ფეხბურთელთა შეფასებები

ავტორი: johnson, 6-01-2018, 02:23, კატეგორია - სიახლეები, 1 010, 19


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მატჩი "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის. მერსისაიდული დერბი "წითლების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მასპინძელთაგან გოლები ჯეიმს მილნერმა და ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Liverpool Echo-სა და ThisIsAnfield-ის ვერსიებით :

     Liverpool Echo
       ThisIsAnfield
ლორის კარიუსი - 6
ლორის კარიუსი - 6
ჯო გომესი - 6
ჯო გომესი - 8
ვირჯილ ვან დეიკი - 9
ვირჯილ ვან დეიკი - 9
ჟოელ მატიპი - 6
ჟოელ მატიპი - 7
ენდი რობერტსონი - 9
ენდი რობერტსონი - 8,5
ჯეიმს მილნერი - 7
ჯეიმს მილნერი - 6
ემრე ჩანი - 6
ემრე ჩანი - 7
ადამ ლალანა - 6
ადამ ლალანა - 4,5
სადიო მანე - 6სადიო მანე - 6
ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 7
ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 7,5
რობერტო ფირმინო - 6
რობერტო ფირმინო - 7

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები

   Liverpool Echo
      ThisIsAnfield
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 6
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 6,5
ალექსანდრ-არნოლდი - 6ალექსანდრ-არნოლდი - N/A
დომინიკ სოლანკე - 6დომინიკ სოლანკე - N/A
IMG.GE

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ნუ რობერტსონზე და ვან დეიკზე ნათელია ყველაფერი უმაგრესად ითამაშეს. მილნერი მომეწონა პირველ ტაიმში მარცხნივ მცველს კარგად აზღვევდა. კარიუსის ყიდვა ნამდვილად შეცდომა იყო, ასე თვეში 1ხელ თამაში მით უმეტეს ვერაფერს იზამს. ლალანას მეტი შეუძლია, ისევე როგორც მანეს. გომესი არ მომეწონა დღეს ყველაზე მეტად.

რაც მთავარია მოვიგეთ, თან დამსახურებულად

liverpool33
მომხმარებელი

ესენი კარგად ხო არიან ბოლო-ბოლო კაცმა პენალი მოპოვა მინიმუმ 6 არ იმსახურებს ))))

ani-chelsea
მომხმარებელი

ვან დეიკი საუკეთესო იყო

reversi
მომხმარებელი

მეორე ტაიმს ვუყურე მარტო და ზუსტი შეფასებებია პირველში არ ვიცი ლალანამ რა ქნა მარა მეორეში არ ჩანდა საერთოდ ნუ ეგიმის ბრალიცაა რო 90 წუთისთვის კი არა 6სთვისაც არაა ჯერ მზად

Capitan
მომხმარებელი

ლალანას რატო ასე ცოტა არ ვიცი მე პირადად ლალანა მანე მომწონდა შეტევაშიი დეიკი რობერტსონი მართლაც მაგარი იყო კაცს პირველი თამაში ქონდა დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა თამაშის ბოლოს და გახდა დერბის საუკეთესო მოთამაშე !!! ესეც ასე შემდეგი გაჩერება მანჩესტერ სიტი

ani-chelsea
მომხმარებელი

ახლა ვუკვირდები როგორ უხდება ვანდეიკს ლივერპულის ფორმა

gio_chyoi
რედაქტორი

მატიპი 6 ნამდვილად არ იმსახურებდა 7 ეკუთვნოდა. მარა გომესის შემთხვევაში ექო უფრო სწორია. 8 ბევრია, ვერ ითამაშა 6 ეკუთვნოდა

DIMAX777
მომხმარებელი

კაი თამაში იყო სამართლიანადც მოვიგეთ ... დეიკს საღოლ კაი იყო მარა დაცვას თუ მიხედავს უკეთესად მთლად კაი ბიჭი იქნება საქმე გააკეთა ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ვინ რა შეამჩნია მაგრამ თითქოსდა დაცვის ხაზს მეტი მოტივაცია ქონდა რო გამოცდილი მცველი ედჰად გვერდით და შეტევა ხო საერთოდ დაცვის ხარჯზე სითამამე შეემატათ თქო ასე მეჩვენებოდა))) რავი წელს ეს თასი მაინც უნდა მოვიგოთ თორე კარგა ხანია ტიტულის გარეშე ვართ

Capitan
მომხმარებელი

DIMAX777,
შეძახილებით მეც დავამუღამე დეიკი ლიდერი აკლდა თითქოს დაცვას და მოტივატორი და ეს კაცი ზუსტად ასეთია შეეწყობა გუნდს და ბევრად მაგარი იქნება

LUIS SUARES 001
VIP Member

ნელ ნელა იწყებს დეიკი თავისი ისტორიის დაწერას ლივერპულში.აეეეე გაგედოთ ლურჯო *ცენზურა*ებო

tabo94
მომხმარებელი

ძალიან ცუდად ითამაშეს ნახევარდაცვაში. არ ვიცო ეს რისი ბრალია მაგრამ ევერტონის დონის გუნდს არ უნდა დააჭერინო ცენტრი. მაღალო დონის გუნდს ესე რო ეთამაშონ შანსი არ ექნებათ. თან აგერ ჩელსიკ ბარკლი იყიდა სულ რაღაც 15 მილიონად და კიდე უფრო გააძლიერეს ცენტრი. მიდი და შეეჭიდე მილნერით და ჰენდერსონით მაგათ

GoGson
მომხმარებელი

ვანდეიკმა მოლოდინს გადააჭარბს მართლა:))) ერთი ეგეთი ტრანსფერი დაცვაში და ავშენდით.

ნუ მიუხედავად იმისა რო კარიუსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მე ვიყავი, ეხლა საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, პატარა ბავშვივით დაბნეულია ტიპი, ვერაფრით გაიხსნა, ნუ მოკლედ დანგრეულია მაგის ლივერპულური კარიერა რა.. მეკარეა მოსაყვანი და მინოლე კარიუსი გასაყიდი. მოიყვანენ კიდეც.


რობერტსონზე თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მოხსნილია მარცხენა ფლანგის პრობლემა.


და მაინც, რა დროს მიდის ის *ცენზურა* ბიჭი..

Logan
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
ვანდეიკმა მოლოდინს გადააჭარბს მართლა:))) ერთი ეგეთი ტრანსფერი დაცვაში და ავშენდით.

ნუ მიუხედავად იმისა რო კარიუსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მე ვიყავი, ეხლა საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, პატარა ბავშვივით დაბნეულია ტიპი, ვერაფრით გაიხსნა, ნუ მოკლედ დანგრეულია მაგის ლივერპულური კარიერა რა.. მეკარეა მოსაყვანი და მინოლე კარიუსი გასაყიდი. მოიყვანენ კიდეც.


რობერტსონზე თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მოხსნილია მარცხენა ფლანგის პრობლემა.


და მაინც, რა დროს მიდის ის *ცენზურა* ბიჭი..

iset dros ra drosac toresi, suarezi, sterlingi da oweni wavidnen. mashin roca gundi mat garshemo iwyoboda, magitomacaa amdeni welia gundi nexvidan ver amosula. liders ver inarchunebs.

chipe888
მომხმარებელი

რობერტსონო მეც მომეწონა მაგრად და დეიკზე ლაპარაკიც ზედმეტია უკვე ისეთი დებიუტი გამოუვიდა.

Logan,
მიდის და წავიდეს მაგის დედაც. შენ ვინც ჩამოთვალე იმათგან ვინ იხეირა.სტერლინგზე შეიძლება ითქვას,რომ წელს გამოუვიდა რაღაც დანარჩენებმა რაც ქნეს ქე გამოჩნდა. ამათგან სუარესზე არ მწყდება გული. ტიპი მოვიდა და ტორესი წავიდა ისეთ პირობებში ითამაშა,რო სხვა არ გაჩერდებოდა. მანჩესტერის და ევრას პონტს ვგულისხმობ. მერე კი წასვლა უნდოდა მარა დარჩა და რაც გაკეთა ვნახეთ და შუა სეზონში არ დატოვა გუნდი.იმ წელს საბედისწერო ფეხის დაცდენა,რომ არა ჩემპიონები გავხდებოდით სავარაუდოდ. ტორესი წავიდა და ფერფლად იქცა,როგორც ოუენი.ეს უკასკნელი იმდენად ზნედაცემული გახდა სირჩესტერშიც კი გადავიდა.სუარეს კი გაქონდა გოლები მარა იმ გუნდში ნეიმარი და მესი ფასდებოდა სულ.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

გვიან მოვედი და რელაივს ვუყურე, არ მინდოდა აქ დაწერილი შეფასებებით მემსჯელა ფეხბურთელებზე. მეკარიდან მოვყვები და ჩემეულ შეფასებებს ჩამოვწერ:

კარიუსი (6) - ერთხელ დაურტყეს სახიფათოდ კარის მიმართულებით და დატოვეს გაღიმებული ადგილზე. კი მიესხა რატომ არ გადახტაო, მაგრამ დიდი აზრი არც ექნებოდა პრინციპში. ფორმის პიკში მყოფი ოლივერ კანი ვერ გადაგვარჩენდა მაგ გოლისგან, უკიდურეს ცხრიანში გაუშვა იმ ჩათლახმა, თან დაბალი. სხვა მხრივ ბევრი საქმე არც ჰქონია. ასეთი თამაშის მერე რთულია შეაფასო მეკარე, არ ყოფილა მისგან რაღაც ისეთი ფატალური შეცდომა, რამაც გავლენა მოახდინა საბოლოო რეზულტატზე. ისე ზოგადად კარიუსიც და მინოლეც ერთი ჩორტია და ახალი მეკარე როგორც წყალი ისე სჭირდება გუნდს.

გომესი (5,5) - ძალიან დაბნეული და აჭრილი იყო დაცვაში. წინა თამაშებში დაშვებული შეცდომებისგან გამოყოლილი მანდრაჟი ეტყობოდა. რამდენჯერმე კარგად ჩაერთო ფლანგიდან შეტევაში, რასაც ნაკლებად სახიფათო ჩაწოდებები მოჰყვა მისი მხრიდან.

ვან დეიკი (9) - ნამდვილი მონსტრი დაცვის ხაზში და უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

მატიპი (7) - რამდენიმე ეპიზოდში წაიცანცარა თავისებურად, უცნაური მოძრაობებით. საერთო ჯამში კარგი იყო, მიწაზეც და მეორე სართულზეც, პასებიც ზუსტი გააკეთა.

რობერტსონი (8) - პირველად დავრჩი ბოლომდე კმაყოფილი ამ ფეხბურთელით მიმდინარე სეზონში, აქამდე სულ გაორებული აზრი მქონდა ხოლმე თამაშების შემდეგ. განსაკუთრებული მოტივაციით და აგრესიით გამოვიდა მინდორზე, შეტევაშიც კარგად მიდიოდა. მთავარია ახლა თამასა არ დაწიოს და ასე გააგრძელოს. მაღალი დონის მოთამაშეები იმით განსხვავდებიან საშუალო დონის ფეხბურთელებისგან, რომ მათთვის კარგად ჩატარებული მატჩი ჩვეულებაა და არა გამონაკლისი შემთხვევა.

მილნერი (7) - პირველი ტაიმი კარგი იყო, პენალტის გოლად ქცევაც შეძლო. მეორე ტაიმში ინიციატივა დათმო გუნდმა მოედნის ცენტრში, რაზეც პასუხისმგებლობა სამივე ნახევარმცველზე თანაბრად ნაწილდება. სანამ ვეინალდუმი არ ჩაერთო თამაშში იქამდე ღია კარის დღე გვქონდა მოედნის ცენტრში.

ემრე (6,5) - კარგად დაიწყო, მეორე ნახევარში აურია. როგორც ზემოთ აღვნიშნე სადღაც 50 დან 70 წუთამდე ლივერპულის ნახევარდაცვა გასული იყო მომსახურების ზონიდან.

ლალანა (6,5) - ცდილობდა ეაქტიურა, რასაც აკიდებული პენალტი მოჰყვა. დაღლა მალე დაეტყო და შეცდომებსაც მოუხშირა მეორე ტაიმში. რაღაც საოცარი მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ 4,5 დაცინვაა მაინც.

მანე (7) - სხვისთვის შეიძლება დამაკმაყოფილებელ მატჩად ჩათვლილიყო, მაგრამ მანეს შესაძლებლობების და გაქანების მოთამაშეს მაინც მეტი მოეთხოვება. არ იყო საკმარისი.

ჩემბერლენი (7) - ფიზიკურად ძლიერი, უფანტაზიო სპრინტერი, რომელმაც საკუთარ როლს და ფუნქციას მიაგნო ლივერპულში, სოლანკესგან განსხვავებით მაგალითად. ერთ მშვენიერ დღეს, როცა მილნერი ხელს დაგვიქნევს და გამოგვემშვიდობება, გვეცოდინება რომ მისი როლის შემსრულებელი, უნივერსალი, გაჭირვების ტალკვესი მოთამაშე გუნდშია ჩემბერლენის სახით. ისე სტანდარტული მდგომარეობებიდანც არ აწვდის ცუდად, ეგეც აქტივში შესატანია.

ფირმინო (6) - თითქმის მთელი თამაში ჩრდილში იყო, იმ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით საჩხუბრად რომ გაიწია და ევერტონის მცველს სულ "Puta" ეძახა :D. ეგეც ვერ უნდა იყოს ალბათ კარგ ხასიათზე, კოუტინიოს ამბების გამო. იმედია რობერტოს მაინც აღმოაჩნდება ერთგულების განცდა და დააფასებს კლუბის დამოკიდებულებას მის მიმართ.

ვეინალდუმი (7) - კარგად ჩაერთო თამაშში. მისი შემოსვლის მერე თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა ლივერპულს და ისევ ამოიქოქა.

ტრენტი (---) - ზოგადად კარგი ბიჭი რომაა ვიცით, დღეს არ მისცემია დიდი დრო თავის გამოსაჩენად. გომესის არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის ფონზე, შეიძლება იმაზე ფიქრი რომ სიტისთან არნოლდი იყოს ძირითადში.

სოლანკე (---) - რთულია შეაფასო ფეხბურთელი, რომელიც სულ ორჯერ თუ სამჯერ შეეხო ბურთს მატჩის ბოლოს. იმედს ვიტოვებ რომ ათამაშდება, მაგრამ ...

akaki
ადმინისტრატორი

PRINCE,

პრინც, შენი შეფასებები აშკარად უფრო კომპეტენტურია

reversi
მომხმარებელი

კარიუსი - მეკარე გვინდა
გოემსი - აჭრილი მარა მაინც სიტისთან ეს იდგება და იდგეს უნდა კიდეც არნოლდი მევასება თუმცა დაცვაში თამაშს მიხედოს უნდა
მატიპი - მეორე სართულზე იგებდა რაც მიკვირს იტყვით მაღალიაო ასე ისეო თუმცა ფიზიკა არ აქვს ტიპს მოუმატოს უნდა და აღარ იქნება ვინმეს მოყვანა საჭირო მერე გომესი შემოიწევს და კაი იქნება თუმცა ახლა ამ ეტაპზე მაინც არის მცველის საჭიროება ლოვრენი_მატიპი როდის დაგაღალატებენ არ იცი კაცმა
ვირჯილი - ნუ თავადაც ხვდებით რა გაქანების იგროკია თუნდაც ერთი მატჩითაც
რობერტსონი - კაი ტიპია მომეწონა დაცვაში უპირველეს ყოვლისა მარა ვფიქრობ რომ მორენო წელს თუ არ ჩავთვლით სევილიასთან იგრას ძაან კაია და ამის გამო არ ეძლეოდა შანსი, ნუ კონკურენციას თუ სწორად მიუდგებიან ეს ორი არ იქნება ურიგო ფაქტია ახლა ესენი გვყავს და შეიძლება ნორმალური მარცხენა მცველის გამოდნობა ამათგან
ემრე - ხეა რა ჰენდერსონს მირჩევნია უმეტესწილად მარა მაგარი ხეა რა თან წასვლა უნდა თან ჟილკიანად იბრძვის ვერ გავიგე ამის მუღამი რა არის თამაშIთაც სულ აყენებს კლოპი. ისე კი ჰენდო-ჩანიდან ორივე რო დარჩეს ჩამშლელი არ მოვა და ჰენდო არ მიდის ასე რომ წავიდეს ჩანი იქნება ვინმე ნორმალური მოვიდეს თუნდაც ტორეირა დაბალია მარა ორივეზე გაცილებით უკეთ შეუძლია ცენტრის დაჭერა ინტერი ჩალიჩOბს ამ ბიჭზე პროსტა ფული აღარ აქვთ მაგათ და უნდა დაჯობოთ
მილნერი_ოქსი- ერთად ვიტყვი ერთი სტილი ბრძოლისუნარიანობა მულტიფუნქციონალურობა :დ ნუ მარადმწვანე იგროკად იწედება ოქსი მარა მე არ მგონია რომ მასეთი ზედმეტი ავანსები არ უნდა გაიცეს მასზე უნდა დარჩეს ისეთ იგროკად რომელიც გუნდს ყველა მომენტში დაეხმარება უკან წინ პროსტა ამაზე ლიდერობის მოთხვონა არ ღირს ვერ გაუძლებს ამ წნეხს
ლალანა - არაა ფორმაში რა ფიზიკურადაც ვერ ქაჩავს მალე უნდა მოიხოდოს
მანე - არც ეს არაა ფორმაში მარა ფიზიკურად ქაჩავს რადგან ტრავმა არ ქონდა ისე ამოვარდა ფორმიდან ახლა გვჭირდება სწორედ მხეცი სადიო ყველაფერი უნდა გადადოს გვერდზე და ფორმა აღიდგინოს შარშან გუნდი მხრებზე ეკიდა ამ კაცს და არა ვიღაც პიჟონ ბავშვს ასე რომ მოიხოდე რა დროზე სადიო ისე გვჭირდება როგორც არასდროს <3
ფირმინო - გადამწვარია ეს 9 დღე კაია დასვენება როა ამოისუნთქებს სულ ათამაშებს რობერტას. კოუ წავიდა მარა იმედია ისე არ დაემართება როგორც შარშან კოუს გარეშე რო იყო

ჯინი კაი იყო კიდე და სიტისთან უნდა დააყენოს კიდეც

ზოგადად ამ სატავს ველი
___________მინოლე_____________
გომესი მატიპი დეიკი რობერტსონი
_ჩემბერლენი ემრე ვეინალდუმი__
_____სალაჰი ფირმინო მანე______

lashafss
მომხმარებელი

ვენაცვალლლლლე დეიკას როგორ ვამაყობდი რომ შეაგდოო უფფფ :X გილოცავთ კიდევ ერთი დერბის მოგებას რაც მთავარია ...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:59 სთ


  • სუონსი
  • VS

    22.01.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:3

    14.01.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze