x

ჯერარდი : შედეგით იმედგაცრუებული ვარ

ავტორი: johnson, 21-01-2018, 17:42, კატეგორია - სიახლეები, 968, 8


გუშინ "ლივერპულის" 18 წლამდელთა გუნმა "ენფილდზე" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. საბოლოოდ, სტივენ ჯერარდის შეგირდები 2:3 დამარცხდნენ.

მოგვიანებით განვლილი შეხვედრა ლეგენდარულმა კაპიტანმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში შეაფასა :

"სამწუხაროდ, დღეს დამარცხებულ პოზიციაში ვართ. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის მიმართ კრიტიკული ვერ ვიქნები, რადგან ისინი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მე ამით ვამაყობ. ამასთანავე, შედეგით ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ. მინდა მეტოქეს გამარჯვება მივულოცო.

დღეს ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ, როცა მდევრის პოზიციიდან შევძელით წინ გასვლა. ამ გუნდმა დღეს ბოლომდე იბრძოლა. ეს 120 წუთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან გავიგე უფრო მეტი ფეხბურთელების შესახებ და შევისწავლე მათი შესაძლებლობები.

ამ გუნდში არის რამდენიმე მოთამაშე, რომელიც დღეს განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს, თუმცა მე არ მინდა კონკრეტული ფეხბურთელები დავასახელო. ვისურვებდი, რომ ახლა აქ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელის რანგში ვიდგე, მაგრამ ჩემთვის ეს გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. წინ "სტოკთან" თამაში გვაქვს, რომელიც პირველი პოზიციის დაკავებაში უნდა დაგვეხმაროს."
- ციტირებს ჯერარდის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

აქვე გეტყვით, რომ "ლივერპულის" 18 წლამდელთა გუნდს ახალგაზრდულ პრემიერ ლიგაში ჯერ თამაში არ წაუგია.

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

არაუშავს სტივი, შენ იცი, მიაწექი და ნებისმიერი წაგებული თამაშიც იმ დიდი გამოცდილების მომტანია, რომელიც მომავალში კლუბს დაეხმარება...

არაუშავს შენ ტალანტებით მოგვამარაგე და 2-3წელში 1გუნდის ტრენერი გახდები

James Pearce
VIP Member

სტივ კურტის ჯონს მიხედე <3 ძან გიჟია

gio_chyoi
რედაქტორი

არადა კაი აკადემია რო გყავს რა სარფინია რამეა. რამდენ მილიონს ზოგავ მაგით, იქნება 1 ან 2 ფეხბურთEლი მაინც გავზარდოთ ამ თაობიდან, ეჯარია, ვუდბარნი, გრაბარა, კურტის ჯონსი ან სხვები

LUIS SUARES 001
VIP Member

სტივი მიყევი როგორც მიყვები საქმეს და რამოდენიმე წელში მთავარი გუნდს ჩაიბარებ

liverpool-fan
VIP Member

ეხლა კლოპი ლიგას დადებს მერე ეპლს დადებ მესამე სეზონში ჩაიჯვავს და სტივი ჯი მოვაა კაცი ლეგენდაააა

beqabendo
მომხმარებელი

მიდი სტივ მიაწექი მოიხოდები და მერე პირველი გუნდია ეგ იასნია

Capitan
ტოპ კომენტატორი

მოიხოდე მოიხოდე <

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze