კლოპი : მანე ბრუნდება !

ავტორი: NikaSvanidze, 22-01-2018, 21:05, კატეგორია - სიახლეები, 903, 11


„ლივერპულის“ სენეგალელმა შემტევმა წლევანდელი სეზონი საუცხოოდ დაიწყო. მან პრემიერ ლიგის საწყის სამ ტურში შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა „ეტიჰადზე“ გაძევებას და რამდენიმე მატჩიან დისკვალიფიკაციას ტრავმა მოჰყვა, რამაც მანეს ფორმა გააუარესა.

„ბარნლისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გატანილი გოლები გვაფიქრებინებს, რომ სადიოს კრიზისი დაძლეულია. ამ თემას იურგენ კლოპიც შეეხო. გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ მალე „ლივერპულის“ წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელი უმაღლესი დონის პერფორმანსებს ისევ შემოგვთავაზებს:

„ „ტარფ მურზე“ მან ფანტასტიური გოლი გაიტანა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სადიო თავდაუზოგავად შრომობს და გარდა შეტევების დაგვირგვინებისა, სხვა სათამაშო ასპექტებშიც უზომოდ პროდუქტიულია. იმ სიტუაციებში გოლის გატანა, რომლებშიც ეს სადიომ ბოლო ორ მატჩში მოახერხა, ნამდვილად არ მგონია ბევრმა მოთამაშემ შეძლოს. ჩვენ მის ჩავარდნაზე ვისაუბრეთ. ვერ გეტყვით ზუსტად რა ვუთხარით ერთმანეთს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი კარგადაა."

„ევერტონთან“ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, მანემ სალაჰს არ უპასა და შეტევის დასრულება თავად გადაწყვიტა. შანსის განიავება „ლივერპულს“ დაკარგულ ორ ქულად დაუჯდა. მატჩის შემდეგ სენეგალელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

კლოპი ამ თემასაც გამოეხმაურა : „გულწრფელად რომ გითხრათ, ტაიმებს შორის შესვენებაზე ეს ინციდენტი არ მიხსენებია. მას არც თამაშის შემდეგ შევხებივარ. ჩვენ ამაზე საერთოდ არ გვისაუბრია, მაგრამ სადიოს თვალებში იკითხებოდა, რომ შანსის შემთხვევაში დროს აუცილებლად დააბრუნებდა უკან და აბსოლუტურად სხვანაირად იმოქმედებდა. ის შემტევია, მას გოლეადორის ინსტინქტები ამოძრავებდა.  ცხოვრებაში ზოგჯერ შეცდომას ვუშვებთ, აქ საგანგაშო არაფერია.“

კომენტარები


James Pearce
VIP Member

კლოპ ძაან დიდი ხარ <3 დღეს მოიგეთ რა <333

bolkvadze066
მომხმარებელი

erti suli maqvs rodis daiwyeba tamashi moutmenlad veli

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

კლოპ საუკეთესო მწვრთნელი ხარ,ოდესმე გინახია რო ჟურნალისტების წინ გამოდიოდეს და თავის ფეხბურთელს ლანძღავდეს და წუწუნებდეს?ის იცავს თავის ფეხბურთელებს და იცავს მაგათ,გასახდელში კი მოძღვრავს როგორც მამა შვილებს,ამიტომ უყვართ ის ფეხბურთელებს,უყურეთ youtubshi თამაშის დაწყებამდე და თამაშის შემდეგ კლოპის ყოფილი ფეხბურთელები როგორ ხვდებიან და ხელში აყვანილი დაჰყავთ,ამ მწვრთნელის ხათრით მოვლენ ფეხბურთელები და დარჩებიან კიდეც ვინც ფეხბურთს და ადამიანურ ფაქტორს აყენებს ფულზე წინ,და არა ისე როგორც კოუტინიო და ლივერპული ერთადერთი ის გუნდია მსოფლიოში რომლებიც გულით ლივერპულელები თამაშობენ და აფასებენ,დანარჩენებს კი არაფერი ესაქმება,ერთგული ლოვრენი მირჩევნია ისეთ ფეხბურთელს ვინც *ცენზურა*ი ქალივით წაღმა-უკუღმა დახტის,ლივერპულის ფილოსოფია ყოველთვის იყო ერთ მუშტად შეკრულობა და ერთი ყველასთვის ყველა ერთვისთვის და ასეთი ლივერპული მინდა სულ,არ მინდა სხვანაირი ლივერპული და ასეთად ლივერპულს ჯერარდი ხდიდა,ის იყო მწვრთნელიც და ყველაფერიც სტადიონზე,ეხლა არაა ჯერარდი და არც კლოპი თამაშობს სტადიონზე მაგრამ კლოპი ის კაცია ვინც ლივერპულს ლივერპულელობას შეუნარჩუნებს

reversi
VIP Member

ეეჰ იურგენ კაცი ხარ რა <3 :დ
პროსტა ზოგჯერ ნუ გაისულელებ თავს მარა ეგეც მოჟნა
ეს ხდის ლივერპულს განსაკუთრებულს და სიმართლე რომ ვთქვათ ამ გუნდს მისი განსაკუთრებულობის გამო ვგულშემატკივრობთ სწორედ განსაკუთრებული ატმოსფეროს განსაკუთრებული ურთიერთობის გამო თორე ტიტულებით ნაღდად არ ვართ განებივრებულები კი ტიტულოვანი გუნდია ისტორია კაია მაგრამ ტიტულები რომ ამოძრავებდეს კაცს გუნდის არჩევაში ძველს კი არა ახალ ტიტულებს მისი თვალით ნანახს აირჩევდა პრიორიტეტად... ამიტომაც არის ვინმეს წასვლა ასე გულდასაწყვეტი ისე თითქოს ოჯახიდან მიდის ვინმე და რთულია ამის გადატანა, მაგრამ როგორც ვთქვი სწორედ ეს სირთულე და ემოციური მხარე ხდის ლივერპულს განსაკუთრებულს ადგილად გულშემატკივრებისთვის.

LUIS SUARES 001
VIP Member

მანე <3

liverpool33
მომხმარებელი

თითქმის ყველა ფორმაში შედიან ან არიან, ეს და ლალნაც ბარემ და ეგაა რა, მერე მართლაც რომ ფრთხილად ჩემპიონთა ლიგა 11

Capitan
მომხმარებელი

მანე სალაჰი ფირმინო საოცარი ტრიოა <3

lashafss
მომხმარებელი

reversi,
მართალი კაცი ხარ შენ :) კლოპი რომ იდეალურია ლივერპულისთვის იმედია ამას ხედავს ყველა... გუნდის სტატუსი წლიდან წლამდე იზრდება ვიდრე წინა წლებში იყო და კიდევ მისი თვისებები და ხასიათი უბრალოდ გენიალურია. ასე მოქცევა ფეხბურთელებთან ცოტამ თუ იცის. მართლაც საოცნებო მწვრთნელია და ატმოსფეროს ქმნის ისეთს როგორიც შეეეფერება ჩვენ გუნდს და ქომაგებს, გუნდში ერთსულოვნება ყველაფერს ნიშნავს

gio_chyoi
რედაქტორი

არადა აგვისტოში თვის საუკეთესო გახდა პრემიერ ლიგის. ეხლა მგონი ნელ-ნელა დგება ისევ ფორმაში, აი ბარნლის მერე მოუმატა, მანდ რო გოლი გაიტანა მაგის მერე

LM10
მომხმარებელი

Mane rogormindoda dembelesmagivrad u*ცენზურა*esi igrokiaaa

GoGson
მომხმარებელი

კლოპპ წვრილმანი შეცდომები გამოასწორეეე , დროული შეცვლები, უსარგებლო ხალხის მოშორება და საჭირო ფეხბურთელებზე უფროსობასთან გატრაკებაა ისწავლე და არამარტო საუკეთესო პიროვნება არამედ საუკეთესო მწვრთნელიც გახდები ლივერპულთან ერთად.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze