ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა: რას უნდე ველოდოთ?

ავტორი: gio_chyoi, 8-01-2018, 17:03, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 763, 18


იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჯერ კიდევ 3 კვირაზე მეტია დარჩენილი და The Times-ის ცნობილი ჟურნალისტი პოლ ჯოისი გვთავაზობს "ლივერპულის" სატრანსფერო გეგმებზე უახლოეს ცნობებს.

"წითლებს" შესანიშნავი სერია აქვთ 17 წაუგებელი მატჩით ყველა ჩემპიონატზე და, იმედია, ეს სერია არც მომავალ კვირას შეწყდება ენფილდზე "მან. სიტის" წინააღმდეგ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, კოუტინიოს წასვლა გუნდისთვის ნამდვილად არასახარბიელო ამბავია და, რაღა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა: მოვა თუ არა გუნდში ახალი სახე?

პოლ ჯოისი Times-დან აცხადებს, რომ "ლივერპულში" არ ცდილობენ აქტიურად არც ტომა ლემარისა და არც რიად მაჰრეზის გადაბირებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯოისი ამატებს, რომ იურგენ კლოპს სრული მხარდაჭერა აქვს FSG-ს მხრიდან და მას შეეძლება ტრანსფერის განხორციელება თუკი იგი შესაფერის ფეხბურთელს მიაგნებს.

ამასთან, ჟურნალისტი იმასაც აცხადებს, რომ იურგენ კლოპს არ სურს ზაფხულამდე მოცდა და ურჩევნია ნაბი კეიტა იანვარშივე ჩამოიყვანოს ნისლიან ალბიონზე.

ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გერმანელმა ბალანსი შეინარჩუნოს და გუნდმა ფორმა არ დაკარგოს, მართალია გუნდა ერთი წამყვანო ფეხბურთელი დაკარგა, თუმცა, მეორეს მხრივ, ვან დეიკის სახით დაცვის პრობლემის გადაჭრის საშუალებას მიაგნო.

რა თქმა უნდა, ნაბი კეიტას მოსვლა გუნდს საკმაოდ გააძლიერებს და სასიხარულოა ის ამბავიც, რომ შესაფერისი ფეხბურთელის შერჩევის შემთხვევაში იურგენ კლოპს კლუბის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა ექნება.

კომენტარები


Carroll_9
მომხმარებელი

რას უნდა ველოდეთ? არაფერს

gio_chyoi
რედაქტორი

მოკლედ ერთადერთი რასაც უნდა ველოდოთ ალბათ მართლა კეიტას დროზე ადრე მოსვლაა. და ეგეც ძაან სასიხარულო იქნება. კეიტა და მეკარე რო მოვიდნენ მე პირადად მაინც კმაყოფილი ვიქნები. ქეროლივით არ უნდა გამოგვივიდეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

კეიტაზე უარია : )) მაჰრეზზე და ლემარზეც არ ჩალიჩობენო ყველა სანდო ჟურნალისტი და წყარო მაგას წერს და რავიცი რას უნდა ველოდოთ და იმას რო კოუტინიოს გარეშეც შეძლებენ ბიჭები საქმის ბოლომდე მიყვანას... აგერ ლალანა დაგვიბრუნდა , ოქსი ფორმაში შედის, ვეინალდუმის წინწაწევაც შეიძლება, ბევრად უკეთესია შემტევ რგოლში ვიდრე დაცვითში... ან ვინ იცის, იქნება ვინმეს მიაგნოს "აჩკარიკამ" და მოიყვანოს ზამთარში...

klop00
მომხმარებელი

ჩემი აზრით მართლა არ უნდა ვიყიდოთ ვინმე მარტო იმიტომ რომ კოუ წავიდა, თუ ვიპოვეთ და დარწმუნებულები იქნებია მაგ შემთხვევაში მივესალმები, თუ არადახლა რო 50 მილიონი გადაიხადონ ვინმეში და ისე ვერ გაამართლოს როგორც ფიქრობდნენ ავტომათურად ნისჰნავს ნაკლებ ტრანსფერს ზაფხულში რაც ცუდია. ამ ზამთარში მაქსიმუმ ალბათ 1 ფეხბურტელი ვიყიდოთ ეგეც არა იმ მიზნით რო კოუ შეცვალოს, ეგეთი ტრანსფერის ახლა გაჩარხვა რთულია რო საერთოდ აღარ დაგვეტყოს მაგის წასვლა, ხოდა ოპტიმალური მგონია კეიტას დაბრუნება ან ვინმე ისეთი დამატება ცოტა ხალგაზრდის რო ლიგაზე ვათამაშოთ.

liverpool-fan
VIP Member

ისე მეც ვფიქრობ რომ ჯინის წინ აწევაც შეილება მანდ უფრო უკეთესი იქნება რატომღაც მგონია თან ეხლა ჰოლანდიელი მოუყვანეს გუნდში უფრო მოიხოდებაა

levan.klopp
მომხმარებელი

ანუ არავინ მოვა...

giginio
VIP Member

itokshi hemberleni iqnba da lalana ra zafxulamde shemcvlelii. aravis moiyvanen mag poziciazee. alisoni ro gixariat minole 2 roa tu icit eg

elpistolero
მომხმარებელი

გუგავა მაინც მოიყვანეთ თქვე შობელძაღლებო

liverpool777
მომხმარებელი

მე მგონია რო ვუდბერნს მიეცემა მეტი შანსი თამაშის და მაგით დააბალანსებს კლოპი გუნდს. ტრანსფერს არ ველოდები მე.

phoenixx
მომხმარებელი

+ 7 - 10 qula ro gvqondes mexute adgilosantan kous gareshec da transferis gareshec magrad viqnebodit mara riskavs dzaan klopi mere gaakrotikeben fulis ardaxarjvistvis da momaval sezonsac riskis qvesh ayenebs

Capitan
მომხმარებელი

არავის მოიყვანენ და კლოპი იბაზრებს ზამთარში ძნელია კარგი ფეხბურთელის დამატება კლუბები არ უშვებენო))))))) როგორც ყოველთვის

ikagg
მომხმარებელი

რაის ვუდბარნი რის ლალანა და ვეინალდუმის წინ წაწევა ხალხო კარგით რაა.. ლივერპოლია თუ თბილისის დინამო

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ნაბი კეიტას დროზე ადრე მოყვანა მაინც გამოვიდეს თორემ რაღაც ვერ ვატყობ ამათ რომ კოუტინიოს შემცვლელზე ჩალიჩობდნენ ამ ზამთარშივე. პრინციპში ფილში აღებული ფულიდან 100 მილიონი რომ ლემარში გაიქნიონ ახლავე, არც ეგ მგონია გააზრებული ნაბიჯი იყოს. ერთი უეჭველი გასაკეთებელი რაცაა, მეკარე უნდა დაიმატონ აუცილებლად. კარგი იქნებოდა ახალი ფორვარდის ხილვაც, თან ინგსის და სტარიჯის არენდებზე მიდის ლაპარაკი. ობამეიანგი საოცნებო გამიხადეს ამ ჩემისებმა, სიზმრებში ვნახულობ უკვე ლივერპულის ფორმით.

GoGson
VIP Member

მეკარეში დახარჯონ ერთი 50. მილიონი და მერე თუუნდათ ვინმე კლოპისცსტილში პატარა ბიჭზე იჩალიჩონ ზამთარში, ნახევარმცველზე. ამ ეტაპზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, ოღონდ ზაფხულში სერიოზულიბგაცხრილვები უნდა მოხდეს.

და ამ სანჩესებს და ეგეთ ტიპებს რატო შეეცით, მეც მინდა ვარსკვლავი მარა 30 წლის ათალს *ცენზურა*ზე გადამხტარი და ნა*ცენზურა*არი როჟები არმინდა გუნდში, ზედმეტად იდეალისტი ლივერპულის ფანი ვარ:დ

LUIS SUARES 001
VIP Member

ტრანსფერი საჭირო რომ არის ყვეჯა ვთანხმდებით ,მაგრამ როდის იქნება არავინ ვიცით და ეგ *ცენზურა*ავს ტვუნს

Desousa
მომხმარებელი

Isev Gerrard daabrunon jobs (

_z_l
მომხმარებელი

კეიტას ცუდი პრესა აქვს გერმანიაში. მოუკლო ბოლო ტურებში და ალბათ გასაგებიცაა, თავლი ლივერპულისკენ უჭირავს. ამიტომ, რაც დროზე წამოვა, უკეთესი იქნება ორივე კლუბისთვის

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

შემოსცხონ ლაიპციგს და გამოაშვებინონ კეიტა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze