"ლივერპული" : "ვესტ ბრომვიჩი" (მატჩის განხილვა) » Liverpool Fc - ფანკლუბი

"ლივერპული" : "ვესტ ბრომვიჩი" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 28-01-2018, 01:45, კატეგორია - სიახლეები, 1 205, 15


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "ლივერპულისა" და "ვესტ ბრომვიჩის" დაპირისპირება. მერსისაიდელები საკუთარ კედლებში 2:3 დამარცხდნენ და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს გამოეთიშნენ.

"ლივერპული" : მინიოლე - არნოლდი - მატიპი - ვან დეიკი - მორენო - ჯანი(65' ჰენდერსონი) - ვეინალდუმი - ჩემბერლენი(65' მილნერი) - სალაჰი - მანე(65' ინგსი) - ფირმინო.

როგორც მოსალოდნელი იყო, საწყისს წუთებში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. კლოპის შეგირდებმა შეძლეს კიდეც სწრაფი გოლის გატანა - ანგარიში მატჩის მე-6 წუთზე რობერტო ფირმინომ გახსნა. ამის შემდეგ კი უკვე სტუმრებმა შეძლეს წინ გასვლა - ჯეი როდრიგესმა მინიოლეს კარი მე-7 და მე-11 წუთებზე აიღო.

ამის შემდეგ ბურთს კვლავ "წითლები" დაეუფლნენ და ანგარიშის გათანაბრებაც სცადეს. მე-19 წუთზე "შაშვებმა" კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დაღვევა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. სულ მალე მერსისაიდელებს წონასწორობის აღდგენაც შეეძლოთ, თუმცა ფირმინომ 11 მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო. ბრაზილიელმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ლივერპულმა" საკუთარ კარში კიდევ 1 ბურთი მიიღო - ავტოგოლი ჟოელ მატიპს "ჩაეწერა" აქტივში.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ვერ შეძლეს თამაშზე სრული კონტროლის მოპოვება და მეტოქის კართან შტურმის მოწყობა. შეხვედრის 65-ე წუთზე იურგენ კლოპმა სამმაგი ცვლილება განახორციელა. ამის შემდეგ "წითლებმა" თამაში შედარებით გამოასწორეს.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში მოჰამედ სალაჰმა, მატჩის 78-ე წუთზე დააფიქსირა. მერსისაიდელებს ჰქონდათ საკმარისი მომენტები შეხვედრის გადასარჩენად, თუმცა სტუმართა კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. საბოლოოდ 2:3 და "ლივერპული" ტურნირს გამოეთიშა !


სტატისტიკა
"ლივერპული"
"ვესტ ბრომვიჩი"
69%ბურთის ფლობა31%
21დარტყმა8
7ზუსტი დარტყმა3
6კუთხური2
3თამაშგარე2
5ჯარიმა9
1ყვითელი ბარათი3




 

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ისევ და ისევ იგივე შეცდომები.. დაცვა 0, ნახევარდაცვა 0, მეკარე 0.... რატო უნდა იყოს ჩანი გამთამაშებელი შეტევის დროს რატო.... საჯარიმოსთან მივიდოდნენ თუ არა ემრეს ტენიდნენ ბურთს ეგრევე. ხო შეიძლება ფირმინო ჩამოწიოს იქ, სადაც კოუტინიოს ათამაშებდა და დააყენოს ცენტრფოვარდი კიდევ წინ. რო ხედავ 1 საათი გავიდა,, ვერც ჩემბერლენი თამაშობს და შეტევაშიც გიჭირს, გააკეთე რა ცვლილებები, ეს მორენო კიდე ჩამოყალიბებული *ცენზურა*ა !!!

კლოპის კისერზეა ამ თასიდან გამოვარდნაც.... თან ოპტიმალური შემადგეენლობიტ ვითამაშეთ.. წავიდეს და იტლიკინოს ბევრი მაგ *ცენზურა*მ, ტრანსფერებიც არ სჭირდება აბ არაა

elpistolero
მომხმარებელი

მარაზმია, საზიზგრობაა ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი, მარა არც გასაკვირია ამ დღეში რო ვართ, გუნდში არ გვყავს კაპიტანი, რასაც კაპიტანი ქვია თორე სამკლაური კი უკეთიათ ხოლმე ბარსელონაში გადასულ კოუტინიოს, იუვენტუსთან შეთანხმებულ ემრეს, ჰენდერსონს რომელიც ალბათ სანდერლენდში ჰა ჰა გაქაჩავდა ძირითადის ფეხბურთელობას, არ გვყავს ფეხბურთელი რომელმაც იცის კუთხურის ჩამოწოდება, არ გვყავს პენალის დამრტყმელი, არ გვყავს ჯარიმის შემსრულებელი, არ გვყავს ნორმალურზე ოდნავ მაღალი დონის ნახევარმცველი 1 მაინც, გვყავს ერთი ცენტრალური მცველი-ვირჯილი, და გვყავს ერთი ფორვარდი რომელსაც არა აქვს მკვლელის ინტიქტი(ფირმინოს არ ვაკნინებ ძაან ვაფასებ მაგის გაწეულ შავ საქმეს მაგრამ ჩვენ უფრო სხვა რაგაცაც გვჭირდება), და საერთოდ ბობის რო რამე მოუვიდეს სოლანკეს იმედზე უნდა დავრჩეთ ესეთი ''ამბიციური'' გუნდი? არ გვყავს მეკარე, არ გყავს ვინმე თამაშის ამწყობი, ალონსოს, დებრუინის, ინესტას, ან თუნდაც კოუტინიოს ტიპის მოთAმაშეს ვგულისხმობ, ვინმე ვინც შეტევას უდირიჯორებს, ერთი გვყავდა და გაუშვით ის *ცენზურა*ვარიც ბარსაში და ეხლა მატიპი და ვირჯილი ამოდიან და ისინი ცდილობენ მაგის საქმის კეთებას(ვაი ჩვენ უბედურები)... არ გვყავს მწვრთნელი რომელიც სათვალეს გაიწმინდავს და ამ ყველაფერს დაინახავს და რამის შEცვლას შეეცდება... და ძმურად ვინმემ მითხარით ამ გუნდით ვისთვის ვაპირებთ კონკურენციის გაწევას და რომელი დიდების დაბრუნებაზე ვფიქრობთ? ამ გუნდით ეხლა რასაც ვაკეთებთ ეგაა მაქსიმუმი, ლიგის ჯგუფიდან გასვლა და მეოთხე ადგილზე ნერვიულობა...

Carroll_9
მომხმარებელი

1) ჩანის კაპიტნობა მო..ვ..ტ.. ან და კიდე მაგ გადაწყვეტილების მიმღები კლოპის სახით

2) ეს დედამოხნული ლალანა დაიმტვრა და მთელი წელი ვერ თამაშბს და რაღა ამ მორენომ მოიშუშა ორ დღეშ ტრამვა. რობო იყო ჯიგრულად სახეს იძრობდა

3) ჩამშლელი მეიყვნაეთ, ნზონზი მეიყვანეთ ოღონდ ჩამშლელი მეიყვანეთ

YNWAPhoenix
VIP Member

Klopps ar vexebi ra qnas am kacma varjishze albat dedas ityna.ven rogorc sitostan da dzlier gundebtan da aq *ცენზურა*vdebian erti mekare unda moiyvanos uechveli sxva minusi ra vtqva isev da isev naxevar dacva mcvelebs ar davabraleb arcet gols naxevar dacva . Van deikio ar daiwyot adamiani roboti xo ara ro yvelgan iyott

chipe888
მომხმარებელი

elpistolero,
კარგი რა მეგობარო,მართლა რა დაშავა ამ ჰენდერსონმა ასეთი? გადაეკიდეთ ამ ლოვრენს და ჰენდერსონს. ნახე თამაში თავიდან და დეიკის შეცდომები დათვალე. ბიძოსავით დროს ვაძლევთ დეიკს თუ რა ხდება. არავინ ხმას არ იღებთ ამაზე და ჰენდერსონზე კი მიდის ლანძღვა გინება. კრიხოვიაკმა ათრია ეგ შენი დეიკი და თუ ვინმე აღმოჩნდება,რომ ლივერპულის დონის არაა სეზონის ბოლოს შესაძლოა დეიკი იყოს. პირველი თამაში კარგი ქონდა და მერე სუონსისთან 2 უაზროთ აკიდებული კუთხური და დღეს რამე ღირებული შექმნა? ერთერთი გოლის დროს ბურთმა ქორივით ჩაუარა. უბრალოდ იმდენად გეზიზღებათ ჰენდერსონი,რომ ყველაფერზე ჰენდერსონს ლანძღავთ. სადაც სალანძღია ბაზარი არაა მარა დღეს რა დაშავა? შემოვიდა და ისეთი პასი გაძრო,რომ ხავის შეშურდებოდა და პასებს ვერ ანაწილებდა თუ რა. მორენომ,მილნერმა და არნოლდმა ვერ ჩაწოდონ და ჰენდერსონის რა ბრალია. მატიპი რატო არ ახსენე? თუ ახსენებ ისიც გაიხსენე როგორ მოვიდა გუნდში და ვის ამჯობინეს. ჯანი გამთამაშებელი არაა ყველამ იცის მარა ჯინი და ჩემბერლენს,რომ ჩამოწუწული აქვს იღებს თავის თავზე მერე. კაროჩე თქვენი არ ვიცი მარა მე პირადად ვინც არ მინდა გუნდიდან წავიდეს ჯანი იმიტომ,რო კაი იგროკია. ინსი შანს იმსახურებს ყველა ვარიანტში და სოლანკეს თუ მისცა შანსი და თან დერბიში რატო არ შეილება მისცეს ამას შანსი.

მაგარი გასატეხია ასეთ გულშემატკივარს ასეთი უგრძნობი,ჩამოწუწული და გაჭირვებაში ჩამოჯმულ სახიანი გუნდი რომ ყავს

elpistolero
მომხმარებელი

chipe888,
შენ ფიქრობ რო ჰენდერსონი ლივერპულის დონეა? და კაპიტნობის ღირსია? და საერთოდ ეგ ცენტრის დამჭEრია?
დეიკი ჯერ 3 თამაშია რაც მოვიდა და ყველა ჩვენ მცველს ერთAD აღებულს კი მირჩევნია ამ ეტაპზე, და ეგრე ადვილი არ არი მიხვიდე ლივერპულში და რამდენიმე დღეში აჩვენო ყველაფერი და გაიხსნა მაგრა მჯერავს რო ეგ კაცი იტყვის სათქმელს..
და დანარჩენებზე იმიტო ვინაწ*ცენზურა*ბით აქ რო მაგათ უკვე წლებია უყურებთ რა დონე და მენტალიტეტიც აქვთ და რა "საფეხბურტო ინტელექტს" ფლობენ
და ჯანია კაი იგროკი? პირველ 2 გოლზე ვის ჩაუარეს ცენტრში ქორივით? აშკარად ჯანი იყო ეგ
და ამ გუნდის მოთამაშეების 80%ზე მეტი რო ლივერპულს წინ ვერ წაიყვანს და ვერ აგრანდებს მაგაში მგონი ყველა დამეთანხმება..

lashafss
VIP Member

როდის უნდა ისწავლოს ჭკუა და მოიყვანოს ფეხბურთელები . აღარ მინდა მინოლეებს და მორენოებს ვუყურებდე

James Pearce
VIP Member

ძალიან საწყენია ძალიან მინდოდა ეს თასი რომ მოგვეგო მაგრამ ძალიან ბევრმა შეცდომამ ეს შედეგი განაპირობა. შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული ოქსლეი ემრე და ჯინი ისევ ეს ნახდაცვა რატო დააყენა ვერ ვხვდები. მორენოს დაყენებას რომელიც ეხლახანს დაბრუნდა არ ჯობდა მილნერს ეთამაშა მარცხენა მცველად?! (მორენოზე წერა არ მინდა უბრალოდ)
ნუ შემადგენლობა აშკარად არ იყო კარგი.
1. მცველები - ნუ მორენო საშინელი ფეხბურთელია აუცილებლად გასაყიდია და ვინმე ნორმალური უნდა მოიყვანოს კლოპმა. მატიპმა ის ბურთი როგორ ვერ გამოიტანა ძან უცნაური ფეხბურთელია ეს მატიპი მაგრამ ლოვრენს და კლავანს მაინც ჯობია (იმედია ეხლა არ დაიწყებთ აუ ამას ლოვრენი ჯობიაო და ასეთებს რა) ტრენტი კარგი შემტევი მცველია დაცვა არ იცის მეტი უნდა იმუშაობს ამაზე და პასებზეც ზოგადად კარგი მოედნის ხედვა აქვს მაგრამ ელემენტალურ პასებს ვერ აკეთებს ხოლმე ნუ ამ წუთას სანან კლაინი დაბრუნდება სჯობს გომესი იდგეს ხოლმე.ისე დააკვირდით ბოლო წუთებზე სულ ტრენტს აძლევდნენ ბურთს 18 წლის მარჯვენა ნცველს წარმოიდინეთ სირცხვილია უბრალოდ.
2. ნახდაცვა - ნახდაცვაზე რა უნდა ვთქვა?! ოქსლეის თავი არსენალში გონია მგონი არვიცი საერთოდ ვერ თამაშობს ვერც პასებს აკეთებს და საერთოდ არ ჩანს ხოლმე ტიპი რას აკეთებს ვერ ვხედავ არადა ნახდაცვაში ეგაა ყველაზე შემტევი. ჯინი მეგონა ენფილდის ბიჭი იყო მაგრამ უკვე ენფილდზეც ვეღარ თამაშობს და საერთოდ ამ ტრანსფერმა ვერ გაამართლა რა. ემრე გაუშვით იუვეში.
3. შემტევები - მანე ფორმაში არაა პირველ ტაიმში არ იყო ცუდი მეორეში საერთოდ არაფერი გაუკეთებია მაგრამ მაინც არ უნდა გაეყვანა და ცოტა უცნაურია ჩემთვის 1-3აგებ და მანე გაგყავს?!რავიცი რავიცი.. ფირმინომ რა ლამაზი გოლი შეაგდო ძან კლასნია ტიპი მაგრამ მაინც უფრო მეტი გვინდა მაგ გოლის გარდა კიდე 2 მომენტი ქონდა რომელიც უნდა გაეტანა(პენალტის გარდა) სალაჰი იყო დღეს საუკეთესო ძალიან კარგი მშრომელი ფეხბურთელია.
4. კუთხურების ჩაწოდება და პენალტის გატანა როდის უნდა ვისწავლოთ? საჯარიმოში ვვდ დაგვენატა ხო? ადრე უბრალოდ ჩაწოდებას არ ქონდა აზრი საჯარიმოში სახო-ლოვრენი იყო ან ლოვრენი-მატიპი და ამათი იმდდი მე არ მქონდა ეხლა ვვდ-მატიპია და კუთხურს ვეღარ აწვდიან ბლიად. ისე ჯარიმებს ვანდეიკი რატო არ ურტყავს?!
5. აი კლოპს რო ვუყურებდი ისეთი შთავეჭდილება მქონდა რო თუთქოს დაიღალა და უბრალოდ აღარ უნდა ლფცში. არვიცი გუნდში 3 წელია არის და ძალიან ძალიან ბევრი პრობლემებია. ეს კლოპია თუ ვენგერი? უტიტულოდ ვრჩებით და ალბათ ისევ 4ზე გავალთ. პროგრესი 0.
6. ძალიან დამღლელია და გულის ამრევია ამდენი წარუმატებლობა.

LUIS SUARES 001
VIP Member

ამათ უტრაკო დედას *ცენზურა*,ჯერ იყო და სუონსი ეხლა ეს ვესთ ბრომი...კლოპ ტვინს ნუ *ცენზურა*ავ გააკეთე ეს დედა მო*ცენზურა*ული ტრანსფერი

chipe888
მომხმარებელი

elpistolero,
ჰენდერსონი კარგი კაპიტანია და ლივერპულის დონეც არის, ეს ჩემი აზრია. გაუშვათ მაშინ ჯანიც იუვენტუსს ხომ უნდა და წაიყვანონ. შკრტელიც არ იყო ლივერპულის დონის და არც ალონსო იყო თავის დროზე,არც აგერი. იმდენი შეცდომაა დაშვებული ამ მხრივ რო ვაფშე. აკვილანი ხომ იყო ლივერპულის დონის ან ბალოტელი ან კეროლები და ვეინალდუმები. მორენოებზე და მატიპებზე არაფერს ვამბობ. დეიკს დრო დასჭირდება გეთანხმები,მაგრამ ეგ არ გამორიცხავს შეცდომებს,რომლებიც დაუშვა ამ 2 თამაშში. პოზიციურ თამაშს რა დრო უნდა ვერ ვხდები, ან ხარ მაგარი ან მორენო ხარ რათ უნდა ბევრი საუბარი მაგას. ადრე მატიპის ცუდი თამაში ლოვრენის ბრალი იყო და ახლა დეიკის ცუდი თამაში მინოლეს ბრალი იქნება. კი დადმტკიცდა მატიპის მაღალი დონე და არ დამავიწყდება რანაირად მედავებოდა აქ სასტავი მაგ თემაზე. ფეხბურთი იმდენად ვიცი მაინც,რომ შევამჩნიო ვინ,სად და როგორ უშვებს შეცდომას. წლებია ფეხბურთს ვუყურებ და ვთამაშობდი კიდეც. ასე,რომ ვიცი რა შეცდომები იყო დაშვებული და რატო ხდება ის რაც ხდება. და გეტყვი ეხლა პრობლემა რაშია: არ არსებობს დაცვის ერთიანი კონცეფცია და ნესტა მალდინიც ვერ უშველის მაგას, არ გვყავს ნახევარმცველი,რომელიც დაკავშირებს დაცვას და თავდასხმას ერთმანეთთან. ეს ჯანის ბრალი არ არის და არც ჰენდერსონის მარტივი მიზეზის გამო. დაცვითი ტიპის ნახევარმცველის ფუნქცია არ არის ეგ ამბავი და მთავარი პრობლემა გუნდში არის პრივილეგირებულები და ჩამოწერილები. გუნდი ორ ნაწილად იყოფიან და ამას წყალი არ გაუვა. ერთი შეხედვით არ ჩანს და მოგიყვან მაგალითს: რობერტსონი რომ მოიყვანეს რამდენი ხანი არ გაკარეს სასტავს და მორენოს გვაყურებინა ნახევარი სეზონი და დეიკი მოვიდა და ეგრევე სასტავში. ასე,რომ გასამართლებელი არ არის შეცდომები იმით,რომ დრო სჭირდება. მინოლეს ამბავი,რომელიც ყველა ზღვარს გასცდა უკვე და დაჩაგრული უორდი. შანსის არ მიცემა ფლანაგანისთვის მარჯვენა ფლანგზე. ეს ერთ რამეზე მიუთითებს: კლოპს არ ჭირდება ავტორიტეტები და ეს მანია პატარა მწვრთნელებისააა. სულ მახსენდება ჯერარდის სიტყვები თავისი ბიოგრაფიიდან თუ როგორ აღწერს ფეხბურთელებს და როგორ ირჩეოდა კონკრეტულ თამაში სასტავი და აქ გადამწყვეტი ლივერპულის სულის ცოდნა იყო. აი რა აკლდა ამ ორ თამაშში გუნდს. ფეხბურთელები,რომლებიც ტრანვას არ მოერიდებიან არც თავისას და არც სხვისას. დღევანდელ ლივერპულში ეგეთები ცოტანი არიან:ჰენდერსონი,მილნერი,ფირმინო,არნოლდი,ფლანაგანი,ჯანი და ინსი დანარჩენები პრანჭია სასტავია და მეტი არაფერი. დეიკს და ჩემბერლენს ასევე რობერტსონს დრო დასჭირდება ამ ყველაფრის გასაზრებლად

ვესტბრომი მაგრად მომეწონა. აი რას ნიშნავს თავდადება და ბრძოლის ჟინი. არაფერს არ ერიდებოდნენ შედეგის დასადებად. ანგარიშის შანრჩუნების რამდენი ხერხი გვანახა ბრომმა ამ თამაში. მსაჯთან კამათი პატარა დეტალზეც კი, ხისტი ვარდნები და ერთიანი გუნდი დაცვაში

BLANCOS
მომხმარებელი

ვან დეიკს ვიღაც გვერდით კიდევ ჭირდება თორე ეს მატიპი ძაან ჩოილარია

რკინის მილნერი
მომხმარებელი

გუნდს დაეწყო ჩავარდნა. ყველას მოსდის მგავსი რამ.. მე დარწმუნებული ვიყავი რომ სიტის მერე წააგედნენ. ახლაც ვიცოდი რომ ვერ მოიგებდნენ და შემდეგ თამაშსაც ვერ მოიგებენ. თუ რატომ მერე ავხსნი, მანამდე შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ჩემი სიტყვები. 4

elpistolero
მომხმარებელი

chipe888,
რავიცი ჩემო ძმაო შენი აზრია და პატივს ვცემ მარა მე ჩემი უბნის გუნდშიც არ ვაკაპიტნებდი ჰენდერსონს

Luis_Garcia
მომხმარებელი

კაი, რაც გინდათ თქვით, მაგრამგუშინ საუკეთესო ჰენდერსონი იყო, შემოვიდა - პასებიც დაარიგა და ბურთიც გაანაწილა,
მინოლე - დაშვებულ შეცდომებზე მეტად აღებული ბურთი მახსენდება, ვანდაიკი არ იყო მაგ დროს როგრიგესი ცენტრიდან საჯარიმომდე რომ მიაცილა საპატიო სტუმარივით?
ინგსი - ამ გუნდში საჭიროა ეგ კაცი და იმსახურებს შანსს, მარა კლოპს ფირმინოს გარდა არავინ უნდა 9 ნომრად.
სხვა ისევ სალაჰი ფირმოს თუ გამოყოფ, დანარჩენი 0.

მინოლე, დეიკი რობი ჯო არნოლდი, ჰენდო ლალანა ოქს ფირმინო, სალაჰი ინგსი - ეს გუნდია დროებით საჭირო

jackjack
მომხმარებელი

პოხუი ფა კაპ :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze