"ლივერპულმა" თვალი მაჰრეზს დაადგა

ავტორი: gio_chyoi, 6-01-2018, 15:26, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 154, 32


"ლივერპულმა" თვალი რიად მაჰრეზს დაადგა და, იმ შემთხვევაში, თუ ფილიპე კოუტინიო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას თავის სურვილს აისრულებს და კატალონიის "ბარსელონას" მიაშურებს, მერსისპირეთელები ალჟირელის შეძენას შეეცდებიან.

"მონაკოში" დიდი იმედი აქვთ, რომ "ლივერპულის" სამიზნე ტომა ლემარი სულ მცირე სეზონის ბოლომდე მიანც დარჩება საფრანგეთში და ეს "ლივვერპულს" აიძულებს სხვა ალტერნატივებს მიმართოს.

ამ ალტერნატივების სიაში კი პირველი რიად მაჰრეზია, რომლის ტრანსფერის თაობაზეც "წითლების" ხელმძღვანელობამ "ლესტერს" უკვე მიმართა. ამის თაობაზე ფრანგული გამომცემლობა L'Equipe გვამცნობს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად მაჰრეზი ჩვენს გარდა ლონდონის "ჩელსის" სამიზნეც იქნება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას. ალჟირელმა გუნდში კლოდ პიუელის მოსვლის შემდგომ ძველი ფორმა აღიდგინა და ამ დროისთვის მის ანგარიშზე 22 ჩატარებულ პრემიერ ლიგის შეხვედრაში 7 გოლი და 7 ასისტია, რაც ნამდვილად კარგი შედეგია გარემარბისთვის.

მაჰრეზს უკვე საკმაო გამოცდილება აქვს პრემიერ ლიგაში, არის უაღრესად ტექნიკური და რაც მთავარია მას აქვს ის თვისება, რაც იურგენ კლოპს ყველაზე მეტად უყვარს - იგი უნივერსალია და რამოდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამის შესაძლებლობას კი მას დიდი კრეატივი აძლევს.

გარდა ამისა, ალჟირელის შეძენა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთი დადებითი ნიშნით ხასიათდება, ესაა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, "ლესტერ სიტი" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ვერ ასპარეზობს და, შესაბამისად, "ლივერპულს" უფლება ექნება ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანოს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ფასი მაქსიმუმ 35 მილიონი ფუნტი იქნება და ვფიქრობ კარგი ვარიანტია. ძალიან მნიშვნელოანია ის რო ლიგაზე ვათამაშებთ და ზოგადადაც კაი ფეხბურთელია, ძაან ტექნიკურია და კრეატიული, თან ლიდერის მსგავსი თვისებებიც აქვს, ანუ იმას ვამბობ რო თავის თავზე თამაშის აღებაც შეუძლია. მერე კიდე სტანდარტულებსაც კარგად ასრულებს და მოკლედ კაი ფეხბურთლია, თან პრემიერ ლიგას მიჩვეულია. აგერ გუშინ რა თავისუფლად იყო ვან დეიკი, ეგ რო ეხლა სადმე სხვა ჩემპიონატიდან გადმოსულიყო ჯერ ცოტა ხანი აზრზე მოსვლას მოუნდებოდა

Capitan
მომხმარებელი

თუ არ ვცდები 30 მილიონია ამის ფასი და ხელიდან არა გასაშვებიიი ამ ზამთარშივე უნდა დაიმატოს კლოპმა კოუ თუ წავა და ზაფხულში კოუს შემცვლელს მოიყვანს მსოფლიოა ესა ისა ათასი ვინმე გამოჩნდება ამ ფასად მაჰრეზი იდალურია ვაირანტია მე მინდა რო მოვიდეს თან კლოპის ხელში შეიძლება 10მაგად მაგრად იქცეს გოთცე გავიხსენოთ ამ პოზიცის ფეხბურთელები კლოპს გამოსდის ძაან მაგრად... გიო ჩამოვიდა ეუროიდან და სტატიებიც ჩამოიტანა :დ <333333

liverpool-fan
VIP Member

მე მივესალმები ამის მოსვლას ნუ კოუს ვერ შეცვლის მარა ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არაა ლემარი სანჩესი მაჰრეზი ამ 3 იდან 2 უნდა იყიდონ

gio_chyoi
რედაქტორი

DIVOK ORIGI 007,
სხვათა შორის ვარდიც ძალიან კარგი იქნებოდა აი ბიჭო ნერვებზე ვარ უკვე რაში იღებს ეს სტარიჯი 150.000 ფუნტს კვირაში გააგდონ მალე და ვარდი მოიყვანონ თუნდაც. ინგსი-სტარიჯი ორივე გაუშვან და მაჰრეზი-ვარდი რო იყიდონ ძაან მაგარი იქნება, ლიგაზეც ორივე ითამაშებს და კარგადაც მოერგება გუნდს ორივე დარმწმუნებული ვარ. ვარდი პრესინგს მაგრად თამაშობს თან

Capitan
მომხმარებელი

DIVOK ORIGI 007,
კაი რა ვარდი :დ მეზიზღება ეგ *ცენზურა*

ThisIsAnfield
მომხმარებელი

პირადად მე მომწონს ეს ვარიანტი, იმ ფასთან შედარებით რაც დაახლოებით ამის ტრანსფერი დაჯდება, საუკეთესოც კია... ყველაზე მეტად კოუტინიოს შემცვლელად ალექსისი გამიხარდებოდა, მაგრამ არც მაჰრეზია ცუდი ვარიანტი... პრემიერ ლიგის გამოცდილება, გამარჯვებულის მენტალიტეტი , ძალიან კარგი ტექნიკური არსენალი, გოლის ალღო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება, მემგონი ძალიან კარგი
კომპლექტია...

GeneralFailure
მომხმარებელი

jscminer გამორთეთ ...

gio_chyoi
რედაქტორი

Capitan,
რატო გეზიზღება ძაან კაი ფეხბურთელია, მშრომელი და დარბის მთელი თამაში აბა სტარჯია კაი ნახევარი სეზონი რო ლაზარეთშია და ის ნახევარიც ან სკამზეა ან დადის მოედანზე? სკამისთვის იდეალური ვარიანტია ვარდი

Capitan
მომხმარებელი

gio_chyoi,
ეგ *ცენზურა* იმიტო მეზიზღება რო ლივერპულს რო გაუტანს რაღაც დამცინავად დარბის ისიც არ მავიწყდება ჩემპიონები რო გადნენ ლივერპულ შეხედე როგორ უნდაო ბანერი რო ქონდათ გამოფენილი და ეს ვარდი იდგა მაგათ წინ და ტაშს უკრავდა და იცინოდა თორე როგორც ფეხბურთელი შეიძლება არ იყოს ცუდი პროსტა მე პიროვნულად არ მევასება ეგ ტიპი და არ გამიხარდება მაგის მოსვლა

თუ ფორვარდზე მიდგა საქმე საჰა მოიყვანონ პალასიდან !!! ვინგერიცა 2 ვე ფეხით კაია ფორვარდიცა და ჯანზეცა ახალგაზრდაცა ყველაფერი აქ ტექნიკა ლამაზი მოძრაობები სისწრაფე აი ყველაფერი და იდალური ფასიც

Mate chavchavadze
მომხმარებელი

არ ვგიჟდები მაჰრეზზე მაგრამ 35 მილიონად იდეალურია.შარშAნ რაღაც საშუალო დონეც არ იყო მაგრამ წელს სულ სხვაა ძალიან კარგად დაიწყო სეზონი.საბოლოო ჯამში კარგი ფეხბურთელია მაგრამ კოუტინიოს ჩამნაცვლებლად მარტო მაჰრეზის განხილვა არ მგონია სწორი ვარიანტი.იმედი მაქვს ლემარს ან დრაქსლერს მოაყოლებენ თუ კოუტინიო წავა

gio_chyoi
რედაქტორი

Capitan,
ზაჰას ვიძახი რამდენი ხანია, ძაან მაგარია ყველაფრით საერთოდ. ნეტა მართლა მოიყვანონ

ვარდი მაინც ბევრად ჯობია ზაჰას უფრო სწრაფიაი ტექნიკური და ჩასაფრებააქ სასწაული

gio_chyoi
რედაქტორი

Mate chavchavadze,
რა თქმა უნდა მარტო ეს არ განიხილება შემცვლელად, ჯერ მარტო სატრანსფერო ფასს შორის რამხელა სხვაობაა, ამას მოაყოლებენ კიდე 1-2 კაცს. ერთი-ერთI კიდე მეკარე იქნება იმედი მაქვს

Capitan
მომხმარებელი

კიბატონო ზაჰა მაჰრეზი ერთად დაჯდება 70 მილიონი და 2ვეე გამართლებს

johnson
ადმინისტრატორი

ბევრი ვარიანტია თნდაც ფირმინოს უკან ჩამოწევა ან შეცვლა საერთოდ ტაქტიკის. წელს იყო თამაშები 4-4-1-1 ითამაშა კლოპმა და კოუტინიოს ფლანგზე თამაში უწევდა იქ. სალაჰი კიდე ფირმინოს უკან იდგა.. ით უმეტეს Flashscore-ს თუ დავუჯერებთ მაჰრეზიც თამაშობს ცენტრში, თავდამსხმელის უკან

მარა ნუ ლემარი მირჩევნია მე პირადად უფრო მრავალხმრივად მიმაჩნია ვნახოთ რა. მაჰრეზი უფრო დროიებითი გადაჭრა მგონია ვიდრე შორეული პერსპექტივა... 1-2 წელს მივცემდი ამას მაქსიმუმი მე. ვნახოთ გამოჩნდება

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
ხო რა თქმა უნდა, მაჰრეზი დროებითია. თან ეხლავე გვინდა ლიგის გამო. თორე კოუტინიოს გაყიდვა და მარტო ამის ყიდვა რა თქმა უნდა სისულელეა

Mate chavchavadze
მომხმარებელი

კარგია მარტო მაჰრეზი თუ არ იქნება შემცვლელი.ლემარი პულიშიჩი დრაქსლერი ალბათ აქედან ერთ ერთი იქნება.მეკარეც თუ ამ ზამთარს მოიყვანეს მაშინ იდეალურად გვაქ სადმე.ფანტაზიორის მოყვანა გვინდ მოკლედ კლოპს არ შეეშლება.

S.GER8ARD
მომხმარებელი

Mivesalmebi mahrezs da mtel afrikas )) teqnika dartyma pasi icis.siscrafe aqvs . Kontrzec da presingzec itamashebs. Axalgazrdaa da premier ligis titulic aqvs im dauvicyar triumpalur sezonshi. Plus amas tanxac normaluria dgevandel fasebtan mimartebashi.

Duck.
მომხმარებელი

ალექსის სანჩეზიიიიიიიიიიი

juja
მომხმარებელი

ციტატა: ThisIsAnfield
პირადად მე მომწონს ეს ვარიანტი, იმ ფასთან შედარებით რაც დაახლოებით ამის ტრანსფერი დაჯდება, საუკეთესოც კია... ყველაზე მეტად კოუტინიოს შემცვლელად ალექსისი გამიხარდებოდა, მაგრამ არც მაჰრეზია ცუდი ვარიანტი... პრემიერ ლიგის გამოცდილება, გამარჯვებულის მენტალიტეტი , ძალიან კარგი ტექნიკური არსენალი, გოლის ალღო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება, მემგონი ძალიან კარგი
კომპლექტია...


+1

moses
მომხმარებელი

დრაქსლერი გაასწორებდა

gio-torres
მომხმარებელი

არ ეს და არც ვარდი განაცხადში არ არიან დღეს და მგონი მართლა ორივე მიდის და დაერხევათ. არადა რა ფულები აქვთ გადახდილი სლიმანში, მუსაში და იჰეანაჩოში და არცერთს აქამდე არ იყენებდნენ და დღეს მგონი სამივეს ერთად ათამაშებენ :D

elpistolero
მომხმარებელი

ბიჭო ესე ყველაფერი კაი მარა ესეც რო ვიყიდოთ მერე აფრიკის თAსი რო იქნება იმ სეზონზე ხელი ჩავიქნიოთ ვაბშე? მანე სალაჰი კეიტა და მარეზი, ესენი სავარაუდოდ ძირითადში იქნება ყველა ჩვენთან და ამხელა დანაკლის რითი შევავსებთ?

GoGson
მომხმარებელი

ლემარი პერსპექტივაშიც და აწმყოშიც მირჩევნია ამას, მაგრამ რავი, ლიგაა სათამაშო, რამდენზეც ცუდს ვიძახდი ძაან გაამართლა და რა ფეხბურთელებსაც მივტიროდი, მაგალითად ლინდელოფს, ჩაიჯვეს:დდ ტაკშტო მოიყვანონ, პროსტა მაინც ლემარი მირჩევნია, და ლიგისთვის ბრაზიილიიდან ლუანი რო წამოიყვანონ კარგი იქნება, ტექნიკურია, გოლის ალღოც აქ და პასიც, 24საა და მაქსიმუმ 30-40.დაჯდეს

tabo94
მომხმარებელი

მე პირადად უფრო მაღალი დონის მოთამაშეს ვისურვებდი.

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: elpistolero
ბიჭო ესე ყველაფერი კაი მარა ესეც რო ვიყიდოთ მერე აფრიკის თAსი რო იქნება იმ სეზონზე ხელი ჩავიქნიოთ ვაბშე? მანე სალაჰი კეიტა და მარეზი, ესენი სავარაუდოდ ძირითადში იქნება ყველა ჩვენთან და ამხელა დანაკლის რითი შევავსებთ?

აფრიკია თასი აღარ იქნება ხოლმე ზამთარში მომავალ წელა აწი სულ ზაფხულში იქნება ასე რომ არაა პრობლემა ეგ

elpistolero
მომხმარებელი

liverpool-fan,
ხოო ეგ სხვა თემაა

fromanfield
მომხმარებელი

მაჰრეზის მოყვანა ამ წამს იქნება იდეალური,დარტყმა,სისწრაფე,ტექნიკა,სტანდარტულები,დრიბლინგი ყველაფერი აქვს ამ ბიჭს,ლესთერტმა ფასი დაადო 50 მილიონი მაგრამ 45 ადაც იყიდიან,შარშან რომას 40 მილიონად არ მიყიდეს თორე ფაქტიურად გადასული იყო,ჩემი აზრით არაა ხელიდან გასაშვები ეს და მიცენ ის 50 მილიონი და გადმოიყვანონ

ზაფხულში ლემარი,კეიტა(ისედაც ჩვენია),მეკარე და ერთი მაგარი ჩამშლელი ტიპის ფეხბურთელი.ამით დაკომპლექტდება გუნდი

gio_chyoi
რედაქტორი

fromanfield,
შარშან რომას იმიტო არ მიყიდეს რატომაც ჩვენ კოუტინიო არ მივყიდეთ ბარსას. არ უნდოდათ და მაგიტო. ფასი არ იყო მანდ მიზეზი ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.04.2018


  • რომა

მიმოხილვა


  • ვესტ ბრომვიჩი
  • 2:2

    21.04.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

დეიან ლოვრენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze