x

"ლაიფციგი" დათმობაზე მიდის!

ავტორი: gio_chyoi, 11-01-2018, 10:38, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 799, 17


მოგეხსენებათ, რომ "ლივერპულმა" ნაბი კეიტა გასულ ზაფხულს შეიძინა და, შეთანახმების თანახმად, ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბს ოფიციალურად 2018 წლის ივლისში შეუერთდება.

მას შემდეგ მუდმივად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ნაბი ნისლიან ალბიონზე ვადაზე ადრე ჩამოსულიყო და ეს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მომხდარიყო. მართალია აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბის მწვრთნელებმა უარყვეს, თუმცა ფილიპე კოუტინიოს კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ სატრანსფერო სპეკულაციები უფრო გამძაფრდა.

იურგენ კლოპს ცარიელი ადგილი დარჩა გუნდში, რომლის ამოვსებაც საციცოხლოდ საჭიროა და, გერმანელმაც, საუკეთესო ვარიანტად, ისედაც უკვე შეძენილი ფეხბურთელის მოყვანა მიიჩნია.

"ლაიფციგი" აქამდე საკმაოდ მტკიცე პოზიციაზე იდგა, რომ ნაბი კეიტა "ლივერპულში" მხოლოდ დათქმულ დროს გადავიდოდა, თუმცა, როგორც დღევანდელი წაყროები იტყობინებიან, გერმანულმა მხარემ საკუთარი პოზიცია შეამსუბუქა და, დამატაბითი თანხის მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელს დროზე ადრე შეელევა.

ერთ-ერთი სანდო წყარო, კონკრეტულად კი გერმანული გამომცემლობა Bild იტყობინება, რომ "ლაიფციგი" თანახმაა ნაბის "ლივერპულში" წასვლის უფლება იანვარშივე მისცეს, მხოლოდ, ინგლისური მხარის მიერ დამატებით 10 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში.

დამატებით Kicker-იც აცხადებს, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან სურს "ლივრპულში" ახლავე გადასვლა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ნუ როგორც ყოველთვის ფასი ყველას სხვადასხვა უწერია. კარგი რო ასეთი ჭორი მაინც წამოვიდა უკვე და ტან არც მთლად ასავალ-დასავალები წერენ. ვნახოთ რა იქნება, ამის მოყვანა ნამდვილად კარგი ვარიანტია, ისედაც ჩვენი ფეხბურთელია და მართალია ლიგაზე ვერ ითამაშებს მარა პრემიერ ლიგაში და თასზე ხო მაინც დაგვეხმარება და თან მომავალი სეზონისთვის უკვე დამკვიდრებული იქნება კარგად გუნდში, თორე ამ წელს მსოფლიოა და მერე ბევრი წინასასეზონო თამაში არც იქნება

GoGson
VIP Member

ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო. ეხლა რაც არ უნდა გვეჩალიჩა, ძააან უნდა გაგვმართლებოდა რო ლიგაზე მოთამაშე ძლიერი იგროკი გვეპოვნა, ის ლემარიც და კიდე მასეთი როჟები ზაფხულშიც დაიკერებოდნენ. 4ეულისთვის კეიტა დაგვეხმარება, და ლიგაზე რამეს ვიზამთ რა, მთავარია მეკარე მოაგდონ კარგი.

მოვა ზაფხული და გაადვილდება ყველას მოყვანა, თან ფული გვექნება, თან ამბიციები. მოკლედ ამის მოყვანა მართლა საუკეთესო გამოსავალია ეპლში. პლიუს ერთი მეკარეც რო მოაგდონ კარგი იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
ხო აი ამ მომენტში ამის და მეკარის მოყვანა არი იდეალური ვარიანტი. ორ ძალიან პრობლემურ პოზიციას მოაგვარებდა. მერე ზაფხულში კიდე დავიმატებდით 2-3 ფეხბურთელს და შეიკვრებოდა გუნდი რა

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Axlave moiyvanet

tabo94
მომხმარებელი

კაია თუ ზამთარშივე მოვა, მაგრამ ობამაც მინდა. დახატავდა გუნდს

DIMAX777
მომხმარებელი

კიდე კაი დეუკი მაინც რო მოვიდა ეხლა თორრ მთლად პიზდეცი იყო გუნდში და ესეც თუ მოვა კაია რავი კოუს რამდენად შეცვლის მაგრამ ......ისე თუ დავფიქრდებით კი კოუტინიო გავყიდეთ მაგრამ მასკერანოს მაინც წასვლა უნდა ბარსელონადან და ბარტერის მსგავსი რამ რო გაგვეკეთრბინა კაი იქნებოდა 2 წელი მაინც გაქაჩავდა მასკე აქ თან ადრეც თამაშობდა აქ და მოერგრბიდა კლუბის სტილს ჰა რას იტყვით ძაან არ გამაკრიტიკოთ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

რაღაცა აქტიურად იწერება ამაზე და მემგონი ყინული დაიძრა...

chipe888
მომხმარებელი

კარგი რა რა ჩავაციკლდით ამ გამყიდველ კოუტინიოს. კეიტა უნდა მოვიდეს ახლავე და ალისონზე იწერება მარა არ მგონია რომამ გამოუშვას ახლა. ვინმეს დამატება ჭირდება გუნდს და კეიტას თუ მოიყვანენ ნადრევად კარგი იქნება. ეს სეზონი მაინც ასეა თუ ის ჩავრდნილია და ადაპტაციას გაივლის

GoGson
VIP Member

აუ ნაბი ძმა, ვერნერსაც მოკიდე ხელი და წამოაყოლე რა, ერთი 60 ფუნტად :დ

Capitan
ტოპ კომენტატორი

კეიტა დააკვდება ლივერპულს აი ცენტრს აიღებს და ასეთი ფეხბურთელი უნდა ახლა ლივერპულს დაცვაში დაიეკი გყავს ეს ცენტრს მიხედავს და წინა სამეულთან არაფერი მაქ სათქმელი... ახლა ამის მოყვანა ყველაზე კაი იქნება რა რატო არ უშვებენ ის ჩემისები ახალი ფეხბურთელი ხო უნდა დაყენონ მაინც და ბარემ ნაადრევად დაიწყონ შეჩვევაა... კეიტა იქნება კლოპის ყველაზე მაგარი ტრანსფერი ჩემი აზრით ზაფხულში კიდე მსოფლიოა და იქედან დაითრევს კლოპი ხალხს არ შეიძლება სიჩქარე ამ სიტვაციაში ვეთანხმები კლოპს))))))) იტოკში სტორტმანი ობლაკი და ისკო მოიყვანე კლოპ ამ ზაფხულს და მაგრად გაასწორებ)))) ობლაკი გომესი მატიპი ვანდეიკი რობერტსონი სტორტმანი კეიტა ისკო მანე სალაჰი ფირმინო))))))) ბიჭო ბიჭო რა ცოტა გვიკლია ამ სასტავამდე და რამაგარი სასტავი ვიქნებით

liverpool33
მომხმარებელი

ამასთან ერთად ალიც დაიმატონ კვირაში 60ათასს ღებულობსო და მისცენ სტარიჯის ხელფასი და წამოვა ეგეც მითუმეტეს სტარიჯი თუ მიდის ყველაზე მაგრად ეგ შეავსებს კოუტინიოს ადგილს

lasha77
VIP Member

მალე მოვიდეს :დ ერთი სული მაქვს ვნახო როგორ ითამაშებს ჩვენთან

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
გიო ბილდი რასაც წერს უეჭველია დამიჯერე : ))) ბილდმა რომ დაწერა გერმანიაში ვიყავი მიუხენის ბაიერნის მწვრთნელი იქნება გვარდიოლაო საერთოდ არავის არც კი უფიქრია მაგ დროს რომ ბარსელონადან წავიდოდა პეპი და აგერ ჩვენ და აგერ სიმართლე და ბევრი ასეთი დაუწერია კიდე ასე რომ ყველაფერი კარგადაა აშკარად. მეკარეც მოიყვანოს და კიდე ვინმე რა

LUIS SUARES 001
VIP Member

10 მილიონზე თუა ბაზარი არ უნდა იღორონ და ეხკავე მოიყვანონ ,ადგილი უნდა შევავსოთ სასწრაფოდ.

cotne_suarez
მომხმარებელი

pasi magrad ar mkidia axla mee lijbi gadmoiyvanon da tu ginda 50 milioni gadauxadon chemi ra midis an tqven raze nerviulobt roca saqme pass exeba :D :D

11 11 11

salah the king
მომხმარებელი

gio_chyoi,
ყველა სტატიაზე უნდა დავწერო რო მაგრები ხართ შენ, ჯონსონი და აკაკი მაგრად შრომობთ და იმედია ლივერპული დააფასებს კარგი თამაშით 13

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze