კლოპი გამოფხიზლების პირას

ავტორი: gio_chyoi, 6-01-2018, 15:01, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 202, 18


გამომცემლობა Independent-ის ჟურნალისტი მიგელ დელანი ირწმუნება, რომ "ლივერპულმა" ახალი მეკარის ძიება დაიწყო.

იგი აცხადებს, რომ იან ობლაკი არის ერთ-ერთ კანდიდატი სიმონ მინოლესა და ლორის კარიუსის შესაცვლელად, თუმცა, მისი 100 მილიონ ფუნტიანი გამოსასყიდი თანხა შესაძლოა ტრანსფერის დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს.

წყარო იუწყება, რომ თუ მერსისაიდელებმა იან ობლაკის შეძენა ვერ შეძლეს, მათ შემდგომი კანდიდატები "რომას" კიპერი ალისონ ბეკერი ან ჩვენთვის უფრო ნაცნობი "სტოკ სიტის" კარის დარაჯი ჯეკ ბატლენდი იქნებიან.

რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი კანდიდატიდან ყველაზე მეტად სკაუზერებს გულზე იან ობლაკი ეხატებათ, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი სატრანსფერო ფასი შესაძლოა დიდი წინაღობა აღმოჩნდეს. თუმცა, სკაუზერები იმდენად არიან მოწყურებულნი საკუთარ გუნდში ახალი კიპერის ხილვას, რომ უარს არც დანარჩენ ორ კანდიდატურაზე იტყვიან. უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მათგანი საკმაოდ კარგი გოლკიპერია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ, როგორც ჩანს, "ლივერპულში" სერიოზულად დაფიქრდნენ მაღალი დონის მეკარის შეძენაზე.

კომენტარები


reversi
VIP Member

ობლაკი რათქმაუნდა
იმსახურებს ლივერი ასეთ მეკარეს

gio_chyoi
რედაქტორი

ნუ რა თქმა უნდა ყველას ობლაკი გვინდა მარა 100 მილიონი სისულელეა, მაქსიმუმ 50 მილიონი უნდა გადაიხადონ 40-50 ამ ფარგლებში თუ დაითანხმეს შეიძლება ყიდვა. თორე ისე არც ბატლენდზე და ალისონზე ვიტყოდი უარს. ეგ ალისონ რომაში შარშან გადავიდა უფასო აგენტად და როგორ მახსოვს ვიძახდი უფასო აგენტია ჩვენებმა მოიყვანონთქო. კოპა ამერიკაზე იდგა ბრაზილიის კარში და ძაან კარგად მეკარეობდა, შარშან არ მიეცა შანსი რომაში, შესნი იდგა და წელს შესნი წავიდა და ეს დგას და ძაან წარმატებულადაც. ნუ ბატლენდიც თავის მხრივ კარგი მეკარეა, 1.96 არი სიმაღლეში და გამოსველბზე არ უნდა უჭრიდეს, რა ჩვენ ყველზე მეტად გვაღელვებს

kloppo
მომხმარებელი

მეკარე და 100 მილიონი ზედმეტია ნამდვილად და ობლაკიც არაა ისეთი რო 100 გადაიხადო 70-80 კიდე ჰო დღევანდელი ფასებით მაგრამ 100 სისულელეა :))

Capitan
მომხმარებელი

მე ხო არ ვიხდი ამ თანხას რაც გინდა ის დაუჯდეთ მოვიდეს ობლაკი ოღონდ)) ისე 60 მილიონს არ აცდება მაგის ფასი თუ ვიყიდეთ... რომას მეკარე კაი ბიჭია მაგრამ არა ვარსკლავი... ნავასი ობლაკი ამ 2იდან ერთერთი დაგვხატავდა რაც შეეხება პრემიერ ლიგას აქ ყველაზე კაი ვარიანტი ლესტერის დარაჯი შმეიხელია...

liverpool-fan
VIP Member

ბატლანდი არ მინდა რა მგონია რო მინოლე 2 აღმოჩნდება რა

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ნეტა ნეტა!!! ობლაკი რა თქმა უნდა ყველას გვხიბლავს,მაგრამ 100 მილიონი რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებული თანხაა... ალისონი და ბატლენდიც ძალიან კარგი ვარიანტია ორივე. გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ვირჯიულისმა თუ რამხელა პრობლემა გვაქვს მეკარის პოზიციაზე და კარიუსი როგორი დამანდრაჟებული ბავშვივით არის... ერთი სამჯერ იმხელა დაუყვირა გამოდი და ითამაშეო რო გაგიჟდა ტიპი:))) ლივერპულის დონის გუნდს არ შეიძლება ისეთი დონის მეკარე ედგეს რომელსაც ელემენტარულ სიტუაციაში მსგავსი მოქმედებების შეხსენება ჭირდება...

კოუტინიო
მომხმარებელი

მიუხედავად იმისა რომ ვან დეიკი არაჩვეულებრივი მცველია და ეს მან გუშინდელ თამაშსიც დაამტკიცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ ერთ კარგ მცველზე უნდა შევჩერდეთ ჩვენ როგორც პრემიერ ლიგას ასევე თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს თამაში სადაც წარმატების მიღწევა ჩვენთვის აუცილებელია მეკარეში 100 მილიონის დახარჯვა ნამდვილად სისულელეა ჯობია რამე სხვა ხელსაყრელი პირობების ფონზე მოძებნონ ჩემპიონთა ლიგაზე მარტო დეიკის იმედადაც ვერ ვიქნებით მართალია პორტუ არც ისე რთული მეტოქეა მაგრამ არიამ პესეჟე რეალი ბაიერნი ბარსელონა მათი შეტევების მოგერიაბა მარტო დეიკს გაუჭირდება კიდევ გვჭირდება კარგი მცველი

juja
მომხმარებელი

მგონი მართლა გამოფხიზლდა კლოპი, მოიყვანოს ობლაკი და იყოს 100 მილიონად არ მკიდია მეკარის პრობლემა გადაიჭრება სამუდამოდ :დ

Mate chavchavadze
მომხმარებელი

თანხას და გაბერილ თანხებს ყურადღება აღარ უნდა მიაქციონ.იხდი ბევრს გაქვს შედეგი მოიყვანე ვან დეიკი 75 კი ბევრია მარა ხო ხედავ რო საერთოდ სხვა დონეა და აგერი კარაგერის მერე ასეთი მცველი არ გყოლია.გინდა მაღალი კლასის მეკარე გადაიხადე 100 და მოიყვანე ობლაკი წლები ამ პოზიციაზე პრობლემა არ გექნება.მეკარის პოზიციაზზე ვინმე თუ მოყავთ მინოლეზე მინიმუმ ორჯერ ძლიერი მაინც უნდა იყოს მე არც ბატლენდი და არც რომას ეს მეკარე ასეთი მაღალი კლასები არ მგონია ასეთი დონის სიმონიც არის კი ბევრი უაზრო შეცდომა აქვს მაგრამ უნდა ვაღიაროთ რამდენჯერ უმაღლესი დონის შეხვედრა დადო

beqa_liverpool
მომხმარებელი

saertod araa bevri asi milioni am fasebit.gavushvebdi koutinios,moviyvandi oblaks da goreckas shevutanxmebdi kontraqts. tuarada lemaric araa cudi varianti. kous fulit tavisuflad sheidzleba es ambebi.

juja
მომხმარებელი

ესეთი ვარსკვლავები(ნაღდი პროფესიონალები და არა გაპიარებული ვარსკვლავბიჭუნები) გვჭირდება თითო რგოლში ერთი მაინც ზუსტად მათ გვერდით იზრდებიან მომავალი თაობა აბა მინოლე-კარიუსის შემხედვარე რა უნდა ისწავლო. თან მეორეცაა არ იყიდი შენ წავა მერე სიტყვაზე რეალში, ბარსაში, ბაიერნში ან პესეჟეში(ან აქეთ პრემიერლიგის რომელიმე გრანდი დაითრევს) და ეჭიდავე მერე მაგათ გინდა ლიგაზე გინდა ეპლში. მერე კიდე გვიკვირს რატოა ამდენი წელი არაფერი რო არ მოგვიგია, ან რატომ გვტოვებენ წამყვანი ფეხბურთელები (ნაბი ჭვარ კოუტინიოს არ ვგულისხმობ ზოგადად ვიძახი) ველოდოთ მაშინ როდის დაიბადება, როდის გაიზრდება და როდის გვეყოლება 11 "ჯერარდი" და არ გვქონდეს პრეტენზია გრანდობაზე გადავიქცეთ აიაქსად ან ბენფიკად გავუზარდოთ ფეხბურთელები ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს.
მგონი ჯობია ფული დავხარჯოთ(ოღონდ საჭიროდ, როგორც ვან დეიკში) და ისეთ დონეზე ავიდეთ ბარსა რეალიდან აქეთ გამორბოდნენ კაი იგროკები.
P.s ყველაზე მაგრად ის მიტყდება რო ამ ყველაფერს ვერ ვატყობ ამ ნ ა ბ ი ჭ ვ არ ბიზნესმენ ამერიკელებს...
ნეტა ვცდებოდე...

GoGson
მომხმარებელი

მინოლე და 40. მილიონი კაი ფასი იქნება ობლაკისთვის

გინდ ელისონი და გინდ ბატლენდი უნიჭო მინოლეს და უკვე ყელში ამოსულ ქალაჩუნა კარიუსს 10თავით აჯობებს. 2 ვე "ძირითადი მეკარე მოსაშორებელია ჩემი აზრით, და უორდი იყოს მეორე მეკარე, თუარადა აგერ პოუპი როა მშვენიერი ბიჭი ბარნლიშიე2 მეკარედ მშვენიერი იქნება, მეორე კიარა ძირითადშიც გავრისკავდი თუ ობლაკი, რიკო, ბატლენდი, ელისონი, არეოლა-დან ვერცერთი ვიყიდეთ

Ynwa Scousers
VIP Member

სისულელეა მეკარეში ამხელა თანხის გადახდა, მაინც ვფიქრობ რომ კარგი დაცვის ფონზე საშუალო დონის მეკარეც წარმატებულად იასპარეზებს

giginio
VIP Member

italiashi edzebon magali donis kiperii torinos yavs iafi da gampcdilii. 100 milioni sisulelea mekareshii jobia 30 dan 35 wlamde kiperi edzebon iafiani da gamocdilii

_z_l
მომხმარებელი

გამოჩნდა ფული და მოვა უკეთესი ფეხბურთელები. კარგია, რომ გუნდის გაძლიერება უპირობო მიზნად დაისახეს

LUIS SUARES 001
VIP Member

Vinc ar unda movides ert rameze yvela vtanxmdebit rom mekare uechveli gvchirdeba tan magali donis

lasha77
VIP Member

100 მილიონი დე ხეა არ ღირს . მინდა ეს მეკარე ამ გუნდში მაგრამ 100 მილიონის გადახდა სისულელედ მიმაჩნია . გაცილებით დავალ ფასად შეიძლება კარგი მეკარის მოყვანა

liverpool33
მომხმარებელი

ობლაკი თუარა კეპა არიზაბალია ყველაზე კარგი ვარიანტი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze