x

მარკოვიჩი წასვლის პირას

ავტორი: gio_chyoi, 24-01-2018, 20:28, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 038, 18


ლაზარ მარკოვიჩის 4 წლიანი ენფილდური კარიერა ერთხელ და სამუდამოდ დასასრულს უახლოვდება.

სერბ ფეხბურთელს 2015 წლის მაისის შემდგომ "ლივერპულის" მაისურით არ უასპარეზია და თუ უახლოეს ჭორებს დავუჯერებთ, იგი მიმდინარე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს უკვე მუდმივი და არა დროებითი წესით დატოვებს.

Liverpool Echo-ს ჟურნალისტ ჯეიმს პირსის ინფორმაციით, ლაზარ მარკოვიჩის შეძენით მოსკოვის "სპარტაკი" არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი "ლივერპულს" 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ პორტუგალიური "ბენფიკადან" 2014 წელს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც მერსისაიდულმა კლუბმა ლუის სუარესი კატალონიის "ბარსელონაში" გაასხვისა და მასში აღებული თანხის ინვესტირება მოახდინა.

იგი კლუბში პერსპექტიული ახალგაზრდის რეპუტაციით მოვიდა, თუმცა მოლოდინების გამართლება ნამდვილად ვერ მოახდინა და ინგლისის პრემიერ ლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა.

მისი 4 წლიანი მერსისაიდული კარიერა ორ არაპროდუქტიულ იჯარასაც მოიცავდა, ერთს თურქულ "ფენერბახჩეში", ხოლო მეორეს მარკო სილვას "ჰალ სიტიში".

ლაზარ მარკოვიჩი ხშირად ვარჯიშობდა ამ პერიოდში იურგენ კლოპის გუნდში, თუმცა, როგორც ჩანს მან გერმანელ თავკაცზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა ვერ მოახერხა.

ახლა კი დრო დადგა მან კლუბი არა დროებით, არამედ სამუდამოდ დატოვოს და თავისი ტალანტი სხვაგან წარმოაჩინოს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ბორინი 2. ორი ნამდვილი კიბო, ის ხო ზუსტად ასე ვანათხოვრეთ ვანათხოვრეთ და ბოლოს ძლივს გავაგდეთ, ესეც ასეა, მომავალ სეზონში კონტრაქტი ეწურება და 20 მილიონი წყალში რო არ ჩაეყაროთ ეხლა ყიდიან. 10 მილიონი ფუნტი თუ მოგვცეს მადლობა უნდა ვთქვათ

tabo94
მომხმარებელი

ძაან სასიამოვნო ინფორმაცია

gio_chyoi
რედაქტორი

ეხლა ვნახე კრის ბასკომბმაც დაწერა, ანუ ნამდვილია რა ეს ინფრომაცია და იმედია შედგება ეს ტრანსფერი

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Au lazaaar ar wavixvide gtxov, nu dagvtoveb am shua sezons:))))))) ai es mogvashorebina da imena 1 kai transfers udris :)))

Ynwa Scousers
VIP Member

გასაწმენდია გუნდი გასაწმენდიი

LUIS SUARES 001
VIP Member

სადაც უნდა იქ გაუშვან ოღონდ წავუდეს

kloppo
მომხმარებელი

gio_chyoi,
რას ამბობ ბორინი უკეთესი იყო 3 გოლი მაინც გაიტანა :)))

giginio
VIP Member

sanam spartakis formass ar chaicvams ar davijereeeeb. voronini . ngogi. spiringi. borini.baloteli. koncheski da axla markovichii. vinga gvrcheba gundshii fuioi. amis shemcvlelis povna ar ginda axlaaa ara raa ase shors ver wavalt

lashafss
VIP Member

მალე მალე მალე :) არ გადაიფიქრონ. ( ისე მე ვაღიარებ რომ ძალიან მინდოდა ეს ბიჭი ლივერპულში და მეგონა რომ განვითარდებოდა და გაამართლებდა და მწარედ შევცდი ) :)

liverpool777
მომხმარებელი

რაც მალე წახვალ შენთვისაც უკეთესია და კლუბისთვისაც.

Tedesco
მომხმარებელი

ვინმე ამიხსნით რატო არ გევასებათ მარკოვიჩი ?

Capitan
ტოპ კომენტატორი

გადაშენდიიი :დ

Papuashvili
მომხმარებელი

giginio,
არადა ვინც ჩამოთვალე ბღორინი საუკეთესოა მაგათში :დდდ სპირინგი კიდევ რავი, ვაფშე ფეხბურთელი რატოა.

GoGson
VIP Member

ოღონნდდ ეს არ გამეგოო (((((((:დდდდდ
აუ ისე სერიოზულად, მგონი ამის წასვლის მერე დადგება ჩვენი "შემდეგი წელი":დ იმენა წყევლაა ჩვენი

giginio
VIP Member

yvela drois sauketeso gundi: kariusi. koncheski. lovreni. kiriakosi.mankilio. spiringi. poulseni. markovichi. borini. voronini. ngogi. da mwvtneli oqros asoebiit roi hojsoni. damxmare treneri brendan rojersi.

_z_l
მომხმარებელი

არადა, ამაში 20 მილიონი ფუნტი აქვთ გადახდილი. ბოლო წლებში რამდენი ასეთი უსარგებლო ფეხბურთელი ყავთ ნაყიდი და რამდენი ფული აქვთ გადაყრილი: კეროლი 35 მილიონი, ბენტეკე 32 მილიონი, დაუნინგი 20 მილიონი, ლოვრენი 20 მილიონი, ჰენდერსონი 16 მილიონი, ბალოტელი 16 მილიონი :( ამ დროს კაუტინიო 8 მილიონად იყიდეს

chipe888
მომხმარებელი

რა გვეშველება ამ სეზონში რა ჯერ კოუტინიო წავიდა ახლა ეს მარკოვიჩი მიდის. კოუტინიოს წასვლას კიდე გადაიტანს კაცი მარა მარკოვიჩისას ვერა. ლაზარ არ დაგვტოვო გუნდი ცოდოა ვინ მიუტანს ხოლმე წყალს და ბურთს ბიჭებს. ლაზარ ბიჭო,რატო გღუპავ ამ შუა სეზონში უშენოდ კარიუსი და ლოვრენი ცოდონი არიან ყველამ მაგათ უნდა აგინოს მერე და შენ პაწა წაეშველებოდი

giginio,
მაგ სასტავით ეპლს დავდებთ :დდდდდ პ.ს ჯერარდს რომ ფეხი დაუცდა და კრისტალ პალასთან გუნდი გამო*ცენზურა*ვდა და ეპლი დაკარგა რა როჯერსის ბრალია :დდდ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze