x

კოუტინიო "ბარსას" უახლოვდება

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 6-01-2018, 19:02, კატეგორია - სიახლეები, 1 162, 4


ფილიპე კოუტინიოს კატალონიურ "ბარსელონაში" გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება და ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტრანსფერი შესაძლოა კვირის ბოლომდეც კი შედგეს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარძაყის შეშუპეპის" მიზეზით ჯერ "ბარნლისთან" თამაში გამოტოვა, გუშინ კი მერსისაიდულ დერბიშიც ამავე მიზეზით არ ითამაშა.

ამას დღეს ისიც დაემატა, რომ კოუტინიო "ლივერპულს" დუბაიში არ გაყვა, სადაც იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერ ლიგის მოკლე შესვებას თბილ ამინდში ვარჯიშში გაატარებენ.

25 წლის ბრაზილიელს ზაფხულიდან მოყოლებული სურს "ბარსელონაში" გადასვლა. ხუთი თვის წინ "ლივერპულმა" შეძლო ფეხბურთელის შენარჩუნება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდულ კლუბს აზრი არც ახლა შეუძცვლია, Liverpool Echo-ს ცნობით, "ლივერპულში" ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობია და უკვე მზად არიან ბრაზილიელი ვარსკვლავი შესაბამის თანხად დათმონ.

"ბარსელონა" დაახლოებით 140 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზადაა, თუმცა "ლივერპულს" ამ თანხის სერიოზულ ნაწილს დანამატების სახით სთავაზობს, რაც მერსისაიდში მაინცდამაინც არ მოსწონთ.

"ლივერპულში" ურჩევნიათ ტრანსფერზე იმ პირობით დათანხმდნენ რომ კოუტინიო სეზონის ბოლომდე კვლავ "ლივერპულში" ითამაშებს და ბრაზილიელს ამის სანაცვლოდ ხელფასის სერიოზულად გაზრდასაც დაპირდნენ, თუმცა თავად კოუტინიო უარზეა და ესპანეთში გადასვლა იანვარშივე სურს.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა. კოუტინიოს წასვლა უნდა, მაგრამ "ლივერპულს" კატალონიიდან ოფიციალური შეთავაზება ზაფხულის მერე ჯერ არ მიუღია. თუმცა უახლოეს დღეებში ესეც შეიცვლება და შეთავაზებაც იქნება. ბოლო შეთაბაზებით ზაფხულში კატალონიელები მზად იყვნენ 118 მილიონი ფუნტი გადაეხადათ ბრაზილიელის სანაცვლოდ.

მერსისაიდში კოუტინიოს შენარჩუნება სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელი უარს ამბობს გუნდში თამაშზე, რასაც ისიც მოწმობს რომ "წითლები" ახლა არაბეთში არიან, ბრაზილიელი კი მსოფლიოს მეროე ბოლოში. კოუტინიოს და მის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ტრანსფერი გარდაუვალია და ფეხბურთელი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს.

ასეთ მდგომარეობაში კი იურგენ კლოპს და "ლივერპულს" ერთი გამოსავალიღა რჩებათ: აიღონ ფული და ბრაზილიელს სამომავლოდ წარმატებები უსურვონ.

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

უნდა აიღონ 140 მილიონი და ეს ფული სწორედ უნდა დაიხარჯოს შალკეს 20 მილიონი მიაგდომ გორეცკაში 70 მილიონი სანჩესი მაჰრეზი და მემგონი მაინც არ გაგვიჭირდება 3 ვეს შეელება ლიგაზე თამაში მე მეკარეც მინდა მარა ზაფხულამდე გამორიცხულია მგონია

Capitan
ტოპ კომენტატორი

კოუტინიო ძაააააააააალიან სლე ხარ )))))) აი არ დაგინახო აქ ჩამონძრეული ანფილდზე მოვლენ მერე და ესწრებიან *ცენზურა*ხარრრრრრრრრრრრრრრრრ ნეიმარი ბარსაში რო იყოს ამდენს არ გაგინებდი მაგრამ ის შენი მეგობარიც გაიქცა მანდედან და შუა ლიგის დროს ტოვებ ლივერპულს კაპიტნობაზე უარს ამბობ და გარბიხარ ბარსაში სადაც ვერ ითამაშებ იქეთა სეზონამდე ლიგაზე აი შეეეეეეეენი დეეეეეეეეედას შეეეეეეეეეევვვვვვეეეეეეეეეეციიიიიიიიიიიი

chipe888
მომხმარებელი

ესეიგი 140 მილიონ ფუნტზე ნაწილობრივ გადახდაზე თანახმანი არიან იმ შემთხვევაში თუ სეზონის ბოლომდე დარჩება და ახლავე თუ გადაიხდიან გაიკიეთონ უკანო ეს ბაზარია

LUIS SUARES 001
VIP Member

ასე არ შეიძლება უკვე,ჯერ სუარესი ახლა კოუ,იმენა სხვებს ვუზრდით ფეხბურთელებს ეგრე გამოდის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze