„ლივერპულის“ ევროპული ღამეები
ავტორი: NikaSvanidze, 25-01-2018, 14:48, კატეგორია - სიახლეები, 1 048, 8
ევროტურნირებზე საუბრისას „სქაუზერები“ სიამაყით იხსენებენ ერთ განსაკუთრებულ პერიოდს წარსულიდან.
1965 წლის მაისში ქალაქი ლივერპული პოპ-კულტურის ცენტრად ითვლებოდა: „ბითლზი“ მუსიკალური ჩარტების ლიდერი იყო, Z-cars ბრიტანეთის წამყვან სატელევიზიო შოუდ მიიჩნეოდა, ლივერპულური ფესვების მოღვაძეები მსოფლიოში ცნობადობის პიკზე იყვნენ. სწორედ ამ მოვლენას გაუსვა ხაზი ალან გინსბერგმა, როდესაც ლივერპულს ადამიანური სამყაროს ცნობიერების ცენტრი უწოდა. მაგრამ ის არ დასწრებია „უემბლიზე“ ფანების ემოციურ სიმღერას და ეროვნულ სტადიონზე ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვებას, შემდეგ არ უნახავს „ენფილდზე“ სტუმრად ჩამოსული გაუვალი ციხესიმაგრე - მილანის „ინტერი“, არ უგრძვნია „კოპიდან“ წამოსული ემოცია, რომელმაც წალეკა იტალიელები.
ევროპული თასები არ არის მხოლოდ სუვენირი, ის შედეგია 5 უკვდავი გამარჯვებისა, რომლითაც თითოეული „ლივერპულის“ გულშემატკივარი ცოცხლობს. ლეგენდარული თასის აღმართვამ ლონდონში, პარიზში, რომსა(2-ჯერ) და სტამბულში ცოტათი გააუფერულა უეფას თასზე მოპოვებული სამი ტიტული.
მაგრამ, ისტორიის შექმნა ადვილი არ ყოფილა. „ენფილდზე“ მოპოვებული 3:1 გამარჯვების შემდეგ, საკუთარ კედლებში იმედმიცემულმა, ჯიუტმა ლობარდიელებმა საბოლოოდ შეუშალეს ხელი „ლივერპულს“ გამხდარიყო პირველი ბრიტანული კლუბი, რომელიც „ევროპული თასის“ ფინალში გავიდა.
მომდევნო წელს ეს ოცნება გლაზგოს წვიმიან ღამეს დორტმუნდის „ბორუსიამ“ „თასების მფლობელთა თასის“ ფინალში „ლივერპულელთა“ დამარცხებით დაამსხვრია. 1967 წელს კი „აიაქსმა“ და მაესტრო კრუიფმა დაასრულეს „ლივერპულის“ გამოსვლა ამსტერდამში 5:1 გამარჯვებით.
ბელგრადის „რედ სტართან“ 1973 წელს განცდილი მარცხი ლეგენდარული ბილ შენკლისთვის უკანსაკნელი გამოდგა ევროასპარეზზე. მართალია მან ვერ შეძლო გლაზგოს „სელტიკის“ ,ასევე ლეგენდარულ მწვრთნელთან, ჯოკ სტაინთან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაში გაჯიბრება, მაგრამ „უეფას თასზე“ ტიტულის მოპოვება ბილმა მაინც მოახერხა.

შენკლის მემკვიდრემ, ბობ პეისლიმ, თავის მეორე სეზონში მოიგო „უეფას თასი“ და „ენფილდზე“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში იმარჯვა „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ. პეისლიმ დიდებული სეზონი რომში „მიუნხენგლადბახის“ განადგურებით(ანგარიშით 3:1) დააგვირგვინა. 1977 წელს „ლივერპულმა“ თავისი პირველი ევროპული ტიტული მოიპოვა.
კენი დალგლიშის მოსვლასთან ერთად „ლივერპულში“ ახალი ერა დაიწყო. 1981 წელს პარიზში მადრიდის „რეალი“ ალან კენედის საფირმო დარტყმით დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ევროპული ტიტული პირველად აღმართა ლივერპულური ფესვების ფეხბურთელმა. ეს დიადი კაპიტანი ფილ ტომპსონი გახლდათ.
1984 გმირობის წელიწადია - რომის ოლიმპიურ სტადიონზე, ადგილობრივი „რომას“ დამარცხება, სწორედ რომ გმირობაა. პენალტების სერიაში ბრიუს გრობელაარის „სპაგეტის ფეხები“, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია.
მომდევნო წელი კლუბის ალმანახს ტრაგედიებით დაამახსოვრდა. „ლივერპულის“ 20-წლიანი ევროპული ვოიაჟი „ჰეიზელის“ ტრაგედიით, 39 გარდაცვლილი გულშემატკივრითა და უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე 6-წლიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა. სასჯელის მოხდის შემდეგ „ლივერპული“ დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ ევროპული ფეხბურთი 6 წლის განმავლობაში განვითარებულიყო, მერსისპირული კლუბი კი უკან მოეტოვებინა.
„ლივერპულის“ რამდენიმე წლიანი „ხეტიალი“ ევროასპარეზზე პირველმა არაბრიტანელმა სპეციალისტმა, ჟერარ ულიემ დაასრულა. 2001 წელს „წითლებმა“ უდრამატულეს ფინალში იმარჯვეს „ალავესის“ წინააღმდეგ. „უეფას თასის“ ის კამპანია სტივენ ჯერარდის ევროპული ნათლობა გამოდგა.
ლივერპულში მიხვდნენ რა აკლდათ ამდენი ხნის განმავლობაში. 2001 წლის ჰეტ-ტრიკმა „ლივერპულს“ გამარჯვების ტკბილი გემო შეახსენა. ძველი დიდების დასაბრუნებლად მთავარი მწრთნელის პოსტზე, „ვალენსიის“ წარმატების მთავარი ინგრედიენტი, რაფა ბენიტესი მოიწვიეს. ახალგაზრდული გუნდი ახალგაზრდული ჟინითა და კაპიტნით ძვირფასი „ნადავლის“ მოსაპოვებლად გაეშურა კონტინენტისკენ. გზად „ოლიმპიაკოსის“, „ლევერკუზენისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ ბარიერები დაძლიეს. ნახევარფინალში საუცხოოდ მოთამაშე ლონდონურ კლუბს, „ჩელსისაც“ გაუსწორდნენ, რომელიც ამბიციური პროექტით საკუთარი თავის გრანდად გარდაქმნას იწყებდა. და შემდეგ იყო საოცრება...

2005 წლის 25 მაისი. სტამბული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ამ დღის შესახებ. „ლივერპულმა“ სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულ „მილანს“ 3 ბურთიანი ჩამორჩენა გაუქვითა და საკუთარი სახელი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა. გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ბურთაობის ამ სეანსმა საუკეთესოს ტიტული 1999 წლის ფინალსაც ჩამოართვა.
დღემდე, მიუხედავად ორი ფინალისა, ტიტულთა კაბინეტი ევროპული ჯილდოებით აღარ განებივრებულა, მაგრამ ბრწყინვალე მოგონებებს დავიწყების შანსი არ აქვთ. „ლივერპული“ ისევ გამარჯვებისთვის არსებობს, ისევ გამარჯვების სურვილით იღვიძებს ყველა გულშემატკივარი.
14 თებერვალს „პორტო“ გველოდება, რომანტიკული თავგადასავალი გრძელდება - ლივერპულში ევროპული ღამეები ბრუნდება...