"ლივერპულმა" კიდევ ერთი ტალანტი გაიფორმა

ავტორი: gio_chyoi, 25-01-2018, 16:43, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 128, 5


დღის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპულმა" შოტლანდიურ "ფალკირკთან" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ტონი გალაჩერის ტრანსფერი შეათანხმა.

18 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბს 200.000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდება, რაც მომავალში ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ერთი-ორად გაიზრდება.

აღნიშნული ტრანსფერის შესახებ საკუთარ ოფიციალურ თვითერის გვერდზე Times-ის ჟურნალისტმა პოლ ჯოისმა განაცხადა.

რაც შეეხევა თავად ფეხბურთელს, ტონი გალაჩერი "ლივერპულის" აკადემიაში შემოწმებებზე იმყოფებოდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რაც, საბოლოოდ, ტრანსფერის განხორციელებით დასრულდა. 

აღნიშნული ჯეიმს პირსმაც (Liverpool Echo) დაადასტურა და განაცხადა, რომ იგი (გალაჩერი) არა იურგენ კლოპის, არამედ ნილ კრიჩლის გუნდს შეუერთდება ("ლივერპულის" 23 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი).

გალაჩერს "ფალკირკში" 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველანაირი ასაკობრივი გუნდი სწორედ ამ ერთ გუნდში გამოიარა.

მას შოტლანდიის მეორე ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. მას შოტლანდიის 16 და 17 წლამდე ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები და დიდი ალბათობით მომავალ შეხვედრას "ლივერპულის" 23 წლამდელთა გუნდშიც ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ თავის სათამაშო სტილით გალაჩერი ძალიან ჰგავს საკუთარ თანამემამულე ენდრიუ რობერტსონს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კარგია რო 2 მარცხენა მცველი დავიმატეთ, აკადემიაშიც კი ძალიან გვიჭირდა მაგ პოზიციაზე. ეს არ ვიცი მარა ის მეორე კოლუმბიელი აროიო მაგარი ჩანს, შევხედავთ თუ გამოვა რამე

Gerrard1
მომხმარებელი

Xo Barca's alba uberdeba da gauzardon da mere miyidon da axla ROM xalxii gvchirdeba aravis yiduloben

Tedesco
მომხმარებელი

ციტატა: Gerrard1
Xo Barca's alba uberdeba da gauzardon da mere miyidon da axla ROM xalxii gvchirdeba aravis yiduloben

ძაან მაგარი რამ თქვი :D

LUIS SUARES 001
VIP Member

ესეიგი სერიოზულს არავის ვიმატებთ ასე გამოდის

GoGson
VIP Member

ალბათ ეს ან არიოიო მორენოს ჩაანაცვლებენ უახლოეს მომავალში. ღმერთმა ქნას მალე ))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze