ბობ პეისლის 10 ლეგენდარული ფრაზა

ავტორი: NikaSvanidze, 24-01-2018, 17:47, კატეგორია - სიახლეები, 1 029, 10


23 იანვარს „ლივერპულის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული ფიგურის, ბობ პეისლის დაბადებიდან 99 წელი გავიდა. ბობმა კარიერის განმავლობაში „წითლების“ მაისური 277-ჯერ მოირგო, მაგრამ მისი მოღვაwეობა სამწვრთნელო ასპარეზზე ბევრად სახელოვანი გამოდგა, ვიდრე მწვანე მოედანზე.

პეისლიმ მთავარი მწვრთNელის პოსტი 1974 წელს ბილ შენკლისგან, გადაიბარა და 9 სეზონში 20 ტიტული მოიპოვა. იგი ინგლისის ჩემპიონი 6-ჯერ გახდა, ევროპის ჩემპიონთა თასს კი 3-ჯერ დაეუფლა.

მეტსახელად „ჩუმ გენიოსს“ რამდენიმე საინტერესო ფრაზა ეკუთვნის. მისი იუბილის აღსანიშნავად გთავაზობთ 10 მათგანს :

1) „თუ საჯარიმო მოედანში ხარ და არ იცი რა ქნა, უბრალოდ გოლი გაიტანე. სხვა ვარიანტებს მატჩის შემდეგ განვიხილავთ.“

2) "ეს კლუბი ჩემი ცხოვრებაა. ქუჩებსაც სიამაყით დავასუფთავებ, თუ ეს „ლივერპულს“ ოდესმე დასჭირდება“

3) „ფეხბურთით ბევრმა ადამიანმა იშოვა ჩემზე მეტი ფული, მაგრამ მეეჭვება რომელიმე მათგანს ჩემზე მეტი სიამოვნება მიეღოს მისით.“

4) „არ აქვს მნიშვნელობა გადაცემა გრძელი იქნება თუ მოკლე, მთავარი სიზუსტეა.“

5) „ლივერპულში“ კრიზისიც მინახავს. ერთხელ ჩვენ მეორე ადგილზე გავედით.“

6) „ერთ რამეს გამუდმებით ვიმეორებ : თუ ნისლში აღმოჩნდებით, ერთად დადექით, მაშინ არ დაიკარგებით. „ლივერპულის“ საიდუმლოც სწორედ ეს არის.“

7) „ერთადერთი ჩემპიონატის დათმობის უფლება გვაქვს - ეს Сentral League-ია, რადგან ის რეზერვების გუნდმა უკვე მოიგო.“

8) „სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში არ მენდობოდნენ. იმედი მქონდა, რომ ზეციდან დამეხმარებოდნენ. ასეც მოხდა, მე კენი დალგლიში გავიფორმე.“

9) „პოსტის დაკავებისას ვთქვი, რომ უნდა შევეგუო ვისკის თვეში ერთხელ, ალკოჰოლის დიდ დოზას სეზონის ბოლოს და ქალაქის ტურს დიდი ღია ავტობუსით.“

10) „ვეძებ ბიჭს, რომელიც კევინ კიგანს ვარჯიშის დროს გაუტარებს ფეხებშუა ბურთს, რათა პატივისცემის ნიშნად გასასვლელში ადგილი დავუთმო.“

კომენტარები


LIVERPOOL FANAT
მომხმარებელი

5) „ლივერპულში“ კრიზისიც მინახავს. ერთხელ ჩვენ მეორე ადგილზე გავედით.“ :) ამას რო დღევანდელი ლივერპული ანახო იმწუთას მოკვდება :დდდ

gio_chyoi
რედაქტორი

ეჰ რა გუნდი ვიყავით და რა დღეში ვართ, თან სულ ბრიტანელი ლენედები რო გვყავს ეგ მისწორდება

gulivera
მომხმარებელი

Eeh Vinc am kacis droindel tamashebs moeswro ra bednieri iqneboda, rogor vinatro starikad yofna

chipe888
მომხმარებელი

3) „ფეხბურთით ბევრმა ადამიანმა იშოვა ჩემზე მეტი ფული, მაგრამ მეეჭვება რომელიმე მათგანს ჩემზე მეტი სიამოვნება მიეღოს მისით.“
ეს წაკითხეთ ახლანდელ მოთამაშეებს იქნება ეშველოთ რამე და მარტო ფულზე არ იფიქრონ. თამაშის დროს ისე იპრანჭებიან და ისე უფრთხილდებიან თავს რო ბალეტზე ჰგონიათ თავი. თუ ჯერარდივით ერთი კარგი ვარდნა არ გაკეთე და მეტოქის ძვლების ტკაცატკუცი არ ატეხე რაა მამული და პრემიერ ლიგა

S.GER8ARD
მომხმარებელი

ერთ რამეს გამუდმებით ვიმეორებ : თუ ნისლში აღმოჩნდებით, ერთად დადექით, მაშინ არ დაიკარგებით. „ლივერპულის“ საიდუმლოც სწორედ ეს არის.“ „პოსტის დაკავებისას ვთქვი, რომ უნდა შევეგუო ვისკის თვეში ერთხელ, ალკოჰოლის დიდ დოზას სეზონის ბოლოს და ქალაქის ტურს დიდი ღია ავტობუსით.“ ყველას გისურვებთ ესეთი ლივერპულ ტურის მონაწილეები ვყოფილიყავით/

sulkhan
VIP Member

5) „ლივერპულში“ კრიზისიც მინახავს. ერთხელ ჩვენ მეორე ადგილზე გავედით.“
ყველაზე მაგრად ეს დამევასა

LUIS SUARES 001
VIP Member

დუდებული ბობი პეისლი

kloppo
მომხმარებელი

ჩემი აზრით ლივერპულის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ბობი და ბილი არიან ! :) შემდენ კენი და იანი ... და ნუ ჯერარდი ეს ფანებისთვის საყვარელი ადამიანია The best there is , The best there was, and the best there EVER WILL BE <3 მაგრამ მაინც მიმაჩნია რო გუნდისთვის იმ 3-მა ჰა 4-მა ადამიანმა უფრო დიდი კვალი დატოვა ... რავი ეგ ჩემი აზრია

lashafss
მომხმარებელი

მოვა ისევ მსგავსი დრო , მე მჯერა რომ მე ვნახავ ისეთ ლივერპულს როგორიც ადრე. კიდევ უკეთესს

Capitan
მომხმარებელი

„ერთადერთი ჩემპიონატის დათმობის უფლება გვაქვს - ეს Сentral League-ია, რადგან ის რეზერვების გუნდმა უკვე მოიგო..... <3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze