x

კლოპს ობლაკის ფასი არ შეაშინებს

ავტორი: gio_chyoi, 26-01-2018, 15:45, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 309, 11


ფილიპე კოუტინიოს მიერ გუნდის დატოვების შემდგომ ყველაზე აქტუალური სატრანსფერო თემა სწორედ მისი შემცვლელის, ან, ზოგადად, რომელიმე შემეტევი ფეხბურთელის გუნდში მოყვანაა.

თუმცა, ხანგრძლივ გეგმაში, სკაუზერები უპირატესობას ნამდვილად საკუთარ გუნდში მაღალი დონის მეკარის ხილვას ამჯობინებენ, ვინაიდან ვერც სიმონ მინოლე და ვერც ლორის კარიუსი შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

მას შემდეგ რაც იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ამიერიდან გუნდის პირველი მეკრაე ლორის კარიუსი იქნებოდა, გერმანელ კიპერს შანსი მიეცა სეზონის ბოლომდე დაამტკიცოს, თუ რამდენად არის გუნდის #1 მეკარედ ყოფნის ღირსი.

თუმცა, თუ იგი ამას ვერ მოახერხებს, ჯეიმს პირსი(Liverpool Echo) ფიქრობს, რომ იურგენ კლოპი ზაფხულში ახალი პირველი ნომრის ძებნას დაიწყებს.

იან ობლაკი ფანტასტიური ვარიანტია და ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ვირჯილ ვან დეიკში 75 მილინი ფუნტის გადახდის შემდგომ გერმანელი თავკაცი არ მოერიდება მეკარეში იმავე ოდენობის თანხის გადახდას.

"ვვარაუდობ, რომ "ლივერპული" ზაფხულში მეკარეს შეიძენს. ვინ იქნება ეს და რამდენი დაიხარჯება მის ტრანსფერზე ეს ყველაფერი ლორის კარიუსზეა დამოკიდებული, კერძოდ, თუ როგორ წარმოაჩენს იგი თავს სეზონის ბოლომდე.

დაამკიცებს კი იგი, რომ ღირსი "ლივერპულის" კარი დაიცვას? თუ იგი ამას შეძლებს, მაშინ, ვფიქრობ, რომ სიმონ მინოლე გუნდს დატოვებს. იგი გუნდში მე-2 ნომრად არ გაჩერდება.

ხოლო თუკი კარიუსი ვერ შეძლებს კრიტიკოსების გაჩუმებას, მაშინ კლოპს სხვა ვარიანტი არ ექნება გარდა იმისა, რომ ტოპ კლასის მეკარე მოიყვანოს.

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერს უნდა შევხედოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ თუ კლოპი იფიქრებს, რომ რომელიმე ფეხბურთელი 80 მილიონი ნამდვილად ღირს და იგი მის გუნდს გააძლიერებს, მაშინ მას სატრანსფერო ფასი ნამდვილად არ შეაშინებს და არ გადააფიქრებინებს მის განხორციელებას." - განაცხადა ჯეიმს პირსმა ინტერვიუში.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან კარგი ამბავია, პირსი ყველაზე სანდოა და ანუ უნდა გვქონდეს ნამდვილად იმედი

Carroll_9
მომხმარებელი

ობლაკი რა, და კარიუსი გაანათხოვრონ, იქნებ სასწაული მოხდა და რამე ეშველა, აბა ეხლა მაგის ფასი კაპიკია. მინოლე ჩესნად გასაყიდია

liverpool33
მომხმარებელი

ზფხულამდე მინოლე ყველა ვარიანტშია საჭირო და მერე ობლაკი ამის შანსი თუ არის, მე კია არა თვითონ მისი თავის არ ჯერა მაგას ისე იყურება ხოლმე

tabo94
მომხმარებელი

ჩვენი ჯეიმს პირსი რა აზრის არის ამ ჭორებთან დაკავშირებით? :D

gio_chyoi
რედაქტორი

შესაძლოა მაინცდამაინც ობლაკზე არ იყოს საუბარი მარა რახან ასე ისაუბრა ანუ სერიოზულ მეკარეს მოიყვანს (თუ მოიყვანს) და არა ისევ კარიუსისნაირს

chipe888
მომხმარებელი

კლოპმა საბოლოოდ აიცრუა გული მინოლეზე და კარიუსის შანსი იმას ნიშნავს,რომ ბოლომდე მიყვება კლოპი ამ მეკარეს. თითქმის ყველა თამაშში დაყენებს,მერე რომ არ თქვას შანსი არ მომეცაო. თუ ვერ გაიბრწყინა ამ კარიუსმა,სამართლიანი იქნება უორდსაც მიეცეს შანსი. იქნებ ბუფონი გყავს გუნდში და არ ვიცით უორდზე ვამბობ ხომ უნდა ვიცოდეთ რას წარმოადგენს და ისიც ხომ შეილება იჩაგრებოდეს,რატო გამოვრიცხოთ ესეთი ამბავი. რამდენი შემთხვევაა ასეთი.
ობლაკი კი მაგრად დაგვხატავს და ამოგვასუნთქებს,მარა არ მგონია ატლეტიკო შელიოს მაგას. ჩემი აზრი ასეთია,რომ თუ ობლაკი არ გამოვა მოია მოიყვანონ. მოია უეჭველი წამომსვლელია იგივე ატლეტიკოდან და კარგი მეკარეა ნუ ყოველშემთხვევაში ალისონს მირჩევნია მე პირადად. თან უფრო მაღალ დონეზე ნათამაშები აქვს. კი 33 წლისაა უკვე მარა 3-4 სეზონი ისევ გაქაჩავს და თან ძვირი არ იქნება.

პ.ს. მოიას იმიტომ ვიძახი,რომ ობლაკი ძვირია და გუნდმა შეილება არ გამოუშვას. ამათი ხელგაშლილობის ამბავი რო ვიცი მაგიტომაც და ალისონი მაგარი არ მომწონს. კარიუსს და მინოლეს ასაკის მიუხედავათ ჯობია

James Pearce
VIP Member

როგორც ჩანს მინოლეს გაუშვებენ ზაფხულში

Capitan
ტოპ კომენტატორი

ობლაკიიი !!! მეკარე აკლია ყველაზე მეტად ამ ლივერპულს

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
იგივე აზრზე ვარ ზუსტად, მგონი ჩვენი ოცნება ახდენის პირასაა : |)

LUIS SUARES 001
VIP Member

მე მგონი ხვდებიან უკვე რომ მეკარეა მოსაყვანი.ძლივს

GoGson
VIP Member

ჩვენთვის 70 და 100 მილიონი კიარააა, მეკარეში 150 იც რო გადაიხადონ მისაღები იქნებაა... მარტო კლასზე ხო არ არის, იმაზეცაა რამდენად საჭიროა გუნდში. და ჩვენ გუნდში მეკარის შეცდომების გამო ვინ იცის ბოლო წლებში რამდენი ქულა და გინდ რამდენი თასი გვაქვს გამოცლილი ხელიდან))))))))))

პირველი პრიორიტეტი ობლაკი უნდა იყოს, თუ ობლაკი ვერა მაშინ ელისონი ან რიკო.. ან ვინმე მაგ დონის , ვინც დღეს ტოპ მეკარე არაა მაგრამ პერსპექტივა აქვს რომ იყოს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze