x

სამუდამო კონტრაქტი ფირმინოს

ავტორი: johnson, 11-01-2018, 15:15, კატეგორია - სიახლეები, 1 395, 16


ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპული" აპირებს რობერტო ფირმინოს ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც ბრაზილიელს საშუალებას მისცემს კარიერის ბოლომდე "ენფილდზე" ითამაშოს.

როგორც ჩანს, ფილიპე კოუტინიოს დაკარგვამ მელვუდში კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად დააფიქრა. მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა, კოუტინიომ უარი არ თქვა თავისი ოცნების ახდენაზე და სულ რამდენიმე დღის წინ კატალონიის "ბარსელონას" შუერთდა.

ახლა მერსისაიდელებმა მის თანამემამულეზე ზრუნვა დაიწყეს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფირმინო ამ ფორმაციის "ლივერპულის" უცვლელი წევრია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლება. მიმდინარე სეზონში მან უკვე 16 გოლის გატანა შეძლო და პარტნიორებსაც არაერთხელ გაატანინა. ამგვარად, "წითლები" აპირებენ ბრაზილიელს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რომელშიც როგორც სახელფასო, ბონუსების სისტემა იქნება გაუმჯობესებული.

აქვე გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის ფირმინომ თავის ყოფილ თანაგუნდელს სოციალური ქსელების საშუალებით წარმატებები უსურვა : "ეს კლუბი უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. შენ დაუსრულებელ წარმატებას, საოცარ ცხოვრებას და ყველა ოცნების ასრულებას. ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი. ასეთ ჯადოქართან თამაში ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო."

შეგახსენებთ, რომ ფირმინო "ლივერპულს" 2015 წელს შეუერთდა. მას ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2020 წლამდე აკავშირებს. 

კომენტარები


Carroll_9
მომხმარებელი

ეს კაცი ყველაზე მეტად მევასება მაგრამ ეს სირობაა ეხლა უკვე პატარა ბავშვებივით იქცევიან. ფირმინიოს სამუდამო კონტრაქტს კი არ უნდა თავაზობდნენ შეშინებულები კოუტინიოს 160 მილიონით ობლაკი და ვეიგლი ინდა მოყავდეთ და ეგ იქნება ყველაფრის დალაგება. და ამბიციური განაცხადიც.

johnson
ადმინისტრატორი

იმედია მოტივაციას არ დაკარგავს და თამაშს არ მოუკლებს თუ მართლა ასე მოხდა. ძალით დაბმა რა საჭიროა მოთამაშის თუ მაინც წასვლა მოინდომა წავა კიდეც, ეგრე კოუტინიო შეეძლოთ არც გაეყიდათ კონტრაქტით კიდე 3-4 წელი მოუწევდა აქ ყოფნა და გამოსასყიდიც არ იყო კონტრაქტში, მაგრამ ფეხბურთელი რო თამაშზე უარს ამბობს ტყუილად რამდენი ხანი უნდა უხადო ფული.

ისე ფირმინო მაინც ამ ლივერპულის საუკეთესო მოთამაშედ მიმაჩნია მიუხედავად იმისა რომ შარშან მანემ და წელს სალაჰმა დაჩრდილეს. ყველაზე მეტს შრომობს ეს კაცი გუნდში

სისულელე მგონია ეს სამუდამო კონტრაქტი, კი არ ტრამვიანობს დმარა ვაი და რაღაც მოხდა, მერე? ეხლა წარმოიდგინეთ სტარიჯს ესეთი კონტრაქტი რო ქონდეს

Capitan
მომხმარებელი

ნუ რაუნდა ითქვას კიდევ ფეხბურთელების დაკარგვა სიგიჟე იქნება... ფირმინო ლიდერია ამ ფორმაცის ლივერპულის და კარიერა აქ უნდა დაასრულოს სუ მკიდია სამუდამო კონტრკატი ექნება თუ რა ექნება აღარ უნდა დაკარგოს ლივერპულმა ლიდერები უკვე ტეხავს... ვიყიდით 30 მილიონად 3 წელი გამოვზრდით კარგად ვარსკლავს გავხდით და ეს ვარსკლავი მიყავს მერე ბარსას ან რეალს........

tabo94
მომხმარებელი

johnson,
გეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ბომბარდირი არ არის, ყველაზე სტაბილური მოთამაშე მაინც ფირმინოა.

gio_chyoi
რედაქტორი

ეს კონტრაქტები სრული სისულელეა, არაფერს აღარ ნიშნავს დღევანდელ ფეხბურთში. კოუტინიომ ზუსტად 1 წლის წინ გააფორმა ახალი 5 წლიანი კონტრაქტი მარა შედეგი სახეზეა. ეს სამუდამო კონტრაქტი რაღაც უაზრობაა. მაგას ჯობია სხვა რამეს მიხედონ და კეიტა მაინც მოგვიყვანონ ამ ზამთარს

tabo94
მომხმარებელი

იდეაში რაულსაც სამუდამო კონტრაქტი ჰქონდა რეალთან, მართალია თვითონ გუნდმა გაუშვა ბოლოს, მაგრამ ფაქტია , რომ არც ფეხბურთელისთვის და არც გუნდისთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. საქმე საქმეზე რომ მიდგება მაინც ისე მოიქცევიან როგორც აწყობთ და არ იქნება რამე დამაბრკოლებელი პრობლემა სამუდამო კონტრაქტი არც კლუბისთვის და არც ფირმინოსთვის

GoGson
VIP Member

ფსიქოლოგიურადააა კარგი მომენტი, და ფსიქოლოგიური ხოდია, თორე კონტრაქტი რო არაფერია მგონი ბევრი შემთხვევა გვაქვს მაგის. არ მოუნდება ლივერპულს, და დასვამს სკამზე და თვითონ ფირმინო წავა, არ მოუნდება ფირმინოს ყოფნა და არ ითამაშებს წესიერად და თვითონ კლუბს თხოვს გაშვებას.

ძაან მომწონს ზოგადად ეს კონტრაქტი, იმიტო რო ფირმინო ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენს გუნდში,

პახოდუ მანე არ უნდა დაგვავიწყდეს , არ ეწყინოს, მანე და სალაჰიც დიდი ხნით უნდა შევინარჩუნოთ.

ფირმინო, მანე, სალაჰი, ვანდეიკი - ამ 4 ფეხბურთელს უნდა ქონდეს ლივერპულში კარიერის ბოლომდე ყოფნის სურვილი

Ynwa Scousers
VIP Member

საერთოდ დაკარგა დღევანდელობაში კონტრაქტმა მნიშვნელობა

chipe888
მომხმარებელი

კონტრაქტს რა აზრი აქვს მაგას ვერ ვხდები. მოიყვანე კარგი იგროკები დადე სეზონში 1 ტიტული მაინც და მერე თუ წავა ვინმე გაუშვი თავში ქვა უხლია. მოტივაცია რატო უნდა დაკარგოს ვერ ვხდები? პატარა ბავშვია,რო დედის გარეშე ვერ ძლებს თუ რა არის

giginio
VIP Member

anu amis fafxurs unda vuyiro kide didxans araa es kaci nagdi cxriani an tavis poziciaze daayenos an rame mouxerxon dzaan nevrs mazavs da ar icis poziciuri tamashi cxrianzee

lasha77
VIP Member

ერთადერთი ბრაზილიელი რომელმაც ლივერპულს ბოლომდე უერთგულა ლუკას ლეივა იყო . იმედი მაქვს რობერტიც აქ დარჩება 30 წლამდე მაინც

jaba enfildi batumi
მომხმარებელი

ფირმინო თავისი სტილით იმსახურებს კონტრაქტს უკეთესი პირობებით. მივესალმები ყველა კარგი ფეხბურთელის კონტრაქტს ტუნდაც იყოს სამუდამო

sulkhan
VIP Member

დაიმახსოვრეთ ფირმინო იქნება ფანებისთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ჯერარდის შემდეგ

LUIS SUARES 001
VIP Member

ფილი არამგონია სადმე წავიდეს..მაგრა მევასება ფილის თამაში,შეუცვლელი ფიგურაა ძირითადი კამანდის

nukrisheyiladze
მომხმარებელი

კარგი ფეხბურთელია მარა ფორვარდის გარდა ნებისმიერ პოზიციაზე უკეთესათ ითამაშებს

შემტევ ხაზს ვგულისხმობ რათქმაუნდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze