთ ყველას დერბის მოგებას და ეს წაუგებელი სერია გაგრძელდეს დიდი ხანი <3

liverpool-fan
VIP Member

სიგურდსონის და ზოგადად ევერტონის დედას ვთხარე როგორ აღნიშნეს გოლი თითქოს ფინალი იყო და იგებდნენ მთელი ფონობა ჩამოვარდა ხანიგებივით, მარა ვირჯილმა ხო შეგიდოთ დაგადუმადოთ თქვენი დედებს ვტენე. გილოცავთ ძმებო

gio_chyoi
რედაქტორი

ტაში ვან დეიკს. არა მარტო გოლის გამო, ისედაც, კედელია, ფიზიკურ ორთაბრძოლებში და მეორე სართულზე დაუმარცხებელია და თან კიდე დაცვის ლიდერობა მოსწონს და მგონი ეს მატიპიც ჯანზე მოიყვანა. ჯანი კიდე წავიდეს სადაც უნდა, არაფერი განსაკუთრებული მაგ ფეხბურთელში არაა. მეკარე ისევ პრობლემაა. ცენტრალური მცველი რო მოსაყვანი იყო მიხვდა ეს აჩკარიკა და იქნება მეკარეზეც და ჩამშლელზეც მიხვდეს

fromanfield
მომხმარებელი

აი ვან დაიკს ეტობა რო მაღალი დონეა რა,ყველა ასპექტში ძლიერია და მენტალურად არის ძალიან ძლიერი,მყარი ფსიქოლოგიისა და ბავშვივით არ იბნევა.ნუ დებიუტი გამოუვიდა საოცარი,გილოცავთ ყველას

elpistolero
მომხმარებელი

კაროჩე რა უნდა თქვა კაცმა ვირჯილ ვირჯილ და ისევ და ისევ ვირჯილ!!!!!! სადებიუტო თამაში ევერტონთან დერბი და გოლი კოპის წინ, ემოციური აღნიშვნა და ემბლემაზე მირტყმული მჯიღები... ყველაფერი ყველაფერი მარა ყველაზე მაგრად ის მომეწონა რო მთელი თამაში დირიჟორივით ხელმძვანელობდა გუნდს.. უახლოეს მომავალში ახალი კაპიტანი გვყავს დარწმუნებული ვარ, და მაგრა მჯერა რო ჯერარდის მერე როგორც იქნა გუნდში ვიღაც გვეყოლება მეფე და ლიდერი რომელიც გუნდს ტრაკის მიცემის და მოდუნების უფლებას არასდროს მისცემს და ყოველთვის აიყოლიებს ბრძოლაში და ჟილკაში..

chipe888
მომხმარებელი

რავი დეიკმა ეგრე გაგრძელოს და რაღა გვიჭირს. აი მეკარე გვინდა სასწრაფოდ რა ეს კარიუსი სხვა პლანეტაზეა ვაფშე.გოლის მომენტზე არ ვამბობ.გამოსვლებზე აგვიანებს და ბირთი ხელიდან უვარდება. ტეხავს 1 რო დაგირტუავენ და გაგივა.კი აუღებელი იყო მოძრაობაზე დაიჭირა მარა ფსიქოლოგიური მომენტია. შეიძლება კაი მეკარეა ზოგადად მარა ფსიქოლოგიურად გატეხილია.ზედმეტად ნერვიულობს არადა პიქფორდზე გამოცდილია მარა იმას არ ეტყობა ვაფშე ნერვიულობა თავდაჯერებულია და აი კარიუსს ზუსტად ეგ პრობლემები აქვს. 1-2 კარგი თამაში უნდა მშრალი და იქნება რამე დადგეს მარა მეკარე მაინც საყიდელია მინოლეს პონტში.ფსიქოლოგიური პრობლემები დაგეწყება აბა რა მოუვა ადამიანს,როცა მინოლეს გამჯობინებენ. თუ გინდათ კურტუა მოიყვანე და მინოლე ათამაშე ძირითადში კარიუსი დაემართება უეჭველი

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ტიპმა ერთხელ ივარჯიშა სულ ახალ გუნდში რა თამაში დადო.იურგენ გენიოსი ხარ

gio_chyoi
რედაქტორი

აუ ფირმინო ჩხუბის მომენტი რა ღადაობაა :დდდ როგორ წამოვარდა და ფანებმაცც ხელი რო კრეს მიდი მიდიო :)))))

beini
მომხმარებელი

1მეკარეეე მოიყვანოონ, და არავიი აღარ შემეშინდება ლიგაზე.. აასე მგონია კარიუსს ყველა ამოტენის

liverpool33
მომხმარებელი

ასეთ დებიუტს ყველა ნატრულობს მაგრამ ცოტას თუ გამოსდის, ეს პირველი თამაში იყო და უფრო რომ გაიხსნება მერე ყველა თავდამსხმელის თავის ტკივილი გახდება და როგორც ჩანს მეკარეებისაც

liverpool777
მომხმარებელი

დაგლიჯა ვან დეიკმა. და მეკარეს რაც შეეხება ასე მგონია ეს კრაუსი რო დგა კარში ყველა დარტყმული გოლი იქნება თქო ისეთი აჭრილიაა.

ani-chelsea
მომხმარებელი

ევერტონს ბევრად აჯობა ლივერპულმა დღეს

juja
მომხმარებელი

კაი ტრანსფერი გავაძრეთ საღოლ კლოპო. თამაშს რო ვუყურებდი უეჭველი ვიცოდი რო ვირჯილა შეაგდებდა ისეთი მონდომებული იყო მასტი ცენტრიდანაც ურტყავდა. ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატებები ჩვენს გიგანტს (ყველაზე მაგრად დამევასა ლიდერის თვისებებით როა დაჯილდოვებული ერთი ორჯერ ისე უღრიალა და*ცენზურა*ვებუ# ლ კარიუსს სუ არია ეგ ჩემისა:D)

LUIS SUARES 001
VIP Member

ყველა ტრანსფერმა გაამართკა რაც კი გავაკეთეთ,საღოოოოო კლოპს და საღო ბიჭებს.გოლით დაიწყო ვირჯილმა გოლით

GoGson
VIP Member

ხოოო ვთქვიიიი გოლს გაიტანსთქო დებიუტშიიი!!!. საღოლ. კლოპო მეკარესაც გამოცვლის ან ეხლა ან ზაფხულში დარწმუნებული ვარ

GALANDEC
მომხმარებელი

ჩემი მგელიიი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze