მერსისაიდელები ლესტერში არიან

ავტორი: akaki, 7-01-2018, 02:24, კატეგორია - სიახლეები, 1 918, 29


metro და სხვა უამრავი ინგლისური გამოცემა ადასტურებს, რომ მერსისაიდელები ამ წუთებში ლესტერში არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ლივერპული მზად არის პრემიერლიგის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის სანაცვლოდ £49მლნ. გადაიხადოს. ეს თითქმის ის თანხაა, რასაც ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ ალჟირელის გადაბირებას ამ ზაფხულს რომა, არსენალი და ჩელსი ცდილობდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა, მელიები დათმობაზე არ წავიდნენ.

ერთი შეხედვით ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერი უშლის და რაიან მაჰრეზს სამედიცინო შემოწმებაზე ხვალვე ელოდებიან. ის 4.5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

                               

კომენტარები


James Pearce
VIP Member

Reports in France have linked Liverpool with a move for Leicester City’s Riyad Mahrez, but this has been strongly rejected by senior sources at Anfield who say they have no interest in the Algerian international. [@JBurtTelegraph] #LFC

luka_liverpool
VIP Member

კოუს ნახევარია ეს კაცი მარა თუ ისე ითამაშა როგორც საჩემპიონო სეზონში ჩვენც დაგვიდებს ეპლს, და პლიუსი ისაა რო ლიგაზე ვათამაშებთ

BERADZE
მომხმარებელი

moiyvanon magram es koutinios ver shecvlis.

gio_chyoi
რედაქტორი

დიდი მოყვარული ამის არასდროს ვყოფილვარ, მარა თავის პლიუსები ექნება ამ ტრანსფერს. ამ მომენტისთვის უპირველესი ის, რომ ლიგაზე ვათამაშებთ, მერე კიდე ის, რომ პრემიერ ლიგას მიჩვეულია, მე-4 სეზონია უკვე აქ თამაშობს. ამასობაში პრემიერ ლიგაც მოიგო და კარგი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ამას გარდა ლიგაზეც ნათამაშები აქვს და თან საკმაოდ წარმატებით, შარშან საუკეთEსო იყო ლესტერის რიგებში ლიგაზე. 6 გოლი და 4 ასისტი ჰქონდა.
ნუ კიდე ძაან ტექნიკურია და უნივერსალი, ამას გარდა სტანდარტულებსაც ასრულებს და თან განვითარების პერსპექტივაც ექნება კლოპის ხელში, 26 წლისაა და ეხლა უნდა ჰქონდეს წესით საუკეთესო წლები

akaki
ადმინისტრატორი

lalana20,

ყველგან დაიწერა უკვე, სადაც შეიძლებოდა...რეალურსაც ჰგავს...დღეს ამ ფასად ამაზე უკეთესს ვერ დაითრევ, მითუმეტეს ლიგაზე რომ შეუძლია თამაში ისეთს.

James Pearce
VIP Member

ციტატა: akaki
lalana20,

ყველგან დაიწერა უკვე, სადაც შეიძლებოდა...რეალურსაც ჰგავს...დღეს ამ ფასად ამაზე უკეთესს ვერ დაითრევ, მითუმეტეს ლიგაზე რომ შეუძლია თამაში ისეთს.

კი მეც ეგრე ვფიქრობ. კაი ტრანსფერი იქნებოდა მე ლემარი მინდოდა მაგრამ ლემარს უჩლზე ვერ ვათამაშებდით და ჩვენ ეხლა ზუსტად მაჰრეზი გვინდა ეპლის გამოცდილებაც აქვს და უჩლზეც შეეძლება თამაში

johnson
ადმინისტრატორი

კი არაფერს ნიშნავს მარა სქაიბეთმა 1,2მდე ჩამოიყვანა ვაფშე კუში მაჰრეზის ყიდვაზეო. ბევრი წერს ძაან და როგორც ჩანს მართლა დავიმატებთ.

მე ლემაეი მერჩივნა უფრო მრავალმხრივი მგონია მაგრამ ნუ მაჰრეზი სრულად შეტევაზე იქნება ორიენტირებუკი ალბათ. ვნახოთ კლპპი სად მოუძებნის ადგილს. რაც მთაბარია ლიგაზე დაგვეხმარება. სადაც სალაჰი ასე გამოიყენა იქ არ მგონია მაჰრეზი ფლოპი გამოდგეს

Duck.
მომხმარებელი

35 მილიონს იხდის სანჩეზში სიტი, 50 ალექსისს მივცეთ მაჰრეზში მიცემას, ლიგაზეც ვათამაშებთ

gio_chyoi
რედაქტორი

Duck.,
142 მილიონი გვიჭირავს და ბარემ ორივე მოვიყვანოთ :) პლიუს მეკარეც და ერთი ცენტრიც და ეგაა

aleqsandranikaano
მომხმარებელი

კლოპის მოსვლამდე კოუც არაფერი არ იყო ათასშიერთხელ გამოანათებდა და მერე ათი თამაში ვერაფერს ვერ აკეთებდა კარგი ტრანსფერი იქნება ძალიან მითუმეტეს ბევრად კარგი სტატისტიკა აქვს კოუზე პასებშიც და გოლებშიც თან ტიპი ძაან ტექნიკურია .........

akaki
ადმინისტრატორი

მაჰრეზს ადგილზე ტექნიკა კოუტინიოზე ნაკლები არაფრით არ აქვს არც პასი დაეწუნება, თუ ეგ ყველაფერი ჩვენი რაკეტების სისწრაფეს მოარგო, მთლად აგვაშენებს. ერთი დაყენებული დარტყმა არ აქვს, მაგრამ მაგის შესავსებად საკმარისი ფული გვრჩება.

ლემარს რაც შეეხება.

საფრანგეთის ჩემპიონატს თითქმის არ ვუყურებ და დალშე რასაც ვხედავ ფიზიკურად სუსტი 22 წლის შემტევი ფეხბურთელია ლიგა ერთში 2 გოლით და 4 ასისტით. ღირს 100 მილიონის გადახდა და მასზე გუნდის მომავლის აგება ?

aleqsandranikaano
მომხმარებელი

akaki,
მართალი ხარ ძმაო საფრანგეთში ბევრად ადვილია თამაში და რომც არ იყოს 2 გოლი შემტევი ნახევარმცველისთვის????????????? და ღირებულება 100 მლ მართლა ზედმეტია მოკლედ კლოპომ იცის რასაც აკეთებს დარწმუნებული ვარ ვისაც აარჩევს კოუს შემცვლელად მაგარ იგროკად დააყენებს პროსტა ისააა ისევ *ცენზურა*კოზა არ მოიყვანოს კოუსავით ერთ სეზონში აათამაშოს და მერე ისევ წავიდეს...... ვანდეიკივით ლივერპულზე შეყვარებული ხალხი გვინდა ტიპს რომელ გრანდში არ შეეძლო გადასვლა მაგრამ თვითონ თქვა იმენა ლივერპულია ჩემი გუნდიო....

Capitan
მომხმარებელი

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი შემთხვევით ვერ გახდები 26 წლისა ძალიან ტექნიკური და ლამაზი მოძრაობებით ფასები კიდე სუ მკიდია მივესალმები ამის მოსვლას და ლიგაზეც ძალიან კაი იქნება ხვალვე გაიფორმონ!!!

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Lemaric da mahrezic gvinda erti ligaze meore chempionatshi. An lemari da sanchesi marto mahrexi ver daakmayofilebs liverpuls

livermori
მომხმარებელი

sul africellebi raambavia mara girs upro ertgulebi mgonia

Kabula 543
მომხმარებელი

Me piradad mgonia ro seriozulad sheavsebs gundis kreativs 1000 procentit gaamartlebs

Logan
მომხმარებელი

mahrezi vitom ratom ver shecvlis coutinios? vin chemi dishla xoxorozia es coutinio? kargit ra eseti magaric ar aris rac piari aq. mahrezi moiyvanet da ager vnaxavt yvelani tu ra sheudzlia ertad egviptis senegalis da aljiris sauketeso pexburtelebs ertad

sandrosandro20021125
მომხმარებელი

მე მაჰრეზი მირჩევნია იმიტომ რომ ამ კაცს უკვე დამტკიცებული აქვს თავისი შესაძლებლობები პრემიერ ლიგაში და მიჩვეულია აქ თამაშს ხოლო ლემარს დიდი ხანი უნდა ჰქონდეს ადაპტაციის პერიოდი და ამასობაში შეიძლება ტოპ 4 დავკარგოთ

liverpool-fan
VIP Member

მიდით იყიდეთ ყველაფერი აქვს ამ ბიჭს რო მაღალ დონეზე ითამაშოს მჯერავს კოუს ღირსეულად შეცვლის

chipe888
მომხმარებელი

luka_liverpool,
და მართლა გჯერა რო კოუს ნახევარია? მე კი მგონია,რო არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არ აღემატება. გაინტერესებს რატო? რა იყო ლესტერი და როგორ გახდა ჩემპიონი? გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ჩემპიონი გახდა და ამის დამსახურება დიდია ჩემპიონობაში. რა გაკეთა კოუტინიომ ისეთი რაც ამას აღემატება. ჩემი აზრით ლიდერის ფუნქციების შესრულება ამას უფრო შეუძლია ვიდრე კოუტინიოს. გახსენე ევროპალიგის ფინალი და სახე ჩამოწუწული კოუტინიო. ამდენი აფრიკელი რათ გვინდა გუნდში თორე კარგი შენაძენი იქნება. არანაკლები მეპასეა და კარგი დარტყმაც აქვს. თუ მოვა 2 აზრი არაა გამისწორდება. ჯერ მთელი თვეა და არ ღირს სიჩქარე

giginio
VIP Member

sjobs sancheshi micen 100 milionii . ragacnairad ar minda mahrezii.

mesxi_8
მომხმარებელი

არ გვინდა მაჰრეზი და ფაფხურა ფეხბურთელები რა. ამას დრაქსლერი მილიონჯერ მირჩევნია, თან ეს უფრო ვინგერია და ჩვენს ნახევარმცველი, პლეიმეიკერი გვჩირდება

Mate chavchavadze
მომხმარებელი

მოდი ალჟირელო კოუტინიოს დონე არაა მაგრამ მაღალი კლასია და გრანდში ბევრად აიმატებს მისი თამაშის ხარისხი

RoML
მომხმარებელი

es ufro salahis kraiskenaa pastore an draaxleri gaasworebda

GOODFORZEPPELIN
მომხმარებელი

ხალხიი რეებს წერს მაჰრეზზე რო ვკითხულობ ცუდად ვხდებიიი , მარტო ფლეშსკორზე რო უყურებთ ფეხბურთს მაგის ბრალია

levan.klopp
მომხმარებელი

უეჭველია ეს?

juja
მომხმარებელი

მოვიდეს მოვიდეს ორივე ხელით მივესალმები ამის გადმოსვლას. მე ლიჩნად სანჩესი ან ერიქსენი მინდა მაგრამ არარეალურია დღეს.

LUIS SUARES 001
VIP Member

მაჰრეზი ერთ ერთი საუკეთესოა.დიდი დამსახურებაა მისი რომ ლესტერი ჩემპიონი გახდა

kataloniis msajelona
მომხმარებელი

უმაღლესი დონის იგროკია მაჰრეზე რეებს ბაზრობთ :დ მარა მე მაინცდამაინც არ მომწონს ეს უფრო ვინგერია ვიდრე ფლეიმეიკერი. მგონია რო ეს უფრო ჩემპიონთა ლიგისთვისაა მოყვანილი ვიდრე კოუს შემცვლელად

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze