x

კლოპი კოუტინიოზე, მის შემცვლელსა და სატრანსფერო გეგმებზე

ავტორი: johnson, 12-01-2018, 18:32, კატეგორია - სიახლეები, 1 799, 13


დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

კოუტინიოს წასვლა
სხვა გზა არ იყო. ეს ყველაზე მარტივი პასუხია. ვიტყოდი, რომ თუკი ვინმე შეიძლება იყოს გაბრაზებული და იმედგაცრუებული ასეთი ფეხბურთელის წასვლით, ეს მთავარი მწვრთნელია. მაგრამ მე ასე არ ვარ, რადგან ვიცი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის შესანარჩუნებლად, მის დასარწმუნებლად... ყველამ იცის, რომ ეს ფილის ოცნება იყო და ეს ამ კლუბს მხოლოდ "ბარსელონას" გამო დატოვებდა.

კლუბმა ბოლო წამამდე იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა. ჩვენ უნდა გვეთქვა : "ეს შენი კონტრაქტია და შენ აქ რჩები", შემდეგ კი ის გამოგვეყენებინა სეზონის მეორე ნახევარში ? ეს ძალიან რთული იქნებოდა. ვფიქრობდი, შეძლებდა თუ არა ის კვლავ ჩვენს დახმარებას - გამორიცხულია, ის ასე გასაგრძელებლად მზად არ იყო. ამიტომაც, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

კოუტინიოს შემცვლელი
სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენ მისი შეცვლა არ გვჭირდება - 11 მოთამაშე გვყავს და ფილის გარეშეც შესანიშნავად შეგვიძლია თამაში. არ მინდა კოუტინიოს მიმართ უპატივცემულობა გამოვამჟღავნო, ვიცი, რომ ის დაგვაკლდება, მაგრამ ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

როგორც უკვე ვთქვი, მის გარეშეც კარგად ვთამაშობთ. პირველ რიგში, ის საკუთარ თავებში უნდა ჩავანაცვლოთ, შემდეგ კი შევხედოთ სატრანსფერო ფანჯარას. ამასთანავე, სიგიჟე არ უნდა ჩავიდინოთ.

პრესაში გავრცელებული ჭორები
ეს სატრანსფერო ფანჯრის ნაწილია და მე ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, 31 იანვრამდე დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და შესაძლოა, სხვა კლუბების სიახლეები თქვენ ჩემზე ადრეც გაიგოთ. სათქმელი არაფერი მაქვს, ვნახოთ რა მოხდება.

პარალელი დორტმუნდის "ბორუსიასთან"
არ ვიცი თუ შეიძლება ამ ორი სიტუაციის შედარება - გერმანიაში მე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დავკარგე და საბოლოოდ, ამას ვერ გავუმკლავდი. ერთი მოთამაშის გაყიდვა კი პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ვინმეს უნდა იცოდეს - 2011 წელს, ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ნური შაჰინი დასახელდა, სეზონის ბოლოს კი მან კლუბი დატოვა. მის ნაცვლად კი ილქაი გუნდოღანი მოვიდა, რომელმაც თამაში მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ შეძლო. ეს ბიზნესში ნორმალურია - ყიდი ერთ ფეხბურთელს და ყიდულობ მეორეს.

ყველაფერი კლუბში არსებულ ატმოსფეროზეა დამოკიდებული. კვირას თუ სახიფათო ჯარიმა დაინიშნება და ყველა კოუტინიოზე იფიქრებს, ეს ცუდი იქნება, მაგრამ გუნდში ყველა გაიფიქრებს : "ის აქ არის და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ". ზუსტად ვიცი, რომ პრობლემას გადავჭრით.

ფილი ფანტასტიური მოთამაშეა და მას წასვლა სურდა. ასე რომ, შესადარებელი არაფერია. ჩვენ აქ კვლავ ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს და თუ მომდევნო მატჩებში პრობლემები შეგვექმნება, ეს კოუტინიოს წასვლის გამო არ მოხდება.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მოკლედ ტრანსფერების გარდა რაზეც გინდა ალაპარაკე რა ეს კაცი

johnson
ადმინისტრატორი

ამასთანავე, სიგიჟე არ უნდა ჩავიდინოთ.
- ლემარი 100 მილიონად, მაჰრეზი 50 მილიონად და ასე შემდეგ... ეს სიგიჟეა კი, მაგრამ იმედია სიგიჟე ფეხბურთელის არჩევის დროს იგულისხმა და არა თანხაზე

კოუტინიოზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს

Capitan
მომხმარებელი

კლოპ გრიზმანზე როა ბაზარი რაგინდა რო დამბრიდოო?))))) 4.4.2 ზე გადავიდეთ და მაგრად გაასწოროო ხო შეიძლება არაა?))))))

ThisIsAnfield
მომხმარებელი

აუ კლოპო შენი მჭერვმეტყველი.................. ფილოსოფიის დოქტორი უნდა იყო ამის ნალაპარაკებიდან , რომ დასკვნა გამოიტანო, როცა საქმე ტრანსფერებს ეხება))))

Ynwa Scousers
VIP Member

მთავარია ის არ მოგვივიდეს რას სუას წასვლის მერე მოხდა, ვიყიდეთ ბევრი და გამოგვადგა ცოტა, ამას ჯობია ორი იყოს და მაღალი დონის

chipe888
მომხმარებელი

კარგით რა რატო იცით ესეთი შეფასება. არ გავს მოურინიოს და სხვებს. მეტი რა უნდა ეთქვა რომ დამშვიდებულიყავით? ტიპმა თქვა 31 იანვრამდეა ფანჯარა და ყველაფერი შეილება მოხდესო და ისიც ხო თქვა სიგიჟეები არ უნდა გავაკეთოთო. მეტი რა უნდა თქვას. ვერ ყიდულობენ ამ მაჰრეზს,ლემარს და ა.შ. და გამოვიდეს და იწუწუნოს თუ რა უნდა თქვას? ერთი კი ვიცი სიტისთან მოვიგებთ და დეიკიც შეილება არ ათამაშოს ამასაც უნდა შევეგუოთ

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

გრიზმანი მოიყვანე რა -_-

Carroll_9
მომხმარებელი

დაადასტურა რაც ვთქვი. არავის ყიდულობენ.

აი პროსტა ეს დარჩენილი სეზონის მეორე ნაწილი კარიუსი მაინც დააყენე კარში რო გავიგოთ რამე თუ შეუძლია ან გაანათხოვრე რამე სადმე

iva
მომხმარებელი

აბა რას იტყოდა ფეხბურთელები არ მივარგა და უეჭველი ვინმეს ვიყიდიო?

salah the king
მომხმარებელი

ვახ ჯონსონ ვიცი რო მაგარი კაცი ხარ და ბევრს შრომობ ამ საიტის კეთილდღეობისთვის მაგრამს ჩემი გულრწფელი თხოვნაა რომ კოუტინიოზე არაფერი აღარ დაწეროთ რედაქტორებმა გამაღIზიანებელია რომ ბაზრობენ ვერაფერს ვერ შევცვლიდით ვერაფერს ვერ შევცვლიდითო ტვინი მო*ცენზურა*ეს ამ კლოპმა და პრეზიდენტმა და აღარ დაწეროთ თორე ჩავალ კატალონიაში დე დედის წიოკს დავმართებ იმათ 13

GoGson
VIP Member

სულაც არ იკვეთება ამ ბაზრიდან რო არ ვიყიდით ვინმეს. პროსტა ეგაა რაა, რო ზამთარში, ლიგაზე დაბლოკილ ფეხბურთელში მილიარდს არ გადაიხდის და ვიღაც *ცენზურა*ს ყიდვაში 60 მილიონს კიდე. მაქსიმუმს ეცდებიან ამ ზამთარს და თუარადა, დაიკიდებენ რო ზაფხულში შეივსოს კარგად. ჯიუტია კლოპო კი, მარა არც თავისცთავის მტერია რო ამ გუნდით გააგრძელის იქითა (ბოლო) სეზონში ტიტულებისთვის ბრძოლა. აუცილებლად გავძლიერდებით

mamugoga
მომხმარებელი

პულიშიჩი დაითრიოს

LUIS SUARES 001
VIP Member

ისე ჭრის და კერავს ვერ გაიგე რა უნდა და რას აკეთებს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze