ვან დეიკი : ეს მხოლოდ დასაწყისია

ავტორი: johnson, 6-01-2018, 02:40, კატეგორია - სიახლეები, 1 835, 23


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მატჩი "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის. მერსისაიდული დერბი "წითლების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში ვირჯილ ვან დეიკის დებიუტი შედგა. სწორედ ჰოლანდიელმა შეძლო მატჩის 84-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა.

მოგვიანებით "წითლების" ახალწვეულმა კომენტარი კლუბის ოფიციალურ საიტთან გააკეთა : "უკეთესი დებიუტი ვერც მექნებოდა. ფანტასტიური საღამო იყო.

არ გაგვიმართლა და გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ, სადებიუტო მატჩში, მერსისაიდულ დერბიში გამარჯვების გოლი გავიტანე - ეს ყველა ბიჭის ოცნებაა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ამ თასის მოგების კარგი შანსი გვაქვს.

გუნდთან მხოლოდ რამდენიმეა დღეა რაც ვარ. აქ ყველამ თბილად მიმიღო. მინდა უკეთ ვითამაშო და გუნდისთვის, ფანებისთვის და კლუბისთვისთვის ბევრი ვიმუშავო. ეს მხოლოდ დასაწყისია.

მე უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში პირველად მომეცა თამაშის საშუალება. ბედნიერი ვარ, რომ დღეს შანსი მივიღე და ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავედით."

კომენტარები


liverpool33
მომხმარებელი

ასე განაგრძე და საუკეთესო გახდები

gikiwuna
მომხმარებელი

დებიუტიც იყო და დებიუტიც <3 ასეე გააგრძელე <3

Capitan
მომხმარებელი

ყველაზე მაგარი ადმინიბი ყავს ამ საიტს გენაცვალეთ ბიჭებო <333 დეიკს რაც შეეხება ძაააააან იგიჟა დღეს დერბში დებიუტი გოლით აღნიშნა და გერბს რო შემოსცხო ხო ვააბშე გაასწორა კაი კაცი ხან დეიკ და უფრო მეტი და მეტი აბა რა აზრზე უნდა მოიყვანა მატიპი ან ლოვრენი

gio_chyoi
რედაქტორი

ძაან მაგარი ფეხბურთელი ვიყიდეთ რა. აი ამას ჰქვია ლიდერი. მარტო ამიტო იყო საჭირო ამის ყიდვა

torressuarezcoutinhobutGERRARDisRED
მომხმარებელი

ვირჯილ შენი იმედი მაქვს!!!! მგონია რო ნა*ცენზურა*ვარ კოუტინიოს უნდა გავაჯმევინოთ გუნდიდან და მაგის ფასად ერთი კაი საყრდენი და მეკარე გაასწორებდა და მგონია რო ლალლანა შეავსებს ცოტახნით კოუტინიოს ადგილს, არ გვჭირდება ახალი შემტევი ამ ზამთარს

liverpool-fan
VIP Member

გენაცვალე ვირჯილ 2 წელში მაქსიმუმ კაპიტანი უნდა გახდეს ჩემი ნება რო იყოს შემდეგი სეზონიდანვე მივცემდი

აქვს იმენა თვისებები კარიუს როგორ უყვიროდა ამოიწიეო აი ეგეთი უნდა იყოს კაპიტანი და გოლის შემდეგ რო ხელი მიირტყა გერბზე ხო ვაფშე დაგლიჯა რაა

LUIS SUARES 001
VIP Member

მიდი მგელო მიდი მიდი

GoGson
VIP Member

როგორვგამიხარდა გოლიიიიი, ვერ ვუყურებდი თამაშს. მართლა სასწაული კაცია ეს. კლოპ ბარემმ ბოლომდე შეგვავსე რაააა ვინც საჭიროა ესეთი ფრეშ და თან შემდგარი ხალხი გვაღირსე ამ წელსვე

DIMAX777
მომხმარებელი

ბიჭებო ჩემი აზრით ლივერპულში უნდივიდუალურად ნაკლებათ თუ ნახავ იგროკს რო სუსტი იყოს თავის საქმეში ..... თუმცა როგორც ჯაჭვი რატომღაც ის წერტილი აკლიათ რასაც გადაბმა ქვია დიდი იმედი მაქ რომ დეიკი სწორედ ეს გადაბმის წერტილი იქნება და კედელი დაცვაში .. მიდი მასე გააგრძელე დეიკ კიდე ვინც შეამჩნიეთ ხო კაი და ვინც არა ახლა დავსვამ კითხვას)) რამდენი ხანია ლივეს სტანდარტულიდან არ შეუგდი ასე ჩაწოდების შედეგად ..ნუ კოუტინიოს კი გააქ ჯარიმები მაგრამ ჩაწოდებული ხომ არ არის პრიამოის )

PRINCE
ტოპ კომენტატორი

დებიუტიც ასეთი უნდა საღოლ, ტყუილად არ იჭრიდა ვენებს კლოპი ვირჯილას გამო. ძაან მშვიდია ტიპი და სახიფათო სიტუაციებში გულყრები არ ემართება ჩვენი დანარჩენი მცველებივით. მისი თავდაჯერება და ფლეგმატიურობა აუცილებლად გადაედებათ სხვა მცველებსაც. როცა იცი, რომ შენს მხარდამხარ ტოპ კლასის მცველი დგას, შენი თვითრწმენაც იზრდება ერთიორად. ზოგი როგორი ნატურაა მაინც, ახალი გუნდი, ახალი კოლექტივი, ბევრი მოერიდებოდა ყვირილს და მითითებების მიცემას თანაგუნდელებისთვის. ვირჯილამ მიაჩმორა გარშემო ყველანი და აჩვენა დაცვაში ბოსი ვინ არის. უსერიოზულესი ტრანსფერი გაჩარხა ლივერპულმა 2

Ynwa Scousers
VIP Member

გუშინ იყო მომენტი როცა სრულიად მშვიდად ვუყურებდი ლივერპულის დაცვის თამაშს :D

giginio
VIP Member

shemdeg wels albat epli daideba klopma aseti nabijebi tu gadadga da isev sasireti ar mozida. dzlivs viyidet damdgari magali klasis mptamashee didi tanxitt.

chipe888
მომხმარებელი

გუნდის ლიდერის ფუნქცია,რას სამწუხაროთ ვერ ასრულებს ჰენდერსონი. არ ვიცი გასახდელში რას შვება ხოლმე ჰენდერსონი მარა გუნდის სხვა ტიპის ლიდერის ყოლა საჭირო.ჯერარდის მერე ძნელიაო კლოპმა მარა არ ყოფილა ძნელი თურმე თუ ტიპი მოქოქილი ხარ. დეიკი გუშინ მთელი თამაში ხელმძღვანელობდა გუნდს და მითითებებს აძლევდა.მომეწონა თავდაჯერებულობა და ხასიათის სიმტკიცე.ალბათ შეცდომებსაც დაუშვებს მომავალში და ნორმალურია,მარა ერთი კი არის მაღალი დონის პროფესიონალი შევიძინეთ,რომელიც გუნდს თავდაჯერებულობა მატებს. კარაგერის არ იყოს ტიტულების მიმავალ გზაზე უნდა გაუძღვეს გუნდს. თან არ მოსულა და უკვე მოგვება შეგვიძლიაო ეს კარგის მომასწავლებელია. ვაფასებ მოტივირებულ იგროკებს,რომლებსაც მინოლე ვერ დათრგუნავს თავისი სასწაულებით

_z_l
მომხმარებელი

სალაჰი თავიდან არ მომწონდა. ჩემბერლენიც არ მომწონდა და მიკვირდა, კაცი არსენალის ძირითადში ვერ ხვდება და რატომ იყიდა თქო. დეიკი თავიდანვე საქმეს შეუდგა:) უძლიერესი შენაძენია.

იმედია, სოლანკეზეც შემეცვლება აზრი. მგონია, რომ ამ ეტაპზე, სტარიჯი უფრო საჭირო და სასარგებლოა ვიდრე სოლანკე

RoML
მომხმარებელი

აგუეროს ჯიბეში ჩაისმევს ეს !!! დედა რა იყო ეს ააააა ??????? იდეალური მატჩი დადო საღოლ. Welcome to liverpool <3

Ynwa Scousers
VIP Member

დაუფიქრებლად მივცემდი კაპიტნის სამკლაურს

danielle
VIP Member

ციტატა: DIMAX777
ბიჭებო ჩემი აზრით ლივერპულში უნდივიდუალურად ნაკლებათ თუ ნახავ იგროკს რო სუსტი იყოს თავის საქმეში ..... თუმცა როგორც ჯაჭვი რატომღაც ის წერტილი აკლიათ რასაც გადაბმა ქვია დიდი იმედი მაქ რომ დეიკი სწორედ ეს გადაბმის წერტილი იქნება და კედელი დაცვაში .. მიდი მასე გააგრძელე დეიკ კიდე ვინც შეამჩნიეთ ხო კაი და ვინც არა ახლა დავსვამ კითხვას)) რამდენი ხანია ლივეს სტანდარტულიდან არ შეუგდი ასე ჩაწოდების შედეგად ..ნუ კოუტინიოს კი გააქ ჯარიმები მაგრამ ჩაწოდებული ხომ არ არის პრიამოის )

4 დღე ზუსტად :დ ბარნლისთან ზუსტად სტანდარტულიდან გაიტანეს მეორე გოლი

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Virgiliuuuus Big !!!

lasha.lfc
მომხმარებელი

მომავალი კაპიტანი უნდა გახდეს. ამ ერთ თამაშში იმაზე მეტი პროფესიონალიზმი და ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა, ვიდრე ჰენდერსონმა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. მაგის უაზრო წიკვინი არ გაიშვას არსად, თავი კაცი რო გონია ხოლმე 5

lashafss
VIP Member

იმენაააააა მგეეეეეეეეეელი ხარ ! ძაან ვისიამოვნე მაგის თამააშით და რობერტსონი იყო ძაააააააააალიან კარგიკიდე

PaoloMaldini
მომხმარებელი

ყოჩაღ ძლიერი ენერგიულო ლიდერობის უნარიანი შენაძენია. არ დამავიწყდება ახალ მოსული ვირჯილი როგორ არიგებდა ფეხბურთელებს, მიმართულებას აძლევდა. ძლიერია ნამდვილად ერთ ერთი საუკეთესოა. წარმატებები ვირჯილ წარმატებები ლივერპულს !!!! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. მივაღწევთ საწადელ წარმატებას

RoML
მომხმარებელი

ამან ყველა გადაჩრდილა თორე რობერტსონი და ჩემბერლინი რაღაც შოკი იყო იფრინესს !

DIMAX777
მომხმარებელი

ციტატა: danielle
ციტატა: DIMAX777
ბიჭებო ჩემი აზრით ლივერპულში უნდივიდუალურად ნაკლებათ თუ ნახავ იგროკს რო სუსტი იყოს თავის საქმეში ..... თუმცა როგორც ჯაჭვი რატომღაც ის წერტილი აკლიათ რასაც გადაბმა ქვია დიდი იმედი მაქ რომ დეიკი სწორედ ეს გადაბმის წერტილი იქნება და კედელი დაცვაში .. მიდი მასე გააგრძელე დეიკ კიდე ვინც შეამჩნიეთ ხო კაი და ვინც არა ახლა დავსვამ კითხვას)) რამდენი ხანია ლივეს სტანდარტულიდან არ შეუგდი ასე ჩაწოდების შედეგად ..ნუ კოუტინიოს კი გააქ ჯარიმები მაგრამ ჩაწოდებული ხომ არ არის პრიამოის )

4 დღე ზუსტად :დ ბარნლისთან ზუსტად სტანდარტულიდან გაიტანეს მეორე გოლი

ნუ ეხა რაც კლავანმა გააკეთა კარგია მაგრამ იშვიათი ხილია გინდ ამ სეზონში და გინდ წინაშიც

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze