სენსაცია უელსში - კარაგერის შეფასება

ავტორი: johnson, 25-01-2018, 15:34, კატეგორია - სიახლეები, 1 232, 17


ორშაბათს "ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. მერსისაიდელები უელსს ეწვივნენ, სადაც 1:0 დამარცხდნენ "სუონსისთან". ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანთან განცდილი მარცხი გულშემატკივართა უმრავლესობისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ მატჩამდე 1 კვირით ადრე "წითლებმა" საკუთარ კედლებში იმ დროისთვის დაუმარცხებელ "მანჩესტერ სიტის" სძლიეს.

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ "ლივერპული" ფორმულა ერთის მანქანაა, რომელიც ლონდონში, 16:00 საათზე არსებულ საცობში უნდა აღმოჩნდეს. ასე ის აღარ იქნება სწრაფი. სწორედ ეს გავაკეთეთ დღეს ჩვენ - მეტოქეს არ მივეცით თავისი გზით სვლის საშუალება" - განაცხადა მატჩის შემდეგ "სუონსის" მთავარმა მწვრთნელმა.

"ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა ამ საკითხს დიდი დრო დაუთმო და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

"ხალხი ყოველთვის კითხულობს : როგორც შეიძლება ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს მოუგო, 1 კვირის შემდეგ კი აუთსაიდერთან დამარცხდე ? რეალურად ორი სხვადასხვანაირი თამაშია. "სიტი" უფრო მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ მათ განსხვავებული სტილი აქვთ და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ სხვაგვარად თამაში მოგიწევს. "ქალაქელებთან" შეგიძლია მიმართო აქტიურ პრესინგს და ითამაშო კონტრშეტევებზე - ეს ორი კი "ლივერპულის" მთავარი იარაღია. ორშაბათს კი ვნახეთ, რომ მათი გამოყენება გუნდმა ვერ შეძლო."

ასეთ გუნდებთან თამაში კლოპისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს და ორშაბათს ეს პირველად არ გვინახავს. იმ 7 მატჩიდან, რომლებშიც მერსისაიდელთა მეტოქემ 300-ზე ნაკლები გადაცემა გააკეთა, "წითლებმა" მხოლოდ 2 მოიგეს. "სუონსიმდე" უკვე იყო "ბარნლი", "ევერტონი", "ნიუკასლი" და "ვესტ ბრომვიჩი". ამ შეხვედრებში დაკარგულმა ქულებმა კი გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე ცხადია დიდი გავლენა იქონია.

"ლივერპული" არ არის პირველი გუნდი, რომელსაც უჭირს დაცვაში ღრმად ჩამჯდარ გუნდებთან თამაში. გასულ სეზონში კლოპი გეგენპრესინგს აღწერდა როგორც "საუკეთესო გამთამაშებელს", მაგრამ როგორ წაართმევ ბურთს იმ გუნდს, რომელსაც მისი ფლობა საერთოდ არ სურს.


ამჟამად მერსისაიდელთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოედნის ცენტრში კრეატივის ნაკლებობაა. ფილიპე კოუტინიოს წასვლის შემდეგ კი ამ მხრივ გუნდს უფრო გაუჭირდა. გუნდში არ დარჩა მოთამაშე, რომელიც კევინ დე ბრუინის, კრისტიან ერიქსენის ან თუნდაც ჯეკ უილშირის მსგავსად შეძლებს ბურთის გათამაშებასა და პასების დარიგებას.

"ბევრი იტყვის, რომ ორშაბათს "ლივერპულს" კოუტინიო აკლდა. ცხადია, ეს სიმართლეა, რადგან ბრაზილიელი ტოპ მოთამაშეა და ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელიც იყო გუნდში. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ ის ეხმარებოდა მერსისაიდელებს "ბარნლისთან", "ნიუკასლთან" და "ვესტ ბრომვიჩთან", მაგრამ სიტუაციის გამოსწორებას ვერ ახერხებდა. ასე რომ, მიზეზი მხოლოდ მისი წასვლა არ არის.

პასების კეთება მაშინ, როცა მეტოქე ბურთის უკან იმყოფება, უბრალოდ მოსაწყენია. ვფიქრობ, ბურთის სწრაფი გათამაშების შემთხვევაში უფრო მეტი სივრცე გამოჩნდებოდა, ამაზე პასუხისმგებლობა კი ადამ ლალანას უნდა აეღო. ის არ არის კოუტინიო, მაგრამ გასულ სეზონში გამორჩეული ნახევარმცველი იყო და შეუძლია გახდეს დამაკავშირებელი ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის."


კარაგერის თქმით, "ლივერპულის" პრობლემა არა მხოლოდ კრეატივის ნაკლებობა, არამედ კონცენტრაციისა და მოთმინების შენარჩუნებაცაა.

"მათი მდგომარეობა უფრო მძიმდება მაშინ, როცა პირველ გოლს თავად უშვებენ. ასე იყო "სუონსისთან" და "ბარნლისთან" მატჩებში. ასეთ შეხვედრებში ერთი გოლის გატანაც კი რთულია, არა თუ ორის. დაცვაში დაშვებულ შეცდომებსა და სულელურ სტანდარტებს გაშვებული გოლი ხშირად მოჰყვება.

"ლივერპულში" თამაშისას მეც მიმიღია მონაწილეობა ისეთ მატჩებში, რომლებშიც ბურთს სრულად ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქე თავს ძალიან ღრმად იცავდა. ასეთ დროს, თუ პირველი ტაიმი 0:0 დასრულდება, მაშინ შესვენებაზე მწვრთნელი გარკვეულ ცვლილებებს მიმართავს და თამაშს უფრო გახსნის. ორშაბათს "სუონსი" არ დაიცავდა თავს ასე ღრმად თუკი ვერ შეძლებდა გოლის გატანას, რადგან ქულების მოპოვება მათ ინტერესებშიც შედიოდა. ეს კი "ლივერპულს" უფრო მეტ სივრცეს მისცემდა.

ჩემი აზრი, ფეხბურთელები უფრო მომთმენნი უნდა იყვნენ და უნდა ჩათვალონ, რომ მათ არ სჭირდებათ თამაშის პირველ 20-30 წუთში, ან სულაც პირველ ნახევარში მოგება. მეორე ტაიმშიც შეიძლება ცვლილებების განხორციელება და მეტი შანსის შექმნა."


როგორც იცით, მომდევნო მატჩებში იურგენ კლოპის შეგირდები "ვესტ ბრომვიჩს", "ჰადერსფილდსა" და "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდებიან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრებშიც "წითლები" კვლავ "ლონდონურ საცობში" აღმოჩნდებიან.

"გარკვეულწილად, ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ "სუონსისთან" განცდილი მარცხი. სამწვრთნელო შტაბი განიხილავს პრობლემებს, კლოპი კი მათზე რეაგირებას მოახდენს.

მიმდინარე სეზონში იყო რამდენიმე ფრე, თუმცა ამ წუთისთვის გუნდს მხოლოდ 3 მარცხი აქვს. ამიტომ, არ არის საჭირო "წითლების" მიმართ ძალიან კრიტიკულები ვიყოთ. "სუონსიმდე" მათ დიდებული სერია ჰქონდათ. ახლა მათ უბრალოდ უნდა გამოიყენონ ეს გამოცდილება და წინსვლა განაგრძონ."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კიდევ ერთხელ გამოჩნდა რო ასეთ გუნდებთან კლოპს ძალიან უჭირს. თავის საქმე თვიონ იცის, რამე უნდა შეცვალოს ხოლმე მასეთ დროს.ამიტომაა საჭირო გუნდში ზოგჯერ გრუიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩისნაირი ნახევარმცვლეები და წინ დიდი ფორვარდი თუნდაც სოლანკე. ძალიან ერთგვაროვანია ხოლმე ჩვენი შეტევები და ამ კუთხურებზეც ბიჭო რა ჯანდაბა დაემართათ ერთი 3-4 კუთხური გააფუჭეს იმიტო რო ვერ მოაწოდეს წესიერად,იმიტო რო დაბალი გაუშვეს, არადა მასეთ დროს სტანდარტულებია მთავარი იარაღი

johnson
ადმინისტრატორი

ამ სეზონში "სიტის" 16 მატჩში ჰქონდა ბურთის ფლობის მაჩვენებელი 70%-ზე მეტი - ამ 16-დან გუნდმა 15 მოიგო ! ფაქტია გვარდიოლას წინააღმდეგ ავტობუსს აზრი არ აქვს.

ხო ნუ კიდე გამოჩნდა რო მრავალფეროვნებაა საჭირო, ზოგჯერ თავბურთიც უნდა ითამაშო და ფლანგებიც დატვირთო. ჯიუტად ცენტრიდან შესვლა შედეგს სულ არ მოიტანს, თან მაშინ როცა 11 კაცით იცავს თავს მეტოქე.

ამის მიუხედავად, გუნდს მაინც ჰქონდა 2-3 რეალური საგოლე მომენტი. თუ მომდევნო მატჩებს ისევ მოიგებენ, ვიტყვით რო კაი არ გაგვიმართლა სუონსისთან, მაგრამ თუ ისევ ასე ერთ სტილში გააგრძელეს აზრი არ ექნება

gio-torres
მომხმარებელი

ბურთის სწრაფად გათამაშებაა------- აი ეს არის 100% სწორი და არამგონია კლოპს ეს გამორჩენოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ვერ გააკეთეს და მოკალი თუ გინდა ეს კაცი. არ გვყავს გუნდში სწრაფად გამთამაშებელი კი არა კარგი მეპასეც არ გვყავს, რომელსაც შორეული პასით შეუძლია მოჭრას მთელი გუნდი. ვან დეიკმა გააკეთა ერთი ეგეთი პასი და ის შანსიც გავანიავეთ . ემრე ჩანი ცდილობდა, მაგრამ არაა ეგ კაცი ლივერპულის დონის და თუ გინდა შეე....იი

tabo94
მომხმარებელი

ასეთ შემთხვევაში მსგავს გუნდებთან თამაშისას ჩემი აზრით ლივერპულმაც უნდა დაამძიმოს შეძლებისდაგვარად შემადგენლობა. მოიყვანონ მძიმე ფორვარდები და ნახევარმცველები, ამით სტანდარტებიდან გოლის გაშვების შანსიც მცირდება და საკმაოდ სახიფათო ხდება მეტოქის საჯარიმოში მაღალი გადაცემები, რომელიმე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი მეოთხე ან მეხუთე ჩაწოდებაზე მაინც შეაგდებს გოლს. როგროც წესი ასეთ თამშებში ერთი გოლია ხოლმე გადამწყვეტი და ამ ერთი გოლის გატანა ასეთი სტილით მოთამაშე გუნდთან სალაჰზე მეტად იგივე ბენტეკეს და მსგავსი სტილის ფორვარდს უფრო შეუძლია. გუნდს აშკარად ესაჭიროება მძიმე ფეხბურთელი, ფელაინივით ცენტრი , ჯეკოსნაირი ფორვარდი. 2-3 ესეთი ფეხბურთელი რომ იყოს გუნდში და შეცვლაზე შემოიყვანო მოგვარდება პრობლემა. ძალიან მარტივი ტაქტიკაა და თავმოყვარე მწვრთნელმა შეიძლება არ მოისურვოს ამ ტაქტიკაზე გადასვლა, მაგრამ სანახაობის გარდა შედეგიც მნიშვნელოვანია. როდესაც მანჩესტერი იყო ასეთ სიტუაციებში ადიოდა ფელაინი წინ და ძაან მარტივად ხდებოდა მერე ყველაფერი, ყოველი მეორე გადაცემა იყო საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი და რომელიმე გაჰქონდა, ან მაგას ან ვინმე ეგეთ მძიმე და მაღალ ფეხბურთელს.

ყველაზე მთავარი პრობლემა გამოჩნდა მაგ თამაშში, [b][/b]ლივერპულს არ აქვს გეგმა ბ!!

chipe888
მომხმარებელი

საერთოდ არაა საჭირო შემადგენლობის დამძიმება. უბრალოდ საჭიროა სწრაფი გადაცემები და ბევრი მოძრაობა. თუ გინდათ თავიდან ნახეთ თამაში და ნახავთ,რომ სწორხაზოვანი პასები კეთდებოდა. შეტევა დაწყებული არ იყო უკვე იშიფრებოდნენ. ფეხბურთელები არ მოძრაბდნენ ისე რომ არეულობა შეტანათ დაცვაში. მეტოქის საჯარიმოსთან ჩვენი ნახევარმცველები ბურთს ზურგით კარისკენ იღებდნენ და ძვირფას დროს ანდომებდნენ შემოტრიალებას ან უკან პასის გაკეთებას. ავტობუს გუნდებთან ყველაზე კარგი მსუბუქი შემადგენლობის დაყენებაა მაგრამ ამ შემადგენლობის დონეც ხომ მთავარია. ჩემბერლენი ნავასივით კუთხურის ალამთან მიდიოდა და ვინალდუმი ზურგით კარისკენ და უკან პასი. სუონსისთან საბრძოლო სულისკვეთება ვერ დავინახე და მოგების სურვილი. დამძიმებულები იყვნენ სუყველა თორე სწრაფად 1 შეხებით თამაში და მუდმივი მოძრაობა რომ ყოფილიყო მოვიგებდით

Carroll_9
მომხმარებელი

1) სალაჰი მე დიდად არ მინდოდა, მაგრამ იმდენი შეაგდო რომ გამაჩუმა, რა უნდა ვთქვა გუნდის ბომბარდირია მაგრამ მე საერთო არ მიმაჩნიარომ რამე სასწაულს აკეტებს რასაც აკეთებს ერთი იმდენს აფუჭებს. რეალურად 0-0 ზე ის გამაზული ბურთი და თამაშის წაგება მაგის კისერზეა. რამენი იყო კიდე ეგეთი თამაში სადაც რეალურად სხვებმა გაიტანეს და მაგით გადავრჩით. მაღალი კლასის იგროკები 1 მომენტს ქმნიან და 1 ს იყენებნ და ამას 10 მომენტი შეუძლია შექმნას და მარტო 1 იყენებს. და ეგ პრობლემაა იმიტო რო ყველა თამაშში 100 მომენტს ვერ შექმნი. ერტი გექნება და უნდა გაიტანო.

2) სირცვილია უკვე ისეტი ფეხბურთელებისთვის კაპიტნის სამკლაურის მიცემა ვინც გუნდიდან გარბის. ჯერ კოუტინიო იყო და ეხლა ჩანი. კი მიხარია რომ ჩანი არ ახანგრძლივებს და მიდის მარა ეს მაინც გულისამრევი იყო ტიპი რომელიც გარბის ლივერულის კაპიტანობდა. და კლოპმა ცოტა თავი უნდა გაანძრიოს


3) მარტო კეიტა ვერაფერს იზამს, ვანდაიკი და მატიპი უკეტეს პასებს აკეთებენ ვიდრე მთელი ნახევარდაცვა და უკეთ ანაწილებენ თამაშსს. ვინმე კარგი ჭკვიანი საყრდენი გვინდა.

Duck.
მომხმარებელი

მძიმე ფორვარდი გვინდა რომელიც მთელი სეზონი სკამზე ჯდომას არ ითაკილებს, და ასეთ ძირითადში შეგვეძლება დაყენება პირდაპირ, კრაუჩი რომ იყოს 30 ან 31 წლის ძალიან წაგვადგებოდა :))))

ასეთ თამაშეში შევძლებთ რომ ან თავიდანვე ძირითადში დავაყენოთ ან მეორე ტაიმშივე შემოვიყვანოთ, ფელაინიც შეგვეძლო კარგად ასრულებს მაგ ფუნქიას

oto1990
მომხმარებელი

ამას ვამბობ ზუსტათ,მრჩება შთაბეჭდილება როცა პრესინგი შეუძლებელი ხდება არ იციან რა გააკეთონ,ძალინ მცირე რესურსია გუნდში,სწრაფი ვინგერები და ჩამშლელები სხვა ტიპის იგროკი მხოლოდ ფირმინო და ლალანაა ეგენიც უფრო პრესინგის ხალხია.მთელი შემადგენლობა შერჩეულია პრესინგის სათამაშოდ,და ბურთი როცა ამათ აქვთ არ იციან სად წაიღონ.

Capitan
მომხმარებელი

უბრალოდ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თაამაში არ მოგვცეს ამის საშვალება მაგრამ მომენტები იყო სალაჰს რო გაეტანა სულ სხვანაერი თამაში წავიდოდა უაზროდ გაგვივიდა გოლი და მერე ჩადგნენ დაცვაში წინ სულ არ გაუხედიათ და სივრცეები სადღა დარჩებოდათ... კლოპისთვის მაგალითი უნდა იყოს შემდეგი სეზონებისთვის წელს ყველაფერი დამთავრებულია ეპლში მაინც.... 4ეულისთვის ბრძოლა წესით არ უნდა გაგვიჭირდეს ტოტენჰემს რთუილი კალენდარი ელოდება ძალიან არსენალი ასე თუ ისე ჩამოშორებული გვყავს ჩვენ კიდე ჩვენი თამაშები მოვიგოთ და ისევ ლიგაზე ვითამაშოთ

mais
მომხმარებელი

რა მძიმე ფორვარდი. არ გვყავდა ბენტეკე, კეროლი და ეგეთები? ჩემ ფეხებს აკეთებდა რომელიმე. ლივერპულია ეს ვესტ ჰემი კი არა. საერთოდ არაა შემადგენლობის დამძიმება საჭირო. სიტის შეხედეთ როგორ უგებს ასეთ გუნდებს. მაგათ მაგრად აქვთ დამუღამებული ფლანგების გამოყენება, და ფლანგების გამოყენება მაინცდამაინც ჩაწოდებებს არ ნიშნავს. ჩვენთან თამაშშიც რამდენიმეჯერ გააკეთეს, ფლამგზე გაყავთ მცველი და მერე ნახევარმცველი თავისუფლდება. სუონსოსთან რამდენჯერაც ფლანგზე მიიღო ბურთი რობერტსონმა იმდენჯერ უკან დააბრუნა ბურთი, გომესი საერთოდ არ ერთვებოდა შეტევებში. მანე და სალაჰი კიდე სულ ცენტრში იყვნენ შეწეული. მოკლედ სუონსის გავუადვილეთ დაცვა. ასეთ თამაშში გომესის მაგივრად უნდა დაეყენებინა არნოლდი და ვინალდუმის მაგივრად ლალანა მალევე უნდა შემოეყვანა.

giginio
VIP Member

kreativii kreativii. kutxuris da jarimis momwodebeli ar gvyavs gundahi da ra mdzime forvardzea bazariii. rojersi dedas ro utynavda eet gundebs rojersi kiar iyo magari xan suaresi dabragunebda shoridan xan stivis chawodebit shkrteli shevardeboda tavit mag sezonahi mgoni 5 burti gaitana sircxvilia edzaxet koutinips mogalatwe mara im jarimas 99%gaitanda kutxuris chawodebas azri araaaq arada matipi da vandeiki koziria mag dros. mo*ცენზურა*d taliskaa gvinda ra jarimasac kargad urtyavs da kutxursaccc

giga
მომხმარებელი

ჯარიმების უბადლო შემსრულებელი წაგვივიდა :( თუ გახსოვთ რა მაგარი ჯარიმა დაიდო და პირდაპირ ხელებში რო მიუვიდა ბურთი ფაბიანსკის. ჩაწოდებები არ იყო ადრეც ჩვენი პლიუსი მაგრამ რობერტსონი ცდილობს სოლანკე გვყავს კუთხურებზე მატიპი ვანდაიკი და შეგვიძლია დავხვეწოთ. ტრანსფერებზე უმოქმედობასაც არ ვემხრობი მგონია რომ ხელმძღვანელობა ჟმოტობს მაგრად..

tabo94
მომხმარებელი

ყველა მეტოქესთან გეგენპრესინგი არ გამოდის. ყველა გუნდს თავისი გასაღები უნდა უპოვნო. მძიმე ფორვარდიც საჭიროა და ფანტაზისტაც საჭიროა. სიტუაციისდა მიხედვით რომელიც დაგჭირდება ის უნდა გამოიყენო. ტაქტიკურად ჩვენი შემადგენლობა მოუქნელია იმიტომ რომ გეგენპრესინგის გარდა სხვა ტაქტიკით ვერ ათამაშებ ამ ფორმაციის გუნდს. და როდესაც ეს ტაქტიკა არ ამართლებს რაც ხდება სუონსისთან გამოჩნდა. ძალიან ბევრ პრემიერლიგურ გუნდს შეუძლია ასეთ სტილში მოგვიგოს და რეალურად თუ არ გაგვიმართლა არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია. არც გეგმა ბ არ აქვს კლოპს, არც კოზირი უზის სკამზე. ეს კიდე ძაან დიდი მინუსია. სიტის რაც შეეხება იქ იმდენად მაღალი დონის შემსრულებლები და ფანტაზისტები ყავთ რომ არ საჭიროებენ მძიმე ფორვარდს. არც სალაჰი არც მანე და მითუმეტრს არც ფირმინო არ არის აგუეროს დე ბრუინეს იგივე სტერლინგის დონის. მაგიტომაც არ უჭირთ ნებისმიერი დაცვის გარღვევა.

mais
მომხმარებელი

სტერლინგზე მაღალი დონის სამივეა.მაგათ კაი შემტევებიც ყავთ და კარგი ბახევარმცველებიც, ეგაა ჩვენს შორის განსხვავება. ჩვენი ნახევარდაცვაა სუსტი. საერათოდ არაა საჭირო მძიმე ფორვარდი. ნახევარმცველებია საჭირო, რომლებსაც ჩანისგან და ვეინალდუმისგან განსხვავებით ოდნავ მაინც პასის გაკეთება შეეძლებათ. კეიტა რო ვიყიდეთ ეგ ძალიან გაგვაძლიერებს და მინიმუმ კიდე ერთი ნახევარმცველიც თუ ვიყიდეთ საკმარისი იქნება ასეთი გუნდების დასამარცხებლად.
თან წელს ბოლო 10 ადგილოსანთან ისედაც კარგი შედეგი გვაქვს რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

chipe888
მომხმარებელი

mais,
მაგას არ ვამბობ მეც. გადავეკიდეთ მძიმე ფორვარდს და თან ისეთი სკამზე ჯდომას რომ არ იტაკილებსო. ეგეთი რათ გინდა მერე გუნდში სასტავის ამბიცია რომ არ აქვს. სწრაფი მოძრაობა,პატარა მონაკვეთზე კედელის გათამაშება და კრეატივი. ნახევარმცველი რისი ნახევარმცველია წინაც უნდა იყოს და უკანაც. იმიტომ აყენებენ 2-3 ნახევარმცველს სასტავში,რომ გადანაწილდეს საქმე. ტაქტიკას გაჩნია და იმის მიხედვით,თუმცა 3დან 1 უნდა იყოს შეტევაზე ორიენტირებული და კრეატიული. რომელი ნახევარმცველი გვყავს გუნდში ისეთი ეს ორი რაღაც ერთად რომ ქონდეს? არცერთი არაა ეგეთი და როგორი სწორხაზოვანიც არის ნახევარდაცვა ეგრე თამაშობენ. სოლანკე ხომ არის ხოლმე სასტავში და რამდენი პასი გახსოვთ მასზე გაკეთებული. აძლევენ ფეხზე და ისიც საჯარიმოს გარეთ. რა მნიშვნელობა აქვს მძიმე ფორვარდის ყოლას გუნდში

LUIS SUARES 001
VIP Member

ასეთ გუნდებთან თამაში უნდა ვისწავლოთ თუ არა ასე არაფერი გამოვა.

mais
მომხმარებელი

შარშან მომწონდა ჩვენი ნახევარდაცვა შედარებით. ლალანა, ჰენდო, ჯინი. ახლა ამ სამიდან ყველა ცუდ ფორმაშია. ეს ჩანი ჩაშლაში ნორმალურია მაგრამ შეტევას ვერ ეხმარება. ჯინი საერთოდ აღარ მომწონს, არაფერს აკეთებს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება. ახლა ლალანა თუ შევა ფორმაში შედარებით გვეშველება, მაგრამ კოუტინიოს გარეშე შეტევების წამომწყები არ გვყავს. ისეთი, ბურთი რომ მიიღოს, შემოტრიალება შეეძლოს, ერთი-ორი კაცი მოატყუოს, კაი პასი გააკეთოს.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze