x

კლოპი: „ჩვენს დაუმარცხებელ სერიაზე ბევრს არ ვფიქრობ“

ავტორი: NikaSvanidze, 20-01-2018, 19:15, კატეგორია - სიახლეები, 1 087, 13


ორშაბათს "ლივერპული" პრემიერ ლიგაში მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები სტუმრად "სუონსის" დაუპირისპირდებიან.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპს ტრადიციულად უამრავი კითხვა დაუსვეს. მათ შორის ერთ-ერთი "წითლების" 18 მატჩიან დაუმარცხებელ სერიას ეხებოდა.

გერმანელის აზრით ეს უბრალოდ სტატისტიკაა, რომელსაც მომავალ თამაშებზე არანაირი გავლენა არ აქვს:

 „ ეს თემა აქტუალური რომ არ იყოს, სავარაუდოდ, ჩვენი სერიის შესახებ არაფერი მეცოდინებოდა. სეზონი მისი დასრულების შემდეგ უნდა შეფასდეს და არა მიმდინარეობისას. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, ბიჭები თავდაუზოგავად ვარჯიშობენ. სწორედ ესაა ჩვენი წარმატების მიზეზიც. როდესაც „ლივერპულის“ მოთამაშე ხარ, შენგან ყველა მატჩში სტაბილურად კარგ პერფორმანსს ითხოვენ.

რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, ეს ტიპური პრემიერ ლიგური თამაშია, რომელიც მარტივი ვერანაირად ვერ იქნება. ჩვენ ბევრი უნდა ვიმგზავროთ, ჩავფრინდეთ კარდიფში, საიდანაც ავტობუსით წავალთ სუონსიში. მატჩის შემდეგ, იმავე ღამით კი უკან უნდა დავბრუნდეთ. ორშაბათამდე რამდენიმე დღეა, დარჩენილი დროის დახარჯვას კი ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაში დავხარჯავთ. 


ჩვენ საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი ფეხბურთელი გვყავს, ჩვენ უბრალოდ გვინდა ჩავიდეთ უელსში და გამარჯვება მოვიპოვოთ. სწორედ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებაა ის ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობთ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


beini
მომხმარებელი

კარიუსი სულ ადვილად შეწყვიტავს ამ დაუმარცხებელ სერიას....

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

beini,
კარიუსი ჯერ კიდევ იტყვის თავის სათქმელს, აი ნახავ კლოპი კოზირად ინახავდა ამის ნიჭს აქამდე. მოიცა ბაიერნი ან ვინმე დაგვეტაკოს ლიგაზე, ვარსკვლავთმორენოს თამაში მონაგონი იქნება სევილიასთან. :D

liverpool515
VIP Member

25 smde mainc unda avidet:D

Capitan
ტოპ კომენტატორი

კიდე კაი ეს სერია გვაქ და მაინც ტოტენჰემი კუდშია ჩელსი უნიტედი სიტი ეს რა სეზონია ტოპ 6 ძაან წინია გაჭრილი არსენალი მოიკოჭლებს ცოტას თორე დალშე იმენა თანაბრად მიდის სეზონი სუონსი ჰადერსფილდი ადვილად უნდა გავიაროთ და მერე ტოტენჰემს 6 ქულიანი თამაში მოვუგოთ

ადმინს მადლობა <3

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Suonsistan mogeba gvinda haerivit. Totenhemi ase mgonia chatexavs wmindanebtan

elpistolero
მომხმარებელი

ტოტენჰემი კიარა ჩვენ გავტეხავთ სიტიმ ჩელსიმ იუნაიტედმა და არსენალმა მოიგეს და არ გაგვიშებს ტოტალიზატორი, ტოტენხემთან შედარებით ჩვენ უფრო მარტივი თამაში გვაქ და ბევრად დაბალი კუში გვაქ და არა მგონია მაგდენი ჩაიხიონ ტოტალიზატორებმა ამ შაბათ კვირას.. მთელი გულით მინდა იასნა რო მოვიგოთ მარა რეალობა ესეთია დღეს რო ნახევარზე მეტს ეგ *ცენზურა*ები განაპირობებენ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მე მგონია რომ სუონსისთან მარტივად მოიგებენ, მაგრამ მერე ჰადერსფილდთან გაუჭირდებათ. სახლში ჰადერსფილდი მაგარ წინააღმდეგობას უწევს ხოლმე ყველას.

Javaxa
ადმინისტრატორი

ნიკუშ!!! გილოცავ დიდ ოჯახში გაერთიანებას. სათაურები ეცადე რაც შეიძლება მოკლე დაადო, მაქსიმუმ ოთხი სიტყვა. სხვა ყველაფერი კარგია, მასე განაგრძე

juja
მომხმარებელი

ციტატა: elpistolero
ტოტენჰემი კიარა ჩვენ გავტეხავთ სიტიმ ჩელსიმ იუნაიტედმა და არსენალმა მოიგეს და არ გაგვიშებს ტოტალიზატორი, ტოტენხემთან შედარებით ჩვენ უფრო მარტივი თამაში გვაქ და ბევრად დაბალი კუში გვაქ და არა მგონია მაგდენი ჩაიხიონ ტოტალიზატორებმა ამ შაბათ კვირას.. მთელი გულით მინდა იასნა რო მოვიგოთ მარა რეალობა ესეთია დღეს რო ნახევარზე მეტს ეგ ბო ზები განაპირობებენ

ყველანაირი ლოგიკით მარტივად უნდა მოვუგოთ სუონს მაგრამ დღეს ისე რეალურად დაჯდა რო მეც მგონია ტოტალიზატორი "დაგვწვავს" ჩვენ ან ტოტენჰემს

თან იმდენს იძახიან დასტაბილურდა, 18 მატჩია არ წაუგია ლივერპულსო რო სადღაც მაგარ კუშს ამოაგდებს. იმედია ვცდები.
წარმატებები YNWA

VIRGIL.cp8
მომხმარებელი

Capitan,
გვირნვინი მართლაც ტოტესთან +6 უდნა იყოს.მინიმუნ მე3ზე უნდა დავამთავროთ სეზონი

Logan
მომხმარებელი

კლოპ ხომ შეგიძლია ტრანსფერებზეც ესე დაზუსტებით იბაზრო? მაგრამ *ცენზურა*ი რო დაიბადები კაცი :D

gio_chyoi
რედაქტორი

ძაან მეშინია ამ თამაშის. ხვალ თუ ტოტენჰემმა მოიგო კიდევ უფრო შემეშინდება, მარა ისე ამ სეზონში იყო ეგეთი ტური 6-ვემ რო მოვიგეთ. იმედია ხვალ ტოტენჰემი გატეხავს და ჩვენც მოვიგებთ

LUIS SUARES 001
VIP Member

კარიუსი კარში არაფლის დიდებით სრ უნდა დადგეს..გაედო სუონსს გაედო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze