ოფიციალურად : "ლივერპულმა" ნახევარმცველი გაყიდა

ავტორი: johnson, 11-01-2018, 20:46, კატეგორია - სიახლეები, 1 565, 13


"ლივერპულმა" კიდევ ერთი ნახევარმცველი გაყიდა - კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კემერონ ბრანაგანი კარიერას "ოქსფორდ იუნაიტედში" გააგრძელებს.

21 წლის ნახევარმცველი მერსისაიდული გრანდის აკადემიაში 5 წლიდან ასპარეზობს. წარმოშობით მანჩესტერელ მოთამაშე ინგლისის რანგით მესამე დივიზონის გუნდში დღეს ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ბრანაგანმა "წითლების" პირველ გუნდში 9-ჯერ ითამაშა. 2017 წლის პირველი ნახევარი მან იჯარის წესით "ფლიტვუდში" გაატარა, ზაფხულიდან მოყოლებული კი "ლივერპულის" 23 წლამდელთა გუნდში ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდი ის რეზერვების კაპიტანიც იყო და პრე-სეზონზეც არაერთი მატჩი ჩაუტარებია პირველ გუნდში.

ტრანსფერის ღირებულება არ გახმაურებულა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საიტის სახელით მინდა წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდა ნახევარმცველს თავის კარიერაში ! YNWA ! 
IMG.GE

კომენტარები


James Pearce
მომხმარებელი

არ იყო ცუდი მაგრამ ლფცს დონის არაა და ასეთები გუნდში არ უნდა გვყავდეს.ოქსფორდში წესით გუნდის ლიდერი უნდა იყოს. წარმატებები!!! იმედია მიაყოლებენ ფლანოს ბიგდანს და ასეთ უვარგისებს

chipe888
მომხმარებელი

რავი თავიდან მეიმედებოდა მარა მერე მივხდი რომ ამის ადგილი არც რეზერვებში არ იქნებოდა. რავი ეს მანჩესტერელები ლივერპულში ვერ ივარგებენ. ვაფშედა რა უნდოდა ჩვენთან მაგას ვერ ვხდები ეთამაშა სირჩესტერში ან მანსურგრუპში

jaba enfildi batumi
მომხმარებელი

აკადემიის ბიჭების შეჩვევა ძირითად გუნდთან უნდა ხდებოდეს 17, 18, 19 წლის ასაკიდან. ამ ასაკში მცირე წარმატებას თუ ვერ მიაღწიეს უნდა გაიყიდოს ან განათხოვრდეს აუცილებლად ძირითადი ლიგის კლუბთან თუნდაც ბოლოადგილოსანთან, ამ ყველაფრის შემდეგაც თუ ვერაფერი გააკეთეს უნდა გაიყიდოს. ზედმეტი ფეხბურთელი კლუბს არ სჭირდება. დროა ლივერპული გახდეს კონკურენტუნარიანი კლუბი. გამოუყენებელი ხალხი კლუბისგან შორს.

gio_chyoi
რედაქტორი

ამას წარმატებები მარა კიდე ბევრია გასაშვები გუნდიდან. ეს თუ მიხვდა რო უნდა წავიდეს ფლანაგანი და მარკოვიჩი რატო ვერ ხვდებიან ვერ ვიგებ

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
ფლანაგანის მესმის და ისიც მესმის,რომ კლუბს სხვანაირი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. ლივერპულელი ბიჭი,რომელიც ძირითად გუნდში მოხვდა,რაღაც წარმატებას მიაღწია და ტრანვა,რომელმაც 360 გრადუსით შემოატრიალა ყველაფერი. აი მარკოვიჩი ვის ან რას ელოდება. გასაგებია ფულს იღებს მარა ან ამბიცია არ აქვს ან ნაკრებში ყომარი არ უნდა ვერ გავიგე რა. აი ასეთი უამბიციო ტიპი რაში გამოადგებოდა ლივერპულს როჯერსს რო გავკარი მე

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
სულ მაგას ვიძახი, თავმოყვარეობა არ აქვს? ფეხბურთის თამაში არ უნდა? ახალგაზრდა ბიჭი ხარ წადი რა კარიერა აიწყვე, ტიპს ვარჯიშებზეც არ ავარჯიშებენ და არც ახალგარდულ გუნდში ათამაშებენ ბორინი 2-ა, ვერ მოვიშორეთ

LUIS SUARES 001
VIP Member

შემდეგი ფლანო და მარკოვიჩი.დავიღალე ამდენი *ცენზურა*ს ყურებით უკვე კლუბში

Play_Like_Torres
მომხმარებელი

ფლანაგანიც გავუშვათო :))) რეებს წერთ, მასზე მეტად გიყვართ ლივერპული? ტიპს ერექცია ჰონდა ტოტენჰემს რომ გოლი გაუტანა, ლივერპულის გაზრდილია თავიდან ბოლომდე და აშკრად ყოველთვის ამ კლუბის ერთგულად დარჩება.. და თუ არ იცით და არ გახსოვთ, იუთებზე შეგიძლიათ ნახოთ მისი დებიუტი ლივერპულის ძირითადში სიტის წინააღმდეგ, 1კვირაში კიდე არსენალთან. 18 წლის ბიჭი იყო მაშინ მხოლოდ და ნახეთ რა გულით და ჟინით თამაშობდა ვარსკვლვების წინააღმდეგ..

James Pearce
მომხმარებელი

ციტატა: Play_Like_Torres
ფლანაგანიც გავუშვათო :))) რეებს წერთ, მასზე მეტად გიყვართ ლივერპული? ტიპს ერექცია ჰონდა ტოტენჰემს რომ გოლი გაუტანა, ლივერპულის გაზრდილია თავიდან ბოლომდე და აშკრად ყოველთვის ამ კლუბის ერთგულად დარჩება.. და თუ არ იცით და არ გახსოვთ, იუთებზე შეგიძლიათ ნახოთ მისი დებიუტი ლივერპულის ძირითადში სიტის წინააღმდეგ, 1კვირაში კიდე არსენალთან. 18 წლის ბიჭი იყო მაშინ მხოლოდ და ნახეთ რა გულით და ჟინით თამაშობდა ვარსკვლვების წინააღმდეგ..
. 3-4 წლის წინ კარგი იყო მაგრამ ეხლა რა აზრი აქვს მაგის გუნდში ყოფნას? რახან ლფც ძალიან უყვარს და 3-4 წლის წინ კარგად თამაშობდა მაგის გამო დავტოვოთ? მთავარია ეხლა რას შვება როგორ თამაშობს. რიკი ლამბერტსაც უყვარდა ლფც და არ უნდა გაგვეშვა? ფეხბურთელი თუ ვერ თამაშობს და ტყუილად არის გუნდში უნდა გაუშვა

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: Play_Like_Torres
ფლანაგანიც გავუშვათო :))) რეებს წერთ, მასზე მეტად გიყვართ ლივერპული? ტიპს ერექცია ჰონდა ტოტენჰემს რომ გოლი გაუტანა, ლივერპულის გაზრდილია თავიდან ბოლომდე და აშკრად ყოველთვის ამ კლუბის ერთგულად დარჩება.. და თუ არ იცით და არ გახსოვთ, იუთებზე შეგიძლიათ ნახოთ მისი დებიუტი ლივერპულის ძირითადში სიტის წინააღმდეგ, 1კვირაში კიდე არსენალთან. 18 წლის ბიჭი იყო მაშინ მხოლოდ და ნახეთ რა გულით და ჟინით თამაშობდა ვარსკვლვების წინააღმდეგ..

აქ ვინც ვართ ყველას გვიყვარს ლივრპული და რა? ყველა მანდ უნდა ვთამაშობდეთ? მეც მაგრად მიყვარდა სულ ფლანაგანუ და მეწყინა ძაან რო ვერ გამოვიდა მაგარი ფეხბურთელი მარა რა ვქნათ, გასაყიდი ეხლა

GoGson
მომხმარებელი

ფლანოზე მართლა ძაან დამწყდა გული, ზოგადად ძაან საწყენიავეგეთი ფაქტები სპორტში, ტრავმას ვგულისხმობ...
არადა მართლა რამაგარი იქნებოდა ჩვენი აკადემიის ბიჭები რო გვყავდეს ძირითადად და უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ... ეჰჰ.

salah the king
მომხმარებელი

გასკდა გული მეთქი ვინმე მნიშვნელოვანი გაყიდათქო

tabo94
მომხმარებელი

ესენი იმდენს იზამენ ვუდბარნსაც და სხვებსაც ბრანაგანის გზას გაუყოლებენ. არნოლდის გარდა არც ერთი აკადემიის ფეხბურთელი არ ხვდება განაცხადში. ჩემი აზრით არ არის სწორი მიდგომა. იგივე ბრიუსტერსაც შეიძლება მისცეს თუნდაც ბოლო 10 წუთი რომელიმე შეხვედრაში. რაც შეეხება ბრანაგანს გასაშვები იყო მართლაც. ფლანაგანის უმაღლეს დონეზე თამაშიც წარსულს ჩაბარდა. 25 წლისაა უკვე და ტალანტი ნამდვილად აღარ არის რაც არ უნდა სამწუხარო უნდა იყოს.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:59 სთ


  • სუონსი
  • VS

    22.01.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:3

    14.01.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მეტოქე - მანჩესტერ სიტი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze