ჯერარდის პირველი მარცხი "ენფილდზე"

ავტორი: NikaSvanidze, 20-01-2018, 23:34, კატეგორია - სიახლეები, 1 031, 11


დღეს "ლივერპულის" 18 წლამდელთა გუნდმა "ენფილდზე" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა. შეხვედრა ინგლისის ახალგაზრდული თასის ეგიდით გაიმართა. სტივი ჯის გაწვრთნილმა გუნდმა გულშემატკივარს სწრაფი და აგრესიული ფეხბურთი შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ მატჩი დამატებით დროში წააგო.

ანგარიში სტუმრებმა  მე-16 წუთზე გახსნეს - რობი ბარტონის დარტყმა რიკოშეტით გაეხვა კარის ბადეში. პირველი ნახევრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მერსისაიდელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თავი კურტის ჯონსმა გამოიჩინა.

შესვენების შემდეგ "წითლები" კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მატჩის განახლებიდან 5 წუთში გალიდერება მოახერხეს - ჯონსმა დუბლი გაიფორმა მასპინძლებმა ლიდერობა 85-ე წუთამდე შეინარჩუნეს. წონასწორობის აღდგენა გოლი ბუკაიე საკამ შეძლო, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. 90 წუთის შემდეგ, ტაბლოზე 2:2 ფიქსირდებოდა და შესაბამისად, დაინიშნა კიდეც დამატებითი დრო.

გადამწყვეტი ბურთი  ტაირის ჯონ-ჯულსის ანგარიშზეა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში გაბრძოლება სცადეს, მაგრამ ლონდონელთა მეკარის კარგი თამაშის წყალობით "არსენალმა" მაინც შეძლო სასურველი შედეგის მიღწევა.

„ლივერპულის“ შემადგენლობა: ჯაროსი, ნ. უილიამსი(ლარუჩი 95’), ლუისი, რ.უილიამსი(შარიფი 104’), ბოიესი, კლეიტონი, ტაგსეტი, დიქსონ-ბონერი, მილარი(მაკოლი 106’), ჯონსი, კამაჩო.

აქვე გეტყვით, რომ 18 წლამდელთა ჩემპიონატში ჯერარდის გუნდი კვლავ დაუმარცხებელია.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

მიეცა კლოპსაც რა ვუდბარნი ხო ვიცი სუონსისთან განაცხადშიც არ იქნება, ჯერარდს კიდე გამოადგებოდა. ცუდია რო ენფილდზე ასეთი გამოვიდა მისი პირველი მატჩი.

p.s. ეს კურტის ჯონსი კაი ბიჭი ჩანს ევერტონთანაც მოაგებინა გუნდს, ხშირად გააქვს და ვნახოთ იმედია გაისად უკვე რეზერვებში იქნება

chipe888
მომხმარებელი

კაროჩე განაცხადში თუ არ იყო ვუდბარნი კლოპი მაგარი საგინებელი იქნება რა. დიდი არაფერია ეს თამაში მარა ენფილდზე პირველი თამაში და ისიც წაგო ტეხავს მაგრად

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ეს ჯონსი რა მაგარი ბიჭი ჩანს

YNWAPhoenix
VIP Member

Es araferi mwvtnelis rangshi pirveli marcxi ara moscovshi spartaktan wago

johnson
ადმინისტრატორი

YNWAPhoenix,
მანდ რეალურად ვაფშე სხვა გუნდი ჰყავდა სპეციალურად მაგ ტურნირისთვის დაიმატა ის ხალხი რომელიც აქ არც არის. მარა პრინციპში მართალი ხარ მაგასაც თუ ჩავთლით არ იყო პირველი მარცხი

PRINCE
ტოპ კომენტატორი

კლოპმა დათარსა ესენი თავისი მიმართვით :D 1

tabo94
მომხმარებელი

ჯობს ეხლა წააგოს ვიდრე მერე ძირითადი გუნდის მწვრთნელი რომ იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

არა აქ თუ არი იყო სკამზე იქნება წესით ვუდბარნი სუონსთან. ისე ტეხვა დრო წააგეს მარა ესენი ჯერ ძაან პატარები არიან დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამათ შედეგებს. ეს კურტის ჯონსი მართლა კაი ბიჭი ჩანს ვნახოთ როგორ გააგრძელებს კარიერას

YNWAPhoenix
VIP Member

ციტატა: johnson
YNWAPhoenix,
მანდ რეალურად ვაფშე სხვა გუნდი ჰყავდა სპეციალურად მაგ ტურნირისთვის დაიმატა ის ხალხი რომელიც აქ არც არის. მარა პრინციპში მართალი ხარ მაგასაც თუ ჩავთლით არ იყო პირველი მარცხი

Vici jons rom iq U19. ubrapod pirveli marcxio da magitom davwere.

Magram exla ro davakvirdi nika martalia pirveli marcxi (anfieldzeo)

Klopo
მომხმარებელი

ძირითად დროში არ წაუგია

LUIS SUARES 001
VIP Member

ყველაფერი ხდება ეგ არაფერი,უფრო დავიხვეწებით მოვინდომებთ და დედას ვუტირებთ ნებისმიერს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze