x

ფეხბურთელთა შეფასებები

ავტორი: johnson, 28-01-2018, 02:13, კატეგორია - სიახლეები, 1 677, 24


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "ლივერპულისა" და "ვესტ ბრომვიჩის" დაპირისპირება. მერსისაიდელები საკუთარ კედლებში 2:3 დამარცხდნენ და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს გამოეთიშნენ.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Liverpool Echo-სა და ThisIsAnfield-ის ვერსიებით :

     Liverpool Echo
       ThisIsAnfield
სიმონ მინიოლე - 4
სიმონ მინიოლე - 4
ალექსანდრ-არნოლდი - 5
ალექსანდრ-არნოლდი - 4
ვირჯილ ვან დეიკი - 4
ვირჯილ ვან დეიკი - 3
ჟოელ მატიპი - 4
ჟოელ მატიპი - 4
ალბერტო მორენო - 5
ალბერტო მორენო - 3
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 5
ჟორჟინიო ვეინალდუმი - 3
ემრე ჩანი - 4
ემრე ჩანი - 3
ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 4
ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 5
სადიო მანე - 5
სადიო მანე - 4
მოჰამედ სალაჰი - 6
მოჰამედ სალაჰი - 6
რობერტო ფირმინო - 6
რობერტო ფირმინო - 5

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები

   Liverpool Echo
      ThisIsAnfield
ჯორდან ჰენდერსონი - 6
ჯორდან ჰენდერსონი - 5
დენი ინგსი - 6
დენი ინგსი - 5
ჯეიმს მილნერი - 6
ჯეიმს მილნერი - 5

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

2015 წლის ოქტომბერი (კლოპის მოსვლისას) - გუნდის ცენტრს, დაცვას და კარს პატრონი არ ყავს

2018 წლის იანვარი - გუნდის ცენტრს, დაცვას და კარს პატრონი არ ყავს

#Kloppeffect

ფაქტია რა მწვრთნელია პასუხისმგებელი იმაზე რაც დღეს ხდება. დარწმუნებული ვარ 5-6 წლიანი პროექტით არავის მოუყვანია და არავის უთქვამს, რო ყოველ ზაფხულს 2-2- კაცი დაიმატე და 3-4 წელში ნელ-ნელა მოხოდე გუნდიო. მარაზმია მართლა რაც ხდება. თითოეულ ფეხბურთელის განხილვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენი *ცენზურა*ა ამ გუნდში, ყოველ მომდევნო თამაშში ერთ-ერთი მაინც გააფუჭებს ყველაფერს. არ მინდა ეს გახსნილი და ლამაზი ფეხბურთი, მთავარი შედეგია და კლოპი ძალიან შორსაა ჯერ რაიმე შედეგისგან

დღეს მორენოს ბრალი იქნება, ხვალ ჰენდერსონის, ზეგ მინიოლეს, მერე მატიპის, მერე გომესის და ასე დაუსრულებლად... ჩვენი ცუდი თამაშის გამო ვუშვებთ გოლებს და არა მეტოქის სიძლიერის გამო

lashafss
VIP Member

ჰენდერსონი იმსახურებდა აშკარად ბევრად მეტ შეფასებას ვიდრე რომელიმე მათგანი. აშკარად მოწადინებულები იყვნენ მეორე ტაიმის იმ ნაწილში რასაც ვუყურე , მაგრამ ფაქტი ერთია: ჩვენ არ ვართ ის გუნდი ვინც უნდა აწვდიდეს ხშირად და ეს უნდა გაააგებინოს ამ ხალხს ვინმემ. ( ასეთი კარგი მეკარე ჩვენ რომ გვყვავდეს ახლა პირველზე თუ არა მეორეზე მაინც ვიქნებოდით )

mais
მომხმარებელი

ჰენდერსონი ყველაზე კარგი იყო. ეს რო არ ტრავმიანობდეს აღარ გვექნებოდა პრობლემები ნახევარდაცვაში. ან ჩანის მაგივრად ვინმე ნორმალური რო ყავდეს შემცვლელი

Carroll_9
მომხმარებელი

ამათაც შ.ი.გ აქვთ ვანდაიკს რა შეფასებას აძლევენ ტიპები, სამივე გოლზე თავისი კაცი დაკეტილი ყავდა და ზონაც დაკეტილი ქონდა ორივერეჯერ მორნოს კაცზე გადავიდა . და მაგას გარდა ნახევარდაცვა არი ქინძი.

livermori
მომხმარებელი

ძალიან დაბალი შეფასებები არ ვიცი ესე იციან ჩავარდნები მარა ფაქტია კოი ძაან დაალკდა გუნდს რაც არ უნდა ვიმჷვიდოთ თავი შეტევით როცა გუნდიდან ბირთვი მიდის ყოველთვის ესე ემართება ჯერ კიდე გრძელვადიანი თემაა ახალი ბირთვი ვინ გახდება სამწუხაროდ

James Pearce
VIP Member

ძალიან საწყენია ძალიან მინდოდა ეს თასი რომ მოგვეგო მაგრამ ძალიან ბევრმა შეცდომამ ეს შედეგი განაპირობა. შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული ოქსლეი ემრე და ჯინი ისევ ეს ნახდაცვა რატო დააყენა ვერ ვხვდები. მორენოს დაყენებას რომელიც ეხლახანს დაბრუნდა არ ჯობდა მილნერს ეთამაშა მარცხენა მცველად?! (მორენოზე წერა არ მინდა უბრალოდ)
ნუ შემადგენლობა აშკარად არ იყო კარგი.
1. მცველები - ნუ მორენო საშინელი ფეხბურთელია აუცილებლად გასაყიდია და ვინმე ნორმალური უნდა მოიყვანოს კლოპმა. მატიპმა ის ბურთი როგორ ვერ გამოიტანა ძან უცნაური ფეხბურთელია ეს მატიპი მაგრამ ლოვრენს და კლავანს მაინც ჯობია (იმედია ეხლა არ დაიწყებთ აუ ამას ლოვრენი ჯობიაო და ასეთებს რა) ტრენტი კარგი შემტევი მცველია დაცვა არ იცის მეტი უნდა იმუშაობს ამაზე და პასებზეც ზოგადად კარგი მოედნის ხედვა აქვს მაგრამ ელემენტალურ პასებს ვერ აკეთებს ხოლმე ნუ ამ წუთას სანან კლაინი დაბრუნდება სჯობს გომესი იდგეს ხოლმე.ისე დააკვირდით ბოლო წუთებზე სულ ტრენტს აძლევდნენ ბურთს 18 წლის მარჯვენა ნცველს წარმოიდინეთ სირცხვილია უბრალოდ.
2. ნახდაცვა - ნახდაცვაზე რა უნდა ვთქვა?! ოქსლეის თავი არსენალში გონია მგონი არვიცი საერთოდ ვერ თამაშობს ვერც პასებს აკეთებს და საერთოდ არ ჩანს ხოლმე ტიპი რას აკეთებს ვერ ვხედავ არადა ნახდაცვაში ეგაა ყველაზე შემტევი. ჯინი მეგონა ენფილდის ბიჭი იყო მაგრამ უკვე ენფილდზეც ვეღარ თამაშობს და საერთოდ ამ ტრანსფერმა ვერ გაამართლა რა. ემრე გაუშვით იუვეში.
3. შემტევები - მანე ფორმაში არაა პირველ ტაიმში არ იყო ცუდი მეორეში საერთოდ არაფერი გაუკეთებია მაგრამ მაინც არ უნდა გაეყვანა და ცოტა უცნაურია ჩემთვის 1-3აგებ და მანე გაგყავს?!რავიცი რავიცი.. ფირმინომ რა ლამაზი გოლი შეაგდო ძან კლასნია ტიპი მაგრამ მაინც უფრო მეტი გვინდა მაგ გოლის გარდა კიდე 2 მომენტი ქონდა რომელიც უნდა გაეტანა(პენალტის გარდა) სალაჰი იყო დღეს საუკეთესო ძალიან კარგი მშრომელი ფეხბურთელია.
4. კუთხურების ჩაწოდება და პენალტის გატანა როდის უნდა ვისწავლოთ? საჯარიმოში ვვდ დაგვენატა ხო? ადრე უბრალოდ ჩაწოდებას არ ქონდა აზრი საჯარიმოში სახო-ლოვრენი იყო ან ლოვრენი-მატიპი და ამათი იმდდი მე არ მქონდა ეხლა ვვდ-მატიპია და კუთხურს ვეღარ აწვდიან ბლიად. ისე ჯარიმებს ვანდეიკი რატო არ ურტყავს?!
5. აი კლოპს რო ვუყურებდი ისეთი შთავეჭდილება მქონდა რო თუთქოს დაიღალა და უბრალოდ აღარ უნდა ლფცში. არვიცი გუნდში 3 წელია არის და ძალიან ძალიან ბევრი პრობლემებია. ეს კლოპია თუ ვენგერი? უტიტულოდ ვრჩებით და ალბათ ისევ 4ზე გავალთ. პროგრესი 0.
6. ძალიან დამღლელია და გულის ამრევია ამდენი წარუმატებლობა.

Capitan
ტოპ კომენტატორი

ტეხავს....

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

1)ფოსტერის ქორივით გამოსვლებს გადახედეთ ამ თამაშში და მერე კარიუსი-მინოლეს ზუსსტააად!! იგივე მომენტებში არ გამოსვლებს და რაღაც ჟონგლიორობებს ამათ დედებს რო *ცენზურა*.
2)მორენო ვინც არ გაყიდოს ამ ზაფხულს იმას მოვუ*ცენზურა* გერმანული ხისთავიანობა. დაცვაში საერთოდ დღეს ყველა დაჩლუნგებული იყო, არნოლდა კარგად აწოდებსო და პასების და ჩაწოდებების 80% ტრაკში გაუშვა.
3)ეს ჯანი ხო უტვინო *ცენზურა*ა, უაზროდ იკიდებს ფოლებს და ერთ გრძელ პასს არ გააკეთებსს არასდორს, მაგრამ აი ვეინალდუმს მაინც ვერ ჯობია მე მაგას მოვუ*ცენზურა* დეგრადანტი დედის ტრაკი, რამ დაა*ცენზურა*ვა ტიპი, სასრაფოდ ჩასალპობია სკამზე ან საერთოდ მელვუდში დასამარხი, მაგას ჯობია ახალშობილ ვუდბარნს არბენინონ 90 წუთი, რო პირველი 60 წუთი მაინც ითამაშებს და ბოლო ნახევარი საათიღა მოგვიწევს 10 კაცით თამაში.
4)ეს მანეც ზედვე მიაყოლონ ვეინალდუმს ცოცხლად, მაგას ქვია ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი??? ტფუიი, ტიპს მემგონი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, წაიტვანეთ განკურნეთ ან რამე უქენით.
5)სალაჰმა სეზონის დასაწყისი გაიხსენა კიდე, თითქმის ყველაფერი წარმატებით ააცილა დღესაც და სუონსისთანაც. დაჟე ადრე იხსნებოდა მაინც და ბურთს ყოველ მეორე მიღებაზე არ კარგავდა.
6)ფირმინო მეორე ტაიმში ვაგონის მძღნერივით დაიკარგა, მაგრამ არ ვაბრალებ. შეუძლებელია ამათთან რამე ითამაშო, პირველ ტაიმში ბარემ პენალიც გაგეტანა რა შეჩემა და იქნებოდი ჩვენი მხსნელი.
7)ვან დეიკს ვინც ლანძღავთ კიდე ერთი მომენტებს კარგად გადახედეთ რა. ნახევარდაცვის სრული კრახი და ტრაკში გაჩხერილი მორენო აბსოლიტურად ყველგან. მეკარის სასაცილო გამოსვლებზე აღარ ვლაპარაკობ.
8) ეს ჰეგაზი როა კიდე, აგერ უკვე მეორეთ იხმარა მთელი ლივერპული და ბარემ იყიდონ სანამ მესამედ ურტყა სალაჰს სფინქსის გრძელი.

უი კიდევ, ჰენდო ასნავნოიში.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ამ გუნდს მწვრთნელი თუ ჰყავს საერთოდ, მე იმ მწვრთნელის დედას გავდე თავის ასისტენტებიანად. ერთი გააზრებული შეტევა არ გაკეთებულა სადაც 3-4 ზუსტ პასს გადააბამდნენ ვერტიკალურად. წინ შეტევაში გამამწვავებელ პასებს ვგულისხმობ, თორემ უკან ერთმანეთში რომ აგორავებენ ხოლმე მცველები უაზროდ მასე იცოცხლე, სუონსისთან რეკორდი მოხსნეს მგონი მაგ მხრივ. პირველი გოლი ევანსის სიდებილის ხარჯზე გავიტანეთ, მეორე გოლი კიდევ საჯარიმოში მორიგ, ვარაუდზე გათვლილ ჩაწოდებულს და ვესტ ბრომის მცველების დაბნეულობას მოჰყვა. 100ჯერ რომ ჩაუწვდი ბრმად საჯარიმოში, ერთხელ ისინიც შეცდებიან, რობოტები არ არიან. ყველა გაუბედურებული გუნდის ცენზურა მწვრთნელი, მაინცდამაინც ლივერპულთან რატომ უნდა გამოჩნდეს ხოლმე მაგარ ტაქტიკოსად გამაგებინეთ. ჯერ იყო პოლ ლამბერტის კომპლექსი ვერ მოიშორეს ტიპებმა, მერე კრეიგ შექსპირი გაეძრო თავისი რომეო-ჯულიეტათი, მერე სუონსის ქლიბი მწვრთნელი, გვარიც არ მახსოვს. ამდაგვარმა ყ.. ტრენერებმა სეზონში ყველა თამაში რომ წააგონ, ლივერპულთან მაინც სასურველ შედეგს დააფიქსირებენ და აი მაგიტომ გაგარტყი კლოპო, ასეთ ს ირებს რომ აბლატავებ და უფლებას აძლევ თავზე იმასგვიქნან მაგიტომ ხარ ფეხებით ჩამოსაკიდი. მთელი ვესტ ბრომვიჩის სასტავი რომ შეკრიბო და შეაფასო, ერთი ვან დეიკის ფასი არ გამოვა ჯამში, მაგრამ ეგ არ უშლით ხელს ენფილდიდან გამარჯვებულები წავიდნენ. ტრანსფერები და გუნდის გაძლიერება რად გვინდა, აგერ რაგნარა კლავანი მოიშუშებს ტრავმას და ის მოაგვარებს ყველა პრობლემას. დღესაც თუ დააკვირდით სერიოზულად მოხვდა ფირმინოს კოჭში ერთ ეპიზოდში, ცეცხლს ეთამაშებიან კაროჩე, მაგ კაცს რამე რომ მოუვიდეს დავიჭიროთ ხელში თეთრი ბაირაღები და დავუქნიოთ ხელი ოთხეულს. არანაირად არ ვცდილობ სიტუაციის გაბუქებას, მაგრამ ცვეტში ერთადერთი კაცია ფირმინო გუნდში, ვინც ბურთის განაწილება და თამაშის გაშლა იცის. პასის მიმცემი და ბურთის გამგდებიც აღარავინ ეყოლება მერე ამ სალაჰს, რომ გაიქცეს და დაარტყას. ამ შეფასებებს ბოლოში კლოპის შეფასება აკლია, სადაც 0 უნდა ეწეროს.

oto1990
მომხმარებელი

ჰადერსფილდს მოუგებენ და კლოპიც გაგენიოსდება ისევ
კლოპი არ ვიცი ამოუხსნელი ფენომენია,მარა ფეხბურთელების უმეტესობა რო ვესტბრომვიჩის დონესაც ვერ აკმაყოფილებს ეგ კი ვიცი

ისე სიმბოლური იქნება ჰადერსფილდთანაც წააგოს ბარემ და ტოტენჰემთან ანახოს სრულად თავისი სიდიადე კონტრ პრესინგები და რამე,გასვლაზე რო უწევდეს ტოტენჰემთან მეტი სიდიადით ანახებდა მაგ ყოველივეს ყველას(ტოტენჰემი მეტად ეცდებოდა ბურთის კონტროლს და ყველამ ვიცით კლოპის სიძლიერე კონტრ პრესინგზე)
ვის რა ფეხებად უნდა სიტისთან და ტოტენჰემთან კონტრ პრესინგები სუონსთან და ვესტბრომთან რო პირწმინდად აგებ

LUIS SUARES 001
VIP Member

ციტატა: johnson
2015 წლის ოქტომბერი (კლოპის მოსვლისას) - გუნდის ცენტრს, დაცვას და კარს პატრონი არ ყავს

2018 წლის იანვარი - გუნდის ცენტრს, დაცვას და კარს პატრონი არ ყავს

#Kloppeffect

ფაქტია რა მწვრთნელია პასუხისმგებელი იმაზე რაც დღეს ხდება. დარწმუნებული ვარ 5-6 წლიანი პროექტით არავის მოუყვანია და არავის უთქვამს, რო ყოველ ზაფხულს 2-2- კაცი დაიმატე და 3-4 წელში ნელ-ნელა მოხოდე გუნდიო. მარაზმია მართლა რაც ხდება. თითოეულ ფეხბურთელის განხილვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენი *ცენზურა*ა ამ გუნდში, ყოველ მომდევნო თამაშში ერთ-ერთი მაინც გააფუჭებს ყველაფერს. არ მინდა ეს გახსნილი და ლამაზი ფეხბურთი, მთავარი შედეგია და კლოპი ძალიან შორსაა ჯერ რაიმე შედეგისგან

დღეს მორენოს ბრალი იქნება, ხვალ ჰენდერსონის, ზეგ მინიოლეს, მერე მატიპის, მერე გომესის და ასე დაუსრულებლად... ჩვენი ცუდი თამაშის გამო ვუშვებთ გოლებს და არა მეტოქის სიძლიერის გამო

ეგრეა ზუსტად ერთი ერთში..შიგნით მაგარი რაღაცააქვს ამ ჩემისას

chipe888
მომხმარებელი

Carroll_9,
რა არ მოგეწონა დეიკის შეფაებაში? ის მიღო რაც დაიმსახურა და მორენოს კაცზე გადავიდა რა გამართლება ვერ გავიგე. თავის კაცი მიატოვა და მორენოს კაცს რომ ეთამაშა ეგაა პოზიციური შეცდომა და არა გამართლება. თუ თვითონ კაცს არ იყვანდა და გადავიდა თავისი საქმე უნდა შეუსრულებია და მორენოს კაცი რა შუაშია. უკანა მცველის ფუნქცია რა არის მეტი და აქ ჩაიჯვა მაგ თქვენმა დეიკმა. სწორედ ეგაა პრობლემა,რომ ერთ კაცზე ყველა რომ მირბის და თავიანთ ასაყვან კაცებს ტოვებენ და ზონებს აშიშვლებენ. მერე მინოლე ვერ იღებს ბურთსო. დეიკის გარდა ყველას აბრალებთ ყველაფერს და რავიცი აბა შეილება ეგრე ფიქრობს კლოპიც:)

არ დავიწყებ ეხლა კლოპი წავიდეს და ეგეთ ბაზარს. სეზონის ბოლო მოვა და დაჯდებიან მაგიდასთან დაილაპარაკებენ მფლობელები მიიღებენ გადაწყვეტილებას. განიხილავენ რა მიზანი ქონდათ სეზონის წინ და რას მიაღწიეს. თუ ვერ მიაღწიეს იმას რაც უნდოდათ გამოიკვლევენ რატო ვერ ქნეს. არავის გეგონოთ რო ჩემპიონობა იყო მიზანი ან ლიგის მოგება. ეს ილუზიაა და იცით რატო? კლოპი იმდენი ხანია არს გუნდში,რომ აღარ მოუთმენდნენ ამ ჩავარდნას და ჩემპიონობას მომლოდინე მფლობელი მარტივად მოხსნიდა მწვრთნელს. ამიტომაა რომ უთმენენ კლოპს ამდენი ხანი,რომ 2030 ელოდებიან. იმენა ბიძინა2 კლოპი. დაბოლება და კარგი ლაპარაკი ეხერხება აი ისეთი იმას რომ გეუბნებიან რისი მოსმენაც გინდა. პროსტა არ დაუწყია 1 წელზე უკეთესი იქნება მეორე წელიო.
1-3 რომ აგებ ენფილდზე ვესტბრომთან და ფანები გაშლილი ხელებით მღერიან მაინც და იგროკები ტრაკს ვერ ატოკებენ რამის შესაცვლელად ეგ განსაკუთრებული ამბავია. ყველამ ვიცით ლივერპულის ფანების ჭირსა შინა გამაგრება და მათი მოთმინება. არც დაუსტვენია არავის სტადიონზე და ყველანაირად ცდილობდნენ საბრძოლო ფონის შექმნას,მაგრამ ამათ გინდ უმღერე და გინდ უცეკვე რეაქცია 0. ტეხავს ასეთ გულშემატკივარს ასეთი გუნდი რომ ყავს და ყველანაირად ცდილობენ ფანების დეგრადირებას. არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ამაყები და პირში წყალი ჩაგუბებინონ სირჩესტერის და სხვების ფანებს. მოთმინება კარგი აქვთ და მაგათაც ამოასხვას და დანთხევენ მთელ გუნდს. ერთგულება და სიყვარული კლუბის მიმართ არ ნიშნავს რომ ადვილად აიტანენ ამ სიტუაციას და ადრე თუ გვიან გაბრაზდებიან. სამწუხაროა მაგრამ არ სცემენ ფეხბურთელები გულშემატკივარს პატივს ყველა არა მარა უმეტესობა

PRINCE,
ერთადერთი კაცია ფირმინო ვინც ბურთის განაწილება იცის და ის 9იანზე თამაშობს. აი გენაცვალე რა ამ წინადადებაში ჩანს ჩვენი ყოფა და რატო უკვირთ მერე ფირმინოს 30 გოლი ვერ გაქვსო და არადა რა ქნას?! ცენტრში ჩამოიწიოს ჩაწოდოს და გაიქცეს თავისივე ჩაწოდებულს დახვდეს?! კუთხურსაც ვერ აწვდიან და ყველა შეტევა 1 სცენარით ვითარდება.

gigla123
მომხმარებელი

iqneb ingsi moixodos. magra mevaseba es chemisa

Carroll_9
მომხმარებელი

chipe888,
რას ქვია რა გამართლებაა მორენოს კაცმა შეაგდო ორივეჯერ ერთი კიდე შემორბენილმა. პირველ გოლზე უფრო ადრე გადავიდოდა და როდრიგესი პასით ერთი ერთე ტოვებდა დეიკის კაცს, მეორე გოლზე საიდან შემოირბინა როდრიგესმა სად იყო მანდ ნახევარდაცვა მესამე გოლზე ჰო საერთოდ. რა შუაშია ვანდაიკი არცერთი გოლი საერთოდ ამის ბრალი არ იყო. უთავო ხალხი ყავს გარშემო. მარცხენა მცველი ფაქტიურად არ ყავს ტიპს. გარშემო სულ ცარიელია ზონები, წინ არავინ კეტავს ნახევარდაცვა არ არსებობს. მცველი რა გგონიათ 3-4 ზზონა უნდა კეტოს პლიუს თავისი კაცი და შემორბენილ კაცზეც გადავიდეს?

lasha77
VIP Member

ამ გუნდს ნახევარდაცვის ცენტრში ერთი ჭკვიანი და სტაბილურად მოთამაშე კაცი სჭირდება კროსის მაგვარი . 10იანზე თამაში ძალიან კარგად შეუძლია ფირმინოს და ნამდვილად საცოდაობაა მისი 9 ნომრად ყოფნა 9 ნომერზე საშუალო დონის ფორვარდი მაინც უნდა იყოს . ამ გუნდისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ჯეკო . ეს ფეხბურთელი არც ძვირი დაჯდება და მინიმუმ 2 წლის მანძილზე გუნდს კარგ დახმარებასაც გაუწევს . ერთი კარგი მეკარეც და მერე უკვე შეიძლება იმის თქმა რომ 4 ეული და ფა თასი გარანტირებულია . ჯო ალენი გაცილებით უფრო კრეატიული და მეტი სარგებლის მომტანი ნაცევარმცველი იყო ვიდრე ემრე , ცხენდერსონი და ვეინალდუმია .

moses
მომხმარებელი

Chemi azrit yvelaze kargad arnoldma itamasha .Bobby'm tvini motyna ukve penaltebis mazvit

chipe888
მომხმარებელი

Carroll_9,
მე ხომ იმას არ ვამბობ დეიკის ბრალი იყო მარტოთქო. მე იმას ვამბობ,რომ დაცვა იყო 0 და შეფასება რაც მიიღეს დამსახურებულიათქო. როგორც მახსოვს მატიპის ცუდი თამაში ლოვრენის ბრალი იყოო და ეხლა ვისი ბრალიათქო. და ისიც ხო ნახე ბევრჯერ ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე დეიკი და როცა 75 მილიონი ღირს მცველი უფრო მეტი მოეთხოვება. მარტო რას იზავდაო ბაზარი ნაღდად არ იყო გუშინ იმიტომ,რომ ზუსტად მატრო უნდა ექნა სხვადასხვა მომენტებში. პასუხისმგებელი კლოპია ყველაფერზე და მორენოს დაყენებაზეც. შენ თუ გგონია მორენო მომეწონა და მაგიტომ არ ვაგინებ არ არის ეგრე უბრალოდ იმდენი მაქვს მორენოზე ნაგინები მაგას კი არა 3 თაობას ეყოფა მაგისას კიდე. არნოლდი კარგი ბიჭია მარა არც ეგრეა საქმე,რომ 10 თამაშში 1 ათამაშო და დაგლიჯოს. დაყენოს ძირითადში სულ და თუ კარიუსს ვანდობთ კარს ამას რატო არ უნდა ვენდოთ. შეუწყვილოს გომესი დეიკს და რაღა უნდა მოხდეს ისეთი. ბოლო 3 თამაშში რამდენჯერაც კარში დაგვირტყეს მაინც გოლი გავიდა და რა აზრი აქვს მატიპი გვეყოლება მარჯვენა ცენტრ. მცველად თუ არნოლდი კრაიზე. განსხვავება ისაა,რომ ხან საყრდენი დაზღვევს არნოლდს და ხან გომესი დეიკის წყვილი

shoti
მომხმარებელი

რა გუნდზე ვლაპარაკობთ ბიჭებო, გუნდში კაცი არ მოიძებნა ისეთი რომელიც ნამდვილი კაპიტანი იქნება, რომელიც ჩაზინებულებს შემოუზახებს გამოაფხიზლებს, რომელიც ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოლებს, წაგების დროს ნერვები მოეშლება და იუხეშებს კიდეც. ასეთს ხედავთ ვინმეს გუნდში?! და კიდევ ისეთ შტაბეჭდილებას ტოვებენ ესენი რომ თამაშის შემდეგ განხილვა არააქვთ სულ იგივე შეცდომებს უშვებენ მომდევნო თამაშებში. კლოპს ქონდა ამისწინ ნათქვამი მანემ რო იგორა ევერტონტან მგონი არაფერი მითქვამს მისთვისო.. არ გითქვამს კიარა უნდა მოტხოვო ყველა ეპიზოდზე ყველა ბურთზე ბრზოლაა.. დედააფეთებული ფერგიუსონი ბუცებბს ესროულებოდა იმხელასახელიან და გავლენიან ფეხბურთელებს და ესენი ვინ ცჰემი *ცენზურა*ები აიან... წააგე წააგეე მარა იბრძოლე მაინც ეს დედანაქაჩი სული და გული დადევი მოედანზე.. სამწუხაროდ ესეტი ხალხი ერტეულია გუნდში და ეგაა რა.

burkinafaso
მომხმარებელი

აი დააკვირდით ხალხო რასაც გვირტყამენ კარში 90% გოლია. ბოლო თამაშებშიეკარეების ბრალი ნაკლებადაა. პირველი პრობლემა - ჩაკეტილ გუნდებთან კრეატიულობის ნაკლებობა, ძალიან ძნელია ასეთ გუნდთან ჩაწოდებებით შეძლო რამე მითუმეტეს დაბალი სასტავი გვყავს წინ , ხოლო ტიკი ტაკას ესენი ვერთამაშობენ რასაც ვუყურებ სულ დაცვა აგრავებს უმეტესად ბურთს სუსტ გუნდებთან. მეორე პრობლემა- დაცვა, ისევ სუსტ გუნდებთან როცა ბურთი გიჭირავს და კონტრშეტევაზე არიან აქ მეტად გამოცდილი მცველები გჭირდება, შეიძლება ეხლა ლოვრენი სხვაგან წავიდეს და გამოჩნდეს რო გაუვალია, მე მგონია რო ჩვენს სტილში არჯდება ეგ და უფრო ჭკვიანი მცველი გვჭირდება, ვან დეიკს არაფერს ვერჩი . მეამე პრობლემა- მეკარე, მინიოლეს აქვს მარტო კარგი რეაქცია და გამოსვლებზე ძალიან მოიკოჭლებს , აი კარიუსის კიდე არაფერი მინახავს კარგი და რავიცი ცუდიც 1-2 მახსენდება, რაც დაურტყეს თითქმის ყველა ძნელი ასაღები იყო , მაგრამ ხო შეიძლება ერთხელ მაინც გვყავდეს ისეთი მეკარე რო ვთქვათ რა ბურთები გამოაძვრინაო დდ ზუსტად ეგეთი ძლიერი მეკარეა საჭირო ლიგაზე ძლიერ გუნდებთან . მეოთხე პრობლემა- მორენო, კომენტარის გარეშე. და კიდე ვერ ვხედავ იმას რო ცენტრში ვინმე კონკრეტულად გამოკვეთილ დავალებას ასრულებდეს. ჰენდერსონი სულ ტრამვიანობს, მე ჰენდო მირჩევნია იდგეს ვიდრე სხვა რომელიმე ახლანდელ ლივერში რადგან დაცვას ძაან ეხმარება. გუნდს სჭირდება გამოკვეთილი ჩამშლელი რი მაინც. და დასახვეწია შეტევის მოედება ჩაკეტილ გუნდებთან

Mate chavchavadze
მომხმარებელი

კლოპის დაჯმა მიდის 18 წაუგებელი სერიის დროს არაფერი ისმოდა აქ ცუდია იურგენი ნელნელა აშენებს გუნდს ვინც ვერ ხედავს თავისივე პრობლემაა

GoGson
VIP Member

აბსოლუტურად არ იყო საჭირო ეს. არანაირი განსხვავება... ყველას 0 უნდა, ქონდეს შეფასება, ეს რაიყოო (((( მართლა რაიყოოოო ტოო.... კიდევ კარგი ვიდეორეფერი იყო თორე 4-1ზე იმ მეორესაც ვერ გაიტანდნენ და წააგებდნნენ

tabo94
მომხმარებელი

burkinafaso,
არიან მეკარეები ვისაც მკვდარი ბურთების აღება შეუძლიათ, მაგალითად დე ხეა. ეგ რო არა მანჩესტერი წელს და შარშანაც ცხრილის შუაში იქნებოდა. მარტო მაგ გუნდის მაგალითით ჩანს რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდში ტოპ კლასის მეკარის ყოლას, სხვებს რო თავი დავანებოთ. დეიკს არაფერს ვერჩი , მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეგ 75 მილიონი მეკარეში გადაეხადათ,რომელიც მკვდარ ბურთებსაც აიღებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გამოსვლები. თუ მეკარე სწორად გამოვა ბურთზე მომენტიც არ შეიქმნება და განიმუხტება სიტუაცია. არც ერთმა არ იცის ბურთზე გამოსვლა. ვესტ ბრომვიჩის მეკარემ მაგ სწორი გამოსვლებით ძალიან ბევრი მომენტი მოიგერია. ბევრად უკეთესი შედეგები გვექნებოდა ცოტა მაღალი დონის მეკარე რომ გვყავდეს და კარის ხაზზე არ ლპებოდნენ.

shmatu
მომხმარებელი

ლივერპული მანამდე არ დაუბრუნდება თავის დიდებას სანამ გუნდიდან არ წავლენ ისეთი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები ესენია ; მინოლე, კლავანი,ჰენდერსონი,ემრე ჯანი,მორენო,ვეინალდუმი თუ გყავს მაქსიმუმ ზამენისთვის ან ეგეც არ ვარგა, ჩემბერლენიც კარგია მაგრამ ზამენისთვის.მანეს შემცვლელი არ გვყავს. ამიტომ საჭიროა იმ ლემარის ყიდვა ან თუნდაც მაჰრეზის. დე ვრეი აუცილებლად საყიდია,
ასევე კეიატას გარდა ნახევარმცველი საჭიროა კიდევ.მეკარე რათქმა უნდა და ერთიც Fორვარდი

DIMAX777
მომხმარებელი

https://youtu.be/NnijYn79vh4 უყურეთ გაგისწორდებათ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze