x

ვან დეიკმა შესაძლოა "სიტისთან" მატჩი გამოტოვოს

ავტორი: johnson, 12-01-2018, 18:15, კატეგორია - სიახლეები, 1 425, 15


ვირჯილ ვან დეიკმა შესაძლოა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს. ჰოლანდიელის შანსებზე კომენტარი დღეს იურგენ კლოპმა გააკეთა.

როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "ლივერპულს" ვან დეიკი სარეკორდო თანხის სანაცვლოდ შეუერთდა. მისი დებიუტი მერსისაიდულ დერბიში შედგა, სადაც ახალწვეულმა გამარჯვების გოლიც კი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მიუხედავად წარმატებული დებიუტისა, "წითლების" თავკაცმა ზუსტად არ იცის იქნება თუ არა კვირას ჰოლანდიელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში :

"დიახ, "ევერტონთან" მან ნამდვილად კარგად ითამაშა, მატჩის დაწყებამდე არ ვფიქრობდი, რომ მას ამგვარად შევაფასებდი. ამის მიუხედავად, ეს ახლა არაფერს ნიშნავს. "სიტისთან" სრულიად განსხვავებული შეხვედრა გველის, მოთამაშეები რაც შეიძლება მეტად უნდა იყვნენ შეთამაშებულნი.

გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ვიცი, რომ ვან დეიკი მომდევნო მატჩებში შეძლებს ჩვენს დახმარებას, თუმცა ახლა, არ ვიცი. კარგი ისაა, რომ დანარჩენი 3 მცველი ამჟამად კარგ ფორმაშია და თუ არაფერი მოხდება, მე მშვიდად დავიძინებ.

სავსებით შესაძლებელია, რომ კვლავ მატიპი და ლოვრენი ვიხილოთ ძირითადში. ასევე რაგნარ კლავანი, რომელიც ფანტასტიურ ფორმაშია. ვირჯილს გარანტირებული არ აქვს ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება. ასეთმა ფეხბურთელმაც კი არ უნდა ჩაატაროს სეზონში 60 შეხვედრა."
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ატრაკებ და გიხარია იურგენ ;) შეთამაშებული კლავანი და ლოვრენი იმდენ შეცდომას უშვებენ ახალ მოსული ვან დეიკი ჯობია ისევ ჭკუით მაინც თამაშობს

GoGson
VIP Member

მეც მჯერა რო ბლეფიაა რა :დდ და ხშირად ძალიან ჰუმანურად საუბრობს კლოპი (არ გვჭირდება მცველი, კარგი შემადგენლობა მყავს და ა.შ) აბა ჟურნალისტებთან წუწუნს ხოარ დაიწყებს ჟოზესავით.
კაროჩე 99.9% ით მგონია რო ძირითადში იქნება რა

liverpool777
მომხმარებელი

ზეგ ვან დეიკი უეჭველი იქნება ძირითადში, თუ არ გჯერათ აგერ მოვა ზეგინდელი გღეც. 8

gerrarda_8
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
მეც მჯერა რო ბლეფიაა რა :დდ და ხშირად ძალიან ჰუმანურად საუბრობს კლოპი (არ გვჭირდება მცველი, კარგი შემადგენლობა მყავს და ა.შ) აბა ჟურნალისტებთან წუწუნს ხოარ დაიწყებს ჟოზესავით.
კაროჩე 99.9% ით მგონია რო ძირითადში იქნება რა

ufro kecbaiasavit :D me dzmao messebi ar mkavso xo ar itkvis aba )))

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ლოვრენი რო დავინახო სიტისთან უნამუსო ვიყო თუ გული დამწყდეს ისევ თუ გადაგვხსნა სიტიმ. იმედია ისევ ჭკუა არ აქვს ამას სასწავლი და ბლეფაობს.

gio_chyoi
რედაქტორი

ლოვრენი რო შეთამაშებულია ხო გლეჯს რა

Capitan
ტოპ კომენტატორი

აუ ბიჭო რაგჭირთ პეპს ეკაიფება))))) დებრუინი არ იქნებაო თუ სილვაო მანჩესტერთანო და ჯოზემ რო დაწვა სუ ეგრე იცის გვარდიოლამ და კლოპი ახლა თავისებურად პასუხობს :დ იმედია არ ვცდები და მატიპი ვანდეიკი იქნება ძირითადში :დ თან ლოვრენს მოიყვანს ცოტა ხასიათზე თორე კაცი ბოღმისგან გასკდეს სადაცაა :დ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ხო კი კლოპო, კიი აბა რა : )))) გუარდიოლასაც არ ჯერა ამისი ))))

Ynwa Scousers
VIP Member

აბა რას ელით რო გამოვა და იტყვის რო ვირჯილს უჭველი აქვს ადგილი ძირითადშიო? ამაზე კარგად წესით არავინ უნდა იცოდეს რაც ლოვრენას დაემართა ტოტენჰემთან

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

შანსი არაა :დდდ

კოჭლი და ცალთვალა ვანდაიკი აჯობებს სამივეს

juja
მომხმარებელი

ხო იასნად ბლეფაობს აბა რა პონტია ხო არ გამოვა და სამი დღით ადრე გამოაცხადებს ესეთი სასტავით ვაპირებ თამაშსო.

lasha77
VIP Member

სიტისთან თამაში 14 შია მინიმუმ 10 დღე მაინც ექნება გუნდთან ერთად ნავარჯიშები და მეტი რაღა უნდა ? სირცზვილი იქნება 75 მილიონად ნაყიდი მცველი ასეთი თამაშის დროს სკამზე დასვა თან მაშინ როცა გუბდში ლოვრენი და კლავანი გყავს

mamugoga
მომხმარებელი

ლოვრენი და კლავანი ძაან გატეხილში რო არ იყვნენ მაგიტო თქვა ესე

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპმა მაგარი მოსაწევი მოწია ? :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze