x

ოფიციალურად : კენტი "ბრისტოლისთვის" შეუტევს

ავტორი: johnson, 12-01-2018, 15:10, კატეგორია - სიახლეები, 719, 12


რაინ კენტი სეზონის მეორე ნახევარს იჯარის წესით "ბრისტოლ სიტიში" გაატარებს. ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

როგორც იცით, 21 წლის ვინგერმა გასულ ზაფხულს "ლივერპულთან" ახალი კონტაქტი გააფორმა, რის შემდეგაც მერსისაიდელებმა ის "ფრაიბურგში" გაანათხოვრეს. ბუნდესლიგაში კენტმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. იანვარში "წითლებმა" იჯარა შეწყვიტეს და ფეხბურთელის ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტეს, ახლა კი ის კვლავ გაანათხოვრეს, ამჯერად ჩემპიონშიპში.

აქვე გეტყვით, რომ "ბრისტოლი" ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მეოთხე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, ეს გუნდი ლიგის თასის 1/2 ფინალშიც არის - როგორც იცით, პირველ მატჩში "ბრისტოლი" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, განმეორებითი შეხვედრა კი თვის მეორე ნახევარში შედგება.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი კენტმა იჯარის წესით "ბარნსლიში" გაატარა და კლუბმა ის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ერთია რა, ესეთი ხალხი ან უნდა გაყიდო ან ათამაშო. სულ ტყუილად გყვავს გუნდში. ბრანაგანი წავიდა ესეც წავა წესით სეზონის ბოლოდ თუ რაღაც სასწაულები არ ჩაიდიან იქ. მარა ამაში კაი ფულს ავიღებთ წესით. პლიუს ოჯოც გვყავს ფულემში რომელიც ძაან კარგ ფორმაშია და ამ ორს 25-30 მილიონად გავყიდით, სულ არაფრისგან ძალიან დიდი თანხაა

tabo94
მომხმარებელი

რავი ეს ტიპი მესიმპატიურებოდა რამდენჯერმე ჩაატარა კარგი შეხვედრა და იმედია ისე განვითარდება ბრისტოლში რომ ლივერპულის დონეს გაუქაჩოს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

იმედია მოიხოდება ეს ბრისტოლში და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ვიხილავთ.

Luis_Garcia
მომხმარებელი

მომავალ სეზონში ჩვენთან ვიხილავთ, წელს აქ დარჩენას და სკამის ხეხვას ჯობს ბრისტოლში რეგულალური თამაში, მერე პრესეზონი და მერე ადგილი გუნდში, იგივე ვუდბარნზე

salah the king
მომხმარებელი

gio_chyoi,
ამის გაყვიდვს სათამაშო დრო მიეცეს სხვა გუნდშI და მერე მაგარი ფეხბურთელი დაბრუნდეს ჯობია თან ძაან დიდი პერსპექტივა აქვს და მომავლისთვის მაგარი იქნება და ისე მაგარი რედაქტორი ხარ შენ ჯონსონი და აკაკი მაგრები ხართ

თან თითქმის სულ თქვენ დებთ სიახლეებს მაგრად მომწონხართ როგორც რედაქტორები სხვა არაფერი იფიქროთ 13

chipe888
მომხმარებელი

salah the king,
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უნდა გაიყიდოს ეს. გაუთავებელი იჯარები არაფერს არ შეცვლის. 6 თვეში გუნდის გამოცვლა რაში ეხმარება მაგას ვერ ვვხდები რა. სანამ ეს ტაქტიკის ადაპტაციას გაივლის მერე იცვლის გუნდს. 21 წლის კიდე პერსპექტიული ხარ ესეიგი ვეღარ მოუმატებ. ყველაფერია შესაძლებელი მაგრამ ანინიძის არ იყოს მარად მწვანე ტალანტად დარჩება. ეს გუნდში რო დატოვონ ისეთი კონკურენციაა მაგ პოზიციაზე არ ან ვერ ითამაშებს. წავიდეს საშუალო გუნდში და იქნებ ქნას რამე

Capitan
მომხმარებელი

კენტი ძაან მეიმედება აქ მონაცემები და იმედია ზაფხულიდან კლოპი შანს მისცემს საერთოდ მარტო სოლანკეს რო აძლევს შანსს კლოპი ბენმა რა დაშაავა))) 17წლის ასაკში ნაკრებს თამაშობს ბიჭი და გოლიც შეაგდოო აგერ ბამპე 18 წლისა და დაფრინავს ბიჭი შანსი უნდა მისცეს კლოპმა ახალგაზრდებს

salah the king
მომხმარებელი

chipe888,
ეგეც არი

GoGson
VIP Member

აუუ სულ არ აღმიქვამს რო 21ს იყო ეს..... მართლა ამ ზაფხულის თემაა რაა, ან უნდა აიყვანო გუნდში და გარისკო ან უნდა გაყიდო რა, ტეხავს

liverpool515
VIP Member

არცერთ ახალგაზრდას სანს არ აძლევს კლოპი როჯერსი უფრო აძლევდა შანსს ამათ ვიდრე ეს და სინამდვილეში ძაან ბევრი ტალანტი გვიპუჭდება

mamugoga
მომხმარებელი

ლივერპულში კლოპის ახალგაზრდებთან დამოკიდებულობა არ მომწონს რაა. რეზერვებში ვინც თამაშობდა ყველა ამბობდა ჩვენ შორის ყველაზე მაგარი კენტიაო და 21 წლისაა უკვე და ჯერ რეალური შანსი არ მიუცია. იმედია უილსონს და ვუდბერნსაც იგივე არ ელით

LUIS SUARES 001
VIP Member

იცლება კლუბი და ეს კარგია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze